2014 წლის სექტემბერში, ლონდონში, რაიონ კემდენში გარდაცვლილი მომღერლის, ემი უაინჰაუსის ძეგლის გახსნა გაიმართება. დასავლურ პრესაში სკულპტურის ფოტო გავრცელდა. იგი მომღერლის სიმაღლისაა და მის ზუსტ პორტრეტს წარმოადგენს.
პოპ-მომღერლის ბრინჯაოს სკულპტურა სკოტ იტონმა შექმნა. სკულპტორის თქმით, ძეგლი ჯერ დასრულებული არაა და საბოლოო სახის მიღებამდე ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. იტონის ჩანაფიქრით, ემის ქანდაკება კემდენში, ტერასა Roundhouse-ზე უნდა დადგან. სწორედ აქ გაიმართა მომღერლის ბოლო კონცერტი, სამი დღის შემდეგ კი ემი გარდაიცვალა.
მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.