სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცეზარ ჩოჩელს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს
ცეზარ ჩოჩელს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის ყო­ფილ გუ­ბერ­ნა­ტორს ცე­ზარ ჩო­ჩელს კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს. რო­გორც დღე­ვან­დე­ლი და­კი­თხვის შემ­დეგ ად­ვო­კატ­მა გო­გი­ტა გა­ბა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი "ქარ­თუ ბან­კის" გა­კოტ­რე­ბის ირ­გვლივ მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლად სცნეს.

"ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა "ქარ­თუ ბანკთან" და­კავ­ში­რე­ბით, და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის, რაც გუ­ლის­ხმობს დიდი ოდე­ნო­ბით ქო­ნე­ბის გა­და­მალ­ვა­ში წა­ქე­ზე­ბას და ყალ­ბი სა­გა­და­სა­ხა­დო ან­გა­რიშფაქ­ტუ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას", - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

თა­ვად ჩო­ჩე­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, ბრალ­დე­ბა თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლია და მის მი­მართ ბრა­ლის წარ­დგე­ნა პი­რად ან­გა­რიშს­წო­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. "რო­გორც შე­იძ­ლე­ბა და­მი­კავ­ში­რო, რომ ეი­ფე­ლის კოშ­კი ჩემი აშე­ნე­ბუ­ლია, ისე­ვე შე­იძ­ლე­ბა და­მი­კავ­ში­რონ ბანკ "ქარ­თუს" გა­კოტ­რე­ბის თემა", - აღ­ნიშ­ნა ჩო­ჩელ­მა. იგი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მას­თან ერ­თად ბრა­ლი სხვა პი­რებ­საც წა­უ­ყე­ნონ.

ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი უკვე ბრალ­დე­ბუ­ლია უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ში. მას აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრა­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 24 იან­ვარს წა­უ­ყე­ნეს და და­ა­პა­ტიმ­რეს, რის შემ­დე­გაც აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­უც­ვა­ლეს და 200 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ცეზარ ჩოჩელს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს

ცეზარ ჩოჩელს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს

მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორს ცეზარ ჩოჩელს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს. როგორც დღევანდელი დაკითხვის შემდეგ ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი "ქართუ ბანკის" გაკოტრების ირგვლივ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულად სცნეს.

"ბრალდება წარედგინა "ქართუ ბანკთან" დაკავშირებით, დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ქონების გადამალვაში წაქეზებას და ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოყენებას", - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, აღნიშნული დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავად ჩოჩელის განცხადებით კი, ბრალდება თითიდან გამოწოვილია და მის მიმართ ბრალის წარდგენა პირად ანგარიშსწორებას უკავშირდება. "როგორც შეიძლება დამიკავშირო, რომ ეიფელის კოშკი ჩემი აშენებულია, ისევე შეიძლება დამიკავშირონ ბანკ "ქართუს" გაკოტრების თემა", - აღნიშნა ჩოჩელმა. იგი არ გამორიცხავს, რომ მასთან ერთად ბრალი სხვა პირებსაც წაუყენონ.

ყოფილი გუბერნატორი უკვე ბრალდებულია უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში. მას აღნიშნულ საქმეზე ბრალი მიმდინარე წლის 24 იანვარს წაუყენეს და დააპატიმრეს, რის შემდეგაც აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალეს და 200 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ