მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თელაველ ბოშებს კახელები აბუჩად იგდებენ
თელაველ ბოშებს კახელები აბუჩად იგდებენ

თე­ლა­ვის წყალ­კა­ნა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სულ რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც ბო­შე­ბი და­სახ­ლდნენ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბო­შე­ბის ცხოვ­რე­ბის სტი­ლი მომ­თა­ბა­რე­ო­ბაა. თე­ლავ­ში ჩა­სახ­ლე­ბულ ბო­შებ­საც უჭირთ ერთ ად­გი­ლას ცხოვ­რე­ბა, თუმ­ცა ეკო­ნო­მი­უ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რის გამო სხვა გზა არ აქვთ. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ერთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რე­ბით უფრო ად­ვი­ლად გა­ი­ტა­ნენ თავს.

ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი ყვე­ლა ბო­შის­თვის, თე­ლა­ვე­ლი ბო­შე­ბის­თვი­საც ერთ-ერთი აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა რე­გის­ტრა­ცი­აა, მათ და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი და და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბე­ბი არ აქვთ და არც ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან რე­გის­ტრა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა­სა და იმ პრო­ცე­დუ­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი არ­სე­ბო­ბის იუ­რი­დი­უ­ლი და­ფიქ­სი­რე­ბი­სათ­ვის.

მე­ო­რე არა­ნაკ­ლებ აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­აა. რო­გორც თე­ლა­ვე­ლი ბო­შე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, მათ ყვე­ლა დას­ცი­ნის ან აბუ­ჩად იგ­დებს, ისე უყუ­რე­ბენ რო­გორც ქურ­დებს და ავა­ზა­კებს. მათ ელე­მე­ნა­ტა­რუ­ლი ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბიც კი არ აქვთ მოგ­ვა­რე­ბუ­ლი. "იმის სა­შუ­ა­ლე­ბაც კი არ გვაქვს რომ ზამ­თარ­ში ვი­ბა­ნა­ოთ. ზა­ფხულ­ში თუ მო­ვა­ხერ­ხებთ", - ამ­ბო­ბენ თე­ლა­ვე­ლი ბოშა ქა­ლე­ბი.

სრუ­ლი ვერ­სია

"კა­ხე­თის ხმა"

თელაველ ბოშებს კახელები აბუჩად იგდებენ

თელაველ ბოშებს კახელები აბუჩად იგდებენ

თელავის წყალკანალის ტერიტორიაზე სულ რამდენიმე თვეა, რაც ბოშები დასახლდნენ. როგორც ცნობილია, ბოშების ცხოვრების სტილი მომთაბარეობაა. თელავში ჩასახლებულ ბოშებსაც უჭირთ ერთ ადგილას ცხოვრება, თუმცა ეკონომიური სიდუხჭირის გამო სხვა გზა არ აქვთ. მიიჩნევენ, რომ ერთ ტერიტორიაზე ცხოვრებით უფრო ადვილად გაიტანენ თავს.

ისევე როგორც საქართველოში მყოფი ყველა ბოშისთვის, თელაველი ბოშებისთვისაც ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა რეგისტრაციაა, მათ დამადასტურებელი დოკუმენტები და დაბადების მოწმობები არ აქვთ და არც ინფორმირებულები არიან რეგისტრაციის საჭიროებასა და იმ პროცედურებზე, რომლებიც აუცილებელია მათი არსებობის იურიდიული დაფიქსირებისათვის.

მეორე არანაკლებ აქტუალური პრობლემა საზოგადოებასთან ინტეგრაციაა. როგორც თელაველი ბოშები აღნიშნავენ, მათ ყველა დასცინის ან აბუჩად იგდებს, ისე უყურებენ როგორც ქურდებს და ავაზაკებს. მათ ელემენატარული ყოფითი პრობლემებიც კი არ აქვთ მოგვარებული. "იმის საშუალებაც კი არ გვაქვს რომ ზამთარში ვიბანაოთ. ზაფხულში თუ მოვახერხებთ", - ამბობენ თელაველი ბოშა ქალები.

სრული ვერსია

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა