პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფო და ნოდიკო 2013 წლის "ევროვიზიაზე" შვედი ბექ-ვოკალისტების თანხლებით გამოვლენ
სოფო და ნოდიკო 2013 წლის "ევროვიზიაზე" შვედი ბექ-ვოკალისტების თანხლებით გამოვლენ

2013 წლის "ევ­რო­ვი­ზი­ის" სიმ­ღე­რის კონ­კურ­სის ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბი სოფო გე­ლო­ვა­ნი და ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი ევრო­ფეს­ტი­ვა­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლურ სა­ღა­მო­ზე სამი შვე­დი ბექ-ვო­კა­ლის­ტის თან­ხლე­ბით გა­მოვ­ლენ, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ევ­რო­ვი­ზი­ის" ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სდა. სოფო გე­ლო­ვა­ნი­სა და ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლის ბექ-ვო­კა­ლის­ტე­ბი იო­ჰა­ნა ბე­ი­ბო­მი, ჰანს მარ­ტინ კა­გე­მარ­კი და ლი­ზე­ტე ვა­რეს იუ­ჰლ­მე­ნი იქ­ნე­ბი­ან. ორი გო­გო­ნა და ერთი ბიჭი - არ­ჩე­ვა­ნი მათ­ზე სიმ­ღე­რის "Waterfall" კომ­პო­ზი­ტორ­მა ტო­მას ჯე­ი­სონ­მა შე­ა­ჩე­რა. სა­მი­ვე მათ­გა­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღე­რა­ლია და ამ სფე­რო­ში დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ.

ჰანს მარ­ტინ კა­გე­მარ­კი ჯგუ­ფის "Schlagerfeber" წევ­რია. 2003-2010 წლებ­ში ის შვე­დე­თის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ კონ­კურ­სში "მე­ლო­დი­ფეს­ტი­ვა­ლი" მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მარ­ტინ­მა მთა­ვა­რი გმი­რი გა­ნა­სა­ხი­ე­რა მუ­ზიკ­ლებ­ში: "West Side Story", "Mozart", "42nd Street".

იო­ჰა­ნა ბე­ი­ბო­მი - 25 წლის შვე­დი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღე­რა­ლია. ის 14 წლის ასა­კი­დან თა­ნამ­შრომ­ლობს ერთ-ერთ უდი­დეს შვედ კომ­პო­ზი­ტორ­თან, ტო­მას ჯეი სონ­თან. ის 2007 წლის ევრო­ფეს­ტი­ვალ­ზე მალ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის ოლი­ვია ლუ­ი­სის, ხოლო 2012 წელს ევრო­ფეს­ტი­ვა­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ლო­რე­ნის ბექ ვო­კა­ლის­ტი იყო. იო­ჰა­ნას ხში­რად იწ­ვე­ვენ ბექ ვო­კა­ლის­ტად, რო­გორც შვე­დეთ­ში, ისე ქვეყ­ნის გა­რეთ.

ლი­ზე­ტე ვა­რეს იუ­ჰლ­მე­ნი - ათწლე­უ­ლე­ბია, რაც მომ­ღე­რა­ლი და ბექ ვო­კა­ლის­ტია. ის 2007 წლის ევრო­ფეს­ტი­ვალ­ზე მალ­ტის კონ­კურ­სან­ტთან ერ­თად მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე რო­გორც მო­ცეკ­ვა­ვე და ბექ ვო­კა­ლის­ტი წარ­დგა. ლი­ზე­ტე 2009 წლის "მე­ლო­დი­ფეს­ტი­ვა­ლის" მო­ნა­წი­ლეა. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღე­რა­ლი ლი­ზე­ტე არა­ერ­თი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუს მო­ნა­წი­ლეა. მღე­რის ღა­მის კლუ­ბებ­ში, "ფე­შენ შო­უ­ებ­სა" და კორ­პო­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე.

რი­გით 58-ე "ევ­რო­ვი­ზი­ის" სიმ­ღე­რის კონ­კურ­სის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლებ­სა და ფი­ნალს შვე­დე­თის ქა­ლა­ქი მალ­მე 14, 16 და 18 მა­ისს უმას­პინ­ძლებს. სოფო გე­ლო­ვა­ნი და ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი, სიმ­ღე­რით "Waterfall" მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ევრო­ფეს­ტი­ვა­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლურ სა­ღა­მო­ზე 16 მა­ისს წარ­დგე­ბი­ან. წელს კონ­კურ­სში 39 ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სოფო და ნოდიკო 2013 წლის "ევროვიზიაზე" შვედი ბექ-ვოკალისტების თანხლებით გამოვლენ

სოფო და ნოდიკო 2013 წლის "ევროვიზიაზე" შვედი ბექ-ვოკალისტების თანხლებით გამოვლენ

2013 წლის "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის ქართველი კონკურსანტები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე  სამი შვედი ბექ-ვოკალისტის თანხლებით გამოვლენ, ამის შესახებ ინფორმაცია ”ევროვიზიის” ვებ-გვერდზე განთავსდა. სოფო გელოვანისა და ნოდიკო ტატიშვილის ბექ-ვოკალისტები იოჰანა ბეიბომი, ჰანს მარტინ კაგემარკი და ლიზეტე ვარეს იუჰლმენი იქნებიან. ორი გოგონა და ერთი ბიჭი - არჩევანი მათზე სიმღერის "Waterfall" კომპოზიტორმა ტომას ჯეისონმა შეაჩერა. სამივე მათგანი პროფესიონალი მომღერალია და ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვთ.

ჰანს მარტინ კაგემარკი ჯგუფის "Schlagerfeber" წევრია. 2003-2010 წლებში ის შვედეთის ყველაზე პოპულარულ კონკურსში "მელოდიფესტივალი" მონაწილეობდა. მარტინმა მთავარი გმირი განასახიერა მუზიკლებში: "West Side Story", "Mozart", "42nd Street".

იოჰანა ბეიბომი - 25 წლის შვედი პროფესიონალი მომღერალია. ის 14 წლის ასაკიდან თანამშრომლობს ერთ-ერთ უდიდეს შვედ კომპოზიტორთან, ტომას ჯეი სონთან. ის 2007 წლის ევროფესტივალზე მალტის წარმომადგენლის ოლივია ლუისის, ხოლო 2012 წელს ევროფესტივალის გამარჯვებულის ლორენის ბექ ვოკალისტი იყო. იოჰანას ხშირად იწვევენ ბექ ვოკალისტად, როგორც შვედეთში, ისე ქვეყნის გარეთ.

ლიზეტე ვარეს იუჰლმენი - ათწლეულებია, რაც მომღერალი და ბექ ვოკალისტია. ის 2007 წლის ევროფესტივალზე მალტის კონკურსანტთან ერთად მაყურებლის წინაშე როგორც მოცეკვავე და ბექ ვოკალისტი წარდგა. ლიზეტე 2009 წლის "მელოდიფესტივალის" მონაწილეა. პროფესიონალი მომღერალი ლიზეტე არაერთი სატელევიზიო შოუს მონაწილეა. მღერის ღამის კლუბებში, "ფეშენ შოუებსა" და კორპორატიულ ღონისძიებებზე.

რიგით 58-ე "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის ნახევარფინალებსა და ფინალს შვედეთის ქალაქი მალმე 14, 16 და 18 მაისს უმასპინძლებს. სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, სიმღერით "Waterfall" მაყურებლის წინაშე ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 16 მაისს წარდგებიან. წელს კონკურსში 39 ქვეყანა მონაწილეობს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება