საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
14 წლის გოგონა მეგობრის ძაღლებმა დაგლიჯეს
14 წლის გოგონა მეგობრის ძაღლებმა დაგლიჯეს

კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში 14 წლის გო­გო­ნა მე­გობ­რის ძაღ­ლებ­მა სა­სიკ­ვდი­ლოდ დაგ­ლი­ჯეს. თი­ნე­ი­ჯე­რი ჯეიდ ლო­მას ან­დერ­სო­ნი მე­გო­ბარს, კიმ­ბერ­ლი კონ­კა­ნონს სტუმ­რობ­და. გო­გო­ნებ­მა თა­მა­შის შემ­დეგ სა­დი­ლო­ბა გა­და­წყვი­ტეს. მე­გო­ბა­რი სახ­ლი­დან გა­ვი­და და შინ ჯე­ი­დი დარ­ჩა.

გო­გო­ნა ხორ­ცის ღვე­ზელს ჭამ­და, რო­დე­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლად სახ­ლში მყო­ფი 4 ძაღ­ლი და­ეს­ხა თავს. ცხო­ვე­ლებ­მა ჯე­ი­დი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში დაგ­ლი­ჯეს. პო­ლი­ცი­ამ სახ­ლი­დან ხმა­უ­რი გა­ი­გო­ნა, თუმ­ცა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას მხო­ლოდ გო­გო­ნას გვა­მი და გან­რის­ხე­ბუ­ლი ძაღ­ლე­ბი დახ­ვდა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სახ­ლი შტურ­მით აი­ღეს და ცხო­ვე­ლე­ბის და­ხო­ცეს. პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, გო­გო­ნა ია­ტაკ­ზე ეგდო და სის­ხლის­გან იც­ლე­ბო­და, მას სხე­ულ­ზე უზარ­მა­ზა­რი ნაკ­ბე­ნე­ბი ჰქონ­და.

სახ­ლში 2 ბულ­ტე­რი­ე­რი, 1 ბულ­მას­ტი­ფი და 1 ამე­რი­კუ­ლი ბულ­დო­გი ცხოვ­რობ­და. მე­ზობ­ლე­ბის თქმით, ცხო­ვე­ლე­ბი ყო­ველ­თვის აგ­რე­სი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ და უყეფ­დნენ ყვე­ლას, ვინც კი სახ­ლის ტე­რა­სას­თან ახ­ლოს ჩა­ივ­ლი­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

14 წლის გოგონა მეგობრის ძაღლებმა დაგლიჯეს

14 წლის გოგონა მეგობრის ძაღლებმა დაგლიჯეს

კალიფორნიაში 14 წლის გოგონა მეგობრის ძაღლებმა სასიკვდილოდ დაგლიჯეს. თინეიჯერი ჯეიდ ლომას ანდერსონი მეგობარს, კიმბერლი კონკანონს სტუმრობდა. გოგონებმა თამაშის შემდეგ სადილობა გადაწყვიტეს. მეგობარი სახლიდან გავიდა და შინ ჯეიდი დარჩა.

გოგონა ხორცის ღვეზელს ჭამდა, როდესაც მოულოდნელად სახლში მყოფი 4 ძაღლი დაესხა თავს. ცხოველებმა ჯეიდი რამდენიმე წუთში დაგლიჯეს. პოლიციამ სახლიდან ხმაური გაიგონა, თუმცა შემთხვევის ადგილას მხოლოდ გოგონას გვამი და განრისხებული ძაღლები დახვდა. სამართალდამცავებმა სახლი შტურმით აიღეს და ცხოველების დახოცეს. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, გოგონა იატაკზე ეგდო და სისხლისგან იცლებოდა, მას სხეულზე უზარმაზარი ნაკბენები ჰქონდა.

სახლში 2 ბულტერიერი, 1 ბულმასტიფი და 1 ამერიკული ბულდოგი ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, ცხოველები ყოველთვის აგრესიულები იყვნენ და უყეფდნენ ყველას, ვინც კი სახლის ტერასასთან ახლოს ჩაივლიდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს