პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანი, რომელსაც ლევან ჯიბღაშვილი ენატრება
ადამიანი, რომელსაც ლევან ჯიბღაშვილი ენატრება

ერთ-ერთი გა­და­ცე­მის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი "წლის სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძო" და "სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცი" - მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი თა­ვი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ყვე­ლა­ზე კარგ "ჰო­ნო­რა­რად" თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის სიყ­ვა­რულს მი­იჩ­ნევს. უამ­რავ წვრილ თუ მსხვილ ბიზ­ნეს­ში ჩარ­თულ მსა­ხი­ობს თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო იშ­ვი­ა­თად აქვს...

სა­მო­სი

- როცა პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, დი­ლა­ო­ბით დე­და­ჩე­მის შერ­ჩე­უ­ლი სა­მო­სი გამ­ზა­დე­ბუ­ლი მხვდე­ბო­და. ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დელ ფო­ტო­ებ­ში "გა­მოწ­კე­პი­ლი" ვარ - ჰალ­სტუ­ხი­თა და "პა­ტი­აშ­კე­ბით" (იცი­ნის).

- დედა რჩე­ვებს დღე­საც თუ გაძ­ლევს სა­მო­სის შერ­ჩე­ვი­სას?

- ერ­თა­დერ­თი შე­ნიშ­ვნა აქვს: "თხლად" გაც­ვია, ცივი ამინ­დე­ბი­აო...

- შო­პინ­გი მოგ­წონს?

- მომ­წონს, მაგ­რამ მო­უც­ლე­ლო­ბის გამო, შო­პინ­გის და­გეგ­მვას ვერ ვა­ხერ­ხებ. ამას წი­ნათ, ერთ-ერთ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში საქ­მი­ან შეხ­ვედ­რა­ზე გახ­ლდით. თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო დამ­რჩა და მა­ღა­ზი­ე­ბი გა­ვი­ა­რე, რა­ღა­ცე­ბი შე­ვი­ძი­ნე. სა­ერ­თოდ, სა­მო­სის შერ­ჩე­ვა მი­ჭირს; დიდ­ხანს ვფიქ­რობ, ესა თუ ის ტან­საც­მე­ლი შე­ვი­ძი­ნო თუ არა. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, სა­მო­სი მი­ყი­დია და მერე ვე­ღარ მო­მიხ­დე­ნია, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ კი ისე მომ­წო­ნე­ბია, რომ "აღარ გა­მიხ­დია". უბ­რა­ლოდ, სა­მო­სის მორ­გე­ბი­სას, თავ­და­პირ­ვე­ლად, უცხო­ო­ბის მო­მენ­ტი მაქვს.

ჩემი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა­ფე­რი არე­უ­ლი მაქვს. მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­მი­ნის­ტრო­ში ინ­ტენ­სი­უ­რი შეხ­ვედ­რე­ბი მქონ­და და კლა­სი­კუ­რი პი­ჯა­კე­ბის ჩაც­მა მო­მიხ­და, დღეს კი ში­ნი­დან თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლის სა­მო­სით - კე­დით, "დუ­ტის" ჟი­ლე­ტი­თა და ჯინ­სის შარ­ვლით გა­მო­ვე­დი... მოკ­ლედ, ნე­ბის­მი­ე­რი სტი­ლის სა­მოსს ვირ­გებ.

- მო­დის ტენ­დენ­ცი­ებს თუ ით­ვა­ლის­წი­ნებ?

- არა. რაც მომ­წონს, იმას ვიც­ვამ. ისე, ჩემი აზ­რით, მო­დის ტენ­დენ­ცი­ებს გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­კვიდ­რე­ბენ...

სამ­კა­უ­ლი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვერ­ცხლის სა­ეკ­ლე­სიო სა­მა­ჯუ­რი და ბე­ჭე­დი მიყ­ვარს. ბე­ჭე­დი მე­გო­ბარ­მა მა­მა­ომ მა­ჩუ­ქა. 7 წე­ლია, მი­კე­თია. "უფა­ლო, შე­მი­წყა­ლე" აწე­რია.

აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­დან სათ­ვა­ლე­ე­ბი­სა და სა­ა­თე­ბის "მა­ნი­ა­კი" ვარ. ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი სა­მოსს შე­ვუ­ხა­მო.

ვარ­ჯი­ში და დი­ე­ტა

- ძა­ლი­ან ბევ­რს ვჭამ, მაგ­რამ წო­ნის პრობ­ლე­მა არ მაქვს. გარ­შე­მო მყო­ფე­ბი გიჟ­დე­ბი­ან: - იმ­დე­ნი რომ ვჭა­მოთ, რამ­დენ­საც შენ მი­ირ­თმევ, ძალ­ზე მსუქ­ნე­ბი ვიქ­ნე­ბი­თო... არის დღე­ე­ბი, როცა რეს­ტორ­ნებ­ში ქე­იფს "გა­და­ვა­ბამ" ხოლ­მე, რის შე­დე­გა­დაც წო­ნა­ში 2-3 კი­ლოგ­რა­მით ვი­მა­ტებ, ზოგ­ჯერ კი დღე ისე გა­დის, რომ მო­უც­ლე­ლო­ბის გამო, დი­ლით მხო­ლოდ ყა­ვის და­ლე­ვას თუ ვა­ხერ­ხებ... გან­ტვირ­თვის დღე კი მო­მი­წყვია, მაგ­რამ გა­სახ­დო­მად დი­ე­ტა არას­დროს და­მი­ცავს.

ჩემ­თვის, ვარ­ჯი­ში ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა გახ­ლავთ: ერ­თმა არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­მა ფიტ­ნეს-კლუბ­მა აბო­ნე­მენ­ტიც კი მა­ჩუ­ქა, მაგ­რამ ისევ და ისევ, მო­უც­ლე­ლო­ბის გამო, მის­ვლას ვერ ვა­ხერ­ხებ.

- მახ­სოვს, "ფა­რუ­ლი კა­მე­რის" მა­ხე­ში გაბ­მუ­ლი, პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გე­ბის მიერ სი­ლი­კო­ნის კუნ­თე­ბის ჩად­გმას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას და­თან­ხმდი...

- არა, არ დავ­თან­ხმე­ბულ­ვარ! მათ ვუ­თხა­რი: თუ სა­ჭი­როა, 2 თვე ვი­ვარ­ჯი­შებ-მეთ­ქი. რომ შე­მომ­თა­ვა­ზეს, - კუნ­თებს სი­ლი­კო­ნით გა­გი­ბე­რავ­თო, გავ­გიჟ­დი! მსუ­ქა­ნი და დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სხე­უ­ლი არ მაქვს. შან­სი არ არის, ოდეს­მე პლას­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ას დავ­თან­ხმდე!

სა­ხის კა­ნის მოვ­ლა

- ვერც ერთი კოს­მე­ტო­ლო­გი ვერ და­იბ­რა­ლებს, რომ მისი მომ­სა­ხუ­რე­ბით მი­სარ­გებ­ლია. სა­ხის კანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ ვუვ­ლი. უბ­რა­ლოდ, ზამ­თარ­ში, როცა კანი გა­მო­მიშ­რე­ბა, კრემს ვის­ვამ...

ვარ­ცხნი­ლო­ბა

- ვარ­ცხნი­ლო­ბის მო­წეს­რი­გე­ბა "მი­ჭირს" და ამის გამო ბევრ დროს "ვკარ­გავ" (იცი­ნის). სხვა­თა შო­რის, სტუ­დენ­ტო­ბი­სას ხუ­ჭუ­ჭა თმა ფა­ფა­ხი­ვით მქონ­და და დი­ლით, მის და­სა­ვარ­ცხნად მარ­თლა ბევ­რი დრო მჭირ­დე­ბო­და, ახლა კი თმა­ზე ხე­ლის გა­დას­მაც საკ­მა­რი­სია! მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი პლუ­სი და მი­ნუ­სი აქვს, თუმ­ცა ჩემი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბა მი­ნუ­სად არც მი­მაჩ­ნია - პრაქ­ტი­კუ­ლია! თმის გა­და­ნერგვა შე­მომ­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ უარი ვთქვი. უბ­რა­ლოდ, კომ­ფორ­ტულ ვარ­ცხნი­ლო­ბას ძა­ლი­ან შე­ვეჩ­ვიე...

საქ­მე

- ჩემ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი საქ­მე მსა­ხი­ო­ბო­ბა გახ­ლავთ. ამ­ჟა­მად, ამე­რი­კი­დან ჩა­მო­სულ შე­მოქ­მე­დე­ბით გუნდთან მო­ლა­პა­რა­კე­ბას ვა­წარ­მო­ებთ. მათ წმინ­და ნი­ნოს შე­სა­ხებ ფილ­მის გა­და­ღე­ბა სურთ... კი­დევ, ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი კომ­პლექ­სე­ბი, და­ბა­დე­ბის დღის ცენ­ტრე­ბი მაქვს. ახ­ლა­ხან უზარ­მა­ზა­რი ცენ­ტრი გავ­ხსე­ნით, რომ­ლის თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლი ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნეს­შიც ჩარ­თუ­ლი ვარ... წვრილ­მა­ნი საქ­მე­ე­ბიც რომ ჩა­მო­გით­ვა­ლო, გა­გიჟ­დე­ბი - ბევრ რა­მეს ვარ "მო­დე­ბუ­ლი". მხო­ლოდ ჩემი პრო­ფე­სი­ით - მსა­ხი­ო­ბო­ბით სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­კავ­დე­ბო­დი, მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი უცხო­ე­თის ჰო­ნო­რა­რებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი გა­სამ­რჯე­ლო მექ­ნე­ბო­და...

- კა­რი­ე­რის უცხო­ეთ­ში გაგ­რძე­ლე­ბა­ზე არ გი­ფიქ­რია?

- ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა მქონ­და, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა მი­ჭირს: აქ ხომ ოჯა­ხი - დედა, მამა, და, პაპა მყავს. თან, ოჯახ­ში ერ­თა­დერ­თი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ვარ. ვერც მე­გობ­რებს მი­ვა­ტო­ვებ... სა­კუ­თარ თავს ჰო­ლი­ვუ­დის "ვარ­სკვლა­ვებს" არ ვა­და­რებ, მაგ­რამ ბევ­რი მათ­გა­ნის ცხოვ­რე­ბა ასე და­ი­წყო: მა­გა­ლი­თად, ზოგი ფერ­მა­ში იზ­რდე­ბო­და და ჰო­ლი­ვუდ­ში გამ­გზავ­რე­ბის მერე იქცა "ვარ­სკვლა­ვად"... დიდი შან­სი იყო და არის (ჯერ 25 წლის ვარ), ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბით ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლოს, მაგ­რამ ჩემს მო­ნა­გარს სას­წორ­ზე ვერ ვდებ: კა­რი­ე­რის გამო, ოჯახ­სა და მე­გობ­რებს "გვერ­დზე ვერ გა­დავ­დებ"...

ოჯა­ხი

- ოჯა­ხის წევ­რებს ვე­ნატ­რე­ბი. დე­და­ჩე­მის - ქალ­ბა­ტო­ნი ნო­ნას სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს ასე ვპა­სუ­ხობ: დედა, ცოტა ხან­ში და­გი­რე­კავ-მეთ­ქი, მაგ­რამ მან იცის, რომ ისევ თა­ვად უნდა და­მირ­ე­კოს. ხომ გა­გი­გო­ნი­ათ, - ში­ნა­ურ მღვდელს შენ­დო­ბა არა აქ­ვსო? სამ­წუ­ხა­როდ, ოჯა­ხის წევ­რებს ყუ­რა­დღე­ბას ნაკ­ლე­ბად ვაქ­ცევ - სხვა რა­ღა­ცებ­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი, მაგ­რამ ამ "სხვა რა­ღა­ცებს" ისევ მათ გამო ვა­კე­თებ...

ყვე­ლა­ზე მე­ტად 8 წლის დას - თეკ­ლას ვე­ნატ­რე­ბი. თეკ­ლა ამ­ბი­ცი­უ­რი გახ­ლავთ. ის "ლე­ვა­ნის და" არ არის - სურს, ცხოვ­რე­ბა­ში ჩემ­ზე მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს. ეს მი­ხა­რია და იმე­დია, სი­ტყვას შე­ას­რუ­ლებს. ზო­გა­დად, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ბავ­შვი გახ­ლავთ. დიდ პა­ტივს მცემს. თუკი ვინ­მე რა­ი­მეს აუკ­რძა­ლავს ან და­ე­მუქ­რე­ბა, - ამას არ გი­ყი­დიო, პა­სუ­ხობს: ლე­ვა­ნი მი­ყი­დის, ყვე­ლა­ფერს ის გა­მი­კე­თებ­სო. თუკი მისი და­ში­ნე­ბა სურთ, ეუბ­ნე­ბი­ან: ლე­ვანს და­ვუ­რე­კავ­თო. მისი კონ­ტრო­ლის "ბოლო წერ­ტი­ლი" მე ვარ. ჩემი რიდი აქვს: თვა­ლებს რომ გა­და­ვუტ­რი­ა­ლებ, მორ­ჩა (იცი­ნის)!

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

- ერთი პე­რი­ო­დი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. დიდ­ხანს მიყ­ვარ­და... ამ­ჟა­მად, ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი ხდე­ბა.

- თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი შენ მი­მართ ყუ­რა­დღე­ბას რო­გორ გა­მო­ხა­ტა­ვენ?

- "ფე­ის­ბუკ­ზე" აქ­ტი­უ­რად მწე­რენ: ძა­ლი­ან კარ­გი მსა­ხი­ო­ბი ხარ, ესა და ეს როლი კარ­გად შე­ას­რუ­ლეო... ზოგ­ჯერ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს ქუ­ჩა­შიც ვხვდე­ბი. 8 მარტს რეს­ტო­რან­ში ვქე­ი­ფობ­დი. გო­გო­ნე­ბი მო­ვიდ­ნენ, ჩემ­თან ერ­თად ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღეს. ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­ხა­რო, - მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. ალ­ბათ, ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი და­მე­თან­ხმე­ბა, რომ ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი სტი­მუ­ლი ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი გახ­ლავთ. ამ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის მად­ლო­ბე­ლი ვარ.

- რო­გორ ფიქ­რობ, გო­გო­ნებს შენ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად რა ხიბ­ლავს?

- რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნა­ვენ ხოლ­მე - მზე­რა და ღი­მი­ლი. როცა სე­რი­ო­ზუ­ლი ან მო­წყე­ნი­ლი ვდგა­ვარ, ვერ მცნო­ბენ, მაგ­რამ საკ­მა­რი­სია, გა­ვი­ღი­მო, რომ მა­შინ­ვე ხვდე­ბი­ან, ვინც ვარ. ალ­ბათ, ღი­მი­ლი "ფიშ­კაა"...

- მე­ქალ­თა­ნის სა­ხე­ლი გაქვს...

- ასე­თი არ ვარ. მე­ქალ­თა­ნე­ო­ბას ვე­რა­ვინ და­მაბ­რა­ლებს, ამას ფაქ­ტე­ბით ვე­რა­ვინ და­ამ­ტკი­ცებს (იცი­ნის)...

- შენს ყუ­რა­დღე­ბას რო­გო­რი გო­გო­ნე­ბი იქ­ცე­ვენ?

- ამა­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი არ მაქვს. ჩემი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი ასე და­ი­წყო: უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნი და­ვი­ნა­ხე და სი­გი­ჟემ­დე შე­მიყ­ვარ­და...

გარ­თო­ბა

- იყო პე­რი­ო­დი, როცა გარ­თო­ბას ბევრ დროს ვუთ­მობ­დი: ღა­მის კლუ­ბებ­ში, ბა­რებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში დავ­დი­ო­დი. ახლა ამის დრო და რაც მთა­ვა­რია, სურ­ვი­ლიც ნაკ­ლე­ბად მაქვს. გჯე­რათ, 2 წე­ლია, და­სას­ვე­ნებ­ლა­დაც არ­სად ვყო­ფილ­ვარ? თუ დრო დამ­რჩა, ძი­ლის წინ, ნა­ხევ­რად მძი­ნა­რე, ფილ­მს ვუ­ყუ­რებ ხოლ­მე. ყვე­ლა­ზე უკეთ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და მო­რა­ლუ­რად ბუ­ნე­ბის წი­აღ­ში, ჩი­ტე­ბის ჭი­კ­ჭი­კის ფონ­ზე ვის­ვე­ნებ...

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ადამიანი, რომელსაც ლევან ჯიბღაშვილი ენატრება

ადამიანი, რომელსაც ლევან ჯიბღაშვილი ენატრება

ერთ-ერთი გადაცემის გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი "წლის სასურველი სასიძო" და "სექსუალური მამაკაცი" - მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი თავისი პროფესიული საქმიანობის ყველაზე კარგ "ჰონორარად" თაყვანისმცემლების სიყვარულს მიიჩნევს. უამრავ წვრილ თუ მსხვილ ბიზნესში ჩართულ მსახიობს თავისუფალი დრო იშვიათად აქვს...

სამოსი

- როცა პატარა ვიყავი, დილაობით დედაჩემის შერჩეული სამოსი გამზადებული მხვდებოდა. ბავშვობის დროინდელ ფოტოებში "გამოწკეპილი" ვარ - ჰალსტუხითა და "პატიაშკებით" (იცინის).

- დედა რჩევებს დღესაც თუ გაძლევს სამოსის შერჩევისას?

- ერთადერთი შენიშვნა აქვს: "თხლად" გაცვია, ცივი ამინდებიაო...

- შოპინგი მოგწონს?

- მომწონს, მაგრამ მოუცლელობის გამო, შოპინგის დაგეგმვას ვერ ვახერხებ. ამას წინათ, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში საქმიან შეხვედრაზე გახლდით. თავისუფალი დრო დამრჩა და მაღაზიები გავიარე, რაღაცები შევიძინე. საერთოდ, სამოსის შერჩევა მიჭირს; დიდხანს ვფიქრობ, ესა თუ ის ტანსაცმელი შევიძინო თუ არა. ყოფილა შემთხვევა, სამოსი მიყიდია და მერე ვეღარ მომიხდენია, გარკვეული დროის შემდეგ კი ისე მომწონებია, რომ "აღარ გამიხდია". უბრალოდ, სამოსის მორგებისას, თავდაპირველად, უცხოობის მომენტი მაქვს.

ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ყველაფერი არეული მაქვს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ სამინისტროში ინტენსიური შეხვედრები მქონდა და კლასიკური პიჯაკების ჩაცმა მომიხდა, დღეს კი შინიდან თავისუფალი სტილის სამოსით - კედით, "დუტის" ჟილეტითა და ჯინსის შარვლით გამოვედი... მოკლედ, ნებისმიერი სტილის სამოსს ვირგებ.

- მოდის ტენდენციებს თუ ითვალისწინებ?

- არა. რაც მომწონს, იმას ვიცვამ. ისე, ჩემი აზრით, მოდის ტენდენციებს გემოვნებიანი ადამიანები ამკვიდრებენ...

სამკაული და აქსესუარები

- განსაკუთრებულად ვერცხლის საეკლესიო სამაჯური და ბეჭედი მიყვარს. ბეჭედი მეგობარმა მამაომ მაჩუქა. 7 წელია, მიკეთია. "უფალო, შემიწყალე" აწერია.

აქსესუარებიდან სათვალეებისა და საათების "მანიაკი" ვარ. ვცდილობ, ყველაფერი სამოსს შევუხამო.

ვარჯიში და დიეტა

- ძალიან ბევრს ვჭამ, მაგრამ წონის პრობლემა არ მაქვს. გარშემო მყოფები გიჟდებიან: - იმდენი რომ ვჭამოთ, რამდენსაც შენ მიირთმევ, ძალზე მსუქნები ვიქნებითო... არის დღეები, როცა რესტორნებში ქეიფს "გადავაბამ" ხოლმე, რის შედეგადაც წონაში 2-3 კილოგრამით ვიმატებ, ზოგჯერ კი დღე ისე გადის, რომ მოუცლელობის გამო, დილით მხოლოდ ყავის დალევას თუ ვახერხებ... განტვირთვის დღე კი მომიწყვია, მაგრამ გასახდომად დიეტა არასდროს დამიცავს.

ჩემთვის, ვარჯიში ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ: ერთმა არაჩვეულებრივმა ფიტნეს-კლუბმა აბონემენტიც კი მაჩუქა, მაგრამ ისევ და ისევ, მოუცლელობის გამო, მისვლას ვერ ვახერხებ.

- მახსოვს, "ფარული კამერის" მახეში გაბმული, პლასტიკური ქირურგების მიერ სილიკონის კუნთების ჩადგმასთან დაკავშირებულ შემოთავაზებას დათანხმდი...

- არა, არ დავთანხმებულვარ! მათ ვუთხარი: თუ საჭიროა, 2 თვე ვივარჯიშებ-მეთქი. რომ შემომთავაზეს, - კუნთებს სილიკონით გაგიბერავთო, გავგიჟდი! მსუქანი და დეფორმირებული სხეული არ მაქვს. შანსი არ არის, ოდესმე პლასტიკურ ოპერაციას დავთანხმდე!

სახის კანის მოვლა

- ვერც ერთი კოსმეტოლოგი ვერ დაიბრალებს, რომ მისი მომსახურებით მისარგებლია. სახის კანს განსაკუთრებულად არ ვუვლი. უბრალოდ, ზამთარში, როცა კანი გამომიშრება, კრემს ვისვამ...

ვარცხნილობა

- ვარცხნილობის მოწესრიგება "მიჭირს" და ამის გამო ბევრ დროს "ვკარგავ" (იცინის). სხვათა შორის, სტუდენტობისას ხუჭუჭა თმა ფაფახივით მქონდა და დილით, მის დასავარცხნად მართლა ბევრი დრო მჭირდებოდა, ახლა კი თმაზე ხელის გადასმაც საკმარისია! მოკლედ, ყველაფერს თავისი პლუსი და მინუსი აქვს, თუმცა ჩემი ამჟამინდელი ვარცხნილობა მინუსად არც მიმაჩნია - პრაქტიკულია! თმის გადანერგვა შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი. უბრალოდ, კომფორტულ ვარცხნილობას ძალიან შევეჩვიე...

საქმე

- ჩემთვის უმნიშვნელოვანესი საქმე მსახიობობა გახლავთ. ამჟამად, ამერიკიდან ჩამოსულ შემოქმედებით გუნდთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. მათ წმინდა ნინოს შესახებ ფილმის გადაღება სურთ... კიდევ, ბავშვთა გასართობი კომპლექსები, დაბადების დღის ცენტრები მაქვს. ახლახან უზარმაზარი ცენტრი გავხსენით, რომლის თითოეული დეტალი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. სამშენებლო ბიზნესშიც ჩართული ვარ... წვრილმანი საქმეებიც რომ ჩამოგითვალო, გაგიჟდები - ბევრ რამეს ვარ "მოდებული". მხოლოდ ჩემი პროფესიით - მსახიობობით სიამოვნებით დავკავდებოდი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი უცხოეთის ჰონორარებთან მიახლოებული გასამრჯელო მექნებოდა...

- კარიერის უცხოეთში გაგრძელებაზე არ გიფიქრია?

- ამერიკაში გამგზავრების პერსპექტივა მქონდა, მაგრამ საქართველოდან წასვლა მიჭირს: აქ ხომ ოჯახი - დედა, მამა, და, პაპა მყავს. თან, ოჯახში ერთადერთი ახალგაზრდა მამაკაცი ვარ. ვერც მეგობრებს მივატოვებ... საკუთარ თავს ჰოლივუდის "ვარსკვლავებს" არ ვადარებ, მაგრამ ბევრი მათგანის ცხოვრება ასე დაიწყო: მაგალითად, ზოგი ფერმაში იზრდებოდა და ჰოლივუდში გამგზავრების მერე იქცა "ვარსკვლავად"... დიდი შანსი იყო და არის (ჯერ 25 წლის ვარ), ამერიკაში გამგზავრებით ჩემი ცხოვრება შეიცვალოს, მაგრამ ჩემს მონაგარს სასწორზე ვერ ვდებ: კარიერის გამო, ოჯახსა და მეგობრებს "გვერდზე ვერ გადავდებ"...

ოჯახი

- ოჯახის წევრებს ვენატრები. დედაჩემის - ქალბატონი ნონას სატელეფონო ზარებს ასე ვპასუხობ: დედა, ცოტა ხანში დაგირეკავ-მეთქი, მაგრამ მან იცის, რომ ისევ თავად უნდა დამირეკოს. ხომ გაგიგონიათ, - შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო? სამწუხაროდ, ოჯახის წევრებს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ - სხვა რაღაცებზე ვარ გადართული, მაგრამ ამ "სხვა რაღაცებს" ისევ მათ გამო ვაკეთებ...

ყველაზე მეტად 8 წლის დას - თეკლას ვენატრები. თეკლა ამბიციური გახლავთ. ის "ლევანის და" არ არის - სურს, ცხოვრებაში ჩემზე მეტ წარმატებას მიაღწიოს. ეს მიხარია და იმედია, სიტყვას შეასრულებს. ზოგადად, მიზანდასახული ბავშვი გახლავთ. დიდ პატივს მცემს. თუკი ვინმე რაიმეს აუკრძალავს ან დაემუქრება, - ამას არ გიყიდიო, პასუხობს: ლევანი მიყიდის, ყველაფერს ის გამიკეთებსო. თუკი მისი დაშინება სურთ, ეუბნებიან: ლევანს დავურეკავთო. მისი კონტროლის "ბოლო წერტილი" მე ვარ. ჩემი რიდი აქვს: თვალებს რომ გადავუტრიალებ, მორჩა (იცინის)!

პირადი ცხოვრება

- ერთი პერიოდი, შეყვარებული ვიყავი. დიდხანს მიყვარდა... ამჟამად, ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება.

- თაყვანისმცემლები შენ მიმართ ყურადღებას როგორ გამოხატავენ?

- "ფეისბუკზე" აქტიურად მწერენ: ძალიან კარგი მსახიობი ხარ, ესა და ეს როლი კარგად შეასრულეო... ზოგჯერ თაყვანისმცემლებს ქუჩაშიც ვხვდები. 8 მარტს რესტორანში ვქეიფობდი. გოგონები მოვიდნენ, ჩემთან ერთად ფოტოები გადაიღეს. ძალიან გვიყვარხარო, - მეუბნებოდნენ. ალბათ, ყველა მსახიობი დამეთანხმება, რომ ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის ყველაზე დიდი სტიმული ხალხის სიყვარული გახლავთ. ამ სიყვარულისთვის მადლობელი ვარ.

- როგორ ფიქრობ, გოგონებს შენში ყველაზე მეტად რა ხიბლავს?

- როგორც თავად აღნიშნავენ ხოლმე - მზერა და ღიმილი. როცა სერიოზული ან მოწყენილი ვდგავარ, ვერ მცნობენ, მაგრამ საკმარისია, გავიღიმო, რომ მაშინვე ხვდებიან, ვინც ვარ. ალბათ, ღიმილი "ფიშკაა"...

- მექალთანის სახელი გაქვს...

- ასეთი არ ვარ. მექალთანეობას ვერავინ დამაბრალებს, ამას ფაქტებით ვერავინ დაამტკიცებს (იცინის)...

- შენს ყურადღებას როგორი გოგონები იქცევენ?

- ამაზე ჩამოყალიბებული კრიტერიუმები არ მაქვს. ჩემი სიყვარულის ამბავი ასე დაიწყო: უბრალოდ, ადამიანი დავინახე და სიგიჟემდე შემიყვარდა...

გართობა

- იყო პერიოდი, როცა გართობას ბევრ დროს ვუთმობდი: ღამის კლუბებში, ბარებსა და რესტორნებში დავდიოდი. ახლა ამის დრო და რაც მთავარია, სურვილიც ნაკლებად მაქვს. გჯერათ, 2 წელია, დასასვენებლადაც არსად ვყოფილვარ? თუ დრო დამრჩა, ძილის წინ, ნახევრად მძინარე, ფილმს ვუყურებ ხოლმე. ყველაზე უკეთ, ფსიქოლოგიურად და მორალურად ბუნების წიაღში, ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე ვისვენებ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება