მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შექსპირის პიესას როკ-სპექტაკლად დადგამენ
შექსპირის პიესას როკ-სპექტაკლად დადგამენ

შექ­სპი­რის პი­ე­სის "აურ­ზა­უ­რი არაფ­რის გამო" ადაპ­ტი­რე­ბულ ვერ­სი­ას როკ-სპექ­ტაკ­ლად დად­გა­მენ. პრო­ექ­ტის­თვის მუ­სი­კას ჯგუფ Green Day-ის სო­ლის­ტი, ბილი ჯო არმსტრონ­გი წერს. ამის შე­სა­ხებ The New York Times-ი იტყო­ბი­ნე­ბა.

სპექ­ტაკ­ლი სა­ხე­ლად - "ეს ქა­ღალ­დის ტყვი­ე­ბი" ქა­ლაქ ნიუ-ჰე­ვენ­ში, კო­ნექ­ტი­კუ­ტის შტატ­ში, ის­ლა­მურ თე­ატ­რში და­იდ­გმე­ბა. ეს კლა­სი­კუ­რი პი­ე­სის როკ-ადაპ­ტა­ცი­აა, რო­მე­ლიც ლი­ვერ­პუ­ლელ როკ-ბენ­დზე მოგ­ვი­თხრობს. სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, ჯგუ­ფი ლონ­დო­ნელ მუ­სი­კა­ლურ მაგ­ნა­ტებ­თან გამ­კლა­ვე­ბას ცდი­ლობს.

შექ­სპი­რის პი­ე­სის ადაპ­ტი­რე­ბულ ვერ­სი­ა­ზე დრა­მა­ტურ­გი რო­ლინ ჯონ­სი მუ­შა­ობ­და, რო­მელ­საც მი­ღე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი ჯილ­დო, მათ შო­რის პუ­ლი­ცე­რის და ამე­რი­კელ მწე­რალ­თა გილ­დი­ის პრე­მი­ე­ბი.

დად­გმის რე­ჟი­სო­რი ჯექ­სონ გეი იქ­ნე­ბა. სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა 2014 წლის მარ­ტში გა­ი­მარ­თე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The New York Times-ის მი­ხედ­ვით.

შექსპირის პიესას როკ-სპექტაკლად დადგამენ

შექსპირის პიესას როკ-სპექტაკლად დადგამენ

შექსპირის პიესის "აურზაური არაფრის გამო" ადაპტირებულ ვერსიას როკ-სპექტაკლად დადგამენ. პროექტისთვის მუსიკას ჯგუფ Green Day-ის სოლისტი, ბილი ჯო არმსტრონგი წერს. ამის შესახებ The New York Times-ი იტყობინება.

სპექტაკლი სახელად - "ეს ქაღალდის ტყვიები" ქალაქ ნიუ-ჰევენში, კონექტიკუტის შტატში, ისლამურ თეატრში დაიდგმება. ეს კლასიკური პიესის როკ-ადაპტაციაა, რომელიც ლივერპულელ როკ-ბენდზე მოგვითხრობს. სიუჟეტის მიხედვით, ჯგუფი ლონდონელ მუსიკალურ მაგნატებთან გამკლავებას ცდილობს.

შექსპირის პიესის ადაპტირებულ ვერსიაზე დრამატურგი როლინ ჯონსი მუშაობდა, რომელსაც მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის პულიცერის და ამერიკელ მწერალთა გილდიის პრემიები.

დადგმის რეჟისორი ჯექსონ გეი იქნება. სპექტაკლის პრემიერა 2014 წლის მარტში გაიმართება.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება