სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანდრო ბარნოვი: "გაიტანეთ მავთულხლართები!"
ანდრო ბარნოვი: "გაიტანეთ მავთულხლართები!"

შიდა ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ან­დრო ბარ­ნო­ვი კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში გა­ჩე­ნი­ლი მავ­თულხლარ­თე­ბის თა­ო­ბა­ზე შს მი­ნის­ტრის გუ­შინ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ნის­ტრმა არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა. მისი თქმით, მავ­თულხლარ­თე­ბი შიდა ქარ­თლში 2012 წლის გა­ზა­ფხულ­ზე გაჩ­ნდა და ეს პრო­ცე­სი არას­რუ­ლი ერთი თვე გაგ­რძელ­და. გუ­ბერ­ნა­ტო­რი ამ­ტკი­ცებს, რომ მა­შინ ეს პრო­ცე­სი სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მა­შინ­დე­ლი მო­ად­გი­ლის, შალ­ვა ტრა­მა­კი­ძის წყა­ლო­ბით შე­წყდა. ბარ­ნო­ვის თქმით, დღეს მავ­თულხლარ­თე­ბი ისევ გაჩ­ნდა და ითხოვს პო­ლი­ცი­ა­ში ტრა­მა­კი­ძის დაბ­რუ­ნე­ბას. თა­ვის მხრივ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, მავ­თულხლარ­თე­ბი კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში დიდი ხა­ნია გაჩ­ნდა და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა აქ არა­ფერ შუ­ა­შია.

ბარ­ნოვ­მა სა­კუ­თა­რი ვერ­სი­ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად ჟურ­ნა­ლის­ტებს მხო­ლოდ ერთ ოჯახ­თან სი­ახ­ლო­ვეს გაბ­მუ­ლი მავ­თუ­ლე­ბი უჩ­ვე­ნა. ად­გილ­ზე, სა­დაც მან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მი­იყ­ვა­ნა, მავ­თულხლარ­თე­ბი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა. სხვა დროს, პი­რო­ბით სა­ზღვარ­თან მო­სახ­ლე­ო­ბა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მის­ვლას ერი­დე­ბოდ­ნენ. დღეს ამ მავ­თულხლარ­თე­ბის სი­ახ­ლო­ვეს დგო­მა და კო­მენ­ტა­რე­ბის კე­თე­ბა იო­ლია. ან­დრო ბარ­ნოვ­მა სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და­გეგ­მილ სა­კად­რო ცვლი­ლე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ მო­მა­ვა­ლი თვი­დან გუ­ბერ­ნა­ტო­რის მრჩევ­ლად კონ­ფლიქ­ტის სა­კი­თხებ­ში და­ი­ნიშ­ნე­ბა შსს-ს შიდა ქარ­თლის სამ­ხა­რეო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე შალ­ვა ტრა­მა­კი­ძე.

სრუ­ლი ვერ­სია

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

ანდრო ბარნოვი: "გაიტანეთ მავთულხლართები!"

ანდრო ბარნოვი: "გაიტანეთ მავთულხლართები!"

შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი კონფლიქტის ზონაში გაჩენილი მავთულხლართების თაობაზე შს მინისტრის გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მინისტრმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, მავთულხლართები შიდა ქართლში 2012 წლის გაზაფხულზე გაჩნდა და ეს პროცესი არასრული ერთი თვე გაგრძელდა. გუბერნატორი ამტკიცებს, რომ მაშინ ეს პროცესი სამხარეო პოლიციის უფროსის მაშინდელი მოადგილის, შალვა ტრამაკიძის წყალობით შეწყდა. ბარნოვის თქმით, დღეს მავთულხლართები ისევ გაჩნდა და ითხოვს პოლიციაში ტრამაკიძის დაბრუნებას. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, მავთულხლართები კონფლიქტის ზონაში დიდი ხანია გაჩნდა და ახალი ხელისუფლების პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია.

ბარნოვმა საკუთარი ვერსიის მტკიცებულებად ჟურნალისტებს მხოლოდ ერთ ოჯახთან სიახლოვეს გაბმული მავთულები უჩვენა. ადგილზე, სადაც მან ჟურნალისტები მიიყვანა, მავთულხლართები საცხოვრებელ სახლთან ძალიან ახლოსაა. სხვა დროს, პირობით საზღვართან მოსახლეობა და ჟურნალისტები მისვლას ერიდებოდნენ. დღეს ამ მავთულხლართების სიახლოვეს დგომა და კომენტარების კეთება იოლია. ანდრო ბარნოვმა სამხარეო ადმინისტრაციაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალი თვიდან გუბერნატორის მრჩევლად კონფლიქტის საკითხებში დაინიშნება შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე შალვა ტრამაკიძე.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა