პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრის ბრაუნი: "როგორც იქნა, მივხვდი, რომ ქალების ცემა არასწორია"
კრის ბრაუნი: "როგორც იქნა, მივხვდი, რომ ქალების ცემა არასწორია"

კრის ბრა­უ­ნი იმ სა­მარ­ცხვი­ნო ინ­ცი­დენტზე სა­უ­ბარს, როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მომ­ღე­რა­ლი, რი­ა­ნა სცე­მა, აქამ­დე გა­ურ­ბო­და. მაგ­რამ ამ­ჟა­მად ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი სა­კუ­თა­რი იმი­ჯის გა­მოს­წო­რე­ბას დიდი მონ­დო­მე­ბით ცდი­ლობს, ამი­ტომ მეტ ლო­უ­ე­რის შო­უ­ში რი­ა­ნას ცე­მის ფაქ­ტზე ისა­უბ­რა.

23 წლის ბრა­უ­ნი ამ­ბობს, რომ ალ­ბომ­ზე Fine China მუ­შა­ო­ბამ და ცხოვ­რე­ბამ ბევ­რი რამ მი­ახ­ვედ­რა. "ჩემი აზ­რით, ახლა იმ ეტაპ­ზე ვარ, როცა უნდა და­ვამ­ტკი­ცო, რომ ნამ­დვი­ლი კაცი ვარ. ვიცი, რაც გა­ვა­კე­თე, სწო­რი არ იყო და ამას არას­დროს გა­ვი­მე­ო­რებ. ვგრძნობ რი­ა­ნას გულს, ის კი - ჩემ­სას გრძნობს. ნე­გა­ტივ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი არ ვარ, ჩემ­თვის ყვე­ლა­ფერ­ში არ­სე­ბობს და­დე­ბი­თი. ფსი­ქო­ლოგ­თან 52 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ა­რე და შე­დე­გად, რო­გორც იქნა, მივ­ხვდი, რომ მა­შინ სწო­რად არ მოვ­ქცე­ულ­ვარ. ქა­ლე­ბის ცემა არ შე­იძ­ლე­ბა."

კრისს მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ცი­დენ­ტი ახ­სოვ­და. "მახ­სოვს, ვი­ჯე­ქი და სულ ვფიქ­რობ­დი: "რა­ტომ გა­ვა­კე­თე ეს?" დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბო­და. ჩა­ვი­ტა­რე 52-კვი­რი­ა­ნი პროგ­რა­მა, რა­მაც შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. პო­ზი­ტი­უ­რად მი­ვი­წევ წინ. ვფიქ­რობ, მხო­ლოდ ასე შე­მიძ­ლია და­ვამ­ტკი­ცო, რომ შე­ვიც­ვა­ლე. და­ვუმ­ტკი­ცო სა­კუ­თარ თავს, ფა­ნებს, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა­ზე დიდი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­მი­ცხა­დეს."

მარ­თა­ლია, რი­ა­ნას სიყ­ვა­რუ­ლი და­იბ­რუ­ნა, მაგ­რამ ხალ­ხის უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეც­ვლა უფრო რთუ­ლია. "რა თქმა უნდა, ყვე­ლას­თან ვერ მი­ვალ და ვერ ვთხოვ, რომ შე­მინ­დონ. ნე­გა­ტი­უ­რად გან­წყო­ბილ ადა­მი­ა­ნებს აზრს ვე­რას­დროს შე­აც­ვლე­ვი­ნებ".

ბრა­უნ­მა ასე­ვე, აღ­ნიშ­ნა, რომ მას შემ­დეგ, რაც შეყ­ვა­რე­ბულ­ზე ხე­ლით გა­ი­წია, იმა­შიც ეჭვი ეპა­რე­ბო­და, რომ რი­ა­ნა ხმას გას­ცემ­და. "სა­მუ­და­მოდ მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი" - ამ­ბობს კრი­სი რი­ა­ნა­ზე, რო­მელ­მაც ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მას აპა­ტია. "ის ინ­ცი­დენ­ტი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ცუდი პე­რი­ო­დი იყო, რი­ა­ნა კი სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია, მან მა­პა­ტია და ამი­ტომ, მის მი­მართ ყო­ველ­თვის მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა მექ­ნე­ბა."

მან შეყ­ვა­რე­ბულ­თან ამ­ჟა­მინ­დელ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც ისა­უბ­რა: "ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ბავ­შვუ­რია. ვცდი­ლობ, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი არ გავ­ხა­დო, ყო­ველ სა­ღა­მოს სან­თლე­ბის წინ ვახ­შმო­ბა არ მსურს. ყვე­ლა­ფე­რი მხი­ა­რუ­ლი და ნამ­დვი­ლი უნდა იყოს."

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

კრის ბრაუნი: "როგორც იქნა, მივხვდი, რომ ქალების ცემა არასწორია"

კრის ბრაუნი: "როგორც იქნა, მივხვდი, რომ ქალების ცემა არასწორია"

კრის ბრაუნი იმ სამარცხვინო ინციდენტზე საუბარს, როცა შეყვარებული, მომღერალი, რიანა სცემა, აქამდე გაურბოდა. მაგრამ ამჟამად ცნობილი მომღერალი საკუთარი იმიჯის გამოსწორებას დიდი მონდომებით ცდილობს, ამიტომ მეტ ლოუერის შოუში რიანას ცემის ფაქტზე ისაუბრა.

23 წლის ბრაუნი ამბობს, რომ ალბომზე Fine China მუშაობამ და ცხოვრებამ ბევრი რამ მიახვედრა. "ჩემი აზრით, ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა უნდა დავამტკიცო, რომ ნამდვილი კაცი ვარ. ვიცი, რაც გავაკეთე, სწორი არ იყო და ამას არასდროს გავიმეორებ. ვგრძნობ რიანას გულს, ის კი - ჩემსას გრძნობს. ნეგატივზე ფოკუსირებული არ ვარ, ჩემთვის ყველაფერში არსებობს დადებითი. ფსიქოლოგთან 52 კვირის განმავლობაში ვიარე და შედეგად, როგორც იქნა, მივხვდი, რომ მაშინ სწორად არ მოვქცეულვარ. ქალების ცემა არ შეიძლება."

კრისს მთელი ამ ხნის განმავლობაში ინციდენტი ახსოვდა. "მახსოვს, ვიჯექი და სულ ვფიქრობდი: "რატომ გავაკეთე ეს?" დახმარება მჭირდებოდა. ჩავიტარე 52-კვირიანი პროგრამა, რამაც შედეგი გამოიღო. პოზიტიურად მივიწევ წინ. ვფიქრობ, მხოლოდ ასე შემიძლია დავამტკიცო, რომ შევიცვალე. დავუმტკიცო საკუთარ თავს, ფანებს, რომლებმაც ყველაზე დიდი მხარდაჭერა გამომიცხადეს."

მართალია, რიანას სიყვარული დაიბრუნა, მაგრამ ხალხის უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლა უფრო რთულია. "რა თქმა უნდა, ყველასთან ვერ მივალ და ვერ ვთხოვ, რომ შემინდონ. ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს აზრს ვერასდროს შეაცვლევინებ".

ბრაუნმა ასევე, აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც შეყვარებულზე ხელით გაიწია, იმაშიც ეჭვი ეპარებოდა, რომ რიანა ხმას გასცემდა. "სამუდამოდ მადლიერი ვიქნები" - ამბობს კრისი რიანაზე, რომელმაც ბევრისთვის მოულოდნელად, მას აპატია. "ის ინციდენტი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი პერიოდი იყო, რიანა კი საოცარი ადამიანია, მან მაპატია და ამიტომ, მის მიმართ ყოველთვის მადლიერების გრძნობა მექნება."

მან შეყვარებულთან ამჟამინდელ ურთიერთობაზეც ისაუბრა: "ჩვენი ურთიერთობა ბავშვურია. ვცდილობ, ძალიან სერიოზული არ გავხადო, ყოველ საღამოს სანთლების წინ ვახშმობა არ მსურს. ყველაფერი მხიარული და ნამდვილი უნდა იყოს."

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"