23 წლის ავსტრალიელი მოდელი რობინ ლავლი თაყვანისმცემლებს ვერსად ემალება. მოდის ჟურნალების რედაქციებში აღიარებენ, რომ ხშირად მისდით იმეილები, სადაც მამაკაცები რობინის მონაწილეობით ფოტოსესიებს ითხოვენ.
გოგონა ჭარბწონიანი ქალებისთვის შეკერილ სამოსს უკეთებს რეკლამას. ის იტალიური "ვოგის", "გლამურის", "ელეს" და "კოსმოპოლიტენის" დაპყრობის შემდეგ, ბრენდის "Panache"-ს სახე გახდა და საცურაო კოსტუმების ახალ კოლექციას გაუკეთა რეკლამა.
სავსე ფორმების მქონე ქალბატონმა ბრენდის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა.
რობინი ე.წ. Plus-size მოდელია. მისმა ფოტოებმა განსაკუთრებით მამაკაცები მოხიბლა. მათ განაცხადეს, რომ მასში გაცილებით მეტი სექსუალურობა, ბუნებრივობა და მიმზიდველობაა.
რობინის სიმაღლე 180 სანტიმეტრია. პარამეტრები: 99-78-104.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.