პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიცე-პოლკოვნიკი სასტიკად აწამეს და დააინვალიდეს"
"ვიცე-პოლკოვნიკი სასტიკად აწამეს და დააინვალიდეს"

ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი და­ვით ლონ­და­რი­ძე 2011 წელს ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს, მა­ნამ­დე კი მას და მის ორ მე­გო­ბარს მე­გის ქარ­და­ვამ და ძმებ­მა ახა­ლა­ი­ებ­მა წა­მე­ბით აი­ძუ­ლეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ხელი მო­ა­წე­რი­ნეს მათ­თვის სა­სურ­ველ ჩვე­ნე­ბა­ზე. ლონ­და­რი­ძე სას­ტი­კი ცემა-წა­მე­ბის შემ­დეგ და­ინ­ვა­ლიდ­და და ხელ­ჯო­ხის გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირს. ის დღეს მე­გობ­რებ­თან ფსი­ქო­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დის.

გელა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, და­ვით ლონ­და­რი­ძის ად­ვო­კა­ტი:

- 2011 წლის 13 სექ­ტემ­ბერს ცი­ხე­ში წა­მე­ბით მოკ­ლეს პოლ­კოვ­ნი­კი სერ­გო თეთ­რა­ძე, ეს მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სამ­ხედ­რო იმ­ხა­ნად უკვე პენ­სი­ო­ნე­რი იყო. სერ­გო თეთ­რა­ძის და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე ბე­ლო­რუ­სი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და ვინ­მე ტო­მა­შუ­კი, რო­მე­ლიც, თა­ვის დრო­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად მსა­ხუ­რობ­და სსრკ-ს სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში. ესე­ნი იყ­ვნენ - გო­რე­ლაშ­ვი­ლი, ჩაპ­ლი­გი­ნი და ლონ­და­რი­ძე. ტო­მა­შუკ­მა და­უ­რე­კა და­ვით ლონ­და­რი­ძეს, იმ­ხა­ნად თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მელს, და უთხრა, სა­ქარ­თვე­ლო გვინ­და და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ და თუ შემ­ხვდე­ბიო. ლონ­და­რი­ძემ თავი აა­რი­და ამ შეხ­ვედ­რას, რა­მაც ჯა­რის მე­გო­ბა­რი გა­აკ­ვირ­ვა. ლონ­და­რი­ძემ ჰკი­თხა, რი­ცხვი 37 რა­მეს გე­უბ­ნე­ბაო? როცა ტო­მა­შენ­კო ვე­რა­ფერს მიხ­ვდა, ლონ­და­რი­ძემ აუხ­სნა, ჩვენ­თან 1937 წე­ლი­აო. სამ­ხედ­რო­ებს იუ­რი­დი­უ­ლად არ ჰქონ­დათ სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის უფ­ლე­ბა და თუ ექ­ნე­ბო­დათ, მა­შინ ამის შე­სა­ხებ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის უნდა მო­ეხ­სე­ნე­ბი­ნათ. ამი­ტო­მაც აა­რი­და თავი ლონ­და­რი­ძემ ამ შეხ­ვედ­რას, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს უს­მენ­დნენ, ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის შემ­დეგ ლონ­და­რი­ძე და­ა­პა­ტიმ­რეს. 16 სექ­ტემ­ბერს, შუ­ა­ღა­მი­სას, იგი და­ი­ბა­რეს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ა­ში და შე­იყ­ვა­ნეს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის უფ­როს მე­გის ქარ­და­ვას კა­ბი­ნეტ­ში. მათ ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი ძირს და­აგ­დეს, და­უ­წყეს ცემა და აი­ძუ­ლებ­დნენ ეღი­ა­რე­ბი­ნა, რომ იყო რუ­სე­თის ჯა­შუ­ში. ლონ­და­რი­ძეს უხ­სე­ნეს ტო­მა­შუ­კის გვა­რი, უთხრეს, ის და მისი ცო­ლიც რუ­სე­თის ჯა­შუ­შე­ბი არი­ან, აღი­ა­რე ეს და მის და­ჭე­რა­ში დაგ­ვეხ­მა­რეო. ლონ­და­რი­ძე კარ­გა ხანს უარ­ყოფ­და ყვე­ლა­ფერს, სა­ა­თო­ბით გაგ­რძელ­და მისი ცემა-წა­მე­ბა და იმ ზო­მამ­დე მი­იყ­ვა­ნეს, რომ ლონ­და­რი­ძემ სა­პირ­ფა­რე­შო­ში თა­ვის ჩა­მოხ­რჩო­ბა სცა­და. ხმა­ურ­ზე მას­თან შეც­ვივ­დნენ, ნა­ხეს, რომ იგი ქამ­რით იყო ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი და ჩა­მოხ­სნეს. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით კვლავ გა­ნაგ­რძეს მისი ცემა. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობ­და მე­გის ქარ­და­ვა, უფრო სწო­რად, ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ამ ოპე­რა­ცი­ას. როცა ვე­რა­ფე­რი აღი­ა­რე­ბი­ნეს, ლონ­და­რი­ძეს ძა­ლით გა­ხა­დეს ტან­საც­მე­ლი და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა და­უ­პი­რეს. რო­დე­საც ლონ­და­რი­ძე მიხ­ვდა, რომ მათი მუ­ქა­რა რე­ა­ლუ­რი იყო, უთხრა, რა­საც გინ­დათ, იმას ვი­ტყვი, ოღონდ თავი და­მა­ნე­ბე­თო.

- კონ­კრე­ტუ­ლად რას მო­ი­თხოვ­დნენ მის­გან?

- ლონ­და­რი­ძეს უნდა ეთ­ქვა, რო­გორ და­ამ­ყა­რა კავ­ში­რი ჯერ კი­დევ სსრკ-ის პე­რი­ოდ­ში რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან, რო­გორ "და­ა­ვერ­ბოვ­კეს" მათ ჯერ კი­დევ 1992 წელს, რო­დე­საც ის გერ­მა­ნი­ის დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში მსა­ხუ­რობ­და. უთ­ქვამთ, რუ­სუ­ლი გვა­რი მო­ი­ფიქ­რე, ვინც გა­და­გი­ბი­რა, ოღონდ, ივა­ნო­ვი არ თქვაო. ალ­ბათ იმი­ტომ, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გვა­რი რომ არის. ერთი სი­ტყვით, შე­თხზეს რა­ღაც ლე­გენ­და, ლონ­და­რი­ძეს ხელი მო­ა­წე­რი­ნეს, თუმ­ცა სა­სა­ცი­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ, ვი­ნა­ი­დან 1992 წელს აღარც სსრკ არ­სე­ბობ­და და აღარც - გდრ, მაგ­რამ ჩვე­ნე­ბა­ში ჩა­წე­რი­ლია, თით­ქოს ეს კაცი ამ წელს იქ მსა­ხუ­რობ­და და საბ­ჭო­თა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა გა­და­ი­ბი­რეს. ლონ­და­რი­ძეს ასე­ვე აი­ძუ­ლებ­დნენ ეთ­ქვა, რომ გე­ნე­რა­ლი ნა­ი­რაშ­ვი­ლიც რუ­სე­თის აგენ­ტი იყო. ლონ­და­რი­ძემ მათ გა­ნუ­ცხა­და, მას­თან არ მიმ­სა­ხუ­რია და რო­გორ და­ვამ­ტკი­ცე­ბო. შემ­დეგ და­უ­სა­ხე­ლეს სერ­გო თეთ­რა­ძე. იმა­ვე პე­რი­ოდ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს გი­ორ­გი გო­რე­ლაშ­ვი­ლი და სერ­გეი ჩაპ­ლი­გი­ნი. მთა­ვა­რი ის არის, რომ ლონ­და­რი­ძის წა­მე­ბი­სას ოთახ­ში შე­ვარ­დნი­ლა ბაჩო ახა­ლა­ია, რო­მელ­საც ლონ­და­რი­ძის­თვის პირ­ში ია­რა­ღი ჩა­უჩ­რია და ნა­ცემ-ნა­ბეგვს უყ­ვი­რო­და, აღი­ა­რე ჯა­შუ­შო­ბაო. შემ­დეგ შე­სუ­ლა დათა ახა­ლა­ია, რო­მე­ლიც კე­თი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის როლს თა­მა­შობ­და და ეუბ­ნე­ბო­და, ხომ იცი, რა გი­ჟია ჩემი ძმა, თქვი, რა­საც გე­უბ­ნე­ბა, თო­რემ მოგ­კლავს, შენს გვამს სა­დღაც ტყე­ში და­აგ­დებს და ცხო­ვე­ლე­ბი შე­ჭა­მე­ნო. ასე­ვე აწა­მეს სერ­გეი ჩაპ­ლი­გი­ნი, რო­მე­ლიც ასა­კო­ვა­ნი კა­ცია და დრო­ზე და­თან­ხმდა მათ მო­თხოვ­ნებს. დიდი წა­მე­ბის შე­დე­გად აღი­ა­რე­ბა­ზე და­ი­თან­ხმეს გო­რე­ლაშ­ვი­ლიც. ლონ­და­რი­ძე ისე აწა­მეს, დღეს ის ინ­ვა­ლი­დია, ჯო­ხი­თაც კი ძლივს და­დის. რაც შე­ე­ხე­ბა გო­რე­ლაშ­ვილს, იგი აწა­მეს რო­გორც სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ა­ში, ისე ცი­ხე­შიც. მას მო­ას­მე­ნი­ნეს სერ­გო თეთ­რა­ძის წა­მე­ბის ხმე­ბი და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, შემ­დე­გი შენ იქ­ნე­ბიო. ცი­ხის დი­რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში გო­რე­ლაშ­ვილს სცემ­დნენ მე­გის ქარ­და­ვა და ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძე, იგი­ვე - "ქი­ლე­რა". ამ ადა­მი­ა­ნებს ათ­ქმე­ვი­ნეს, თით­ქოს სერ­გო თეთ­რა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჯა­შუ­შო­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა სერ­გო თეთ­რა­ძეს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იგი წა­მე­ბი­სას შე­მო­აკ­ვდათ. ყვე­ლა მათ­განს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბით 6-7 წელი შე­უ­ფარ­დეს და შემ­დეგ მათ საქ­მეს გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" და­ა­დეს, თუმ­ცა მათ ისე­თი ჩვე­ნე­ბე­ბი აქვთ მი­ცე­მუ­ლი, სა­ი­დუმ­ლო არა­ფე­რია.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

"ვიცე-პოლკოვნიკი სასტიკად აწამეს და დააინვალიდეს"

"ვიცე-პოლკოვნიკი სასტიკად აწამეს და დააინვალიდეს"

ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს, მანამდე კი მას და მის ორ მეგობარს მეგის ქარდავამ და ძმებმა ახალაიებმა წამებით აიძულეს თანამშრომლობა და ხელი მოაწერინეს მათთვის სასურველ ჩვენებაზე. ლონდარიძე სასტიკი ცემა-წამების შემდეგ დაინვალიდდა და ხელჯოხის გარეშე გადაადგილება უჭირს. ის დღეს მეგობრებთან ფსიქორეაბილიტაციის კურსს გადის.

გელა ნიკოლაიშვილი, დავით ლონდარიძის ადვოკატი:

- 2011 წლის 13 სექტემბერს ციხეში წამებით მოკლეს პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, ეს მაღალკვალიფიციური სამხედრო იმხანად უკვე პენსიონერი იყო. სერგო თეთრაძის დაპატიმრებამდე რამდენიმე კვირით ადრე ბელორუსიდან საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა ვინმე ტომაშუკი, რომელიც, თავის დროზე, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მსახურობდა სსრკ-ს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ესენი იყვნენ - გორელაშვილი, ჩაპლიგინი და ლონდარიძე. ტომაშუკმა დაურეკა დავით ლონდარიძეს, იმხანად თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს, და უთხრა, საქართველო გვინდა დავათვალიეროთ და თუ შემხვდებიო. ლონდარიძემ თავი აარიდა ამ შეხვედრას, რამაც ჯარის მეგობარი გააკვირვა. ლონდარიძემ ჰკითხა, რიცხვი 37 რამეს გეუბნებაო? როცა ტომაშენკო ვერაფერს მიხვდა, ლონდარიძემ აუხსნა, ჩვენთან 1937 წელიაო. სამხედროებს იურიდიულად არ ჰქონდათ სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან ურთიერთობის უფლება და თუ ექნებოდათ, მაშინ ამის შესახებ ხელმძღვანელობისთვის უნდა მოეხსენებინათ. ამიტომაც აარიდა თავი ლონდარიძემ ამ შეხვედრას, მაგრამ ვინაიდან ყველას და ყველაფერს უსმენდნენ, ზემოაღნიშნული სატელეფონო საუბრის შემდეგ ლონდარიძე დააპატიმრეს. 16 სექტემბერს, შუაღამისას, იგი დაიბარეს სამხედრო პოლიციაში და შეიყვანეს სამხედრო პოლიციის უფროს მეგის ქარდავას კაბინეტში. მათ ვიცე-პოლკოვნიკი ძირს დააგდეს, დაუწყეს ცემა და აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ იყო რუსეთის ჯაშუში. ლონდარიძეს უხსენეს ტომაშუკის გვარი, უთხრეს, ის და მისი ცოლიც რუსეთის ჯაშუშები არიან, აღიარე ეს და მის დაჭერაში დაგვეხმარეო. ლონდარიძე კარგა ხანს უარყოფდა ყველაფერს, საათობით გაგრძელდა მისი ცემა-წამება და იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ ლონდარიძემ საპირფარეშოში თავის ჩამოხრჩობა სცადა. ხმაურზე მასთან შეცვივდნენ, ნახეს, რომ იგი ქამრით იყო ჩამოკიდებული და ჩამოხსნეს. თუმცა მოგვიანებით კვლავ განაგრძეს მისი ცემა. განსაკუთრებით აქტიურობდა მეგის ქარდავა, უფრო სწორად, ის ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას. როცა ვერაფერი აღიარებინეს, ლონდარიძეს ძალით გახადეს ტანსაცმელი და გაუპატიურება დაუპირეს. როდესაც ლონდარიძე მიხვდა, რომ მათი მუქარა რეალური იყო, უთხრა, რასაც გინდათ, იმას ვიტყვი, ოღონდ თავი დამანებეთო.

- კონკრეტულად რას მოითხოვდნენ მისგან?

- ლონდარიძეს უნდა ეთქვა, როგორ დაამყარა კავშირი ჯერ კიდევ სსრკ-ის პერიოდში რუსეთის სპეცსამსახურებთან, როგორ "დაავერბოვკეს" მათ ჯერ კიდევ 1992 წელს, როდესაც ის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მსახურობდა. უთქვამთ, რუსული გვარი მოიფიქრე, ვინც გადაგიბირა, ოღონდ, ივანოვი არ თქვაო. ალბათ იმიტომ, გავრცელებული გვარი რომ არის. ერთი სიტყვით, შეთხზეს რაღაც ლეგენდა, ლონდარიძეს ხელი მოაწერინეს, თუმცა სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ვინაიდან 1992 წელს აღარც სსრკ არსებობდა და აღარც - გდრ, მაგრამ ჩვენებაში ჩაწერილია, თითქოს ეს კაცი ამ წელს იქ მსახურობდა და საბჭოთა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს. ლონდარიძეს ასევე აიძულებდნენ ეთქვა, რომ გენერალი ნაირაშვილიც რუსეთის აგენტი იყო. ლონდარიძემ მათ განუცხადა, მასთან არ მიმსახურია და როგორ დავამტკიცებო. შემდეგ დაუსახელეს სერგო თეთრაძე. იმავე პერიოდში დააპატიმრეს გიორგი გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი. მთავარი ის არის, რომ ლონდარიძის წამებისას ოთახში შევარდნილა ბაჩო ახალაია, რომელსაც ლონდარიძისთვის პირში იარაღი ჩაუჩრია და ნაცემ-ნაბეგვს უყვიროდა, აღიარე ჯაშუშობაო. შემდეგ შესულა დათა ახალაია, რომელიც კეთილი პოლიციელის როლს თამაშობდა და ეუბნებოდა, ხომ იცი, რა გიჟია ჩემი ძმა, თქვი, რასაც გეუბნება, თორემ მოგკლავს, შენს გვამს სადღაც ტყეში დააგდებს და ცხოველები შეჭამენო. ასევე აწამეს სერგეი ჩაპლიგინი, რომელიც ასაკოვანი კაცია და დროზე დათანხმდა მათ მოთხოვნებს. დიდი წამების შედეგად აღიარებაზე დაითანხმეს გორელაშვილიც. ლონდარიძე ისე აწამეს, დღეს ის ინვალიდია, ჯოხითაც კი ძლივს დადის. რაც შეეხება გორელაშვილს, იგი აწამეს როგორც სამხედრო პოლიციაში, ისე ციხეშიც. მას მოასმენინეს სერგო თეთრაძის წამების ხმები და ეუბნებოდნენ, შემდეგი შენ იქნებიო. ციხის დირექტორის კაბინეტში გორელაშვილს სცემდნენ მეგის ქარდავა და ალექსანდრე მუხაძე, იგივე - "ქილერა". ამ ადამიანებს ათქმევინეს, თითქოს სერგო თეთრაძე მონაწილეობდა ჯაშუშობაში. რაც შეეხება სერგო თეთრაძეს, მოგეხსენებათ, იგი წამებისას შემოაკვდათ. ყველა მათგანს საპროცესო შეთანხმებით 6-7 წელი შეუფარდეს და შემდეგ მათ საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაადეს, თუმცა მათ ისეთი ჩვენებები აქვთ მიცემული, საიდუმლო არაფერია.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა