ეს ბიჭუნა ასაკის შეუფერებელი "თამაშებით" ერთობა. რამდენიმე თვეა, მამასთან და ნათესავ მამაკაცებთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის.
სირიელი აჰმედი სიგარეტსაც ეწევა და დასახიჩრებული გვამები და სისხლიანი ქუჩები არ აშინებს. აჰმედის მამა მეამბოხე მებრძოლია. ფოტოგრაფმა კადრი სირიის ქალაქ ალეპოში გადაიღო. ფოტოგრაფის ყურადღება ბარიკადებს მიღმა იარაღმომარჯვებულმა პატარამ მიიპყრო.
გაერო-ს მონაცემებით, სირიაში ორი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად უკვე 60 ათასი ადამიანია დაღუპული.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.