პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ყოველ 1000 მშობიარეზე 21-33 ჩვილი იღუპება
საქართველოში ყოველ 1000 მშობიარეზე 21-33 ჩვილი იღუპება

უკვე მე­ცა­მე­ტე წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო "მი­ლე­ნი­უ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის" ხელ­მომ­წე­რი ქვე­ყა­ნა გახ­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ქვე­ყა­ნა­ში სი­ღა­რი­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა და აღ­მო­ფხვრა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით, სა­ქარ­თვე­ლო 113-ე ად­გილ­ზეა, 194 ქვეყ­ნი­დან (სი­ა­ში მა­ღა­ლი ად­გი­ლი - ნაკ­ლებ­სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას ნიშ­ნავს). ჩვენ­თან, ყო­ველ 1000 მშო­ბი­ა­რე­ზე, 21-33 ჩვი­ლი იღუ­პე­ბა. გა­ე­რო-ს ბავ­შვთა ფონ­დის უკა­ნას­კნე­ლი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში დღემ­დე 77 000 ბავ­შვი სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა ცხოვ­რობს. "ვერ­სია" შე­ე­ცა­და, პრობ­ლე­მის არსს ბო­ლომ­დე ჩას­წვდო­მო­და, კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხე­ბი მი­ე­ღო კი­თხვებ­ზე, რა­ტომ იღუ­პე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვე­ბი და ვის ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვთა გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე?

სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ჯერ კი­დევ 2000 წელს მო­ა­წე­რა ხელი "გა­ე­რო-ს ათას­წლე­უ­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ას", რო­მე­ლიც 2015 წლამ­დე სი­ღა­რი­ბი­სა და მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და დაძ­ლე­ვის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან გეგ­მას წარ­მო­ად­გენს. 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის შემ­ცი­რე­ბა, "გა­ე­რო-ს ათას­წლე­უ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის" დეკ­ლა­რი­რე­ბულ მიზ­ნებს შო­რის, პირ­ვე­ლი პუნ­ქტია. მა­თი­ვე მო­ნა­ცე­მე­ბით, 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით, ევ­რო­პის 44 ქვე­ყა­ნას შო­რის, დეკ­ლა­რა­ცი­ის ხელ­მომ­წე­რი სა­ქარ­თვე­ლო 42-ე ად­გილ­ზეა, შემ­დეგ მო­დის აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და ყა­ზა­ხე­თი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 1995 წლი­დან ჩვილ ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის კლე­ბის ტენ­დენ­ცია აღი­ნიშ­ნე­ბა და კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ის თით­ქმის გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლია: თუ 2000 წელს ყო­ველ 1000 ცო­ცხლად და­ბა­დე­ბულ ბავ­შვზე სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის 21 შემ­თხვე­ვა იყო, 2011 წელს ეს რი­ცხვი 11-მდე და­ე­ცა, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით, ჯერ კი­დევ მა­ღა­ლია და ჩვე­ნი მას­შტა­ბის ქვეყ­ნის­თვის - სა­ვა­ლა­ლოც.

თუ ერთი წლის ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი გო­გი­ტა აბა­ში­ძის მა­გა­ლით­ზე ვიმ­სჯე­ლებთ, აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ მის ირ­გვლივ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მთე­ლი არ­მია იდგა: მშობ­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა, რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბა, სოფ­ლის ექი­მი... ყვე­ლას სა­კუ­თა­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა უნდა ჰქო­ნო­და ჩვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­სად­მი და ყვე­ლას მისი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბო­და. უგუ­ლო­ბამ, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბამ, უცო­დინ­რო­ბამ, და­უ­დევ­რო­ბამ, უსახ­სრო­ბამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ 1 წლის ჩვილ­მა სი­ცო­ცხლე შიმ­ში­ლო­ბის გამო, შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ას­რუ­ლა.

"გა­ე­რო-ს ბავ­შვთა ფონ­დის" ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტის, თა­მარ უგუ­ლა­ვას თქმით, ქვე­ყა­ნა­ში ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე ცალ­სა­ხა დი­აგ­ნო­ზის დას­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ეს სა­კი­თხი რთულ და კომ­პლექ­სურ პრობ­ლე­მებს მო­ი­ცავს. სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, მო­ზარ­დის სქე­სობ­რი­ვი გა­ნათ­ლე­ბა, ჩა­სახ­ვის პე­რი­ოდ­ში მშობ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა, მუც­ლად ყოფ­ნის დროს მშობ­ლი­სა და ნა­ყო­ფის მდგო­მა­რე­ო­ბის კონ­ტრო­ლი, უსაფრ­თხო მშო­ბი­ა­რო­ბა და პე­დი­ატ­რის მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა 5 წლამ­დე... პრობ­ლე­მებს ყვე­ლა ეტაპ­ზე ვა­წყდე­ბით.

თა­მარ უგუ­ლა­ვას თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მო­ზარ­დი სკო­ლის ასა­კი­დან, სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის პე­რი­ო­დი­დან­ვე ფლობ­დეს სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ სპე­ცი­ფი­კურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ეს პრაქ­ტი­კა კი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სამ­წუ­ხა­როდ, არ არ­სე­ბობს. ქალ­მა ზუს­ტად უნდა იცო­დეს, რო­გორ აი­ცი­ლოს თა­ვი­დან და­უ­გეგ­მა­ვი ფეხ­მძი­მო­ბა, და­გეგ­მი­ლი ფეხ­მძი­მო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, უნდა ფლობ­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმ აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ორ­გა­ნიზ­მის მზა­ო­ბას. შემ­დეგ იწყე­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბა იმის შე­სა­ხებ, ფეხ­მძი­მო­ბის რო­მელ ეტაპ­ზე, რა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო. სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით, კონ­ტრო­ლი ფეხ­მძი­მე­ზე უნდა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს ჩა­სახ­ვი­დან 12 კვი­რის თავ­ზე და მა­ნამ, სა­ნამ ბავ­შვი 5 წელს არ მი­აღ­წევს. 5 წლამ­დე ბავ­შვე­ბის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის გა­მომ­წვევ ერთ-ერთ მი­ზე­ზად თა­მარ უგუ­ლა­ვა მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცეს­ში ექი­მე­ბის ცვლი­ლე­ბა­საც ასა­ხე­ლებს ანუ მშო­ბი­ა­რო­ბის სტა­დი­ამ­დე მი­სუ­ლი დე­დი­სა და ნა­ყო­ფის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ვერ აღ­წევს იმ ექი­მამ­დე, რო­მელ­მაც ქალი უნდა ამ­შო­ბი­ა­როს, გარ­თუ­ლე­ბუ­ლი მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მთლი­ა­ნად გა­და­დის ექიმ­სა და სამ­შო­ბი­ა­რო სახლზე. არა­და პრობ­ლე­მა, შე­საძ­ლოა, და­ფეხ­მძი­მე­ბის პირ­ვე­ლი­ვე კვი­რი­დან იღებ­დეს სა­თა­ვეს.

"იუ­ნი­სე­ფის" წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, 5 წლის ასა­კის ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ტენ­დენ­ცია მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არა, ზო­გა­დად, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს პრობ­ლე­მა­ცაა. მეც­ნი­ე­რუ­ლად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის 2/3 1 წლამ­დე ასაკ­ში იღუ­პე­ბა, რა­საც "2/3-ის კა­ნონ­საც" უწო­დე­ბენ. 1 წლამ­დე გარ­დაც­ვლილ­თა სრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის 2/3 პირ­ველ თვე­ში იღუ­პე­ბა, მათ შო­რის 2/3 პირ­ველ კვი­რა­ში, ხოლო 2/3 პირ­ველ 24 სა­ათ­ში.

"5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვის­თვის, ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი პირ­ვე­ლი წე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი პირ­ვე­ლი კვი­რა. ამ დროს ბავ­შვი სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აქ­ცენ­ტი სამ­შო­ბი­ა­რო სახლზე გა­და­დის, მაგ­რამ იქ ხომ პა­ტა­რა მუც­ლად­ყოფ­ნის პე­რი­ო­დი­დან ხვდე­ბა? დე­დას, ფეხ­მძი­მო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სჭირ­დე­ბა მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, სამ­შო­ბი­ა­რო­შიც სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი უნდა დახ­ვდეს და იქი­დან გა­მო­წე­რის შემ­დეგ, ბავ­შვი პე­დი­ატ­რის მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ უნდა იზ­რდე­ბო­დეს... ბავ­შვის მოვ­ლა ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია და 5 წლის ასა­კამ­დე გა­ჩე­ნი­ლი ყვე­ლა პრობ­ლე­მა სა­ში­შია მისი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცო­ცხლის­თვის. ამი­ტომ ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გის შემ­თხვე­ვა­ში, რთუ­ლია ხე­ლა­ღე­ბით ვინ­მეს და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა", - აცხა­დებს "გა­ე­რო-ს ბავ­შვთა ფონ­დის" ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტი.

კი­თხვა კი, მა­ინც სად უნდა ვე­ძე­ბოთ 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვთა გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მომ­წვე­ვი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბი, კვლავ უპა­სუ­ხოდ რჩე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ფონდ "კუ­რა­ცი­ოს" პრე­ზი­დენ­ტის, ქე­თე­ვან ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლის აზ­რით, ჩვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან ბრა­ლე­უ­ლო­ბის ძი­ე­ბი­სას, კვალს კომ­პლექ­სურ გულ­გრი­ლო­ბამ­დე და სა­მო­ქა­ლა­ქო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბამ­დე მივ­ყა­ვართ: "სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯახ­ში 5 წლამ­დე ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არც კონ­კრე­ტუ­ლი ოჯა­ხი­სა და არც სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი. დამ­ნა­შა­ვის ძებ­ნა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყვე­ლა­ზე უმა­დუ­რი საქ­მეა".

რამ­დე­ნა­დაც კომ­პლექ­სუ­რი უნდა იყოს პრობ­ლე­მა, ფაქ­ტია, სა­ხელ­მწი­ფოს გარ­კვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­აჩ­ნია სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­შე. მე­ო­რე სა­კი­თხია, გან­ვი­თა­რე­ბად ქვე­ყა­ნა­ში, დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე მდგა­რი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუ­ფა­ლი, რამ­დე­ნად ახერ­ხებს ყვე­ლა ახალ­შო­ბი­ლის­თვის სა­თა­ნა­დო გა­რე­მოს შექ­მნას. ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში, ეს რომ არ ხერ­ხდე­ბა "იუ­ნი­სე­ფის" გა­ე­რო-ს ბავ­შვთა ფონ­დის 2012 წლის კვლე­ვის შე­დე­გე­ბიც ადას­ტუ­რებს - სა­ქარ­თვე­ლო­ში 77 000 ბავ­შვი უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობს და მათი სი­ცო­ცხლე საფრ­თხე­შია.

ქრის­ტი­ნე მა­ლა­ნია

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

საქართველოში ყოველ 1000 მშობიარეზე 21-33 ჩვილი იღუპება

საქართველოში ყოველ 1000 მშობიარეზე 21-33 ჩვილი იღუპება

უკვე მეცამეტე წელია, საქართველო "მილენიუმის განვითარების ფონდის" ხელმომწერი ქვეყანა გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში სიღარიბის გამომწვევი მიზეზების გამოვლენასა და აღმოფხვრაზე პასუხისმგებლობას იღებს. ამის მიუხედავად, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით, საქართველო 113-ე ადგილზეა, 194 ქვეყნიდან (სიაში მაღალი ადგილი - ნაკლებსიკვდილიანობას ნიშნავს). ჩვენთან, ყოველ 1000 მშობიარეზე, 21-33 ჩვილი იღუპება. გაერო-ს ბავშვთა ფონდის უკანასკნელი კვლევების მიხედვით, საქართველოში დღემდე 77 000 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. "ვერსია" შეეცადა, პრობლემის არსს ბოლომდე ჩასწვდომოდა, კონკრეტული პასუხები მიეღო კითხვებზე, რატომ იღუპებიან საქართველოში ბავშვები და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 5 წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების ფაქტებზე?

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2000 წელს მოაწერა ხელი "გაერო-ს ათასწლეულის დეკლარაციას", რომელიც 2015 წლამდე სიღარიბისა და მისი გამომწვევი მიზეზების გამოვლენისა და დაძლევის ფართომასშტაბიან გეგმას წარმოადგენს. 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირება, "გაერო-ს ათასწლეულის განვითარების" დეკლარირებულ მიზნებს შორის, პირველი პუნქტია. მათივე მონაცემებით, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით, ევროპის 44 ქვეყანას შორის, დეკლარაციის ხელმომწერი საქართველო 42-ე ადგილზეა, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი და ყაზახეთი.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 1995 წლიდან ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლების ტენდენცია აღინიშნება და კვლევების მიხედვით, ის თითქმის განახევრებულია: თუ 2000 წელს ყოველ 1000 ცოცხლად დაბადებულ ბავშვზე სიკვდილიანობის 21 შემთხვევა იყო, 2011 წელს ეს რიცხვი 11-მდე დაეცა, თუმცა ამის მიუხედავად, საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ჯერ კიდევ მაღალია და ჩვენი მასშტაბის ქვეყნისთვის - სავალალოც.

თუ ერთი წლის ტრაგიკულად გარდაცვლილი გოგიტა აბაშიძის მაგალითზე ვიმსჯელებთ, აღმოვაჩენთ, რომ მის ირგვლივ დაინტერესებული ადამიანების მთელი არმია იდგა: მშობლები, ნათესავები, მეზობლები, სოციალური დაცვის სამსახური, ჯანდაცვის სისტემა, რაიონის გამგეობა, სოფლის ექიმი... ყველას საკუთარი დაინტერესება უნდა ჰქონოდა ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი და ყველას მისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. უგულობამ, უპასუხისმგებლობამ, უცოდინრობამ, დაუდევრობამ, უსახსრობამ გამოიწვია ის, რომ 1 წლის ჩვილმა სიცოცხლე შიმშილობის გამო, შოკურ მდგომარეობაში დაასრულა.

"გაერო-ს ბავშვთა ფონდის" ჯანდაცვის სპეციალისტის, თამარ უგულავას თქმით, ქვეყანაში ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამომწვევ მიზეზებზე ცალსახა დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, რადგან ეს საკითხი რთულ და კომპლექსურ პრობლემებს მოიცავს. სოციალური მდგომარეობა, მოზარდის სქესობრივი განათლება, ჩასახვის პერიოდში მშობლის ჯანმრთელობა, მუცლად ყოფნის დროს მშობლისა და ნაყოფის მდგომარეობის კონტროლი, უსაფრთხო მშობიარობა და პედიატრის მუდმივი მეთვალყურეობა 5 წლამდე... პრობლემებს ყველა ეტაპზე ვაწყდებით.

თამარ უგულავას თქმით, აუცილებელია, მოზარდი სკოლის ასაკიდან, სქესობრივი მომწიფების პერიოდიდანვე ფლობდეს სექსუალური ცხოვრების შესახებ სპეციფიკურ ინფორმაციას, ეს პრაქტიკა კი საქართველოში, სამწუხაროდ, არ არსებობს. ქალმა ზუსტად უნდა იცოდეს, როგორ აიცილოს თავიდან დაუგეგმავი ფეხმძიმობა, დაგეგმილი ფეხმძიმობის შემთხვევაში კი, უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმ აუცილებელი პროცედურების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზმის მზაობას. შემდეგ იწყება ინფორმირება იმის შესახებ, ფეხმძიმობის რომელ ეტაპზე, რა აუცილებელი პროცედურის ჩატარებაა საჭირო. სოციალური პროგრამების მიხედვით, კონტროლი ფეხმძიმეზე უნდა ხორციელდებოდეს ჩასახვიდან 12 კვირის თავზე და მანამ, სანამ ბავშვი 5 წელს არ მიაღწევს. 5 წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად თამარ უგულავა მონიტორინგის პროცესში ექიმების ცვლილებასაც ასახელებს ანუ მშობიარობის სტადიამდე მისული დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ვერ აღწევს იმ ექიმამდე, რომელმაც ქალი უნდა ამშობიაროს, გართულებული მშობიარობის შემთხვევაში კი, პასუხისმგებლობა მთლიანად გადადის ექიმსა და სამშობიარო სახლზე. არადა პრობლემა, შესაძლოა, დაფეხმძიმების პირველივე კვირიდან იღებდეს სათავეს.

"იუნისეფის" წარმომადგენლის განცხადებით, 5 წლის ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის ტენდენცია მხოლოდ საქართველოში კი არა, ზოგადად, მთელი მსოფლიოს პრობლემაცაა. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ 5 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობის 2/3 1 წლამდე ასაკში იღუპება, რასაც "2/3-ის კანონსაც" უწოდებენ. 1 წლამდე გარდაცვლილთა სრული რაოდენობის 2/3 პირველ თვეში იღუპება, მათ შორის 2/3 პირველ კვირაში, ხოლო 2/3 პირველ 24 საათში.

"5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის, ყველაზე კრიტიკული პირველი წელია, განსაკუთრებით კი პირველი კვირა. ამ დროს ბავშვი სამშობიარო სახლში იმყოფება და აქედან გამომდინარე, აქცენტი სამშობიარო სახლზე გადადის, მაგრამ იქ ხომ პატარა მუცლადყოფნის პერიოდიდან ხვდება? დედას, ფეხმძიმობის განმავლობაში სჭირდება მეთვალყურეობა, სამშობიაროშიც სათანადო პირობები უნდა დახვდეს და იქიდან გამოწერის შემდეგ, ბავშვი პედიატრის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იზრდებოდეს... ბავშვის მოვლა ხანგრძლივი პროცესია და 5 წლის ასაკამდე გაჩენილი ყველა პრობლემა საშიშია მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. ამიტომ ფატალური შედეგის შემთხვევაში, რთულია ხელაღებით ვინმეს დადანაშაულება", - აცხადებს "გაერო-ს ბავშვთა ფონდის" ჯანდაცვის სპეციალისტი.

კითხვა კი, მაინც სად უნდა ვეძებოთ 5 წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების გამომწვევი ძირითადი მიზეზები, კვლავ უპასუხოდ რჩება. საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" პრეზიდენტის, ქეთევან ჩხატარაშვილის აზრით, ჩვილის გარდაცვალებაში ერთი კონკრეტული ადამიანის დადანაშაულება არ შეიძლება, რადგან ბრალეულობის ძიებისას, კვალს კომპლექსურ გულგრილობამდე და სამოქალაქო პასუხისმგებლობამდე მივყავართ: "სოციალურად დაუცველ ოჯახში 5 წლამდე ბავშვის გარდაცვალების შემთხვევაში, არც კონკრეტული ოჯახისა და არც სოციალური მუშაკის დადანაშაულება არ იქნება სამართლიანი. დამნაშავის ძებნა ამ სიტუაციაში ყველაზე უმადური საქმეა".

რამდენადაც კომპლექსური უნდა იყოს პრობლემა, ფაქტია, სახელმწიფოს გარკვეული ვალდებულებები გააჩნია საკუთარი მოქალაქეების წინაშე. მეორე საკითხია, განვითარებად ქვეყანაში, დიდი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების წინაშე მდგარი ქვეყნის ხელისუფალი, რამდენად ახერხებს ყველა ახალშობილისთვის სათანადო გარემოს შექმნას. ჩვენს რეალობაში, ეს რომ არ ხერხდება "იუნისეფის" გაერო-ს ბავშვთა ფონდის 2012 წლის კვლევის შედეგებიც ადასტურებს - საქართველოში 77 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და მათი სიცოცხლე საფრთხეშია.

ქრისტინე მალანია

გაზეთი "ვერსია"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"