მომღერალ თამარ გვერდწითელის ჩაცმულობა და მაკიაჟი რუსული ყვითელი პრესის ქილიკის საგანი გახდა.
"ყველას გვეგონა, რომ თამრიკოსნაირი ლამაზი ქალის გარეგნობის გაფუჭება არავის და არაფერს შეეძლო. თურმე როგორ ვცდებოდით. სტილისტმა და ვიზაჟისტმა ეს რამდენიმე საათში მოახერხეს", - წერს ერთ-ერთი გამოცემა.
მომღერალი ერთ-ერთ ღონისძიებაზე უცნაური ჩაცმულობით მივიდა. მას ფოლკლორულ სტილში გადაწყვეტილი კაბა და მოსასხამი ამშვენებდა, რომლის შერჩევისას სტილისტებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ კაბაზე გამოსახული რომბები, დიდი ყვავილები და ოქროსფერი ორნამენტები მომღერლის ფიგურას ერთი-ორად მსხვილს აჩენდა. ქუდზე დამაგრებული ვარდების თაიგული კი სტილისტთა წარუმატებელ ექსპერიმენტს აბსურდამდე აგვირგვინებდა.
გვერდწითელს არც ვიზაჟისტებში გაუმართლა. ფოტოკამერების შუქმა მის სახეზე გამოყენებული ტონალური საცხი თვალების ირგვლივ მრგვალ, თეთრ ლაქებად აქცია და მომღერლის იმიჯის კრიტიკოსებს ახალი სალაპარაკო თემა გაუჩინა.
მომზადებულაი eg.ru-ს მიხედვით.