საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემმა კერპმა ცეკვა მომიწონა"
"ჩემმა კერპმა ცეკვა მომიწონა"

18 წლის ლაშა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი დი­ჯეი ლაშა კიქ­სის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი, რო­მელ­საც თურ­მე არა მარ­ტო ქარ­თვე­ლი, არა­მედ უცხო­ე­ლი მსმე­ნე­ლიც კარ­გად იც­ნობს. დღეს ის უნ­გრეთ­ში ფილმმ­ცოდ­ნე­ო­ბას ეუფ­ლე­ბა. მა­ნამ­დე კი ჯერ ცეკ­ვავ­და, შემ­დეგ კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მუ­სი­კის წერა და­ი­წყო...

- თა­ვი­დან, ალ­ბათ დე­დის გავ­ლე­ნით (მო­ცეკ­ვა­ვე გახ­ლდათ), ქარ­თულ ცეკ­ვებს ვცეკ­ვავ­დი, მერე ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კის სტილ­მა გა­მი­ტა­ცა. 10 წლი­სამ ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მიშა შა­უ­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი, რო­მე­ლიც მაგ­რად ცეკ­ვავ­და. მას შემ­დეგ ჰიპ-ჰოპ­მა გა­მი­ტა­ცა. ერთ დღე­საც, ფილ­მის "სტეპ უპ" მე­ო­რე ნა­წი­ლი ვნა­ხე და ფილ­მის მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ო­ბის ფანი გავ­ხდი. ჩემ­მა სა­მე­გობ­რომ გა­ი­გო, რომ რო­ბერტ ჰოფ­მე­ნის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ვი­ყა­ვი.

- პირ­ვე­ლად რო­დის და­ი­წყე მუ­სი­კის შექ­მნა?

- აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის დროს, როცა ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და გა­რეთ გას­ვლის დრო აღარ მქონ­და, ერთხე­ლაც, გან­ტვირ­თვის­თვის, პი­ა­ნი­ნოს მი­ვუ­ჯე­ქი და რა­ღაც ნო­ტე­ბი ავი­ღე. მო­მე­წო­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი და დაკ­ვრა კომ­პი­უ­ტერ­ში გა­ვაგ­რძე­ლე...

მერე ჩემს ცეკ­ვა­ზე გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ზე რო­ბერტ ჰოფ­მე­ნის კო­მენ­ტა­რი ვნა­ხე, - ცეკ­ვას მი­წო­ნებ­და. ვერც კი და­ვი­ჯე­რე, რომ ჩემ­მა კერპმა ცეკ­ვა მო­მი­წო­ნა. მერე გა­ი­გო, რომ მუ­სი­კას ვწერ­დი და მოს­მე­ნის შემ­დეგ მომ­წე­რა, - გიჟი ხარ, რა მა­გა­რი ტრე­კე­ბი გაქ­ვსო... ისიც მი­თხრა, რომ კლი­პის­თვის ჩემი მუ­სი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა სურ­და, სა­დაც თვი­თონ და თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბი იცეკ­ვებ­დნენ (ამ კლიპ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში დღეს საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია. - ავტ.). უკვე დიდი ხა­ნია, მე და რო­ბერტს "სკა­ი­პი­თა" და ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. მისი პი­რა­დად გაც­ნო­ბაც მინ­და და ალ­ბათ, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ჩა­ვა­კი­თხავ.

- მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა თუ გაქვს?

- ცოტა ხანს ჩემს ახ­ლო­ბელ­თან ვემ­ზა­დე­ბო­დი, მაგ­რამ ნო­ტებს მა­ინც ვერ ვცნობ, კლა­ვი­შებ­ზე ვით­ვლი, რო­მე­ლი რო­მე­ლი ნო­ტია (იცი­ნის).

- რა სტი­ლის მუ­სი­კას უს­მენ?

- თით­ქმის ყვე­ლა­ნა­ი­რი სტი­ლის მუ­სი­კას ვუს­მენ. მთა­ვა­რია, მუ­სი­კა­ში გე­მოვ­ნე­ბა და ხა­რის­ხი იგ­რძნო­ბო­დეს. ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი ჩემ­ზე ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს, სულ­ში ჩამ­წვდო­მია... ფოლკ­ლო­რის გა­მიქსვა­ზეც მი­ფიქ­რია... მახ­სოვს, ამას წი­ნათ "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" "კა­ხუ­რი" გავ­მიქ­სე და გა­მო­ვი­და! მინ­და, რომ "ხო­რუ­მის" ელექტრო­ნუ­ლი ვერ­სი­აც გა­ვა­კე­თო. ცოტა ხნის წინ "შა­ბა­თის შოუს" ბი­ჭებს რა­ჭუ­ლის პა­ტა­რა "დაბ­სტეპ" რე­მიქ­სი გა­ვუ­კე­თე, სკეტ­ჩის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ.

- რო­გორც ვიცი, ახლა უნ­გრეთ­ში ხარ...

- კი, თით­ქმის ერთი წე­ლია, აქ ფილმმ­ცოდ­ნე­ო­ბას ვე­უფ­ლე­ბი. მა­ის­ში, დიპ­ლო­მის აღე­ბის შემ­დეგ ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბი. შემ­დეგ კი მინ­და, რომ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ჩა­ვი­დე და სწავ­ლა გან­ვაგ­რძო. იქ ხომ სა­ერ­თოდ, ოც­ნე­ბე­ბი ხდე­ბა... ახ­ლა­ხან ბუ­და­პეშ­ტში ძა­ლი­ან დიდი ელექტრო­ნუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი იყო და მეც, რო­გორც უცხო­ე­ლი სტუ­მა­რი, და­საკ­რა­ვად მი­მიწ­ვი­ეს.

- 18 წლის ბი­ჭის­თვის უცხო ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა რთუ­ლი არ არის?

- საკ­მა­ოდ რთუ­ლია... აქ მე­გობ­რე­ბი არ მყავს, არა­ვის ვიც­ნობ და არ­სად წას­ვლაც არ შე­მიძ­ლია. არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა, მაგ­რამ ახლო მე­გობ­რის პოვ­ნა ძნე­ლია. ბევრ სტუ­დენ­ტთან ერ­თად ვცხოვ­რობ. ჩემს ოთახ­ში ერთი ბერ­ძე­ნი ბი­ჭია, მაგ­რამ ინ­გლი­სუ­რი კარ­გად არ იცის და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მი­ჭირს. საჭ­მელს და­მო­უ­კი­დებ­ლად ვამ­ზა­დებ და ვცდი­ლობ, კარ­გად გა­მო­მი­ვი­დეს (იცი­ნის)... უცხო ქვე­ყა­ნა­ში რამ­დე­ნი მე­გო­ბა­რიც უნდა გყავ­დეს, მა­ინც მარ­ტო ხარ!

- ერთხელ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­დი, სა­დაც შენ მიერ გა­მიქ­სულ­მა კრის­ტი­ნა აგი­ლე­რას სინ­გლ­მა მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

- არის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ი­ტი, სა­დაც ყვე­ლა ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის შემ­ქმნე­ლია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ხში­რად ესა თუ ის ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი, ამ სა­ი­ტის მეშ­ვე­ო­ბით, სპე­ცი­ა­ლურ პრო­ექტს ამ­ზა­დებს. შენ კი არე­მიქ­სებ მის მუ­სი­კას და თუ მომ­ღე­რალს მო­ე­წო­ნე­ბა და მსმე­ნე­ლიც მხარს და­გი­ჭერს, რამ­დე­ნი­მე ეტა­პის გავ­ლის შემ­დეგ, შენი ნა­მუ­შე­ვა­რი გარ­კვე­ულ ად­გილს და­ი­კა­ვებს. კრის­ტი­ნა აგი­ლე­რას კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ორი ათას­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო. ყვე­ლა სიმ­ღე­რას კრის­ტი­ნამ და მის­მა ხმის ჩამ­წერ­მა სტუ­დი­ამ მო­უს­მი­ნა და მე მე­ო­რე ად­გი­ლი მარ­გუ­ნეს. ამ კონ­კურსს სკან­და­ლიც უკავ­შირ­დე­ბა, იმ ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, მთე­ლი ინ­სტრუ­მენ­ტა­ლი ერთ-ერთ ცნო­ბილ მუ­სი­კოსს მოჰ­პა­რა და მის მუ­სი­კას აგი­ლე­რას ხმა და­ა­დო... მსგავ­სი კონ­კურ­სი იყო რო­კჯ­გუფ "პა­პა­რო­ვი­ჩის" სიმ­ღე­რის გა­მიქსვა­ზეც და იმ კონ­კურ­სზეც მე­ო­რე ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე. ამ კონ­კურ­სებ­მა დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­მი­ტა­ნა და ჩე­მით რამ­დე­ნი­მე ხმის ჩამ­წე­რი კომ­პა­ნი­აც და­ინ­ტე­რეს­და. ასე­ვე ხში­რად მი­კავ­შირ­დე­ბი­ან სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან და თა­ვი­სი სიმ­ღე­რის გა­მიქსვას მთხო­ვენ. მქონ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა იტა­ლი­ელ პრო­დი­უ­სე­რებ­თან და შე­საძ­ლოა, იტა­ლი­ა­ში მი­მიწ­ვი­ონ. მომ­წე­რეს ფლო­რი­დის შტატ­ში არ­სე­ბუ­ლი კლუ­ბი­დან, მთხოვ­დნენ, - შენი რე­მიქ­სი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნე, გვინ­და, ჩვენს კლუბ­ში და­ვუკ­რა­თო.

- სა­მო­მავ­ლოდ რას აპი­რებ?

- მინ­და, რომ ალ­ბო­მი გა­მო­ვუშ­ვა, რო­მელ­შიც 5-6 ტრე­კი იქ­ნე­ბა. ამას­თან, "ოფენ ეა­რის" ფეს­ტი­ვალ­შიც მინ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო. ასე­ვე, მინ­და, ერთ კონ­კრე­ტულ მუ­სი­კა­ზე ცეკ­ვა დავ­დგა. მოკ­ლედ, დიდი გეგ­მე­ბი მაქვს.

ელე­ნე ბა­სი­ლი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"ჩემმა კერპმა ცეკვა მომიწონა"

"ჩემმა კერპმა ცეკვა მომიწონა"

18 წლის ლაშა მამულაშვილი დიჯეი ლაშა კიქსის სახელითაა ცნობილი, რომელსაც თურმე არა მარტო ქართველი, არამედ უცხოელი მსმენელიც კარგად იცნობს. დღეს ის უნგრეთში ფილმმცოდნეობას ეუფლება. მანამდე კი ჯერ ცეკვავდა, შემდეგ კი მოულოდნელად, მუსიკის წერა დაიწყო...

- თავიდან, ალბათ დედის გავლენით (მოცეკვავე გახლდათ), ქართულ ცეკვებს ვცეკვავდი, მერე ჯასტინ ტიმბერლეიკის სტილმა გამიტაცა. 10 წლისამ ერთ-ერთ ღონისძიებაზე მიშა შაუმიანი გავიცანი, რომელიც მაგრად ცეკვავდა. მას შემდეგ ჰიპ-ჰოპმა გამიტაცა. ერთ დღესაც, ფილმის "სტეპ უპ" მეორე ნაწილი ვნახე და ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობის ფანი გავხდი. ჩემმა სამეგობრომ გაიგო, რომ რობერტ ჰოფმენის თაყვანისმცემელი ვიყავი.

- პირველად როდის დაიწყე მუსიკის შექმნა?

- აბიტურიენტობის დროს, როცა ძალიან დაკავებული ვიყავი და გარეთ გასვლის დრო აღარ მქონდა, ერთხელაც, განტვირთვისთვის, პიანინოს მივუჯექი და რაღაც ნოტები ავიღე. მომეწონა ეს ყველაფერი და დაკვრა კომპიუტერში გავაგრძელე...

მერე ჩემს ცეკვაზე გადაღებულ ვიდეოზე რობერტ ჰოფმენის კომენტარი ვნახე, - ცეკვას მიწონებდა. ვერც კი დავიჯერე, რომ ჩემმა კერპმა ცეკვა მომიწონა. მერე გაიგო, რომ მუსიკას ვწერდი და მოსმენის შემდეგ მომწერა, - გიჟი ხარ, რა მაგარი ტრეკები გაქვსო... ისიც მითხრა, რომ კლიპისთვის ჩემი მუსიკის გამოყენება სურდა, სადაც თვითონ და თავისი მეგობრები იცეკვებდნენ (ამ კლიპზე გადაღებული ვიდეო ინტერნეტსივრცეში დღეს საკმაოდ პოპულარულია. - ავტ.). უკვე დიდი ხანია, მე და რობერტს "სკაიპითა" და ელექტრონული ფოსტის საშუალებით გვაქვს ურთიერთობა. მისი პირადად გაცნობაც მინდა და ალბათ, ლოს-ანჯელესში ჩავაკითხავ.

- მუსიკალური განათლება თუ გაქვს?

- ცოტა ხანს ჩემს ახლობელთან ვემზადებოდი, მაგრამ ნოტებს მაინც ვერ ვცნობ, კლავიშებზე ვითვლი, რომელი რომელი ნოტია (იცინის).

- რა სტილის მუსიკას უსმენ?

- თითქმის ყველანაირი სტილის მუსიკას ვუსმენ. მთავარია, მუსიკაში გემოვნება და ხარისხი იგრძნობოდეს. ქართული ფოლკლორი ჩემზე ძალიან მოქმედებს, სულში ჩამწვდომია... ფოლკლორის გამიქსვაზეც მიფიქრია... მახსოვს, ამას წინათ "სუხიშვილების" "კახური" გავმიქსე და გამოვიდა! მინდა, რომ "ხორუმის" ელექტრონული ვერსიაც გავაკეთო. ცოტა ხნის წინ "შაბათის შოუს" ბიჭებს რაჭულის პატარა "დაბსტეპ" რემიქსი გავუკეთე, სკეტჩისთვის სჭირდებოდათ.

- როგორც ვიცი, ახლა უნგრეთში ხარ...

- კი, თითქმის ერთი წელია, აქ ფილმმცოდნეობას ვეუფლები. მაისში, დიპლომის აღების შემდეგ ისევ საქართველოში დავბრუნდები. შემდეგ კი მინდა, რომ ლოს-ანჯელესში ჩავიდე და სწავლა განვაგრძო. იქ ხომ საერთოდ, ოცნებები ხდება... ახლახან ბუდაპეშტში ძალიან დიდი ელექტრონული ფესტივალი იყო და მეც, როგორც უცხოელი სტუმარი, დასაკრავად მიმიწვიეს.

- 18 წლის ბიჭისთვის უცხო ქვეყანაში ცხოვრება რთული არ არის?

- საკმაოდ რთულია... აქ მეგობრები არ მყავს, არავის ვიცნობ და არსად წასვლაც არ შემიძლია. არის ადგილები, სადაც უამრავი ადამიანის გაცნობის საშუალებაა, მაგრამ ახლო მეგობრის პოვნა ძნელია. ბევრ სტუდენტთან ერთად ვცხოვრობ. ჩემს ოთახში ერთი ბერძენი ბიჭია, მაგრამ ინგლისური კარგად არ იცის და მასთან ურთიერთობა მიჭირს. საჭმელს დამოუკიდებლად ვამზადებ და ვცდილობ, კარგად გამომივიდეს (იცინის)... უცხო ქვეყანაში რამდენი მეგობარიც უნდა გყავდეს, მაინც მარტო ხარ!

- ერთხელ კონკურსში მონაწილეობდი, სადაც შენ მიერ გამიქსულმა კრისტინა აგილერას სინგლმა მეორე ადგილი დაიკავა.

- არის სპეციალური საიტი, სადაც ყველა ელექტრონული მუსიკის შემქმნელია დარეგისტრირებული. ხშირად ესა თუ ის ცნობილი მომღერალი, ამ საიტის მეშვეობით, სპეციალურ პროექტს ამზადებს. შენ კი არემიქსებ მის მუსიკას და თუ მომღერალს მოეწონება და მსმენელიც მხარს დაგიჭერს, რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ, შენი ნამუშევარი გარკვეულ ადგილს დაიკავებს. კრისტინა აგილერას კონკურსში მონაწილეობა დაახლოებით ორი ათასმა ადამიანმა მიიღო. ყველა სიმღერას კრისტინამ და მისმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ მოუსმინა და მე მეორე ადგილი მარგუნეს. ამ კონკურსს სკანდალიც უკავშირდება, იმ ადამიანმა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა, მთელი ინსტრუმენტალი ერთ-ერთ ცნობილ მუსიკოსს მოჰპარა და მის მუსიკას აგილერას ხმა დაადო... მსგავსი კონკურსი იყო როკჯგუფ "პაპაროვიჩის" სიმღერის გამიქსვაზეც და იმ კონკურსზეც მეორე ადგილი დავიკავე. ამ კონკურსებმა დიდი წარმატება მომიტანა და ჩემით რამდენიმე ხმის ჩამწერი კომპანიაც დაინტერესდა. ასევე ხშირად მიკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან და თავისი სიმღერის გამიქსვას მთხოვენ. მქონდა მოლაპარაკება იტალიელ პროდიუსერებთან და შესაძლოა, იტალიაში მიმიწვიონ. მომწერეს ფლორიდის შტატში არსებული კლუბიდან, მთხოვდნენ, - შენი რემიქსი გამოგვიგზავნე, გვინდა, ჩვენს კლუბში დავუკრათო.

- სამომავლოდ რას აპირებ?

- მინდა, რომ ალბომი გამოვუშვა, რომელშიც 5-6 ტრეკი იქნება. ამასთან, "ოფენ ეარის" ფესტივალშიც მინდა მონაწილეობა მივიღო. ასევე, მინდა, ერთ კონკრეტულ მუსიკაზე ცეკვა დავდგა. მოკლედ, დიდი გეგმები მაქვს.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება