მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ ყველაფერია - განსხვავებული და საინტერესო"
"აქ ყველაფერია - განსხვავებული და საინტერესო"

გა­და­ცე­მა "შუ­ა­დღე" რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში წლე­ბია, არ­სე­ბობს. ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით, მას თვალ­ყურს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­შიც ინ­ტე­რე­სით ადევ­ნე­ბენ. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო, ზოგ­ჯერ - "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი" და "შე­უც­ნო­ბე­ლიც". გა­და­ცე­მის ხილ­ვა უკვე "პა­ლიტ­რა TV"-ის ეთერ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია... "გა­ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბუ­ლი" "შუ­ა­დღის" რამ­დე­ნი­მე წამ­ყვანს გა­და­ცე­მის და­წყე­ბამ­დე ვე­სა­უბ­რეთ:

მა­რი­კა დარ­ჩია:

- რა­დიო "პა­ლიტ­რის" შექ­მნი­დან, ანა­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მე­ბი ეთერ­ში მა­ლე­ვე გა­ვი­და, მაგ­რამ შე­მეც­ნე­ბი­თი გა­და­ცე­მა პრაქ­ტი­კუ­ლად, არ არ­სე­ბობ­და. "შუ­ა­დღის" შექ­მნის იდეა 2008 წელს გა­მიჩ­ნდა. გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ გა­და­ცე­მა რა­დი­ოს ეთერ­ში შა­ბათს უნდა გა­სუ­ლი­ყო. მის სა­ხელ­ზე ბევ­რი არ გვი­ფიქ­რია.

გაგა გობ­რო­ნი­ძე:

- თით­ქოს "რუს­თა­ვი 2"-მა სა­ხე­ლიც და ფორ­მა­ტიც ჩვე­ნი გა­და­ცე­მის­გან აიღო (იცი­ნის).

- რო­გორც ვიცი, სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში 2 "შუ­ა­დღის" არ­სე­ბო­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­უ­გებ­რო­ბაც ახ­ლავს ხოლ­მე...

მა­რი­კა:

- ჩვე­ნი "შუ­ა­დღე" ერ­თად იწე­რე­ბა, მათი - ცალ-ცალ­კე. რო­გორც ჩანს, ამა­ზე იფიქ­რეს, რომ მა­ყუ­რებ­ლებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­და­ცე­მე­ბის გვერ­დე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში არ არე­ო­დათ.

გაგა:

- კონ­ფლიქ­ტი არ ყო­ფი­ლა (იცი­ნის).

მა­რი­კა:

- პი­რი­ქით, "შუა დღე­ში" დაგვპა­ტი­ჟეს კი­დეც. რა თქმა უნდა, ვეს­ტუმ­რე.

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­კა, დღეს ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო თა­ნა­წამ­ყვა­ნი გყავთ. შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დი რო­გორ შე­იკ­რი­ბეთ?

- ძი­რი­თა­დი ავ­ტო­რე­ბი მე და გაგა გობ­რო­ნი­ძე ვი­ყა­ვით. გაგა მარ­თლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლავთ: უნი­კა­ლუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცოდ­ნა აქვს. ისე­თი ვინ­მეს პოვ­ნა გა­მი­ჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც გა­გას მსგავ­სად, სპორ­ტულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც კარ­გად ფლობს და ის­ტო­რი­ულ­საც... დიდი ხა­ნია, რაც ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ. რა­დიო "მწვა­ნე ტალ­ღა­შიც" ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით. მინ­დო­და, რომ გა­და­ცე­მა ერ­თად მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა. შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე დამ­თან­ხმდა. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ დღეს ერ­თად ვმუ­შა­ობთ გა­და­ცე­მა­ზე. სხვა ავ­ტო­რე­ბიც ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით და პრო­ფე­სი­უ­ლი ნიშ­ნით ავარ­ჩი­ეთ.

გაგა:

- მა­რი­კა მხო­ლოდ წამ­ყვა­ნი არ არის, "მოზ­გია"! ყო­ველ­დღე სწავ­ლობს, ვი­თარ­დე­ბა... ხან­და­ხან ისე­თი კუ­თხით წარ­მო­მიდ­გე­ბა, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ! იცის, რა არის სა­ჭი­რო.

მა­რი­კა:

- დღეს "შუ­ა­დღე­ში" გვყავს წამ­ყვა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­ცე­მა­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ: რა­მაზ გი­გა­უ­რი რუბ­რი­კა "რე­ა­ლურ და შე­უც­ნო­ბელს" ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ლაშა გა­ბუ­ნია - "მუ­სი­კა­ლურ მას­კულ­ტუ­რას", ზაალ ჩხე­ი­ძე - "ლი­ტე­რა­ტუ­რას", შალ­ვა ბუ­ა­ჩი­ძე - "ავ­ტო­ბილდს", გია ბა­რა­მი­ძე კი რუბ­რი­კის - "ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი" (ძაღ­ლე­ბის შე­სა­ხებ) წამ­ყვა­ნი გახ­ლავთ. პე­რი­ო­დუ­ლად, გა­და­ცე­მა­ში კუ­ლი­ნა­რი­ის თე­მაც გვაქვს, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად, ეთერ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად გა­დი­ო­და, ასე­ვე იყო სპორ­ტი და მო­დაც.

გაგა:

- "შუ­ა­დღე" ეთერ­ში 3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დის, კუ­ლი­ნა­რი­ის რუბ­რი­კა - სულ ბო­ლოს გა­დი­ო­და. მშივ­რე­ბი ვის­ხე­დით, ნერ­წყვს ვყლა­პავ­დით და ძლივს ვუს­მენ­დით (იცი­ნის).

მა­რი­კა:

- "შუ­ა­დღე­ში" უყუ­რა­დღე­ბოდ არც ახლა გვრჩე­ბა რა­ი­მე, მოკ­ლედ, გა­და­ცე­მის არსი არ შეც­ვლი­ლა - მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­რი­ღებს "მივ­ყვე­ბით": მა­გა­ლი­თად, ამას წი­ნათ "დე­და­მი­წის სა­ათ­თან" (რო­მელ­შიც 157 ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მათ შო­რის - სა­ქარ­თვე­ლოც) და­კავ­ში­რე­ბით, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მო­ვიწ­ვი­ეთ... ასე ხდე­ბა სის­ტე­მა­ტუ­რად. მსმე­ნე­ლე­ბი და მა­ყუ­რებ­ლე­ბი ხში­რად გვი­რე­კა­ვენ და ეთერ­ში სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბით "შე­მო­დი­ან".

გაგა:

- გა­და­ცე­მის ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლო­ბა ჩვე­ნი თვით­მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა.

მა­რი­კა:

- მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც გვი­რე­კა­ვენ. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რად მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე გვყავ­და, რო­მე­ლიც ან­ტარ­ქტი­და­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობ­და. უცებ, ეთერ­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი ჩაგ­ვერ­თო, რო­მელ­მაც გვი­თხრა, რომ 30 წლის წინ, ან­ტარ­ქტი­და­ზე კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი იყო და მის მიგ­ნე­ბა­შიც დაგ­ვეხ­მა­რა. ასე რომ, მსმე­ნე­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად გვგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ. გა­და­ცე­მა სა­ხა­ლი­სოა - გა­აზ­რე­ბუ­ლად "ჩა­დე­ბუ­ლი" მუ­სი­კა ახ­ლავს. "შუ­ა­დღე" მარ­თლაც "პა­ლიტ­რა­სა­ვით" არის: აქ ყვე­ლა­ფე­რია - გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო...

გაგა:

- გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია: ერთხელ ეთერ­ში ამე­რი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ზე ვსა­უბ­რობ­დით. ორმა მა­ყუ­რე­ბელ­მა - ქალ­ბა­ტონ­მა და ბა­ტონ­მა დაგ­ვი­რე­კა. ამ­ბობ­დნენ, - ეგ სა­ტა­ნუ­რი ამე­რი­კაო!

მა­რი­კა

- შე­იძ­ლე­ბა, "შუ­ა­დღე­ში" პო­ლი­ტი­კა­საც შე­ვე­ხოთ, მაგ­რამ - სხვა კუ­თხით, მსმე­ნე­ლე­ბი კი მა­ინც ჩვე­უ­ლი კი­თხვე­ბით "შე­მო­დი­ან". ასეთ სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს რომ ავ­ყვეთ, გა­და­ცე­მა თა­ვის ხიბლს - გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბას და­კარ­გავს.

- გა­და­ცე­მის­თვის თე­მებს მთე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დი არ­ჩევთ?

- თე­მებს ვა­თან­ხმებთ, მაგ­რამ წამ­ყვა­ნებს არ ვზღუ­დავთ: თემა "ჭრე­ლი" რომ იყოს, ავ­ტო­რე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მგო­ნი, გა­და­ცე­მა კარ­გი ამი­ტო­მაც გა­მო­დის.

გაგა:

- იმპრო­ვი­ზა­ცია ბუ­ნებ­რი­ვად ხდე­ბა. კარგ იმპრო­ვი­ზა­ცი­ას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ახერ­ხე­ბენ.

- ბა­ტო­ნო გაგა, "შუ­ა­დღის" წამ­ყვა­ნო­ბის გარ­და, რას საქ­მი­ა­ნობთ?

გაგა:

- აჩი­კო ბე­ნაშ­ვილ­თან ერ­თად, გა­და­ცე­მას - "გა­მარ­ჯვე­ბის ფასი" - ვამ­ზა­დებ­დი. ისევ ვცდი­ლობთ, რომ ამ ტი­პის სპორ­ტულ-შე­მეც­ნე­ბი­თი გა­და­ცე­მა აღ­დგეს. ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მაქვს. სამ­ხედ­რო საქ­მის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ.

მა­რი­კა:

- გაგა ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, "სწო­რად ნას­წავ­ლი" ადა­მი­ა­ნი გახ­ლავთ. შე­უძ­ლია, სა­ინ­ტე­რე­სოდ წე­როს. ჟურ­ნალ "...და ქა­ლის­თვის" და "ათი­ა­ნის­თვის" წერ­და კი­დეც...

ამა­სო­ბა­ში, რუბ­რი­კა "რე­ა­ლუ­რი და შე­უც­ნო­ბე­ლის" ავ­ტო­რი და წამ­ყვა­ნი - ბა­ტო­ნი რა­მაზ გი­გა­უ­რიც შე­მოგ­ვი­ერ­თდა, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მა "შუ­ა­დღე­ში" მუ­შა­ო­ბის გარ­და, გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თა­ნაც" თა­ნამ­შრომ­ლობს:

- 10 წე­ლია, რაც ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­თან, რა­დი­ო­ებ­თან, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ. "შუ­ა­დღე­ში" გა­და­ცე­მის და­არ­სე­ბის დღი­დან ვმუ­შა­ობ. ეთერ­ში 2009 წელს გა­ვე­დით. ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ არის რე­ა­ლუ­რი და იმავდრო­უ­ლად, შე­უც­ნო­ბე­ლი. სამ­ყა­როს 2 მხა­რე აქვს: ფი­ზი­კუ­რი და მე­ტა­ფი­ზი­კუ­რი. ვცდი­ლობთ, მე­ტა­ფი­ზი­კუ­რი მხა­რე ავ­ხსნათ...

გაგა:

- რთულ თე­მებ­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რად "კო­მიქ­სუ­რი" ენით, ყვე­ლა­სათ­ვის გა­სა­გე­ბად სა­უბ­რობს.

რა­მა­ზი:

- ადა­მი­ა­ნებს ასე­თი თე­მე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი უჩ­ნდე­ბათ. წი­ნათ შე­უც­ნო­ბელ სამ­ყა­რო­ზე ინ­ფორ­მა­ცია თუ სა­ერ­თოდ არ იყო, ახლა ინ­ტერ­ნეტ­ში უამ­რა­ვი მა­სა­ლაა, რო­მელ­ში გარ­კვე­ვაც ხალ­ხს უჭირს, ამი­ტომ ვცდი­ლობთ, მათ მი­მარ­თუ­ლე­ბა მივ­ცეთ, სამ­ყა­როს შე­უც­ნო­ბელ მხა­რე­ებ­ზე ვე­სა­უბ­რე­ბით...

- ას­ტრო­ლო­გი ბრძან­დე­ბით?

- დიახ. ამ სფე­რო­ში 1993 წლი­დან ვმუ­შა­ობ. მე­დი­ას­თან 2001 წლი­დან ვთა­ნამ­შრომ­ლობ... ისე, კი­დევ ბევ­რი პრო­ფე­სია მაქვს...

- რად­გან გა­და­ცე­მა ამ­დენ ხანს არ­სე­ბობს, ე.ი. ხალ­ხს აინ­ტე­რე­სებს...

- ალ­ბათ. მა­ყუ­რებ­ლე­ბი "ფე­ის­ბუკ­ზეც" მწე­რენ, თუ რა თე­მე­ბი აინ­ტე­რე­სებთ. ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით, თვალ­ყურს მთელ მსოფ­ლი­ო­ში გვა­დევ­ნე­ბენ.

მა­რი­კა:

- პა­რიზ­ში, დი­ლით, სირ­ბი­ლი­სას "აი­ფო­ნით" გვის­მე­ნენ ხოლ­მე (იღი­მის)... ახლა თუ არ გაგ­ვიშ­ვებთ, გა­და­ცე­მას ვერ და­ვი­წყებთ.

- წარ­მა­ტე­ბულ ეთერს გი­სურ­ვებთ!

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"აქ ყველაფერია - განსხვავებული და საინტერესო"

"აქ ყველაფერია - განსხვავებული და საინტერესო"

გადაცემა "შუადღე" რადიო "პალიტრის" ეთერში წლებია, არსებობს. ინტერნეტის მეშვეობით, მას თვალყურს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც ინტერესით ადევნებენ. მრავალფეროვანი, საინტერესო, ზოგჯერ - "ლიტერატურული" და "შეუცნობელიც". გადაცემის ხილვა უკვე "პალიტრა TV"-ის ეთერშიც შესაძლებელია... "გატელევიზორებული" "შუადღის" რამდენიმე წამყვანს გადაცემის დაწყებამდე ვესაუბრეთ:

მარიკა დარჩია:

- რადიო "პალიტრის" შექმნიდან, ანალიტიკური გადაცემები ეთერში მალევე გავიდა, მაგრამ შემეცნებითი გადაცემა პრაქტიკულად, არ არსებობდა. "შუადღის" შექმნის იდეა 2008 წელს გამიჩნდა. გადავწყვიტეთ, რომ გადაცემა რადიოს ეთერში შაბათს უნდა გასულიყო. მის სახელზე ბევრი არ გვიფიქრია.

გაგა გობრონიძე:

- თითქოს "რუსთავი 2"-მა სახელიც და ფორმატიც ჩვენი გადაცემისგან აიღო (იცინის).

- როგორც ვიცი, სატელევიზიო სივრცეში 2 "შუადღის" არსებობას სოციალურ ქსელში გაუგებრობაც ახლავს ხოლმე...

მარიკა:

- ჩვენი "შუადღე" ერთად იწერება, მათი - ცალ-ცალკე. როგორც ჩანს, ამაზე იფიქრეს, რომ მაყურებლებს სოციალურ ქსელში გადაცემების გვერდები ერთმანეთში არ არეოდათ.

გაგა:

- კონფლიქტი არ ყოფილა (იცინის).

მარიკა:

- პირიქით, "შუა დღეში" დაგვპატიჟეს კიდეც. რა თქმა უნდა, ვესტუმრე.

- ქალბატონო მარიკა, დღეს ბევრი საინტერესო თანაწამყვანი გყავთ. შემოქმედებითი გუნდი როგორ შეიკრიბეთ?

- ძირითადი ავტორები მე და გაგა გობრონიძე ვიყავით. გაგა მართლაც გამორჩეული ადამიანი გახლავთ: უნიკალური მეხსიერება და მრავალფეროვანი ცოდნა აქვს. ისეთი ვინმეს პოვნა გამიჭირდება, რომელიც გაგას მსგავსად, სპორტულ ინფორმაციასაც კარგად ფლობს და ისტორიულსაც... დიდი ხანია, რაც ერთმანეთს ვიცნობთ. რადიო "მწვანე ტალღაშიც" ერთად ვმუშაობდით. მინდოდა, რომ გადაცემა ერთად მოგვემზადებინა. შეთავაზებაზე დამთანხმდა. ძალიან მიხარია, რომ დღეს ერთად ვმუშაობთ გადაცემაზე. სხვა ავტორებიც ძალიან ყურადღებით და პროფესიული ნიშნით ავარჩიეთ.

გაგა:

- მარიკა მხოლოდ წამყვანი არ არის, "მოზგია"! ყოველდღე სწავლობს, ვითარდება... ხანდახან ისეთი კუთხით წარმომიდგება, გაოცებული ვარ! იცის, რა არის საჭირო.

მარიკა:

- დღეს "შუადღეში" გვყავს წამყვანები, რომლებიც გადაცემაში რეგულარულად მონაწილეობენ: რამაზ გიგაური რუბრიკა "რეალურ და შეუცნობელს" ხელმძღვანელობს, ლაშა გაბუნია - "მუსიკალურ მასკულტურას", ზაალ ჩხეიძე - "ლიტერატურას", შალვა ბუაჩიძე - "ავტობილდს", გია ბარამიძე კი რუბრიკის - "ჩვენი მეგობრები" (ძაღლების შესახებ) წამყვანი გახლავთ. პერიოდულად, გადაცემაში კულინარიის თემაც გვაქვს, რომელიც თავდაპირველად, ეთერში რეგულარულად გადიოდა, ასევე იყო სპორტი და მოდაც.

გაგა:

- "შუადღე" ეთერში 3 საათის განმავლობაში გადის, კულინარიის რუბრიკა - სულ ბოლოს გადიოდა. მშივრები ვისხედით, ნერწყვს ვყლაპავდით და ძლივს ვუსმენდით (იცინის).

მარიკა:

- "შუადღეში" უყურადღებოდ არც ახლა გვრჩება რაიმე, მოკლედ, გადაცემის არსი არ შეცვლილა - მნიშვნელოვან თარიღებს "მივყვებით": მაგალითად, ამას წინათ "დედამიწის საათთან" (რომელშიც 157 ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის - საქართველოც) დაკავშირებით, ამ ღონისძიების ორგანიზატორები მოვიწვიეთ... ასე ხდება სისტემატურად. მსმენელები და მაყურებლები ხშირად გვირეკავენ და ეთერში საკუთარი იდეებით "შემოდიან".

გაგა:

- გადაცემის ინტერაქტიულობა ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა.

მარიკა:

- მიუხედავად ამისა, მაინც გვირეკავენ. მაგალითად, ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად მამუკა ხაზარაძე გვყავდა, რომელიც ანტარქტიდაზე მოგზაურობის შესახებ გვიამბობდა. უცებ, ეთერში მაყურებელი ჩაგვერთო, რომელმაც გვითხრა, რომ 30 წლის წინ, ანტარქტიდაზე კიდევ ერთი ქართველი იყო და მის მიგნებაშიც დაგვეხმარა. ასე რომ, მსმენელები აქტიურად გვგულშემატკივრობენ. გადაცემა სახალისოა - გააზრებულად "ჩადებული" მუსიკა ახლავს. "შუადღე" მართლაც "პალიტრასავით" არის: აქ ყველაფერია - განსხვავებული და საინტერესო...

გაგა:

- გარკვეული მიზეზების გამო, საზოგადოების ნაწილი არაადეკვატურია: ერთხელ ეთერში ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ვსაუბრობდით. ორმა მაყურებელმა - ქალბატონმა და ბატონმა დაგვირეკა. ამბობდნენ, - ეგ სატანური ამერიკაო!

მარიკა

- შეიძლება, "შუადღეში" პოლიტიკასაც შევეხოთ, მაგრამ - სხვა კუთხით, მსმენელები კი მაინც ჩვეული კითხვებით "შემოდიან". ასეთ სატელეფონო ზარებს რომ ავყვეთ, გადაცემა თავის ხიბლს - განსხვავებულობას დაკარგავს.

- გადაცემისთვის თემებს მთელი შემოქმედებითი გუნდი არჩევთ?

- თემებს ვათანხმებთ, მაგრამ წამყვანებს არ ვზღუდავთ: თემა "ჭრელი" რომ იყოს, ავტორებისთვის გარკვეული თავისუფლება აუცილებელია. მგონი, გადაცემა კარგი ამიტომაც გამოდის.

გაგა:

- იმპროვიზაცია ბუნებრივად ხდება. კარგ იმპროვიზაციას პროფესიონალები ახერხებენ.

- ბატონო გაგა, "შუადღის" წამყვანობის გარდა, რას საქმიანობთ?

გაგა:

- აჩიკო ბენაშვილთან ერთად, გადაცემას - "გამარჯვების ფასი" - ვამზადებდი. ისევ ვცდილობთ, რომ ამ ტიპის სპორტულ-შემეცნებითი გადაცემა აღდგეს. ჟურნალისტური განათლება არ მაქვს. სამხედრო საქმის სპეციალისტი ვარ.

მარიკა:

- გაგა ძალიან განათლებული, "სწორად ნასწავლი" ადამიანი გახლავთ. შეუძლია, საინტერესოდ წეროს. ჟურნალ "...და ქალისთვის" და "ათიანისთვის" წერდა კიდეც...

ამასობაში, რუბრიკა "რეალური და შეუცნობელის" ავტორი და წამყვანი - ბატონი რამაზ გიგაურიც შემოგვიერთდა, რომელიც გადაცემა "შუადღეში" მუშაობის გარდა, გაზეთ "ყველა სიახლესთანაც" თანამშრომლობს:

- 10 წელია, რაც ჟურნალ-გაზეთებთან, რადიოებთან, ტელევიზიებთან ვთანამშრომლობ. "შუადღეში" გადაცემის დაარსების დღიდან ვმუშაობ. ეთერში 2009 წელს გავედით. ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ არის რეალური და იმავდროულად, შეუცნობელი. სამყაროს 2 მხარე აქვს: ფიზიკური და მეტაფიზიკური. ვცდილობთ, მეტაფიზიკური მხარე ავხსნათ...

გაგა:

- რთულ თემებზე აბსოლუტურად "კომიქსური" ენით, ყველასათვის გასაგებად საუბრობს.

რამაზი:

- ადამიანებს ასეთი თემებისადმი ინტერესი უჩნდებათ. წინათ შეუცნობელ სამყაროზე ინფორმაცია თუ საერთოდ არ იყო, ახლა ინტერნეტში უამრავი მასალაა, რომელში გარკვევაც ხალხს უჭირს, ამიტომ ვცდილობთ, მათ მიმართულება მივცეთ, სამყაროს შეუცნობელ მხარეებზე ვესაუბრებით...

- ასტროლოგი ბრძანდებით?

- დიახ. ამ სფეროში 1993 წლიდან ვმუშაობ. მედიასთან 2001 წლიდან ვთანამშრომლობ... ისე, კიდევ ბევრი პროფესია მაქვს...

- რადგან გადაცემა ამდენ ხანს არსებობს, ე.ი. ხალხს აინტერესებს...

- ალბათ. მაყურებლები "ფეისბუკზეც" მწერენ, თუ რა თემები აინტერესებთ. ინტერნეტის მეშვეობით, თვალყურს მთელ მსოფლიოში გვადევნებენ.

მარიკა:

- პარიზში, დილით, სირბილისას "აიფონით" გვისმენენ ხოლმე (იღიმის)... ახლა თუ არ გაგვიშვებთ, გადაცემას ვერ დავიწყებთ.

- წარმატებულ ეთერს გისურვებთ!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები