მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ჩაიცვა ყაზახეთის ელჩმა ქართული ჩოხა
რატომ ჩაიცვა ყაზახეთის ელჩმა ქართული ჩოხა

მე­დი­აპ­რო­ექ­ტი "ეტა­ლო­ნი" ხში­რად სთა­ვა­ზობს მა­ყუ­რებ­ლებს ისეთ გა­და­ცე­მებს, რომ­ლებ­შიც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის ნაც­ვლად სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­მო­ა­ჩე­ნენ სა­კუ­თარ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ამ­ჯე­რად გა­და­ცე­მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს, პრო­ექ­ტში ჩო­ხოს­ნე­ბი მო­ეწ­ვი­ათ, რომ­ლებ­მაც თა­მა­შის მსვლე­ლო­ბი­სას ქარ­თუ­ლი ჩო­ხის ტრა­დი­ცი­ებ­სა და ამ ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რეს...

ჩოხა-ახა­ლუ­ხის მორ­გე­ბის ძი­რძვე­ლი ტრა­დი­ცია ჩვე­ნი თვითმყო­ფა­დი კულ­ტუ­რის ერთ-ერთი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა დღე­ვან­დე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ლხი­ნის სუფ­რებ­სა თუ სხვა­დას­ხვა ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ თა­რი­ღებ­ზე ჩო­ხის ჩაც­მას ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს ჩო­ხო­სან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დარ­ბა­ზის თავ­მჯდო­მა­რე ფრი­დონ ინ­ჯია გახ­ლავთ. ის სტუ­დი­ა­ში თა­მა­შის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და სხვა ჩო­ხოს­ნებ­თან ერ­თად მობ­რძან­და. სტუმ­რებს ჩო­ხით შე­მო­სი­ლი შე­ე­გე­ბა გა­და­ცე­მის ავ­ტო­რი და წამ­ყვა­ნი გოჩა ტყე­შე­ლაშ­ვი­ლიც. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყა­ზა­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის ელჩი ადილ ტურ­სუ­ნო­ვიც ქარ­თუ­ლი ჩო­ხით ეწ­ვია "ეტა­ლონს", რი­თაც თა­ვი­სი პა­ტი­ვის­ცე­მა და­ა­ფიქ­სი­რა ჩვე­ნი ერი­სა და ჩო­ხოს­ნე­ბის წი­ნა­შე.

- ბა­ტო­ნო ელჩო, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ქარ­თუ­ლი ჩო­ხის ჩაც­მა?

ადილ ტურ­სუ­ნო­ვი:

- დღეს მე­სა­მედ ვარ "ეტა­ლონ­ში" და ყო­ველ­თვის დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მოვ­დი­ვარ ამ გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რად, იმი­ტომ, რომ "ეტა­ლო­ნი" ძა­ლი­ან კარ­გი და სა­სარ­გებ­ლო გა­და­ცე­მაა. რააც შე­ე­ხე­ბა ჩემს ჩო­ხას, მისი ჩაც­მა ჩემ­თვის დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და პა­ტი­ვია. როცა ჩო­ხას ვიც­ვამ, მუ­დამ ვით­ვა­ლის­წი­ნებ, რომ იმ მა­ღალ მო­თხოვ­ნებს უნდა ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დე, რი­თაც თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლია და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი და ეს მე მუ­დამ მახ­სოვს.

გა­და­ცე­მას ასე­ვე ეს­წრე­ბოდ­ნენ კომ­პა­ნია "სნოს" კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი უგ­ლა­ვა და კომ­პა­ნია "სნოს" პი­არ­მე­ნე­ჯე­რი ლალი გა­ლუ­მაშ­ვი­ლი. ეს კომ­პა­ნია "ეტა­ლო­ნის" მხარ­დამ­ჭე­რი გახ­და. ხოლო ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის ან­სამ­ბლ "ეგ­რი­სის" ხელ­მძღვა­ნელ­მა გია ფი­ლიშ­ვილ­მა სტუ­დი­ა­ში თა­ვი­სი ან­სამ­ბლის წევ­რე­ბი მო­იყ­ვა­ნა და გა­და­ცე­მა სა­ცეკ­ვაო ნომ­რით გა­ა­ლა­მა­ზა.

ჩო­ხოს­ნე­ბი პი­უ­პიტ­რებ­თან შემ­დე­გი თან­მიმ­დევ­რო­ბით გან­ლაგ­დნენ: თე­მურ თა­ვა­ძე, თე­მურ ბე­რიშ­ვი­ლი, ბო­რის ბო­ქო­ლიშ­ვი­ლი, ნუგ­ზარ ბირ­კა­ია, არ­ნოლდ გე­გეჭ­კო­რი, ოთარ გო­გი­ტი­ძე, რეზო სუ­ლა­ვა, ზაურ ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ ასა­თი­ა­ნი და თა­მაზ ჯა­ლა­ღა­ნია. ათე­უ­ლი­დან ფი­ნალ­ში თე­მურ თა­ვა­ძე, ნი­კო­ლოზ ასა­თი­ა­ნი და ბო­რის ბო­ქო­ლიშ­ვი­ლი გა­და­ვიდ­ნენ. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მეტი სწო­რი პა­სუ­ხი თე­მურ თა­ვა­ძემ და­ა­ფიქ­სი­რა და, შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რედ ის გახ­და გა­და­ცე­მის ყვე­ლა­ზე იღ­ბლი­ა­ნი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

ირაკ­ლი უგ­ლა­ვა, კომ­პა­ნია "სნოს" კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი:

- "ეტა­ლო­ნი" ეროვ­ნუ­ლი პრო­ექ­ტია და სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ მისი მხარ­და­ჭე­რა. ეს გა­და­ცე­მა ცოდ­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწყობს ხელს, რაც, ჩვე­ნი აზ­რით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი საქ­მეა. პრო­ექ­ტი მო­ტი­ვა­ცი­ას აძ­ლევს ახალ­გაზ­რდებს და სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს, რომ იყ­ვნენ უფრო აქ­ტი­უ­რე­ბი, კარ­გად ის­წავ­ლონ, წარ­მოჩ­ნდნენ და ცხოვ­რე­ბა­ში მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ონ. ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის მი­ზა­ნიც სწო­რედ ასე­თი პრო­ექ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რაა.

თე­მურ თა­ვა­ძე, გა­და­ცე­მის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი:

- ბა­ტო­ნო თე­მურ, რო­დის მო­ირ­გეთ ჩოხა პირ­ვე­ლად?

- 2005 წელს, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის გად­მოს­ვე­ნე­ბის დღეს. მას შემ­დეგ წლი­დან წლამ­დე ვა­მა­ყობ ამით და ამ გზით ჩემს შვი­ლებ­საც ვუგ­ზავ­ნი მე­სიჯს, თუ რო­გო­რი უნდა იყოს ქარ­თვე­ლი, ვუხ­სნი და

ვაც­ნობ მათ, რო­გო­რია ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა.

- რამ­დე­ნი შვი­ლი გყავთ?

- ორი ბიჭი და ერთი გო­გო­ნა მყავს. ჯერ­ჯე­რო­ბით ისი­ნი არ არი­ან ჩო­ხო­სან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი. სა­ერ­თოდ, ვფიქ­რობ, რომ ჩო­ხის ჩაც­მას ში­ნა­გა­ნი მზა­ო­ბა სჭირ­დე­ბა. ეს არა მხო­ლოდ ახალ­გაზ­რდებს ეხე­ბა, არა­მედ ჭკუ­ა­დამ­ჯდარ ადა­მი­ა­ნებ­საც. ყვე­ლას სჭირ­დე­ბა ერ­თგვა­რი მომ­ზა­დე­ბა იმის­თვის, რომ ჩოხა ჩა­იც­ვას. ჩო­ხით ყვე­ლა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია და ეს სა­მო­სი მა­მა­კაცს ძა­ლი­ან უხ­დე­ბა, თუმ­ცა, როცა ჩემი მე­გობ­რე­ბის­თვის, ახ­ლობ­ლე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის­თვის შე­მი­თა­ვა­ზე­ბია ჩო­ხო­სან­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა, და­ფიქ­რდე­ბი­ან და ამ­ბო­ბენ ხოლ­მე: "მე ჯერ არ ვარ ამის­თვის მზად". ჩვენს რი­გებ­ში არი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ში­ნა­გა­ნად რამ­დე­ნი­მე წელი ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ ჩო­ხის ჩა­საც­მე­ლად. ჩო­ხო­სან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შექ­მნის იდეა ჩვენს უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რესს, ჩვენს პატ­რი­არ­ქს ილია II-ს ეკუთ­ვნის, ის გახ­ლავთ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე და შე­სა­ბა­მი­სად, ამ სა­თუთ თე­მას ყვე­ლა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბით. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ პატ­რი­არ­ქს უყ­ვარს ჩო­ხოს­ნე­ბი და ჩვენც ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი. დღე­ვან­დელ ჩვენს თა­მაშ­ში წინა პლან­ზე იყო წა­მო­წე­უ­ლი ჩო­ხის ტა­რე­ბის კულ­ტუ­რა, თა­ვად ჩო­ხოს­ნე­ბი და გა­და­ცე­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, დღეს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ჩო­ხის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დით.

ანა კა­ლან­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom

რატომ ჩაიცვა ყაზახეთის ელჩმა ქართული ჩოხა

რატომ ჩაიცვა ყაზახეთის ელჩმა ქართული ჩოხა

მედიაპროექტი "ეტალონი" ხშირად სთავაზობს მაყურებლებს ისეთ გადაცემებს, რომლებშიც სკოლის მოსწავლეების ნაცვლად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები წარმოაჩენენ საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ამჯერად გადაცემის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, პროექტში ჩოხოსნები მოეწვიათ, რომლებმაც თამაშის მსვლელობისას ქართული ჩოხის ტრადიციებსა და ამ ეროვნული სამოსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს...

ჩოხა-ახალუხის მორგების ძირძველი ტრადიცია ჩვენი თვითმყოფადი კულტურის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია და სასიამოვნოა, როცა დღევანდელი ახალგაზრდები ლხინის სუფრებსა თუ სხვადასხვა ღირსშესანიშნავ თარიღებზე ჩოხის ჩაცმას ანიჭებენ უპირატესობას.

საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების დარბაზის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია გახლავთ. ის სტუდიაში თამაშის მონაწილეებსა და სხვა ჩოხოსნებთან ერთად მობრძანდა. სტუმრებს ჩოხით შემოსილი შეეგება გადაცემის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილიც. საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი ადილ ტურსუნოვიც ქართული ჩოხით ეწვია "ეტალონს", რითაც თავისი პატივისცემა დააფიქსირა ჩვენი ერისა და ჩოხოსნების წინაშე.

-  ბატონო ელჩო, რატომ გადაწყვიტეთ ქართული ჩოხის ჩაცმა?

ადილ ტურსუნოვი:

-  დღეს მესამედ ვარ "ეტალონში" და ყოველთვის დიდი სიამოვნებით მოვდივარ ამ გადაცემაში სტუმრად, იმიტომ, რომ "ეტალონი" ძალიან კარგი და სასარგებლო გადაცემაა. რააც შეეხება ჩემს ჩოხას, მისი ჩაცმა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და პატივია. როცა ჩოხას ვიცვამ, მუდამ ვითვალისწინებ, რომ იმ მაღალ მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე, რითაც თითოეული ქართველია დაჯილდოებული და ეს მე მუდამ მახსოვს.

გადაცემას ასევე ესწრებოდნენ კომპანია "სნოს" კომერციული დირექტორი ირაკლი უგლავა და კომპანია "სნოს" პიარმენეჯერი ლალი გალუმაშვილი. ეს კომპანია "ეტალონის" მხარდამჭერი გახდა. ხოლო ქართული ცეკვის ანსამბლ "ეგრისის" ხელმძღვანელმა გია ფილიშვილმა სტუდიაში თავისი ანსამბლის წევრები მოიყვანა და გადაცემა საცეკვაო ნომრით გაალამაზა.

ჩოხოსნები პიუპიტრებთან შემდეგი თანმიმდევრობით განლაგდნენ: თემურ თავაძე, თემურ ბერიშვილი, ბორის ბოქოლიშვილი, ნუგზარ ბირკაია, არნოლდ გეგეჭკორი, ოთარ გოგიტიძე, რეზო სულავა, ზაურ ტყეშელაშვილი, ნიკოლოზ ასათიანი და თამაზ ჯალაღანია. ათეულიდან ფინალში თემურ თავაძე, ნიკოლოზ ასათიანი და ბორის ბოქოლიშვილი გადავიდნენ. მათ შორის ყველაზე მეტი სწორი პასუხი თემურ თავაძემ დააფიქსირა და, შესაბამისად, სწორედ ის გახდა გადაცემის ყველაზე იღბლიანი გამარჯვებული.

ირაკლი უგლავა, კომპანია "სნოს" კომერციული დირექტორი:

-  "ეტალონი" ეროვნული პროექტია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მისი მხარდაჭერა. ეს გადაცემა ცოდნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, რაც, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი და კეთილშობილური საქმეა. პროექტი მოტივაციას აძლევს ახალგაზრდებს და სკოლის მოსწავლეებს, რომ იყვნენ უფრო აქტიურები, კარგად ისწავლონ, წარმოჩნდნენ და ცხოვრებაში მეტ წარმატებას მიაღწიონ. ჩვენი კომპანიის მიზანიც სწორედ ასეთი პროექტების მხარდაჭერაა.

თემურ თავაძე, გადაცემის გამარჯვებული:

-  ბატონო თემურ, როდის მოირგეთ ჩოხა პირველად?

-  2005 წელს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გადმოსვენების დღეს. მას შემდეგ წლიდან წლამდე ვამაყობ ამით და ამ გზით ჩემს შვილებსაც ვუგზავნი მესიჯს, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი, ვუხსნი და

ვაცნობ მათ, როგორია ქართული კულტურა.

-  რამდენი შვილი გყავთ?

-  ორი ბიჭი და ერთი გოგონა მყავს. ჯერჯერობით ისინი არ არიან ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ჩოხის ჩაცმას შინაგანი მზაობა სჭირდება. ეს არა მხოლოდ ახალგაზრდებს ეხება, არამედ ჭკუადამჯდარ ადამიანებსაც. ყველას სჭირდება ერთგვარი მომზადება იმისთვის, რომ ჩოხა ჩაიცვას. ჩოხით ყველა აღფრთოვანებულია და ეს სამოსი მამაკაცს ძალიან უხდება, თუმცა, როცა ჩემი მეგობრებისთვის, ახლობლებისა და ნათესავებისთვის შემითავაზებია ჩოხოსანთა ორგანიზაციაში გაწევრიანება, დაფიქრდებიან და ამბობენ ხოლმე: "მე ჯერ არ ვარ ამისთვის მზად". ჩვენს რიგებში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც შინაგანად რამდენიმე წელი ემზადებოდნენ ჩოხის ჩასაცმელად. ჩოხოსანთა საზოგადოების შექმნის იდეა ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს, ჩვენს პატრიარქს ილია II-ს ეკუთვნის, ის გახლავთ ჩვენი საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე და შესაბამისად, ამ სათუთ თემას ყველა დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. მეამაყება, რომ პატრიარქს უყვარს ჩოხოსნები და ჩვენც ძალიან გვიყვარს ჩვენი პატრიარქი. დღევანდელ ჩვენს თამაშში წინა პლანზე იყო წამოწეული ჩოხის ტარების კულტურა, თავად ჩოხოსნები და გადაცემის მონაწილეები, დღეს თითოეული ჩვენგანი ჩოხის პოპულარიზაციას ვემსახურებოდით.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები