"გუდვილისა" და "სოკარის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში "გუდვილის" მორიგი სუპერმარკეტი აპრილის თვეში ლილოს დასახლებაში გაიხსნება. 1500 კვ/მ-ზე განთავსებულ ობიექტში "გუდვილის" სუპერმარკეტი და კაფე განთავსდება. აქვე იქნება პარკინგი 100-მდე ავტომობილისთვის. "გუდვილი-ლილოს" სუპერმარკეტში მომხმარებელი სხვადასხვა სერვისებითაც ისარგებლებს.
"გუდვილი-ლილოს" სუპერმარკეტის გახსნის პარალელურად კომპანია ვაკის რაიონში მორიგი სავაჭრო ცენტრის გახსნისთვისაც ემზადება. 7000 კვ/მ-ის სავაჭრო ცენტრი ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილ ირაოს სტადიონზე განთავსდება და 2 სართულად იქნება წარმოდგენილი. "გუდვილის" სუპერმარკეტი 4000კვ/მ-ს დაიკავებს, დანარჩენ ფართზე კი სხვადასხვა ბრენდ მაღაზიები, კაფე და სერვის-ცენტრები განთავსდება. ობიექტზე 2-დონიანი პარკინგია გათვალისწინებული 300-მდე ავტომობილისთვის. სავაჭრო ცენტრი ზაფხულის ბოლოს მიიღებს მომხმარებელს. "გუდვილი" ახალ ობიექტებზე 1000-მდე ადამიანის დასაქმებას ვარაუდობს.
"გუდვილის" 2004 წელს შემოვიდა ქართულ ბაზარზე და ამ ეტაპზე 6 სუპერმარკეტს, 2 ჰიპერმარკეტს, კაფეებს და ბულანჟერიას ფლობს.
R