მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილის ბიძაშვილი მილიონერის სიძეა
სააკაშვილის ბიძაშვილი მილიონერის სიძეა

სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გის" რუბ­რი­კა "ჭორ-მარ­თალ­ში"

ცნო­ბი­ლი პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გის ვახ­ტანგ ხუ­ცი­ძის, იმა­ვე წო­პეს, ქა­ლიშ­ვი­ლი მაია პა­ა­ტა შე­ვარ­დნა­ძის თა­ნაკ­ლა­სე­ლი­სა და ბავ­შვო­ბის მე­გობ­რის და­ვით დუმ­ბა­ძის მე­უღ­ლე გახ­ლავთ. და­ვით დუმ­ბა­ძემ ბიზ­ნესს დიდი ხა­ნია მიჰ­ყო ხელი - სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ "მარ­ტინ ბა­უ­ე­რი" და­ა­ფუძნა, შემ­დეგ "თი­ბი­სი ბან­კის" მე­წი­ლე გახ­და, ოთხი წელი ამ ბან­კის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეც იყო. ამას მოჰ­ყვა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ერთ-ერთი კომ­პა­ნია.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "მსხვერ­პლი" დუმ­ბა­ძეც გახ­ლდათ. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ კომ­პა­ნი­ა­ში დარ­ღვე­ვე­ბი აღ­მო­უ­ჩი­ნეს და რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნით და­ა­ჯა­რი­მეს, თუმ­ცა კარ­გა ხანს არ ეგუ­ე­ბო­და ამ ამ­ბავს და სა­სა­მარ­თლოს გზით თა­ვი­სი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბას ცდი­ლობ­და. ადე­იშ­ვილ­საც და­მუქ­რე­ბია, სულ დავ­ხუ­რავ ქარ­ხა­ნა­საც, მა­ღა­ზი­ებ­საც და ათა­სო­ბით ადა­მი­ანს უმუ­შე­ვარს დავ­ტო­ვე­ბო. ადე­იშ­ვილს თა­ვის მხრივ შე­უთ­ვლია, რაც გინ­და ის გა­ა­კე­თე, მაგ­რამ ფული მა­ინც უნდა გა­და­ი­ხა­დოო. გა­და­სახ­დე­ლი ფული კი რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენ­და. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ დუმ­ბა­ძეს მა­შინ­დე­ლი მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ახლო მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და, მა­ინც გა­და­უხ­დია ეს მი­ლი­ო­ნე­ბი და გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლიც დარ­ჩე­ნი­ლა. "ჩემ­თვის ეს არ უნდა გა­ე­ბე­და­თო", - უთ­ქვამს კი­დეც თა­ვის მე­გობ­რებ­თან, რად­გან რო­გორც მისი ერთ-ერთი ახ­ლო­ბე­ლი ამ­ბობს, ის მა­შინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პა­ტი­ვის­ცე­მას ისე­დაც არ აკ­ლებ­და.

და­ვით დუმ­ბა­ძის ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი ელე­ნე პა­რიზ­ში ცხოვ­რობ­და და სწავ­ლობ­და. ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი გლო­ბა­ლუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და კი­ნომ­ცოდ­ნე­ო­ბის გან­ხრით და­ამ­თავ­რა. 2011 წელს სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­რა საფ­რან­გეთ­ში ევ­რო­პის და­მო­უ­კი­დე­ბელ კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის რან­გში. ფილ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ფეს­ტი­ვალ­ზე იყო წარ­დგე­ნი­ლი, მან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ი­ტა­ნა და მათი ჩვე­ნე­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­სა და "თი­ბი­სი ბან­კის" მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა.

ელე­ნე ბავ­შვო­ბი­დან ფუ­ფუ­ნე­ბა­ში იზ­რდე­ბა. იც­ვამს "შა­ნე­ლის", "ივ სენ ლო­რა­ნის" და სხვა მა­ღა­ლი კლა­სის ბრენ­დე­ბის სა­მოსს. "გიჟ­დე­ბა" "შა­ნე­ლის" ჩან­თებ­ზე. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ელე­ნეს ჯგუ­ფე­ლე­ბი პა­რიზ­ში ძი­რი­თა­დად მდი­და­რი ოჯა­ხის შვი­ლე­ბი და არა­ბი შე­ი­ხე­ბის ასე­ვე მდი­და­რი მემ­კვიდ­რე­ე­ბი იყ­ვნენ. რო­გორც ელე­ნეს ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი ამ­ბობს, ერთ-ერთი შე­ი­ხის შვი­ლი ელე­ნე­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც ყო­ფი­ლა და ცო­ლო­ბა­საც სთხოვ­და. "ყვე­ლას გვე­გო­ნა და ვე­ლო­დით, რომ ელე­ნე მას გაჰ­ყვე­ბო­და ცო­ლად, მაგ­რამ ალ­ბათ ოჯახ­მა სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო", - ამ­ბობს ელე­ნეს ერთ-ერთი და­ქა­ლი.

გი­ორ­გი ალა­სა­ნია ნიკა ალა­სა­ნი­ას ძმაა. ისი­ნი პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი არი­ან. ნიკა ალა­სა­ნი­ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სის და­ვით ევ­გე­ნი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი ლიკა შე­ირ­თო ცო­ლად.

ბოლო დროს გი­ორ­გი და ელე­ნე ერ­თმა­ნეთს გა­აც­ნეს და მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ქორ­წი­ნე­ბით დაგ­ვირ­გვინ­და. ულა­მა­ზეს­მა წყვილ­მა გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და. პა­ტარ­ძალს ძვირ­ფა­სი სა­ქორ­წი­ნო კაბა ეცვა, რამ­დე­ნი­მე­მეტ­რი­ა­ნი შლე­ი­ფით.

რო­გორც მისი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, მა­ნამ­დე ელე­ნეს ერთ-ერთი იუ­ბი­ლე მა­მამ პა­რი­ზის ცნო­ბილ კლუბ­ში გა­და­უ­ხა­და.

მომ­დევ­ნო და­ბა­დე­ბის დღე კი წყნეთ­ში, დუმ­ბა­ძე­ე­ბის აგა­რაკ­ზე აღ­ნიშ­ნეს. წვე­უ­ლე­ბა კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ და მას­ზე ელე­ნე "პლე­ი­ბო­ის" კოს­ტი­უმ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი გა­მო­ე­ცხა­და სტუმ­რებს. მისი ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი კი მო­ნაზვნის ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი გა­მო­სუ­ლა სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე. რო­გორც ამ­ბო­ბენ, და­ბა­დე­ბის დღეს უამ­რავ ნაც­ნობ-მე­გო­ბარ­თან ერ­თად ახალ­გაზ­რდა უცხო­ე­ლი მოგ­ზა­უ­რე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც და­ვით დუმ­ბა­ძემ თვითმფრი­ნავ­ში გა­იც­ნო, თბი­ლის­ში და­ბი­ნა­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­რა და ქა­ლიშ­ვი­ლის იუ­ბი­ლე­ზეც მი­იწ­ვია.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი" რუბ­რი­კა "ჭორ-მარ­თა­ლი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

სააკაშვილის ბიძაშვილი მილიონერის სიძეა

სააკაშვილის ბიძაშვილი მილიონერის სიძეა

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ "რეიტინგის" რუბრიკა "ჭორ-მართალში"

ცნობილი პლასტიკური ქირურგის ვახტანგ ხუციძის, იმავე წოპეს, ქალიშვილი მაია პაატა შევარდნაძის თანაკლასელისა და ბავშვობის მეგობრის დავით დუმბაძის მეუღლე გახლავთ. დავით დუმბაძემ ბიზნესს დიდი ხანია მიჰყო ხელი - საქართველოში ჯერ "მარტინ ბაუერი" დააფუძნა, შემდეგ "თიბისი ბანკის" მეწილე გახდა, ოთხი წელი ამ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც იყო. ამას მოჰყვა ხორცპროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანია.

როგორც ამბობენ, წინა ხელისუფლების "მსხვერპლი" დუმბაძეც გახლდათ. იმასაც ამბობენ, რომ კომპანიაში დარღვევები აღმოუჩინეს და რამდენიმე მილიონით დააჯარიმეს, თუმცა კარგა ხანს არ ეგუებოდა ამ ამბავს და სასამართლოს გზით თავისი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდა. ადეიშვილსაც დამუქრებია, სულ დავხურავ ქარხანასაც, მაღაზიებსაც და ათასობით ადამიანს უმუშევარს დავტოვებო. ადეიშვილს თავის მხრივ შეუთვლია, რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ ფული მაინც უნდა გადაიხადოო. გადასახდელი ფული კი რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენდა. იმის მიუხედავად, რომ დუმბაძეს მაშინდელი მთავრობის წარმომადგენლებთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა, მაინც გადაუხდია ეს მილიონები და განაწყენებულიც დარჩენილა. "ჩემთვის ეს არ უნდა გაებედათო", - უთქვამს კიდეც თავის მეგობრებთან, რადგან როგორც მისი ერთ-ერთი ახლობელი ამბობს, ის მაშინდელ ხელისუფლებას პატივისცემას ისედაც არ აკლებდა.

დავით დუმბაძის ერთადერთი ქალიშვილი ელენე პარიზში ცხოვრობდა და სწავლობდა. ამერიკული უნივერსიტეტი გლობალური კომუნიკაციისა და კინომცოდნეობის განხრით დაამთავრა. 2011 წელს სტაჟირება გაიარა საფრანგეთში ევროპის დამოუკიდებელ კინოფესტივალზე ორგანიზატორის რანგში. ფილმები, რომლებიც ფესტივალზე იყო წარდგენილი, მან საქართველოში ჩამოიტანა და მათი ჩვენება კულტურის სამინისტროსა და "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით გაიმართა.

ელენე ბავშვობიდან ფუფუნებაში იზრდება. იცვამს "შანელის", "ივ სენ ლორანის" და სხვა მაღალი კლასის ბრენდების სამოსს. "გიჟდება" "შანელის" ჩანთებზე. როგორც ამბობენ, ელენეს ჯგუფელები პარიზში ძირითადად მდიდარი ოჯახის შვილები და არაბი შეიხების ასევე მდიდარი მემკვიდრეები იყვნენ. როგორც ელენეს ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, ერთ-ერთი შეიხის შვილი ელენეზე შეყვარებულიც ყოფილა და ცოლობასაც სთხოვდა. "ყველას გვეგონა და ველოდით, რომ ელენე მას გაჰყვებოდა ცოლად, მაგრამ ალბათ ოჯახმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო", - ამბობს ელენეს ერთ-ერთი დაქალი.

გიორგი ალასანია ნიკა ალასანიას ძმაა. ისინი პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძაშვილები არიან. ნიკა ალასანიამ რამდენიმე წლის წინ ცნობილი მუსიკოსის დავით ევგენიძის ქალიშვილი ლიკა შეირთო ცოლად.

ბოლო დროს გიორგი და ელენე ერთმანეთს გააცნეს და მათი ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდა. ულამაზესმა წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. პატარძალს ძვირფასი საქორწინო კაბა ეცვა, რამდენიმემეტრიანი შლეიფით.

როგორც მისი მეგობრები ამბობენ, მანამდე ელენეს ერთ-ერთი იუბილე მამამ პარიზის ცნობილ კლუბში გადაუხადა.

მომდევნო დაბადების დღე კი წყნეთში, დუმბაძეების აგარაკზე აღნიშნეს. წვეულება კოსტიუმირებული გახლდათ და მასზე ელენე "პლეიბოის" კოსტიუმში გამოწყობილი გამოეცხადა სტუმრებს. მისი ერთ-ერთი მეგობარი კი მონაზვნის ტანსაცმელში გამოწყობილი გამოსულა სტუმრების წინაშე. როგორც ამბობენ, დაბადების დღეს უამრავ ნაცნობ-მეგობართან ერთად ახალგაზრდა უცხოელი მოგზაურებიც ესწრებოდნენ, რომლებიც დავით დუმბაძემ თვითმფრინავში გაიცნო, თბილისში დაბინავებაში დაეხმარა და ქალიშვილის იუბილეზეც მიიწვია.

იხილეთ ფოტოგალერეა

გიორგი მაისურაძე

ჟურნალი "რეიტინგი" რუბრიკა "ჭორ-მართალი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება