მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალისო ამბები თამარ მაყაშვილისგან
სახალისო ამბები თამარ მაყაშვილისგან

ფრან­გი კოს­ტი­უ­მე­რი

ორი თვის წინ, ფრან­გებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფილ­მი გა­და­ი­ღეს და ერთ-ერთ მთა­ვარ პერ­სო­ნაჟ­თან ერ­თად, ეპი­ზოდ­ში ვი­თა­მა­შე. ფილმში ცნო­ბი­ლი ფრან­გი მსა­ხი­ო­ბი - შარ­ლო­ტა გინზბურ­გი მო­ნა­წი­ლე­ობს. მთე­ლი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი, რე­ჟი­სო­რით და­წყე­ბუ­ლი და ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ფრან­გე­ბი იყ­ვნენ. ეს არ იყო ერ­თობ­ლი­ვი ფილ­მი, ქარ­თვე­ლე­ბი მხო­ლოდ მა­სობ­რივ სცე­ნებ­ში ვეხ­მა­რე­ბო­დით. პი­რა­დად მე, მათ­თან ორი დღე ვი­მუ­შა­ვე. ფილ­მი ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის არის, სა­ხა­ლი­სო სი­უ­ჟე­ტი აქვს: და­ახ­ლო­ე­ბით, 3000 წე­ლია და არარ­სე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში მატ­რი­არ­ქა­ტი დგე­ბა, ქა­ლე­ბი კა­ცებს ჩაგ­რა­ვენ. მე ვნა­ხე ფილ­მის სა­რეკ­ლა­მოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი და მო­მე­წო­ნა. გა­და­ღე­ბე­ბი ბევ­რგან ჰქონ­დათ: გორ­ში, თბი­ლის­ში, წო­დო­რეთ­ში. პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა კი მა­სობ­რი­ვი სცე­ნე­ბის­თვის დას­ჭირ­დათ. ფილმში 350-დან 600-მდე ადა­მი­ა­ნი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. უცხო­ე­ლებს ყვე­ლა­ფე­რი ისე აქვთ აწყო­ბი­ლი, რომ გა­და­ღე­ბებ­ზე მის­ვლა გი­ხა­რია, - ზედ­მი­წევ­ნით მო­წეს­რი­გე­ბუ­ლე­ბიც არი­ან. მხატ­ვა­რი ოლი­ვე­რი კოს­ტი­უმს ერთი კვი­რა მარ­გებ­და. საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მხატ­ვა­რია, ჯონი დე­პთან უმუ­შა­ვია. მე ფრან­გუ­ლი არ ვიცი, ინ­გლი­სუ­რი - მეს­მის. დი­დად, ფრან­გე­ბიც არ ბრწყი­ნავ­დნენ ინ­გლი­სუ­რის ცოდ­ნით. მოკ­ლედ, სა­უ­ბარს ვა­ხერ­ხებ­დით. ხში­რად ვხუმ­რობ­დი, სა­სა­ცი­ლო ამ­ბებს ვყვე­ბო­დი და ისი­ნიც ხა­ლი­სობ­დნენ. ოლი­ვერ­თან ჩაც­მა-გახ­და აღარ დამ­თავ­რდა. - რა გინ­და, ჩემ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხომ არა ხარ-მეთ­ქი? - ვე­უბ­ნე­ბო­დი. - შენ იმ­სიგ­რძე ხე­ლე­ბი და ფე­ხე­ბი გაქვს, ტან­საც­მელს ვერ გარ­გე­ბო...

აგიხ­სნით, რო­გო­რი კოს­ტი­უ­მი მეც­ვა: სპე­ცტან­საც­მელს რომ კე­რა­ვენ, იმ ტი­პის ქსო­ვი­ლის­გან შე­კე­რი­ლი ნაც­რის­ფე­რი შარ­ვა­ლი, ოფიც­რის შავ ჩექ­მებ­ში ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი, მუქი ლურ­ჯი კი­ტე­ლი და ლა­ბა­და, რო­მელ­ზეც დიდი ორ­დე­ნი მქონ­და მი­მაგ­რე­ბუ­ლი. დი­ლით, ჩაც­მუ­ლი წა­ვე­დი გა­და­ღე­ბა­ზე. კოს­ტი­უ­მის სახ­ლში წა­ღე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ვი­თხო­ვე, რად­გან ადრე ვი­ყა­ვი მი­სას­ვლე­ლი. მან­ქა­ნა­ში ვსხედ­ვართ. მძღოლ­მა არას­წო­რად მო­უხ­ვია და პატ­რულ­მაც მა­შინ­ვე გაგ­ვა­ჩე­რა. მძღო­ლი ეხ­ვე­წე­ბა, - გა­და­ღე­ბა­ზე გვაგ­ვი­ან­დე­ბა, მსა­ხი­ო­ბი მიმ­ყავ­სო, მაგ­რამ არა­ფერ­მა გაჭ­რა. ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­ვე­დი, გე­ნე­რალს ვგა­ვარ. პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სა­ხით მი­ყუ­რე­ბენ, - რა ხდე­ბა, ომი და­ი­წყოო? თან, სა­სა­ცი­ლო ის იყო, რომ ერთ-ერთს რუს­კა ვე­გო­ნე. მოკ­ლედ, მი­ვე­დით გა­და­ღე­ბა­ზე. იქ რა მოხ­და? - გა­მი­კე­თეს სა­მუხ­ლე, ხე­ლის დამ­ცა­ვი, წე­ლის დამ­ცა­ვი, ბა­ლე­რო­ნე­ბის პლასტმა­სის დამ­ცა­ვი, - ესეც სა­ჭი­რო­აო. ისე ვარ, ვერ ვინ­ძრე­ვი. ჰოდა, ერთ-ერთი სცე­ნის დროს მსა­ხი­ობ­მა ვინ­სენ­ტმა ისე მწა­რედ მთხლი­შა სწო­რედ იმ ად­გი­ლას, სა­დაც პლასტმა­სი მქონ­და და­მაგ­რე­ბუ­ლი, რომ გა­და­ღე­ბა გა­ჩერ­და. ფრან­გე­ბი გა­ი­სუსნენ. და­ვი­წუ­წუ­ნე: - თქვე ოჯა­ხა­შე­ნე­ბუ­ლე­ბო, რას მერ­ჩო­დით, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი დამ­ცა­ვის გა­რე­შე, ასე ძა­ლი­ან ხომ არ მეტ­კი­ნე­ბო­და-მეთ­ქი? ასე, ხა­ლი­სით ჩა­ი­ა­რა ფრან­გებ­თან მუ­შა­ო­ბამ.

თემა - ძუ­ძუ­ე­ბი

თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მი­სა­ღებ გა­მოც­დებს ვა­ბა­რებ და იმა­ზე ვწუხ­ვარ, რომ პა­ტა­რა მკერ­დი მაქვს. იმ დროს ე.წ. "გუბკი­ა­ნი" ლი­ფე­ბი არ იყი­დე­ბო­და. ჩემი მე­გო­ბა­რი, დი­ზა­ი­ნე­რი დიმა კო­ბა­ხი­ძე და­მეხ­მა­რა: ავი­ღეთ ბე­ბი­ა­ჩე­მის დიდი ზო­მის ლიფი, რო­მელ­შიც რა­ღაც ქსო­ვი­ლე­ბი, ბამ­ბა და რაც ხელ­ში მოგ­ვხვდა, ყვე­ლა­ფე­რი ჩავ­ტე­ნეთ. ბო­ლოს, დი­მამ ღა­რიც და­მა­ხა­ტა. ჰოდა, ასე გა­მოპ­რან­ჭუ­ლი წარვდე­ქი კო­მი­სი­ის წი­ნა­შე. ატყდა ერთი ხორ­ხო­ცი. მეს­მის, ერ­თმა­ნეთს ელა­პა­რა­კე­ბი­ან: - "რა ფეხი აქვს, რა ხელი, რამ­ხე­ლა მკერ­დი!" ეტი­უ­დი შე­ვას­რუ­ლე და ბევ­რიც ვი­მა­ი­მუ­ნე... მერე, სამი თვე შვი­ლებ­თან ერ­თად ბა­კუ­რი­ან­ში ვის­ვე­ნებ­დი.

კარ­გად მახ­სოვს, 17 სექ­ტემ­ბერს ინ­სტი­ტუ­ტში თავ­გა­და­პარ­სუ­ლი და გა­რუ­ჯუ­ლი მი­ვე­დი. პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბი ფო­ი­ე­ში შეგ­ვკრი­ბეს. ზე­მო­დან, მე­ო­თხე სარ­თუ­ლი­დან გიზო ჟორ­და­ნი­ამ გად­მო­ი­ხე­და და უცებ, ის­მის მისი ყვი­რი­ლი: - "მა­ყაშ­ვი­ლი!" ავი­ხე­დე, - ბა­ტო­ნო გიზო, რო­გორ ბრძან­დე­ბით-მეთ­ქი? - მა­ყაშ­ვი­ლი, გოგო, ძუძუ რა უყა­ვიო? ფო­ი­ე­ში სრუ­ლი სი­ჩუ­მეა. ის­მის ჩემი პა­სუ­ხი: "ძუძუ სახ­ლში დავ­ტო­ვე!" ამის შემ­დეგ, ამ თე­მა­ზე ხში­რად "ღა­და­ობ­დნენ".

მე­ტე­ხის თე­ატ­რში დად­გმულ ერთ-ერთ სპექ­ტაკლში, თე­მურ ნაც­ვლიშ­ვილს და მე სა­ერ­თო სცე­ნა გვქონ­და. ჩემი გმი­რის გა­რეგ­ნო­ბა დიდი ზო­მის ლი­ფის ჩაც­მას მო­ი­თხოვ­და. ერთხე­ლაც, სპექ­ტაკ­ლის მსვლე­ლო­ბი­სას, ვხვდე­ბი, რომ ცუ­დად ვარ; შევ­წუხ­დი და მინ­და, ლიფი მო­ვიხ­სნა, მაგ­რამ არ ვიცი, სად წა­ვი­ღო. დარ­ბაზ­ში, პირ­ველ რიგ­ში, ერ­თსა და იმა­ვე ად­გი­ლებ­ზე ყო­ველ­თვის ერთი და იგი­ვე ბი­ჭე­ბი ის­ხდნენ; ისი­ნი ყვე­ლა ჩემს სპექ­ტაკლს ეს­წრე­ბოდ­ნენ. ჰოდა, მო­ვიხ­სე­ნი ეს გა­ბე­რი­ლი ძუ­ძუ­ე­ბი და ამათ მი­ვა­წო­დე, - და­მი­ჭი­რეთ-მეთ­ქი. შოკ­ში ჩაც­ვივ­დნენ. ჩემი სცე­ნა დამ­თავ­რდა და გა­ვე­დი, მაგ­რამ მერე ძუ­ძუ­ე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად გა­მო­ვე­დი, იმ ბი­ჭებს მი­ვა­დე­ქი, გა­მო­ვარ­თვი, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე და წა­ვე­დი. იმ დღის შემ­დეგ, ისი­ნი თე­ატ­რში აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლან, ბა­ტო­ნი სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლი კი მე­ჩხუ­ბა: კნე­ი­ნა მა­ყაშ­ვი­ლო, რა გინ­დო­და მა­ყუ­რებ­ლის­გან? ის ბი­ჭე­ბი პა­ტი­ოს­ნად იღებ­დნენ ბი­ლე­თებს და რა­ტომ გა­აქ­ცი­ეო?!.

"გა­და­რე­უ­ლი" თამ­რი­კო

სე­რი­ალ­ში - "წვრილ­ვარ­სკვლავ­თა ღამე" ჩემ­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა გან­ვა­სა­ხი­ე­რე. გა­და­ღე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მე­ტე­ხის თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ­დი. პირ­ვე­ლი იან­ვა­რია, სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის მიერ დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლის - "როს­ტომ მან­ვე­ლი­ძე" პრე­მი­ე­რა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ჰო, მა­შინ ასე­თი რა­ღა­ცე­ბიც ხდე­ბო­და, კარ­გი დრო იყო... სპექ­ტაკ­ლი რომ დამ­თავ­რდა, მე­გო­ბარ­მა ტაქ­სით მო­მა­კი­თხა. მე ვქოთ­ქო­თებ, ამ­ბებს ვყვე­ბი, ვყვი­რი. ტაქ­სის მძღო­ლი მოტ­რი­ალ­და და მე­უბ­ნე­ბა: თქვენ სე­რი­ალ­ში ნი­ნოს არ თა­მა­შობ­თო? - კი-მეთ­ქი. - ყვე­ლა­ფერს ვი­ფიქ­რებ­დი, მაგ­რამ თუ ასე­თი გა­და­რე­უ­ლი იქ­ნე­ბო­დით, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დიო. ეს არის მსა­ხი­ო­ბის გა­მარ­ჯვე­ბა!

რუს­კა­ზეც ხში­რად უთ­ქვამთ, - კო­მი­კუ­რი ჟან­რის მსა­ხი­ო­ბი­აო, მაგ­რამ მე ვიცი, რომ მას­ში უფრო ტრა­გი­კუ­ლი ხა­სი­ა­თია. მე ერთი ცუდი ჩვე­ვა მაქვს: ჩემი შვი­ლე­ბის ნა­მუ­შე­ვარს როცა ვა­ფა­სებ, იმ წუთ­ში ვი­წყებ ყვე­ლაფ­რის ხმა­მაღ­ლა გან­ხილ­ვას. მეხ­ვე­წე­ბი­ან, - სათ­ქმე­ლი სახ­ლში გვი­თხა­რიო, მაგ­რამ მათი თხოვ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა არ შე­მიძ­ლია, ჩემი მო­საზ­რე­ბა მა­შინ­ვე უნდა და­ვა­ფიქ­სი­რო. მი­ხა­რია, რომ გო­გო­ნე­ბი შე­ნიშ­ვნებს ის­მე­ნენ, იზი­ა­რე­ბენ და ჩემი სჯე­რათ. მსა­ხი­ო­ბი ვი­ღა­ცამ უნდა გა­აკ­რი­ტი­კოს, ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი პრო­ფე­სი­უ­ლი წინსვლის­თვის. არ შე­იძ­ლე­ბა, არ­ტისტს მუ­დამ აქებ­დნენ და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ: "კარ­გია, შე­სა­ნიშ­ნა­ვია!"

ახა­ლი წელი და ხა­სი­ა­თი

ახა­ლი წელი ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ასე აღი­ნიშ­ნე­ბო­და: პირ­ველ იან­ვარს მხო­ლოდ გო­ზი­ნა­ყი გვქონ­და, 14 იან­ვარს - ყვე­ლა­ფე­რი. და კი­დევ, უამ­რა­ვი სტუ­მა­რი და­უ­პა­ტი­ჟებ­ლად მო­დი­ო­და. თუმ­ცა, ჩვენ­თან ახ­ლობ­ლე­ბი ყო­ველ­დღე იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. ერთ რა­მედ ღირ­და მა­მას მე­გობ­რე­ბის მოს­მე­ნა, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს ჰყვე­ბოდ­ნენ. ჩემ­თვის მთა­ვა­რი გო­ზი­ნა­ყი კი არ იყო, არა­მედ ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ და დღე­საც ასეა - ჩვენს სახ­ლში კარი არ იხუ­რე­ბა. ახალ წელს ტრა­დი­ცი­უ­ლად, შინ ვხვდე­ბით, მერე კი გო­გო­ნე­ბი სახ­ლი­დან მი­დი­ან. ჩემი ბიჭი და შვი­ლიშ­ვი­ლი სა­ჩუქ­რებს 2-2-ჯერ იღე­ბენ... სა­ერ­თოდ, ახა­ლი წე­ლია და ტაში შე­მოვკრათ, - ასე­თი გან­ცდა არ მაქვს. ვფიქ­რობ, დღე­სას­წა­უ­ლის მო­წყო­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა. თან, ჩემი აზ­რით, დრო­ის კარ­გად გა­სა­ტა­რებ­ლად ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა სუ­ლაც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი მყავს და მათ­თან ერ­თად ფხი­ზე­ლიც გა­და­სა­რე­ვად ვხა­ლი­სობ ხოლ­მე. სხვა­თა შო­რის, წყალ­ზეც მი­ქე­ი­ფია. ხა­სი­ა­თე­ბის ქალი ვარ: რო­გორ გან­წყო­ბი­ლე­ბა­ზეც ვარ, ისე გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი. ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ: მა­ყაშ­ვი­ლი­სას ვე­რა­ფერს გა­ი­გებ - ქუ­ჩა­ში ხან "პე­რო­თი" და­დის, ხა­ნაც - "ბომ­ჟი­ვი­თო". მე კი ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის ბუ­ნებ­რი­ვი უნდა იყოს.

ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი ოც­ნე­ბა მაქვს: 20 მი­ლი­არ­დი მინ­და! ერ­თმა მე­გო­ბარ­მა მკი­თხა: იცი, ეს ციფ­რი რო­გორ იწე­რე­ბაო? არ ვიცი და დღემ­დე ვერ გა­ვი­გე, 20 მი­ლი­არ­დი რო­გორ იწე­რე­ბა, მაგ­რამ მა­ინც მინ­და!

ნა­ნუ­ლი ზო­ტი­კიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

სახალისო ამბები თამარ მაყაშვილისგან

სახალისო ამბები თამარ მაყაშვილისგან

ფრანგი კოსტიუმერი

ორი თვის წინ, ფრანგებმა საქართველოში ფილმი გადაიღეს და ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟთან ერთად, ეპიზოდში ვითამაშე. ფილმში ცნობილი ფრანგი მსახიობი - შარლოტა გინზბურგი მონაწილეობს. მთელი გადამღები ჯგუფი, რეჟისორით დაწყებული და ტექნიკური პერსონალით დამთავრებული, ფრანგები იყვნენ. ეს არ იყო ერთობლივი ფილმი, ქართველები მხოლოდ მასობრივ სცენებში ვეხმარებოდით. პირადად მე, მათთან ორი დღე ვიმუშავე. ფილმი ფანტასტიკური ჟანრის არის, სახალისო სიუჟეტი აქვს: დაახლოებით, 3000 წელია და არარსებულ ქვეყანაში მატრიარქატი დგება, ქალები კაცებს ჩაგრავენ. მე ვნახე ფილმის სარეკლამოდ გამზადებული მონაკვეთი და მომეწონა. გადაღებები ბევრგან ჰქონდათ: გორში, თბილისში, წოდორეთში. პარლამენტის შენობა კი მასობრივი სცენებისთვის დასჭირდათ. ფილმში 350-დან 600-მდე ადამიანი იყო დაკავებული. უცხოელებს ყველაფერი ისე აქვთ აწყობილი, რომ გადაღებებზე მისვლა გიხარია, - ზედმიწევნით მოწესრიგებულებიც არიან. მხატვარი ოლივერი კოსტიუმს ერთი კვირა მარგებდა. საკმაოდ წარმატებული მხატვარია, ჯონი დეპთან უმუშავია. მე ფრანგული არ ვიცი, ინგლისური - მესმის. დიდად, ფრანგებიც არ ბრწყინავდნენ ინგლისურის ცოდნით. მოკლედ, საუბარს ვახერხებდით. ხშირად ვხუმრობდი, სასაცილო ამბებს ვყვებოდი და ისინიც ხალისობდნენ. ოლივერთან ჩაცმა-გახდა აღარ დამთავრდა. - რა გინდა, ჩემზე შეყვარებული ხომ არა ხარ-მეთქი? - ვეუბნებოდი. - შენ იმსიგრძე ხელები და ფეხები გაქვს, ტანსაცმელს ვერ გარგებო...

აგიხსნით, როგორი კოსტიუმი მეცვა: სპეცტანსაცმელს რომ კერავენ, იმ ტიპის ქსოვილისგან შეკერილი ნაცრისფერი შარვალი, ოფიცრის შავ ჩექმებში ჩატანებული, მუქი ლურჯი კიტელი და ლაბადა, რომელზეც დიდი ორდენი მქონდა მიმაგრებული. დილით, ჩაცმული წავედი გადაღებაზე. კოსტიუმის სახლში წაღება არ შეიძლება, მაგრამ ვითხოვე, რადგან ადრე ვიყავი მისასვლელი. მანქანაში ვსხედვართ. მძღოლმა არასწორად მოუხვია და პატრულმაც მაშინვე გაგვაჩერა. მძღოლი ეხვეწება, - გადაღებაზე გვაგვიანდება, მსახიობი მიმყავსო, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ავტომობილიდან გადმოვედი, გენერალს ვგავარ. პატრულის თანამშრომლები გაკვირვებული სახით მიყურებენ, - რა ხდება, ომი დაიწყოო? თან, სასაცილო ის იყო, რომ ერთ-ერთს რუსკა ვეგონე. მოკლედ, მივედით გადაღებაზე. იქ რა მოხდა? - გამიკეთეს სამუხლე, ხელის დამცავი, წელის დამცავი, ბალერონების პლასტმასის დამცავი, - ესეც საჭიროაო. ისე ვარ, ვერ ვინძრევი. ჰოდა, ერთ-ერთი სცენის დროს მსახიობმა ვინსენტმა ისე მწარედ მთხლიშა სწორედ იმ ადგილას, სადაც პლასტმასი მქონდა დამაგრებული, რომ გადაღება გაჩერდა. ფრანგები გაისუსნენ. დავიწუწუნე: - თქვე ოჯახაშენებულებო, რას მერჩოდით, ვყოფილიყავი დამცავის გარეშე, ასე ძალიან ხომ არ მეტკინებოდა-მეთქი? ასე, ხალისით ჩაიარა ფრანგებთან მუშაობამ.

თემა - ძუძუები

თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდებს ვაბარებ და იმაზე ვწუხვარ, რომ პატარა მკერდი მაქვს. იმ დროს ე.წ. "გუბკიანი" ლიფები არ იყიდებოდა. ჩემი მეგობარი, დიზაინერი დიმა კობახიძე დამეხმარა: ავიღეთ ბებიაჩემის დიდი ზომის ლიფი, რომელშიც რაღაც ქსოვილები, ბამბა და რაც ხელში მოგვხვდა, ყველაფერი ჩავტენეთ. ბოლოს, დიმამ ღარიც დამახატა. ჰოდა, ასე გამოპრანჭული წარვდექი კომისიის წინაშე. ატყდა ერთი ხორხოცი. მესმის, ერთმანეთს ელაპარაკებიან: - "რა ფეხი აქვს, რა ხელი, რამხელა მკერდი!" ეტიუდი შევასრულე და ბევრიც ვიმაიმუნე... მერე, სამი თვე შვილებთან ერთად ბაკურიანში ვისვენებდი.

კარგად მახსოვს, 17 სექტემბერს ინსტიტუტში თავგადაპარსული და გარუჯული მივედი. პირველკურსელები ფოიეში შეგვკრიბეს. ზემოდან, მეოთხე სართულიდან გიზო ჟორდანიამ გადმოიხედა და უცებ, ისმის მისი ყვირილი: - "მაყაშვილი!" ავიხედე, - ბატონო გიზო, როგორ ბრძანდებით-მეთქი? - მაყაშვილი, გოგო, ძუძუ რა უყავიო? ფოიეში სრული სიჩუმეა. ისმის ჩემი პასუხი: "ძუძუ სახლში დავტოვე!" ამის შემდეგ, ამ თემაზე ხშირად "ღადაობდნენ".

მეტეხის თეატრში დადგმულ ერთ-ერთ სპექტაკლში, თემურ ნაცვლიშვილს და მე საერთო სცენა გვქონდა. ჩემი გმირის გარეგნობა დიდი ზომის ლიფის ჩაცმას მოითხოვდა. ერთხელაც, სპექტაკლის მსვლელობისას, ვხვდები, რომ ცუდად ვარ; შევწუხდი და მინდა, ლიფი მოვიხსნა, მაგრამ არ ვიცი, სად წავიღო. დარბაზში, პირველ რიგში, ერთსა და იმავე ადგილებზე ყოველთვის ერთი და იგივე ბიჭები ისხდნენ; ისინი ყველა ჩემს სპექტაკლს ესწრებოდნენ. ჰოდა, მოვიხსენი ეს გაბერილი ძუძუები და ამათ მივაწოდე, - დამიჭირეთ-მეთქი. შოკში ჩაცვივდნენ. ჩემი სცენა დამთავრდა და გავედი, მაგრამ მერე ძუძუების დასაბრუნებლად გამოვედი, იმ ბიჭებს მივადექი, გამოვართვი, მადლობა გადავუხადე და წავედი. იმ დღის შემდეგ, ისინი თეატრში აღარ გამოჩენილან, ბატონი სანდრო მრევლიშვილი კი მეჩხუბა: კნეინა მაყაშვილო, რა გინდოდა მაყურებლისგან? ის ბიჭები პატიოსნად იღებდნენ ბილეთებს და რატომ გააქციეო?!.

"გადარეული" თამრიკო

სერიალში - "წვრილვარსკვლავთა ღამე" ჩემგან რადიკალურად განსხვავებული პიროვნება განვასახიერე. გადაღებების პარალელურად, მეტეხის თეატრში ვმუშაობდი. პირველი იანვარია, სანდრო მრევლიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლის - "როსტომ მანველიძე" პრემიერაში ვმონაწილეობდი. ჰო, მაშინ ასეთი რაღაცებიც ხდებოდა, კარგი დრო იყო... სპექტაკლი რომ დამთავრდა, მეგობარმა ტაქსით მომაკითხა. მე ვქოთქოთებ, ამბებს ვყვები, ვყვირი. ტაქსის მძღოლი მოტრიალდა და მეუბნება: თქვენ სერიალში ნინოს არ თამაშობთო? - კი-მეთქი. - ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ თუ ასეთი გადარეული იქნებოდით, ვერ წარმოვიდგენდიო. ეს არის მსახიობის გამარჯვება!

რუსკაზეც ხშირად უთქვამთ, - კომიკური ჟანრის მსახიობიაო, მაგრამ მე ვიცი, რომ მასში უფრო ტრაგიკული ხასიათია. მე ერთი ცუდი ჩვევა მაქვს: ჩემი შვილების ნამუშევარს როცა ვაფასებ, იმ წუთში ვიწყებ ყველაფრის ხმამაღლა განხილვას. მეხვეწებიან, - სათქმელი სახლში გვითხარიო, მაგრამ მათი თხოვნის გათვალისწინება არ შემიძლია, ჩემი მოსაზრება მაშინვე უნდა დავაფიქსირო. მიხარია, რომ გოგონები შენიშვნებს ისმენენ, იზიარებენ და ჩემი სჯერათ. მსახიობი ვიღაცამ უნდა გააკრიტიკოს, ეს აუცილებელია მისი პროფესიული წინსვლისთვის. არ შეიძლება, არტისტს მუდამ აქებდნენ და ეუბნებოდნენ: "კარგია, შესანიშნავია!"

ახალი წელი და ხასიათი

ახალი წელი ჩემს ბავშვობაში ასე აღინიშნებოდა: პირველ იანვარს მხოლოდ გოზინაყი გვქონდა, 14 იანვარს - ყველაფერი. და კიდევ, უამრავი სტუმარი დაუპატიჟებლად მოდიოდა. თუმცა, ჩვენთან ახლობლები ყოველდღე იკრიბებოდნენ. ერთ რამედ ღირდა მამას მეგობრების მოსმენა, რომლებიც ყოველთვის საინტერესო ამბებს ჰყვებოდნენ. ჩემთვის მთავარი გოზინაყი კი არ იყო, არამედ ადამიანები იყვნენ და დღესაც ასეა - ჩვენს სახლში კარი არ იხურება. ახალ წელს ტრადიციულად, შინ ვხვდებით, მერე კი გოგონები სახლიდან მიდიან. ჩემი ბიჭი და შვილიშვილი საჩუქრებს 2-2-ჯერ იღებენ... საერთოდ, ახალი წელია და ტაში შემოვკრათ, - ასეთი განცდა არ მაქვს. ვფიქრობ, დღესასწაულის მოწყობა ნებისმიერ დროს შეიძლება. თან, ჩემი აზრით, დროის კარგად გასატარებლად ალკოჰოლის მიღება სულაც არ არის აუცილებელი. უამრავი მეგობარი მყავს და მათთან ერთად ფხიზელიც გადასარევად ვხალისობ ხოლმე. სხვათა შორის, წყალზეც მიქეიფია. ხასიათების ქალი ვარ: როგორ განწყობილებაზეც ვარ, ისე გამოვიყურები. ჩემზე ამბობენ: მაყაშვილისას ვერაფერს გაიგებ - ქუჩაში ხან "პეროთი" დადის, ხანაც - "ბომჟივითო". მე კი ვფიქრობ, რომ ადამიანი ყოველთვის ბუნებრივი უნდა იყოს.

ერთი სერიოზული ოცნება მაქვს: 20 მილიარდი მინდა! ერთმა მეგობარმა მკითხა: იცი, ეს ციფრი როგორ იწერებაო? არ ვიცი და დღემდე ვერ გავიგე, 20 მილიარდი როგორ იწერება, მაგრამ მაინც მინდა!

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)