კარგია, როცა კარგი ექსპერტი გყავთ. მიუყვანთ ავტომობილს, შეამოწმებს და გეტყვით, ღირს თუ არა ამ მანქანის ამდენად და ამდენად შეძენა. მაგრამ რაღაც-რაღაცების გარკვევა თვითონაც შეგიძლიათ. მეორადი ავტომობილის შეძენისას მთავარი კითხვები ასე ჟღერს: გარბენი "ჩამოყრილი" ხომ არ არის? არის თუ არა მანქანა ნაავარიევი? გარბენთან დაკავშირებით არაერთხელ დაგვიწერია და რაც შეეხება იმის გარკვევას, აქვს თუ არა ავტომობილს ავარია გადატანილი
საჭის პოზიცია
თუ საჭე სწორად არ დგას, ესე იგი, სავალ ნაწილში პრობლემებია. ცხადია, ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ მაგალითად, ავტომობილი ბორდიურზე სწრაფად ავიდა, მაგრამ დარტყმა ან სერიოზული ჩარტყმაც არ არის გამორიცხული.