მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმდენად მიყვარს, რომ ოჯახის შექმნაც კი გავრისკე"...
"იმდენად მიყვარს, რომ ოჯახის შექმნაც კი გავრისკე"...

"ჩემ­თვის ოჯახ­ში ყუ­რა­დღე­ბა, სით­ბო და მე­გობ­რო­ბაა მთა­ვა­რი, და­ნარ­ჩენს კი მო­ევ­ლე­ბა", - მი­თხრა ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა, როცა მას­თან ოჯა­ხის თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ ინ­ტერ­ვი­უ­ზე მი­ვე­დი. ამ­ბობს რომ თა­ვი­სე­ბუ­რი გა­გე­ბით მე­ო­ჯა­ხეა და მო­უც­ლე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ცდი­ლობს, ყვე­ლა­ფე­რი მო­ას­წროს. მისი მე­უღ­ლე თენ­გო წივ­წი­ვა­ძე გორ­ში მუ­შა­ობს და წყვილს ერ­თმა­ნე­თი ხში­რად ენატ­რე­ბა. ინ­ტერ­ვი­უს დროს თენ­გო ნი­ნას­თან მო­ვი­და და რამ­დე­ნი­მე კი­თხვა­ზე მა­ნაც მი­პა­სუ­ხა.

- მე­ო­ჯა­ხე­ო­ბა ყვე­ლა ადა­მი­ანს თა­ვი­სე­ბუ­რად ეს­მის. ზოგს ჰგო­ნია, რომ დღე­ში რამ­დე­ნი­მე­ნა­ი­რი სა­დი­ლი უნდა მო­ამ­ზა­დოს და თეთ­რე­უ­ლი გა­ა­ხა­მოს, სხვა ბევრ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნი­უ­ანსს კი ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს. მე ამ სა­კი­თხი­სად­მი ჩე­მე­ბუ­რი მიდ­გო­მა მაქვს და ვი­ტყო­დი, - დიახ, ჩე­მე­ბუ­რი გა­გე­ბით, მე­ო­ჯა­ხე ვარ, რა­ტო­მაც არა?!. ოჯახ­ში ყუ­რა­დღე­ბა, სით­ბო და მე­გობ­რო­ბაა მთა­ვა­რი, და­ნარ­ჩენს კი მო­ევ­ლე­ბა, არც მში­ე­რი მოკ­ვდე­ბა ვინ­მე და არც გა­უ­რე­ცხა­ვი ტან­საც­მლით ივ­ლი­ან ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ჩვენს ოჯახ­ში ყვე­ლა­ფე­რი გულ­წრფე­ლო­ბა­ზეა აგე­ბუ­ლი. ვცდი­ლობთ, ერ­თმა­ნეთს მო­ვუ­ა­როთ და და­ვეხ­მა­როთ, მაგ­რამ ამას მხო­ლოდ მო­ვა­ლე­ო­ბის გამო არ ვა­კე­თებთ.

- ორი­ვე მუ­შა­ობთ, დატ­ვირ­თუ­ლე­ბი ხართ?

- ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან! ერ­თმა­ნეთ­ზე უა­რე­სი ცხოვ­რე­ბის რიტ­მი გვაქვს. ზოგ­ჯერ ერ­თმა­ნეთს ღა­მის 4 სა­ათ­ზე ვნა­ხუ­ლობთ და სა­უ­ბარ­ში გვა­თენ­დე­ბა. მერე 2 სა­ა­თი გვძი­ნავს და დი­ლით ისევ სამ­სა­ხურ­ში მივ­დი­ვართ. როცა ვის­ვე­ნებთ, დროს სულ ერ­თად ვა­ტა­რებთ. თენ­გო სხვა ქა­ლაქ­ში მუ­შა­ობს და ხში­რად ვერ რჩე­ბა სახ­ლში. როცა თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­და, მა­ში­ნაც ღა­მის 2 სა­ა­თამ­დე სამ­სა­ხურ­ში იყო და დღე და ღამე არე­უ­ლი გვქონ­და. ხან­და­ხან იმ­დე­ნად ვიღ­ლე­ბი, სა­დაც დავ­ჯდე­ბი, იქ მე­ძი­ნე­ბა.

- რო­გორ ეგუ­ე­ბი მე­უღ­ლის სხვა ქა­ლაქ­ში მუ­შა­ო­ბას?

- ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად კარ­გი­ცაა, რად­გან სულ მე­ნატ­რე­ბა. სულ მგო­ნია, რომ ქმა­რი კი არა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავს. ჩვე­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბაც ერ­თფე­რო­ვა­ნი არ არის. მთე­ლი დღე კაცი სახ­ლში რომ გეჯ­დეს, სა­ში­ნე­ლე­ბაა. ამ დროს იო­ლად ჩნდე­ბა უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი. როცა აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რობ, ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რა­დაა. თან ყო­ველ­თვის ვი­ცით, ვინ სად ვართ და რას ვა­კე­თებთ.

- გა­თხო­ვე­ბამ შენს ცხოვ­რე­ბა­ში შეც­ვა­ლა რამე?

- თით­ქმის არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. აქამ­დე თუ ქა­ლი­სა და კა­ცის საქ­მეს ვა­კე­თებ­დი, ახლა ცოტა გავ­ზარ­მაც­დი, რად­გან თენ­გო ბევრ რა­მე­ში მეხ­მა­რე­ბა. ადრე მარ­კეტ­ში უზარ­მა­ზა­რი პარ­კე­ბით თუ მნა­ხავ­დით, ან ნა­თუ­რის გა­მო­საც­ვლე­ლად კი­ბე­ზე ვძვრე­ბო­დი, ახლა ამას აღარ ვა­კე­თებ.

- ამას წი­ნათ ამ­ბობ­დი, გორი ვერ ამ­ცდა, ჩემი მე­უღ­ლე ახლა იქ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­მუ­შა­ო­დო...

- ჰო, მარ­თა­ლია (იცი­ნის). დრო როცა მაქვს, თენ­გოს­თან ჩავ­დი­ვარ. ხში­რად დი­ლით 2 სა­ა­თით "ჩა­ვირ­ბენ" და მერე ისევ უკან ვბრუნ­დე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ტრა­სა­ზე ვცხოვ­რობთ. არ ვიცი, რო­დის დას­რულ­დე­ბა ჩვე­ნი ასე­თი ცხოვ­რე­ბა...

- ნინა, შენი ვაჟი რო­გორ შე­ე­გუა დე­დის გა­თხო­ვე­ბას?

- ჩემი შვი­ლი და თენ­გო მე­გობ­რო­ბენ. ერ­თმა­ნეთს კარ­გად უგე­ბენ და თით­ქოს პირი აქვთ შეკ­რუ­ლი - ერ­თად დამ­ცი­ნი­ან. თავ­და­პირ­ვე­ლად მათი ურ­თი­ერ­თო­ბის ამ­ბა­ვი მა­ში­ნებ­და, მერე სან­დრომ თენ­გო რომ გა­იც­ნო, მივ­ხვდი, რომ ერ­თად ცხოვ­რე­ბა არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ და არც შევ­მცდარ­ვარ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემი თი­ნე­ი­ჯე­რი შვი­ლი, თა­ვი­სი გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თით, თენ­გოს გა­და­ვა­ბა­რე. თუ მინ­და, რომ სან­დრო რა­მე­ზე და­ვი­თან­ხმო და ამის­თვის 2 დღე მჭირ­დე­ბა, თენ­გო ჩემს შვილს 5 წუთ­ში ითან­ხმებს.

- ოჯა­ხუ­რი საქ­მე­ე­ბის­თვის რო­გორ იცლი?

- თენ­გო ამ შემ­თხვე­ვა­შიც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, 1 სა­ა­თი თუ გვაქვს და ამ დრო­ში საჭ­მე­ლიც უნდა მო­ვამ­ზა­დოთ და და­უ­თო­ე­ბაც მო­ვას­წროთ, თენ­გოს შე­უძ­ლია, სა­დილს მი­ხე­დოს და მე სხვა საქ­მე გა­ვა­კე­თო. მო­უც­ლე­ლო­ბის გამო საქ­მე­ებს ვი­ნა­წი­ლებთ. კი­დევ კარ­გი, დამ­ხმა­რე ქალი გვყავს, რო­მე­ლიც სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში გვეხ­მა­რე­ბა, თო­რემ არ ვიცი, რა მეშ­ვე­ლე­ბო­და. ისე ვიღ­ლე­ბი ხოლ­მე, 2-3 კვი­რა­ში ერთხელ მჭირ­დე­ბა მთე­ლი დღე, როცა სახ­ლში შე­მიძ­ლია ჩა­ვი­კე­ტო; ამ დროს პულტს, კომ­პი­უ­ტერს, ყა­ვა­სა და სა­ჭი­რო ნივ­თებს სა­წოლ­თან მო­ვი­მა­რა­გებ და მთელ დღეს პი­ჟა­მა­ში ვა­ტა­რებ. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხოლ­მე, რომ არ "გა­და­ვიწ­ვა". მე­ო­რე დღეს უკვე ენერ­გი­ით სავ­სე ვარ.

თენ­გო:

- ნინა ამ გან­ტვირ­თვას მა­შინ ახერ­ხებს, როცა მე და სან­დრო სახ­ლში არ ვართ. ჩვენ როცა სახ­ლში ვართ, ხელს არ ვუშ­ლით, მაგ­რამ გან­ტვირ­თვა მა­ინც მარ­ტოს ურ­ჩევ­ნია.

ნინა:

- ამ დროს სიმ­შვი­დე მჭირ­დე­ბა და როცა ვიცი, თენ­გო თბი­ლის­ში ვერ ჩა­მო­ვა, სან­დრო ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან მი­დის და ის დღე ჩე­მია. თენ­გო ოჯა­ხის საქ­მე­ებ­ში ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. ასე­თი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ერ­თად ნამ­დვი­ლად ვერ გავძლებ­დით.

თენ­გო:

- ერთი ისე­თი ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი კაცი მაჩ­ვე­ნეთ, რო­მე­ლიც - ქალო, ნას­კი გამ­ხა­დეო, - ცოლს ეტყვის. ასე­თი კა­ცე­ბი კა­ცო­ბის­გან შორს არი­ან.

ნინა:

- არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი შე­ლა­ხოს... თენ­გო ჩემი გა­რეგ­ნო­ბი­თაც მუ­დამ ინ­ტე­რეს­დე­ბა. თუ გა­და­ღე­ბა ან რა­ი­მე წვე­უ­ლე­ბა არ არის, 2 სა­ა­თი სა­ლონ­ში ყოფ­ნა და ვარ­ცხნი­ლო­ბის გა­კე­თე­ბა მე­ზა­რე­ბა. თენ­გო კი სულ მე­ჩი­ჩი­ნე­ბა, წადი, მო­წეს­რიგ­დიო. ვხუმ­რობთ ხოლ­მე, ქა­ლე­ბი რომ გა­თხოვ­დე­ბი­ან, ქმრებს გა­ი­ნაღ­დე­ბენ და მერე თავს აღარ უვ­ლი­ან, ასე არ და­გე­მარ­თო­სო (იცი­ნის). უნდა, რომ ყო­ველ­დღე მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და კარგ ფორ­მა­ში ვიყო. ამას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს.

- რა­მე­ზე თუ კა­მა­თობთ?

- ძი­რი­თა­დად, ჩემს რე­პერ­ტუ­არ­ზე: თენ­გო­სა და ჩემს შვილს სა­სა­ცი­ლოდ არ ჰყოფ­ნით. მე კი ძა­ლი­ან მწყინს და ვი­ბუ­ტე­ბი. კი­დევ, ჩემს სტუ­დი­ურ ფო­ტო­ებ­ზე ხა­ლი­სო­ბენ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მომ­წონს, ესე­ნი კი სი­ცი­ლით კვდე­ბი­ან. ერთხელ ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი და ორი­ვეს ვე­ჩხუ­ბე. თენ­გოს შე­ვე­ცო­დე და მა­ლე­ვე შე­მი­რიგ­და, ჩემი შვი­ლი კი - არა. ამას წი­ნათ, თენ­გო რე­პე­ტი­ცი­ა­ზე წა­მომ­ყვა, სა­დაც ბენდთან ერ­თად ვმღე­რო­დი და იქი­დან რომ ვბრუნ­დე­ბო­დით, მი­თხრა, - ახლა, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, ისე შე­მიყ­ვარ­დიო. ჰოდა, რო­გორც მომ­ღე­რალს, აღარ დამ­ცი­ნის.

თენ­გო:

- ნი­ნას ცო­ცხალ­მა შეს­რუ­ლე­ბამ იმ­დე­ნად დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა, მარ­თლა გან­ვცვიფ­რდი. აქამ­დე ფო­ნოგ­რა­მით რომ მღე­რო­და, მის კა­რი­ე­რას არა­სე­რი­ო­ზუ­ლად ვუ­ყუ­რებ­დი.

ნინა:

- კი­დევ, ჩემი შვი­ლი ჩემს ნამ­დვილ "ქარ­თველ დი­ა­სახ­ლი­სო­ბა­ზე" ხა­ლი­სობს. რომ მე­ტყვის, - დედა, მში­აო, - ყიყლი­ყოს შე­გიწ­ვავ-მეთ­ქი, - ვე­უბ­ნე­ბი და, - უჰ, შენ გე­ნაც­ვა­ლე, ნამ­დვი­ლი "ქარ­თვლის დედა" ხარო! - დამ­ცი­ნის ხოლ­მე. სხვა­თა შო­რის, მჭა­დებ­საც ვა­ცხობ ხში­რად.

თენ­გო:

- აი, მჭა­დებს როცა აკე­თებს, მა­შინ უკვე ნამ­დვი­ლი "ქარ­თვლის დე­დაა", ოღონდ - ორი ხმლით ხელ­ში... ხან­და­ხან გემ­რი­ე­ლი სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბა­ში მთე­ლი ოჯა­ხი ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. ხან ნინა მო­ი­გო­ნებს რა­ღა­ცას, ხან - მე, მერე იქით სან­დრი­კა იტყვის რა­მეს და გემ­რი­ე­ლი სა­დი­ლი გა­მოგ­ვდის.

ნინა:

- ვცდი­ლობთ, არ დავ­წვრილ­მან­დეთ და ზედ­მე­ტი პრობ­ლე­მე­ბი არ შევ­ქმნათ. მა­გა­ლი­თად, ჭურ­ჭლის გა­რე­ცხვა დღეს თუ გვე­ზა­რე­ბა, ამ საქ­მეს ხვალ გა­ვა­კე­თებთ. დე­და­ჩემს 1 თეფ­ში რომ ჰქონ­დეს გა­სა­რე­ცხი, წვე­თო­ვან­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლიც კი გა­რე­ცხავს, ჩვენ კი ერ­თდრო­უ­ლად იმ­დენ საქ­მეს ვა­კე­თებთ, დიდი სი­სუ­ლე­ლე იქ­ნე­ბა, თუ ცხოვ­რე­ბას წვრილ­მა­ნე­ბით უფრო მე­ტად გა­ვირ­თუ­ლებთ. თან, დიდ­ხანს ვცხოვ­რობ­დი მარ­ტო და თა­ვი­სუფ­ლე­ბას ისე ვარ მიჩ­ვე­უ­ლი, ქმა­რი რო­გორც უნდა მიყ­ვარ­დეს, მისი პრე­ტენ­ზი­ე­ბის ატა­ნა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბო­და.

- ერ­თმა­ნეთს თუ აკონ­ტრო­ლებთ?

- არა, რას ამ­ბობ?! დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თმა­ნეთს უამ­რავ­ჯერ ვუ­რე­კავთ, სულ ვი­ცით, სად ვართ და რას ვა­კე­თებთ. თენ­გო იმა­საც კი მე­კი­თხე­ბა, თუ რა მაც­ვია: იცის, რომ დგე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში დრო, როცა სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, რას ვიც­ვამ, ამი­ტომ ჩემი ჩაც­მუ­ლო­ბი­თაც ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბა.

თენ­გო:

- ნი­ნას შე­უძ­ლია, ერ­თსა და იმა­ვე ფილ­მს ათ­ჯერ უყუ­როს. მე და სან­დრი­კა კი ვზი­ვართ და ნი­ნას შევ­ყუ­რებთ. დი­ა­ლო­გე­ბიც კი შე­უძ­ლია, და­ი­ზე­პი­როს. ჩემ­თვის ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

ნინა:

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს სე­რი­ა­ლი და ფილ­მი "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში". ხომ იდი­ო­ტო­ბაა, მაგ­რამ რა ვქნა, მომ­წონს. შე­მიძ­ლია, ბევ­რჯერ ვნა­ხო და არ მბეზ­რდე­ბა. ამი­ტო­მაც მე და კა­ცებ­მა ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბი გა­ვი­ყა­ვით. სან­დრო "ლი­ვერ­პუ­ლის" გულ­შე­მატ­კი­ვა­რია და როცა ეს გუნ­დი თა­მა­შობს, ყვე­ლა­ფე­რი უნდა და­ი­ვი­წყო. ბა­ლი­ში, მა­ი­სუ­რი, პირ­სა­ხო­ცი - ყვე­ლა­ფე­რი ამ გუნ­დის ლო­გო­თი აქვს დამ­შვე­ნე­ბუ­ლი და როცა თა­მაშს უყუ­რებს, მათ ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი, პირ­სა­ხოც­შე­მოხ­ვე­უ­ლი ზის ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ. გიჟი გე­გო­ნე­ბათ.

- თენ­გო, თქვენ თუ გყავთ შვი­ლე­ბი?

- კი, წინა ქორ­წი­ნე­ბი­დან 4 შვი­ლი მყავს. შვი­ლიშ­ვი­ლიც მყავს - უკვე ბა­ბუა ვარ.

- რო­გო­რია ნინა მე­უღ­ლის ამ­პლუ­ა­ში?

- თბი­ლი, ერ­თგუ­ლი.... ეს ის ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი სი­კე­თის კე­თე­ბა შე­უძ­ლია. ცდი­ლობს, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბა არ და­ი­შუ­როს. ერთი ის არის, სი­ურპრი­ზე­ბი გა­კე­თე­ბა არ გა­მოს­დის. რა­მეს თუ მი­ყი­დის, მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­ვა თუ არა, სას­ხვა­თა­შო­რი­სოდ და­მი­რე­კავს, ბო­ლოს კი ვე­ღარ ით­მენს და, ესა და ეს გი­ყი­დეო, მე­უბ­ნე­ბა.

ნინა:

- თენ­გო, მგო­ნია, რომ ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. იმ­დე­ნად მიყ­ვარს, რომ ოჯა­ხის შექ­მნაც კი გავ­რის­კე. ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია, არა­სო­დეს არა­ფე­რი ავი­წყდე­ბა და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ურპრი­ზე­ბი გა­მოს­დის. გუ­ში­ნაც სი­ურპრი­ზი გა­მი­კე­თა და ჩემი საყ­ვა­რე­ლი სუ­ნა­მო მა­ჩუ­ქა. ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში კომ­ფორ­ტი მჭირ­დე­ბა და თენ­გო ამ მხრივ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქმა­რია. ავად როცა ვარ, ისე მივ­ლის, ქალი ვერ მო­გივ­ლის ასე. იმა­ვე­ნა­ი­რად ვზრუ­ნავ მეც, მაგ­რამ ეს ავად არ ხდე­ბა ხოლ­მე (იცი­ნი­ან).

ელე­ნე ბა­სი­ლი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ ვი­დეო: ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა მო­ნა­ზო­ნი გა­ნა­სა­ხი­ე­რა (ვი­დეო)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"იმდენად მიყვარს, რომ ოჯახის შექმნაც კი გავრისკე"...

"იმდენად მიყვარს, რომ ოჯახის შექმნაც კი გავრისკე"...

"ჩემთვის ოჯახში ყურადღება, სითბო და მეგობრობაა მთავარი, დანარჩენს კი მოევლება", - მითხრა ნინა წკრიალაშვილმა, როცა მასთან ოჯახის თემაზე სასაუბროდ ინტერვიუზე მივედი. ამბობს რომ თავისებური გაგებით მეოჯახეა და მოუცლელობის მიუხედავად, ცდილობს, ყველაფერი მოასწროს. მისი მეუღლე თენგო წივწივაძე გორში მუშაობს და წყვილს ერთმანეთი ხშირად ენატრება. ინტერვიუს დროს თენგო ნინასთან მოვიდა და რამდენიმე კითხვაზე მანაც მიპასუხა.

- მეოჯახეობა ყველა ადამიანს თავისებურად ესმის. ზოგს ჰგონია, რომ დღეში რამდენიმენაირი სადილი უნდა მოამზადოს და თეთრეული გაახამოს, სხვა ბევრ მნიშვნელოვან ნიუანსს კი ყურადღებას არ აქცევს. მე ამ საკითხისადმი ჩემებური მიდგომა მაქვს და ვიტყოდი, - დიახ, ჩემებური გაგებით, მეოჯახე ვარ, რატომაც არა?!. ოჯახში ყურადღება, სითბო და მეგობრობაა მთავარი, დანარჩენს კი მოევლება, არც მშიერი მოკვდება ვინმე და არც გაურეცხავი ტანსაცმლით ივლიან ჩემი ოჯახის წევრები. ჩვენს ოჯახში ყველაფერი გულწრფელობაზეა აგებული. ვცდილობთ, ერთმანეთს მოვუაროთ და დავეხმაროთ, მაგრამ ამას მხოლოდ მოვალეობის გამო არ ვაკეთებთ.

- ორივე მუშაობთ, დატვირთულები ხართ?

- ძალიან, ძალიან! ერთმანეთზე უარესი ცხოვრების რიტმი გვაქვს. ზოგჯერ ერთმანეთს ღამის 4 საათზე ვნახულობთ და საუბარში გვათენდება. მერე 2 საათი გვძინავს და დილით ისევ სამსახურში მივდივართ. როცა ვისვენებთ, დროს სულ ერთად ვატარებთ. თენგო სხვა ქალაქში მუშაობს და ხშირად ვერ რჩება სახლში. როცა თბილისში მუშაობდა, მაშინაც ღამის 2 საათამდე სამსახურში იყო და დღე და ღამე არეული გვქონდა. ხანდახან იმდენად ვიღლები, სადაც დავჯდები, იქ მეძინება.

- როგორ ეგუები მეუღლის სხვა ქალაქში მუშაობას?

- ეს გარკვეულწილად კარგიცაა, რადგან სულ მენატრება. სულ მგონია, რომ ქმარი კი არა, შეყვარებული მყავს. ჩვენი თანაცხოვრებაც ერთფეროვანი არ არის. მთელი დღე კაცი სახლში რომ გეჯდეს, საშინელებაა. ამ დროს იოლად ჩნდება უსიამოვნებები. როცა აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობ, ყველაფერი სხვაგვარადაა. თან ყოველთვის ვიცით, ვინ სად ვართ და რას ვაკეთებთ.

- გათხოვებამ შენს ცხოვრებაში შეცვალა რამე?

- თითქმის არაფერი შეცვლილა. აქამდე თუ ქალისა და კაცის საქმეს ვაკეთებდი, ახლა ცოტა გავზარმაცდი, რადგან თენგო ბევრ რამეში მეხმარება. ადრე მარკეტში უზარმაზარი პარკებით თუ მნახავდით, ან ნათურის გამოსაცვლელად კიბეზე ვძვრებოდი, ახლა ამას აღარ ვაკეთებ.

- ამას წინათ ამბობდი, გორი ვერ ამცდა, ჩემი მეუღლე ახლა იქ გადაიყვანეს სამუშაოდო...

- ჰო, მართალია (იცინის). დრო როცა მაქვს, თენგოსთან ჩავდივარ. ხშირად დილით 2 საათით "ჩავირბენ" და მერე ისევ უკან ვბრუნდები. შეიძლება ითქვას, რომ ტრასაზე ვცხოვრობთ. არ ვიცი, როდის დასრულდება ჩვენი ასეთი ცხოვრება...

- ნინა, შენი ვაჟი როგორ შეეგუა დედის გათხოვებას?

- ჩემი შვილი და თენგო მეგობრობენ. ერთმანეთს კარგად უგებენ და თითქოს პირი აქვთ შეკრული - ერთად დამცინიან. თავდაპირველად მათი ურთიერთობის ამბავი მაშინებდა, მერე სანდრომ თენგო რომ გაიცნო, მივხვდი, რომ ერთად ცხოვრება არ გაუჭირდებოდათ და არც შევმცდარვარ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი თინეიჯერი შვილი, თავისი გართულებული ხასიათით, თენგოს გადავაბარე. თუ მინდა, რომ სანდრო რამეზე დავითანხმო და ამისთვის 2 დღე მჭირდება, თენგო ჩემს შვილს 5 წუთში ითანხმებს.

- ოჯახური საქმეებისთვის როგორ იცლი?

- თენგო ამ შემთხვევაშიც ძალიან მეხმარება. მაგალითად, 1 საათი თუ გვაქვს და ამ დროში საჭმელიც უნდა მოვამზადოთ და დაუთოებაც მოვასწროთ, თენგოს შეუძლია, სადილს მიხედოს და მე სხვა საქმე გავაკეთო. მოუცლელობის გამო საქმეებს ვინაწილებთ. კიდევ კარგი, დამხმარე ქალი გვყავს, რომელიც საოჯახო საქმეებში გვეხმარება, თორემ არ ვიცი, რა მეშველებოდა. ისე ვიღლები ხოლმე, 2-3 კვირაში ერთხელ მჭირდება მთელი დღე, როცა სახლში შემიძლია ჩავიკეტო; ამ დროს პულტს, კომპიუტერს, ყავასა და საჭირო ნივთებს საწოლთან მოვიმარაგებ და მთელ დღეს პიჟამაში ვატარებ. ეს აუცილებელია ხოლმე, რომ არ "გადავიწვა". მეორე დღეს უკვე ენერგიით სავსე ვარ.

თენგო:

- ნინა ამ განტვირთვას მაშინ ახერხებს, როცა მე და სანდრო სახლში არ ვართ. ჩვენ როცა სახლში ვართ, ხელს არ ვუშლით, მაგრამ განტვირთვა მაინც მარტოს ურჩევნია.

ნინა:

- ამ დროს სიმშვიდე მჭირდება და როცა ვიცი, თენგო თბილისში ვერ ჩამოვა, სანდრო ბებია-ბაბუასთან მიდის და ის დღე ჩემია. თენგო ოჯახის საქმეებში ძალიან მეხმარება. ასეთი რომ არ ყოფილიყო, ერთად ნამდვილად ვერ გავძლებდით.

თენგო:

- ერთი ისეთი ნამდვილი ქართველი კაცი მაჩვენეთ, რომელიც - ქალო, ნასკი გამხადეო, - ცოლს ეტყვის. ასეთი კაცები კაცობისგან შორს არიან.

ნინა:

- არავის აქვს უფლება, მეორე ადამიანის უფლებები შელახოს... თენგო ჩემი გარეგნობითაც მუდამ ინტერესდება. თუ გადაღება ან რაიმე წვეულება არ არის, 2 საათი სალონში ყოფნა და ვარცხნილობის გაკეთება მეზარება. თენგო კი სულ მეჩიჩინება, წადი, მოწესრიგდიო. ვხუმრობთ ხოლმე, ქალები რომ გათხოვდებიან, ქმრებს გაინაღდებენ და მერე თავს აღარ უვლიან, ასე არ დაგემართოსო (იცინის). უნდა, რომ ყოველდღე მოწესრიგებული და კარგ ფორმაში ვიყო. ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

- რამეზე თუ კამათობთ?

- ძირითადად, ჩემს რეპერტუარზე: თენგოსა და ჩემს შვილს სასაცილოდ არ ჰყოფნით. მე კი ძალიან მწყინს და ვიბუტები. კიდევ, ჩემს სტუდიურ ფოტოებზე ხალისობენ, რომელიც ძალიან მომწონს, ესენი კი სიცილით კვდებიან. ერთხელ ძალიან გავბრაზდი და ორივეს ვეჩხუბე. თენგოს შევეცოდე და მალევე შემირიგდა, ჩემი შვილი კი - არა. ამას წინათ, თენგო რეპეტიციაზე წამომყვა, სადაც ბენდთან ერთად ვმღეროდი და იქიდან რომ ვბრუნდებოდით, მითხრა, - ახლა, როგორც მომღერალი, ისე შემიყვარდიო. ჰოდა, როგორც მომღერალს, აღარ დამცინის.

თენგო:

- ნინას ცოცხალმა შესრულებამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მართლა განვცვიფრდი. აქამდე ფონოგრამით რომ მღეროდა, მის კარიერას არასერიოზულად ვუყურებდი.

ნინა:

- კიდევ, ჩემი შვილი ჩემს ნამდვილ "ქართველ დიასახლისობაზე" ხალისობს. რომ მეტყვის, - დედა, მშიაო, - ყიყლიყოს შეგიწვავ-მეთქი, - ვეუბნები და, - უჰ, შენ გენაცვალე, ნამდვილი "ქართვლის დედა" ხარო! - დამცინის ხოლმე. სხვათა შორის, მჭადებსაც ვაცხობ ხშირად.

თენგო:

- აი, მჭადებს როცა აკეთებს, მაშინ უკვე ნამდვილი "ქართვლის დედაა", ოღონდ - ორი ხმლით ხელში... ხანდახან გემრიელი სადილის მომზადებაში მთელი ოჯახი ვმონაწილეობთ. ხან ნინა მოიგონებს რაღაცას, ხან - მე, მერე იქით სანდრიკა იტყვის რამეს და გემრიელი სადილი გამოგვდის.

ნინა:

- ვცდილობთ, არ დავწვრილმანდეთ და ზედმეტი პრობლემები არ შევქმნათ. მაგალითად, ჭურჭლის გარეცხვა დღეს თუ გვეზარება, ამ საქმეს ხვალ გავაკეთებთ. დედაჩემს 1 თეფში რომ ჰქონდეს გასარეცხი, წვეთოვანზე შეერთებულიც კი გარეცხავს, ჩვენ კი ერთდროულად იმდენ საქმეს ვაკეთებთ, დიდი სისულელე იქნება, თუ ცხოვრებას წვრილმანებით უფრო მეტად გავირთულებთ. თან, დიდხანს ვცხოვრობდი მარტო და თავისუფლებას ისე ვარ მიჩვეული, ქმარი როგორც უნდა მიყვარდეს, მისი პრეტენზიების ატანა ძალიან გამიჭირდებოდა.

- ერთმანეთს თუ აკონტროლებთ?

- არა, რას ამბობ?! დღის განმავლობაში ერთმანეთს უამრავჯერ ვურეკავთ, სულ ვიცით, სად ვართ და რას ვაკეთებთ. თენგო იმასაც კი მეკითხება, თუ რა მაცვია: იცის, რომ დგება ჩემს ცხოვრებაში დრო, როცა საერთოდ არ მაინტერესებს, რას ვიცვამ, ამიტომ ჩემი ჩაცმულობითაც ხშირად ინტერესდება.

თენგო:

- ნინას შეუძლია, ერთსა და იმავე ფილმს ათჯერ უყუროს. მე და სანდრიკა კი ვზივართ და ნინას შევყურებთ. დიალოგებიც კი შეუძლია, დაიზეპიროს. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია.

ნინა:

- ძალიან მიყვარს სერიალი და ფილმი "სექსი დიდ ქალაქში". ხომ იდიოტობაა, მაგრამ რა ვქნა, მომწონს. შემიძლია, ბევრჯერ ვნახო და არ მბეზრდება. ამიტომაც მე და კაცებმა ტელევიზორები გავიყავით. სანდრო "ლივერპულის" გულშემატკივარია და როცა ეს გუნდი თამაშობს, ყველაფერი უნდა დაივიწყო. ბალიში, მაისური, პირსახოცი - ყველაფერი ამ გუნდის ლოგოთი აქვს დამშვენებული და როცა თამაშს უყურებს, მათ ფორმაში გამოწყობილი, პირსახოცშემოხვეული ზის ტელევიზორის წინ. გიჟი გეგონებათ.

- თენგო, თქვენ თუ გყავთ შვილები?

- კი, წინა ქორწინებიდან 4 შვილი მყავს. შვილიშვილიც მყავს - უკვე ბაბუა ვარ.

- როგორია ნინა მეუღლის ამპლუაში?

- თბილი, ერთგული.... ეს ის ადამიანია, რომელსაც ძალიან დიდი სიკეთის კეთება შეუძლია. ცდილობს, გარშემო მყოფების მიმართ ყურადღება არ დაიშუროს. ერთი ის არის, სიურპრიზები გაკეთება არ გამოსდის. რამეს თუ მიყიდის, მაღაზიიდან გამოვა თუ არა, სასხვათაშორისოდ დამირეკავს, ბოლოს კი ვეღარ ითმენს და, ესა და ეს გიყიდეო, მეუბნება.

ნინა:

- თენგო, მგონია, რომ ჩემი შეყვარებულია. იმდენად მიყვარს, რომ ოჯახის შექმნაც კი გავრისკე. ყურადღებიანია, არასოდეს არაფერი ავიწყდება და არაჩვეულებრივი სიურპრიზები გამოსდის. გუშინაც სიურპრიზი გამიკეთა და ჩემი საყვარელი სუნამო მაჩუქა. ურთიერთობებში კომფორტი მჭირდება და თენგო ამ მხრივ არაჩვეულებრივი ქმარია. ავად როცა ვარ, ისე მივლის, ქალი ვერ მოგივლის ასე. იმავენაირად ვზრუნავ მეც, მაგრამ ეს ავად არ ხდება ხოლმე (იცინიან).

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ვიდეო: ნინა წკრიალაშვილმა მონაზონი განასახიერა (ვიდეო)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"