საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანუკი არეშიძის 5 საყვარელი ნივთი
ანუკი არეშიძის 5 საყვარელი ნივთი

კახი კა­ლა­ძის მე­უღ­ლე, დი­ზა­ი­ნე­რი ანუ­კი არე­ში­ძე ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს. მას აქვს 5 საყ­ვა­რე­ლი ნივ­თი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის თან და­აქვს და რომ­ლებ­საც არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­ე­ლე­ვა. მათ შო­რის პირ­ვე­ლი iPhone-ია:

1. iPhone

"შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს ნივ­თი ზედ­მე­ტად ბა­ნა­ლუ­რია, მაგ­რამ მის გა­რე­შე ნამ­დვი­ლად ვერ გავძლებ. თუ ტე­ლე­ფო­ნი არ მაქვს თან, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს ხე­ლე­ბის გა­რე­შე ვარ. მას­ში მარ­თლაც მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბაა: iPhone-ის დახ­მა­რე­ბით ვე­კონ­ტაქ­ტე­ბი მე­უღ­ლეს, მე­გობ­რებს, ვწყვეტ სა­მუ­შაო სა­კი­თხებს, ვე­ძებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინ­ტერ­ნეტ­ში, ვხელ­მძღვა­ნე­ლობ ბლოგს, ვკი­თხუ­ლობ facebook-ს და ბი­ჭო­ლას­თან ერ­თად ახალ კო­ლექ­ცი­ა­ზეც კი ვმუ­შა­ობ"

2. Lanvin-ის სა­მა­ჯუ­რი:

"ეს სა­მა­ჯუ­რი რამ­დე­ნი­მე წლის წინ პა­რიზ­ში შე­ვი­ძი­ნე. ეს საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, რად­გან ძი­რი­თა­დად აქ­სე­სუ­ა­რებს მი­ლან­ში ვყი­დუ­ლობ. ერთი უნი­კა­ლუ­რი ად­გი­ლი ვიცი, სა­დაც იყი­დე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი - მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დრო­ინ­დე­ლი ან თე­ატრ La Scala-დან წა­მო­ღე­ბუ­ლი. ბო­შუ­რი სტი­ლი უფრო მომ­წონს, ვიდ­რე გლა­მუ­რი. მას შემ­დეგ, რაც ეს სა­მა­ჯუ­რი ვი­ყი­დე და გა­ვი­კე­თე, პა­ტა­რა "სა­ი­დუმ­ლო" აღ­მო­ვუ­ჩი­ნე - ერთ-ერთი მე­და­ლი­ო­ნი იხ­სნე­ბა და მას­ში პა­ტა­რა სარ­კეა და­მაგ­რე­ბუ­ლი. ამის შემ­დეგ ეს სა­მა­ჯუ­რი კი­დევ უფრო შე­მიყ­ვარ­და"

3. Rolex-ის სა­ა­თი

"ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ა­თე­ბი და სახ­ლშიც საკ­მა­ოდ დიდი კო­ლექ­ცია მაქვს. ამ სა­ათს და­ნარ­ჩე­ნებ­ზე ხში­რად ვი­კე­თებ. და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უფრო მა­მა­კა­ცუ­რია, ძა­ლი­ან უხ­დე­ბა რო­გორც ყო­ველ­დღი­ურ, ისე სამ­სა­ხუ­რის სტილს. გარ­და ამი­სა, ეს სა­ა­თი ჩემი ცხოვ­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ დროს მახ­სე­ნებს - ის მე­უღ­ლემ მე­ო­რე ორ­სუ­ლო­ბის დროს მა­ჩუ­ქა"

4. Olympia Le-Tan-ის ქლა­ჩი.

ვგიჟ­დე­ბი Olympia Le-Tan-ის ქლა­ჩებ­ზე. გე­ნი­ა­ლუ­რად ვთვლი მის იდე­ას წიგ­ნის ფორ­მის ქლა­ჩე­ბის შექ­მნა­ზე. ძა­ლი­ან მომ­წონს ასე­თი ორი­გი­ნა­ლუ­რი ნივ­თე­ბი - შე­ხე­დავ ამ ქლაჩს და თა­ვი­დან ვერც კი მიხ­ვდე­ბი, რომ ჩან­თაა და არა წიგ­ნი. მე ორი ასე­თი "წიგ­ნი" მაქვს. მაგ­რამ ეს უფრო მომ­წონს: პირ­ველ ყოვ­ლი­სა იმი­ტომ, რომ ეს ჩემი მე­გობ­რის ნა­ჩუ­ქა­რია, რო­მე­ლიც ბერ­ლინ­ში ცხოვ­რობს. მე­ო­რე მხრივ კი ძა­ლი­ან მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია ზო­მის გამო. მას­ში ეტე­ვა ქა­ლის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ - ტე­ლე­ფო­ნი, ტუ­ჩე­ბის პრი­ა­ლა სა­ცხი და ფული"

5. ANOUKI BICHOLLA-ს კაბა

"დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მაც­ვია ის სა­მო­სი, რო­მელ­საც ჩვენ თვი­თონ ვქმნით. ეს კაბა ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს. მომ­წონს, რომ ის და­ხუ­რუ­ლია, მაგ­რამ ამა­ვე დროს ქა­ლუ­რი და ელე­გან­ტუ­რია. ეს კაბა ერთ ეგ­ზემპლა­რა­დაა შექ­მნი­ლი. რო­დე­საც ჩვე­ნი კო­ლექ­ცი­ი­დან რო­მე­ლი­მე კა­ბას ჩემ­თვის ვირ­ჩევ, ის მხო­ლოდ მე მრჩე­ბა და გა­სა­ყი­დად აღარ გაგ­ვაქვს".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bestin.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ანუკი არეშიძის 5 საყვარელი ნივთი

ანუკი არეშიძის 5 საყვარელი ნივთი

კახი კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე ბევრს მოგზაურობს. მას აქვს 5 საყვარელი ნივთი, რომელიც ყოველთვის თან დააქვს და რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ შეელევა. მათ შორის პირველი iPhone-ია:

1. iPhone

"შესაძლებელია ეს ნივთი ზედმეტად ბანალურია, მაგრამ მის გარეშე ნამდვილად ვერ გავძლებ. თუ ტელეფონი არ მაქვს თან, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ხელების გარეშე ვარ. მასში მართლაც მთელი ჩემი ცხოვრებაა: iPhone-ის დახმარებით ვეკონტაქტები მეუღლეს, მეგობრებს, ვწყვეტ სამუშაო საკითხებს, ვეძებ ინფორმაციას ინტერნეტში, ვხელმძღვანელობ ბლოგს, ვკითხულობ facebook-ს და ბიჭოლასთან ერთად ახალ კოლექციაზეც კი ვმუშაობ"

2. Lanvin-ის სამაჯური:

"ეს სამაჯური რამდენიმე წლის წინ პარიზში შევიძინე. ეს საკმაოდ იშვიათად ხდება, რადგან ძირითადად აქსესუარებს მილანში ვყიდულობ. ერთი უნიკალური ადგილი ვიცი, სადაც იყიდება ისტორიული აქსესუარები - მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ან თეატრ La Scala-დან წამოღებული. ბოშური სტილი უფრო მომწონს, ვიდრე გლამური. მას შემდეგ, რაც ეს სამაჯური ვიყიდე და გავიკეთე, პატარა "საიდუმლო" აღმოვუჩინე - ერთ-ერთი მედალიონი იხსნება და მასში პატარა სარკეა დამაგრებული. ამის შემდეგ ეს სამაჯური კიდევ უფრო შემიყვარდა"

3. Rolex-ის საათი

"ძალიან მიყვარს საათები და სახლშიც საკმაოდ დიდი კოლექცია მაქვს. ამ საათს დანარჩენებზე ხშირად ვიკეთებ. და მიუხედავად იმისა, რომ უფრო მამაკაცურია, ძალიან უხდება როგორც ყოველდღიურ, ისე სამსახურის სტილს. გარდა ამისა, ეს საათი ჩემი ცხოვრების განსაკუთრებულ დროს მახსენებს - ის მეუღლემ მეორე ორსულობის დროს მაჩუქა"

4. Olympia Le-Tan-ის ქლაჩი.

ვგიჟდები Olympia Le-Tan-ის ქლაჩებზე. გენიალურად ვთვლი მის იდეას წიგნის ფორმის ქლაჩების შექმნაზე. ძალიან მომწონს ასეთი ორიგინალური ნივთები - შეხედავ ამ ქლაჩს და თავიდან ვერც კი მიხვდები, რომ ჩანთაა და არა წიგნი. მე ორი ასეთი "წიგნი" მაქვს. მაგრამ ეს უფრო მომწონს: პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ეს ჩემი მეგობრის ნაჩუქარია, რომელიც ბერლინში ცხოვრობს. მეორე მხრივ კი ძალიან მოსახერხებელია ზომის გამო. მასში ეტევა ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ - ტელეფონი, ტუჩების პრიალა საცხი და ფული"

5. ANOUKI BICHOLLA-ს კაბა

"დიდი სიამოვნებით მაცვია ის სამოსი, რომელსაც ჩვენ თვითონ ვქმნით. ეს კაბა ყველაზე მეტად მიყვარს. მომწონს, რომ ის დახურულია, მაგრამ ამავე დროს ქალური და ელეგანტურია. ეს კაბა ერთ ეგზემპლარადაა შექმნილი. როდესაც ჩვენი კოლექციიდან რომელიმე კაბას ჩემთვის ვირჩევ, ის მხოლოდ მე მრჩება და გასაყიდად აღარ გაგვაქვს".

მომზადებულია bestin.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება