პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინა ცოლად ოთხი შვილის მამას გაჰყვა
ნინა ცოლად ოთხი შვილის მამას გაჰყვა

მო­გე­სალ­მე­ბით, მე­გობ­რე­ბო, და გი­ძღვნით გი­ჟურ სა­ლამს. მე ვარ ბუკ­ლი­კო და თქვენს გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში ვიქ­ნე­ბი უახ­ლო­ე­სი გვერ­დე­ბი, ასე რომ, ჩა­უ­ჯე­ქით ჩემს რუბ­რი­კას, თუ გსურთ, იმის აზ­რზე იყოთ, რაც ამ­ქვეყ­ნად ხდე­ბა. გა­თხო­ვე­ბე­ბის ამ­ბებს მო­გიყ­ვე­ბით და თან ვუ­ლო­ცავ ნი­ნა­სა და ანის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბას.

ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი უკვე გა­თხო­ვი­ლი ქა­ლია. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რომ იყო, ამის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად "რე­ი­ტინგს" გაგ­ვიმ­ხი­ლა, მაგ­რამ ასე მალე მისი გა­თხო­ვე­ბის ამ­ბავ­საც თუ გა­ვი­გებ­დით, არ გვე­გო­ნა. ჟურ­ნა­ლის­ტებს ეს ინ­ფორ­მა­ცია დიდი ხა­ნია გვაქვს, მაგ­რამ საქ­მე ისაა, რომ თა­ვად ნინა ერთ-ერთ თოქ­შო­უ­შია მიწ­ვე­უ­ლი, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად უნდა ისა­უბ­როს ამ თე­მა­ზე და სა­კუ­თარ მე­უღ­ლეს იქ წა­რუდ­გენს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ამი­ტო­მაც მა­ნამ­დე პრე­სას არ ეკონ­ტაქ­ტე­ბა ამ თე­მა­ზე, თუმ­ცა თქვე­ნი ბუკ­ლე რისი ჟურ­ნა­ლის­ტია, რომ მცი­რე­ო­დე­ნი დე­ტა­ლე­ბი მა­ინც არ მო­ე­პო­ვე­ბი­ნა ამ ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ.

მოკ­ლედ, ნინა 17 დე­კემ­ბერს და­ო­ჯახ­და. მისი რჩე­უ­ლი, რო­გორც გა­ვი­გე, გახ­ლავთ თენ­გო წივ­წი­ვა­ძე, 40 წლის. მუ­შა­ობს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, თუმ­ცა ვერ გა­მო­ვარ­კვიე, კონ­კრე­ტუ­ლად რა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. ნი­ნას თურ­მე სექ­ტემ­ბერ­ში ლიტ­ვა­ში, კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბის მატ­ჩე­ბის დროს გა­უც­ნია და მა­შინ და­წყე­ბუ­ლა მათი რო­მა­ნი. ნი­ნას ვერც გა­ამ­ტყუ­ნებ, რად­გან მისი მე­უღ­ლე რომ სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცია, ამას ჩვენ მიერ მო­პო­ვე­ბულ ფო­ტო­ზე ნა­ხავთ. რო­გორც ნი­ნას სა­ახ­ლობ­ლო წრე­ში ამ­ბო­ბენ, მომ­ღე­რა­ლი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია იმით, რომ მზრუნ­ვე­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცი შეხ­ვდა.

თურ­მე თენ­გო წივ­წი­ვა­ძე აქამ­დე არ ყო­ფი­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი, არც ჯვა­რი ჰქო­ნია და­წე­რი­ლი და არც ხელი მო­წე­რი­ლი, მაგ­რამ ოთხი შვი­ლი ჰყო­ლია და ერთი შვი­ლიშ­ვი­ლიც, ექ­ვსი თვის პა­ტა­რა. წყვილ­მა პა­რიზ­ში გა­ა­ტა­რა თაფ­ლო­ბის თვე, გა­ზა­ფხულ­ზე კი ჯვრის­წე­რა­საც გეგ­მა­ვენ. ნინა და თენ­გო უკვე ერ­თად ცხოვ­რო­ბენ ნი­ნას შვილ სან­დროს­თან ერ­თად, რო­მელ­თა­ნაც თურ­მე ნი­ნას მე­უღ­ლეს ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნია. ნი­ნაც, თა­ვის მხრივ, მე­უღ­ლის შვი­ლებს და­უ­მე­გობ­რდა და მათ ძა­ლი­ან კარ­გად მი­ი­ღეს.

DJბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ნინა ცოლად ოთხი შვილის მამას გაჰყვა

ნინა ცოლად ოთხი შვილის მამას გაჰყვა

მოგესალმებით, მეგობრებო, და გიძღვნით გიჟურ სალამს. მე ვარ ბუკლიკო და თქვენს განკარგულებაში ვიქნები უახლოესი გვერდები, ასე რომ, ჩაუჯექით ჩემს რუბრიკას, თუ გსურთ, იმის აზრზე იყოთ, რაც ამქვეყნად ხდება. გათხოვებების ამბებს მოგიყვებით და თან ვულოცავ ნინასა და ანის გაბედნიერებას.

ნინა წკრიალაშვილი უკვე გათხოვილი ქალია. შეყვარებული რომ იყო, ამის შესახებ პირველად "რეიტინგს" გაგვიმხილა, მაგრამ ასე მალე მისი გათხოვების ამბავსაც თუ გავიგებდით, არ გვეგონა. ჟურნალისტებს ეს ინფორმაცია დიდი ხანია გვაქვს, მაგრამ საქმე ისაა, რომ თავად ნინა ერთ-ერთ თოქშოუშია მიწვეული, სადაც დეტალურად უნდა ისაუბროს ამ თემაზე და საკუთარ მეუღლეს იქ წარუდგენს ფართო საზოგადოებას, ამიტომაც მანამდე პრესას არ ეკონტაქტება ამ თემაზე, თუმცა თქვენი ბუკლე რისი ჟურნალისტია, რომ მცირეოდენი დეტალები მაინც არ მოეპოვებინა ამ ქორწინების შესახებ.

მოკლედ, ნინა 17 დეკემბერს დაოჯახდა. მისი რჩეული, როგორც გავიგე, გახლავთ თენგო წივწივაძე, 40 წლის. მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა ვერ გამოვარკვიე, კონკრეტულად რა თანამდებობაზე. ნინას თურმე სექტემბერში ლიტვაში, კალათბურთელების მატჩების დროს გაუცნია და მაშინ დაწყებულა მათი რომანი. ნინას ვერც გაამტყუნებ, რადგან მისი მეუღლე რომ სიმპათიური მამაკაცია, ამას ჩვენ მიერ მოპოვებულ ფოტოზე ნახავთ. როგორც ნინას საახლობლო წრეში ამბობენ, მომღერალი ძალიან ბედნიერია იმით, რომ მზრუნველი და ყურადღებიანი მამაკაცი შეხვდა.

თურმე თენგო წივწივაძე აქამდე არ ყოფილა ოფიციალურად დაოჯახებული, არც ჯვარი ჰქონია დაწერილი და არც ხელი მოწერილი, მაგრამ ოთხი შვილი ჰყოლია და ერთი შვილიშვილიც, ექვსი თვის პატარა. წყვილმა პარიზში გაატარა თაფლობის თვე, გაზაფხულზე კი ჯვრისწერასაც გეგმავენ. ნინა და თენგო უკვე ერთად ცხოვრობენ ნინას შვილ სანდროსთან ერთად, რომელთანაც თურმე ნინას მეუღლეს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონია. ნინაც, თავის მხრივ, მეუღლის შვილებს დაუმეგობრდა და მათ ძალიან კარგად მიიღეს.

DJბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"