პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოიტაცა საცოლე კობა ბარათელმა
როგორ მოიტაცა საცოლე კობა ბარათელმა

იმე­რე­თის შუ­ა­გულ­ში და­ი­ბა­და. ბავ­შვო­ბა­ში თა­ლი­კო მას­წავ­ლე­ბელს დაჰ­პირ­და, მშე­ნე­ბე­ლი გა­მო­ვალ და სი­ა­რუ­ლი რომ გი­ჭირთ, პირ­ველ სარ­თულ­ზე მოგ­ცემთ ბი­ნა­სო. სურ­ვი­ლი ვერ შე­უს­რუ­ლა, მაგ­რამ ეკ­რან­ზე გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი რო­ლე­ბით კი გა­აკ­ვირ­ვა და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის პე­და­გო­გი. მის­თვის "კა­ვე­ე­ნი" იყო სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მელ­მაც შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის გზა აჩ­ვე­ნა. უკვე ბევ­რი წე­ლია კობა ბა­რა­თე­ლი "კო­მე­დი შოუს" ჯგუფ­ში ირი­ცხე­ბა. დღეს მის ცხოვ­რე­ბის გზას გა­ვუ­ყე­ვით და გზა­დაგ­ზა სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბიც აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ.

- იმე­რე­თის შუ­ა­გულ­ში, ქა­ლაქ ქუ­თა­ის­ში და­ვი­ბა­დე. რომ და­ვი­ბა­დე, ამ­ხე­ლა არ ვი­ყა­ვი, იმი­ტომ, რომ გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქონ­და მა­შინ (იცი­ნის), თან დე­დას მშო­ბი­ა­რო­ბის ამ­ბა­ვიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე და 3 კილო და 700 გრა­მი გავჩნდი. ისე, მა­შინ ჩემი სას­წო­რით არ დავ­დი­ო­დი და არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ტყუ­ეს კი­დეც. დედა ფი­ლო­ლო­გი გახ­ლავთ. მამა სამ­თო ინ­ჟი­ნე­რია. მა­ღა­რო­ში მუ­შა­ობ­და და ტყვარ­ჩელ­ში გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად, აფხა­ზეთ­ში.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლი გყავს?

- კი, კა­ხა­ბერ ბა­რა­თე­ლი, სამი წლით უმ­ცრო­სია ჩემ­ზე. იმე­რეთ­ში ასე ამ­ბო­ბენ, სამი წლით ჯო­ბი­აო. ასე რომ, სამი წლით ვჯო­ბი­ვარ კა­ხას. ერთხელ ბე­ბი­ა­ჩე­მის ასაკს ვიხ­სე­ნებ­დით და რომ ვერ და­ვად­გი­ნეთ, გა­მახ­სენ­და, ასე ამ­ბობ­და, ბა­ბუ­ა­შე­ნი შვი­დი წლით მჯობ­დაო.

- ბე­ბი­ე­ბი და ბა­ბუ­ე­ბი თუ ერე­ოდ­ნენ თქვენს აღ­ზრდა-გა­ნათ­ლე­ბა­ში?

- მა­მა­ჩე­მის მამა 1974 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. მა­შინ 5 წლის ვი­ყა­ვი და კარ­გად არ მახ­სოვს. მე­ო­რე ბა­ბუა 1942 წელს გარ­და­იც­ვა­ლა ქერჩში. ორი­ვე ბე­ბი­ას მა­რი­ა­მი ერ­ქვა. მივ­ლიდ­ნენ, მა­თა­მა­მებ­დნენ. თვალ­ში რომ ჩავ­ვარ­დნო­დი, თითს არ ამო­ის­ვამ­და არც ერთი, გან­სა­კუთ­რე­ბით დე­და­ჩე­მის დედა, უსაყ­ვარ­ლე­სი შვი­ლიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვი მის­თვის. მშობ­ლე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. სა­ნამ ქუ­თა­ის­ში ვცხოვ­რობ­დით, ბე­ბია მივ­ლი­და, ტყვარ­ჩელ­ში რომ გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად, ისე­თი საყ­ვა­რე­ლი და ლა­მა­ზი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მე­ზობ­ლებს ჩხუ­ბი ჰქონ­დათ, არა მე გავზრდი, არა მეო. ჭკვი­ა­ნი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ხელს არა­ვის ვუშ­ლი­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­შინ არც კომ­პი­უ­ტე­რი იყო და არც ინ­ტერ­ნე­ტი. ჩემ­თვის ვთა­მა­შობ­დი.

- რით ერ­თო­ბო­დით საბ­ჭო­თა ბავ­შვე­ბი?

- ონ­კან­თან ვერ­თო­ბო­დით. გა­ვა­ღებ­დით, დავ­კე­ტავ­დით, ისევ გა­ვა­ღებ­დით, ისევ დავ­კე­ტავ­დით და ასე...

- მშობ­ლე­ბი­დან რო­მე­ლი უფრო მკაც­რი იყო?

- ჩემი ძმის მი­მართ არც ერთი. ეშ­მა­კი იყო კახა, რო­გორც კი შე­ა­ტყობ­და, რომ მის დას­ჯას აპი­რებ­დნენ, მა­შინ­ვე სა­პირ­ფა­რე­შო­ში ჩა­ი­კე­ტე­ბო­და და არ გა­მო­დი­ო­და, სა­ნამ მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე არ გა­ივ­ლი­და. მე პირ­და­პირ ვხვდე­ბო­დი პრობ­ლე­მებს, თვალს თვალ­ში ვუყ­რი­დი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში წკეპ­ლაც მომ­ხვედ­რია მა­მის­გან.

- რას აშა­ვებ­დი ასეთს?

- სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა­ზე და­ვი­სა­ჯე ძა­ლი­ან მკაც­რად. მე-9 კლას­ში ვი­ყა­ვი, ნამ­წვა­ვი რომ ჩავ­ტო­ვე სა­პირ­ფა­რე­შო­ში. კვა­ლი არ გა­ვაქ­რე. დი­ლით დე­და­ჩემ­მა მი­თხრა, მა­მა­შე­ნი გა­და­რე­უ­ლია და არ ვიცი, სა­ღა­მოს გა­და­ურ­ჩე­ბი თუ არაო. სა­ღა­მოს რომ მო­ვი­და მამა სახ­ლში, ჯერ არა­ფე­რი მი­თხრა, ვი­ფიქ­რე, დე­და­ჩემ­მა მო­მა­ტყუა-მეთ­ქი. ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა ჩემი ბედ­ნი­ე­რე­ბა. რა­ტომ მოს­წიე სი­გა­რე­ტიო, მკი­თხა. სტუ­მა­რი გვყავ­და თან სახ­ლში, ვი­ფიქ­რე, ამას­თან არ დამ­სჯის-მეთ­ქი. კბი­ლი მტკი­ო­და-მეთ­ქი, ვუ­პა­სუ­ხე. ბრტყელ­ტუ­ჩა გა­მო­ი­ტა­ნა, აბა მა­ნახ­ვე, რო­მე­ლი კბი­ლი გტკი­ო­დაო და და­ი­წყო სპარ­ტა­ნუ­ლი აღ­ზრდა. მას მერე 5-6 თვე სი­გა­რე­ტის "ბი­ჩოკ­საც" კი თვალს ვა­რი­დებ­დი. დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ მახ­სენ­დე­ბა, ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან 3-4 კო­ლოფს ვე­წე­ვი დღე­ში.

- ვის ჰგავ­ხარ ხა­სი­ა­თით?

- უფრო დე­დას, გა­რეგ­ნო­ბი­თაც და ხა­სი­ა­თი­თაც. მერ­ყე­ვი ხა­სი­ა­თი გვაქვს ორი­ვეს. ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით და თა­ვად გან­სა­ჯეთ. და­სავ­ლეთ­ში მივ­დი­ვარ ამას წი­ნათ. დე­და­ჩე­მი სო­ფელ­შია. მი­რე­კავს, - რას შვრე­ბიო. - ქუ­თა­ის­ში ვარ-მეთ­ქი. - შე­მო­ი­ა­რე სო­ფელ­ში, თუ გინ­და და მა­მა­შე­ნიც წა­იყ­ვა­ნეო. - კარ­გი-მეთ­ქი. - მარ­ტო მო­დი­ხა­რო? - არა, ბი­ცო­ლა მახ­ლავს თან-მეთ­ქი. ხუთ წუთ­ში მი­რე­კავს, - არ გინ­და, ნუ გა­მო­ივ­ლი, წა­მოყ­ვე­ბა მა­მა­შე­ნი ავ­ტო­ბუსს, თინა თუ გი­ზის მან­ქა­ნა­ში, რამე ხომ უნდა მო­ვამ­ზა­დო და არ მცა­ლია ახ­ლაო. ცოტა ხან­ში ისევ მი­რე­კავს, - ანდა შე­მო­ი­ა­რე, შე­მო­ი­ა­რე, რას იტყვის თინა, უხერ­ხუ­ლი­აო. - კარ­გი-მეთ­ქი. ხუთ წუთ­ში ისევ მი­რე­კავს, - მა­მა­შენ­მა თქვა ჩე­მი­თაც წა­ვალ, რას აწუ­ხებ მაგ ბი­ჭ­სო. ამა­სო­ბა­ში ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი უკვე ზეს­ტა­ფონს, ისევ მი­რე­კავს, - თუ წა­მოხ­ვალ, პური წა­მო­ი­ღე, ხომ იცი, აქ არ იყი­დე­ბაო. ვი­ყი­დე. ხუთ წუთ­ში ისევ და­მი­რე­კა, - გა­და­ვი­ფიქ­რეო. ბო­ლოს სოფ­ლის გა­და­სახ­ვევ­თან გა­ვა­ჩე­რე მან­ქა­ნა და და­ვუ­რე­კე, - სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი მჭირ­დე­ბა, საით წა­ვი­დე-მეთ­ქი, გა­ვუ­ა­რე ბო­ლოს, მიგ­ვიშ­ვა სახ­ლში.

- შენ რაზე ორ­ჭო­ფობ ხოლ­მე?

- ყვე­ლა­ფერ­ზე. დი­ლით სამ­სა­ხურ­ში რომ მივ­დი­ვარ და მინ­და კი­დევ რამე მო­ვას­წრო, მა­გა­ლი­თად, წა­სას­ვლე­ლი ვარ ბან­კში ან ტე­ლე­ფო­ნის ფული მაქვს გა­და­სახ­დე­ლი. იმა­ზე ფიქ­რში, რო­მელ­ში წა­ვი­დე, ხში­რად სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცი­აც შე­მიქ­მნია. ვერ გა­მი­გია, მარ­ცხნივ მო­ვუხ­ვიო თუ მარ­ჯვნივ.

- ცო­ლის მოყ­ვა­ნა­ზეც ბევ­რი იფიქ­რე?

- ცო­ლის მოყ­ვა­ნის ამ­ბავ­შიც ბეწ­ვზე ვარ გა­დარ­ჩე­ნი­ლი. კი­დევ კარ­გი, კაცი არ მო­ვიყ­ვა­ნე ცო­ლად (იცი­ნის), დიდ­ხანს ვი­ფიქ­რე ჯე­მა­ლა ჯობ­და თუ ნინო, ბო­ლოს ნი­ნოს მო­უ­წია რიგ­მა და გა­უ­მარ­თლა.

- შენ უფრო გა­გი­მარ­თლა თუ მას?

- მას უფრო მე­ტად.

- სა­ნამ სა­სიყ­ვა­რუ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე გა­და­ვალთ, პრო­ფე­სია რო­გორ აირ­ჩიე ის გვი­ამ­ბე...

- თე­ატ­რა­ლურ­ზე მინ­დო­და ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ეტყო­ბა, ჩე­მე­ბი მიხ­ვდნენ, რომ დიდი მსა­ხი­ო­ბი ვერ დად­გე­ბო­და ჩემ­გან. თან ჩემ­მა და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის პე­და­გოგ­მა გა­მახ­სე­ნა, მშე­ნე­ბე­ლი ინ­ჟი­ნე­რი უნდა გა­მო­სუ­ლი­ყა­ვი შენო. ასე მით­ქვამს პირ­ველ კლას­ში. თა­ლი­კო მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ზე­ზით რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა, სი­ა­რუ­ლი გი­ჭირთ და პირ­ველ სარ­თულ­ზე მოგ­ცემთ ბი­ნას-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხია. მოკ­ლედ, თა­ლი­კო მას­წავ­ლებ­ლის წყა­ლო­ბით ქუ­თა­ი­სის პო­ლი­ტექ­ნი­კურ ინ­სტი­ტუ­ტში სამ­შე­ნებ­ლო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე.

- მშე­ნებ­ლო­ბი­დან იუ­მორ­ში რო­გორ მოხ­ვდი?

- ქუ­თა­ი­სუ­რი "კა­ვე­ე­ნის" წყა­ლო­ბით. მას­ლი­ა­კოვ­მა "კა­ვე­ე­ნი" რომ აღად­გი­ნა, ამა­სო­ბა­ში ჯა­რი­დან დავ­ბრუნ­დი. "კა­ვე­ე­ნი" რომ არა, უინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და ჩემი და არა მარ­ტო ჩემი ცხოვ­რე­ბა. ეს შე­ჯიბ­რე­ბა სხვა­ნა­ი­რად ხსნის გო­ნე­ბას. სულ სხვა თვა­ლით შევ­ხე­დე ყვე­ლა­ფერს.

- ჯარი ახ­სე­ნე, რა გა­მოც­დი­ლე­ბა მოგ­ცა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­მა?

- იქ ვის­წავ­ლე შარ­ვლე­ბის გა­რე­ცხვა, გა­უ­თო­ე­ბა (იცი­ნის). რუ­სე­ბის ჯარ­ში ვი­ყა­ვი, ოკუ­პან­ტე­ბის ჯარ­ში. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა იქ ვის­წავ­ლე, მაგ­რამ ამის­თვის ჯარი რა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რისი სწავ­ლაც გინ­და, ისე­დაც ის­წავ­ლი.

- მა­ში­ნაც ასე­თი "მრგვა­ლი" იყა­ვი?

- კი, და 40 კილო და­ვი­კე­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დი­ლით ად­გო­მა არას­დროს მი­ჭირ­და, ძი­ლის­გუ­და არას­დროს ვყო­ფილ­ვარ, სა­წყის ეტაპ­ზე ვარ­ჯი­ში გა­მი­ჭირ­და. მერე გავ­ბრაზ­დი, შემ­რცხვა, რა­ტომ უნდა ვიყო ამ­ხე­ლა-მეთ­ქი და სხვებ­ზე ადრე ვდგე­ბო­დი, რომ მე­ვარ­ჯი­შა. თან დი­ე­ტაც და­ვი­ცა­ვი და მაგ­რა­დაც და­ვი­კე­ლი.

- პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი, პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი...

- სა­ნამ ქუ­თა­ის­ში ვი­ყა­ვით, კონ­ცერ­ტებ­ზე გა­მოვ­დი­ო­დი. მი­წა­ზეც მი­მუ­შა­ვია, გლე­ხო­ბაც გა­მოც­დი­ლი მაქვს, თოხ­ნაც, ვე­ნა­ხის მოვ­ლაც, ხე­ლებ­ზე "მა­ზო­ლე­ბიც". ერთხელ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა. ფული დამ­ჭირ­და. სხვა ვე­რა­ფე­რი "პრას­ვე­ტი" ვერ ვნა­ხე და შავ მუ­შად ვი­მუ­შა­ვე ზეს­ტა­ფონ­ში, მზის გულ­ზე. ლი­თონს ვე­ძებ­დით მდი­ნა­რის პირ­ზე და ვა­ბა­რებ­დით. კონ­ცერ­ტე­ბი­და­ნაც შე­მო­დი­ო­და ფული, ორ კილო შო­კო­ლადს იყიდ­დი. იმ პე­რი­ოდ­ში არც არა­ვის ულ­ხინ­და, მაგ­რამ შიმ­ში­ლი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა.

- ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სუფ­რა და მოლ­ხე­ნა გიყ­ვარს, რო­გორც ვიცი.

- მიყ­ვარს, ოღონდ იმ­დენს ვე­ღარ ვსვამ, რამ­დენ­საც ჯე­ე­ლო­ბა­ში. მა­ინც მომ­დევს აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი აზრი, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტის და­ლე­ვა შე­მიძ­ლია და ღვი­ნოს ვი­პა­რავ. სხვე­ბი ღვი­ნის მო­პარ­ვას იმას ეძა­ხი­ან, რომ არ სვა­მენ, მე იმა­ზე მეტს ვსვამ, ვიდ­რე მე­კუთ­ვნის. მა­ვი­წყდე­ბა, იმ ასაკ­ში რომ აღარ ვარ.

- მა­ინც რა ასაკ­ში ხარ?

- ოთარ მამ­ფო­რი­ას ჰკი­თხეს ერთხელ, რო­გორ ხარო. დავ­ბერ­დიო, უპა­სუ­ხა. რაზე მიხ­ვდიო, ჰკი­თხეს. რა ვიცი, ადრე გო­გო­ე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რა კარ­გი ბიჭი ხარო და ახლა მე­უბ­ნე­ბი­ან, რა კარ­გი კოს­ტი­უ­მი გაც­ვი­აო. და­ახ­ლო­ე­ბით ასეთ ასაკ­ში ვარ მეც. ჩემი პი­ჯა­კი ევა­სე­ბა ყვე­ლას. ეგ არა­ფე­რი, მე კი არა, ბილ კლინ­ტო­ნი და­ბერ­და.

- შენ­ზე მი­თხრეს, რეს­ტო­რან­ში მიკრო­ფონს არ­თმევს მუ­სი­კო­სებს და მღე­რი­სო. მუ­სი­კა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ი­დან გაქვს?

- აუფ, გა­მი­ბაზ­რდა ეგეც? კი, ზოგ­ჯერ ვმღე­რი. ბა­ბუ­ა­ჩემს უყ­ვარ­და თურ­მე გი­ტა­რით ქა­ლე­ბის მო­ხიბ­ვლა. ამის გამო მოკ­ლეს ქერჩში, თო­რემ ისე რას ერ­ჩოდ­ნენ (იცი­ნის). ცოტ-ცო­ტას მეც ვუკ­რავ გი­ტა­რა­ზე და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე. გი­ტა­რის დაკ­ვრა რომ და­ვი­წყე, ჯარ­ში ვი­ყა­ვი. იქ არ იყ­ვნენ გო­გო­ნე­ბი და კა­ცებს ხომ არ მოვ­ხიბ­ლავ­დი?!

- სა­სიყ­ვა­რუ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა­საც მი­ვა­დე­ქით...

- პირ­ვე­ლი კლა­სი­დან მიყ­ვარ­და, თითო წელს 2-2 გოგო. გა­მო­დის, რომ სკო­ლის პე­რი­ოდ­ში სულ 22 გოგო მიყ­ვარ­და. მერე, როცა ლუდი გავ­სინ­ჯე, ის შე­მიყ­ვარ­და. ჯერ ლუდს არ უღა­ლა­ტია ჩემ­თვის.

- შეყ­ვა­რე­ბულს უღა­ლა­ტია?

- კი, აბა ის 22-ვე გა­სა­თხო­ვა­რი ხომ არ დარ­ჩე­ბო­და (იცი­ნის). ხუმ­რო­ბა იქით იყოს და, ჯა­რი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, მარ­თლა დამ­ხვდა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გა­თხო­ვი­ლი. მშობ­ლებ­მა არ გა­მა­გე­ბი­ნეს ჯარ­ში, ინერ­ვი­უ­ლებ­სო და რომ დავ­ბრუნ­დი, ელდა მეცა. ჯერ არ ვი­ჯე­რებ­დი, მერე, ფეხ­მძი­მედ რომ ვნა­ხე ინ­სტი­ტუ­ტში, და­ვი­ჯე­რე. კარ­გი ოჯა­ხი შექ­მნა. მისი ბედ­ნი­ე­რე­ბა მა­ხა­რებს.

- შენი ბედ­ნი­ე­რე­ბა რო­დის მო­ვი­და?

- 1992 წლის 22 ივ­ნი­სი იყო. ომი რომ და­ი­წყო გერ­მა­ნი­ას­თან, იმ დღეს და­ემ­თხვა. ინ­სტი­ტუ­ტში გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი, მერე პრაქ­ტი­კებ­ზე ვი­ყა­ვით ერ­თად. მი­წისძვრის­გან დან­გრე­ულ რა­ჭას ვა­შე­ნებ­დით სტუ­დენ­ტე­ბი თვე-ნა­ხე­ვა­რი, იქ გა­და­ი­რია ჩემ­ზე, მაგ­რამ ამ ინ­ტერ­ვი­უს რომ წა­ი­კი­თხავს, უფრო გა­და­ი­რე­ვა.

- იმი­ტომ, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში შენ გა­და­ი­რიე და არა ის, არა?

- შე­იძ­ლე­ბა. იმ­ნა­ირ ასაკ­ში ვარ, ვე­ღარ ვი­მახ­სოვ­რებ ყვე­ლა­ფერს.

- რო­გორ მო­ხიბ­ლე მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე?

- მე ხომ ყვე­ლას ვე­ვა­სე­ბი. მო­ვი­ტა­ცე ნინო. იმ­დე­ნი ფული მქონ­და, რომ საწ­ვა­ვი ქუ­თა­ი­სი­დან ზეს­ტა­ფო­ნამ­დე გვე­ყო, თა­ვი­დან კი იყო უარ­ზე, მაგ­რამ რომ ნახა, უკან წა­მო­სას­ვლე­ლი საწ­ვა­ვი აღარ გვქონ­და, დარ­ჩა.

- ვინ არის შენი მე­უღ­ლე, გაგ­ვა­ცა­ნი, რას საქ­მი­ა­ნობს?

- რე­მონტს აკე­თებს ახლა სახ­ლში, ექ­ვსი თვეა უკვე. ჩემ მა­გივ­რად და­დის ელი­ა­ვა­ზეც. ისეა გა­დარ­თუ­ლი, სა­ღა­მოს რომ ვუ­რე­კავ, საჭ­მე­ლი რა გვაქვს-მეთ­ქი, შპა­ლე­რიო, უპა­სუ­ხია. ნინო ახვლე­დი­ა­ნია ჩემი მე­უღ­ლე.

- ორი შვი­ლი გა­ჩუ­ქა ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ, თა­ვად რა გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებ შვი­ლებს?

- ჯერ ერთი, მან კი არ მა­ჩუ­ქა, მე ვა­ჩუ­ქე. უფ­რო­სი, ნიკო, 18 წლის გახ­დე­ბა მალე, მა­რი­ა­მი 11 წლის არის. გა­მოც­დი­ლე­ბას და აღ­ზრდა-გა­ნათ­ლე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, საკ­მა­ოდ ლო­ი­ა­ლუ­რი მამა ვარ. იმ­დე­ნად ცოტა ხნით ვნა­ხუ­ლობ შვი­ლებს, მკაც­რი ვერც ვიქ­ნე­ბი.

- ოც­და­ერ­თწ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი გაქვს, რო­გორ გგო­ნია, რა სჭირ­დე­ბა ქალს ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის?

- ბევ­რი ფული სჭირ­დე­ბათ ქა­ლებს, კა­ცებს სით­ბო გვჭირ­დე­ბა მხო­ლოდ, ამას ვჯერ­დე­ბით. ფული ხომ თა­ვად მოგ­ვაქვს.

- და­სას­რულ, შეც­დო­მებ­ზეც გკი­თხავ. რა გა­ფიქ­რებს და გა­დარ­დებს შენი ცხოვ­რე­ბი­დან, დრო რომ უკან დაბ­რუნ­დეს, რას შეც­ვლი­დი?

- აზარ­ტუ­ლი ვარ ძა­ლი­ან და ამის გამო არა­ერ­თხელ წა­ვიმ­ტვრიე ცხვი­რი. ამი­ტომ ყვე­ლას მინ­და ვუ­თხრა, ვინც მსგავ­სი თა­მა­შე­ბით ერ­თო­ბა, შე­ეშ­ვან, კარ­გს არა­ფერს მო­ი­ტანს ეს. ერთხელ მურ­მან ლე­ბა­ნი­ძის ინ­ტერ­ვიუ წა­ვი­კი­თხე, აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე წერ­და, - "არ ღირს თა­მა­ში, რაც უნდა მო­ი­გო, ყვე­ლა­ზე ძვირ­ფასს, დროს აგე­ბო". ეს სი­ტყვე­ბი მა­შინ მახ­სენ­დე­ბა, როცა კა­ზი­ნო­ში შეს­ვლას და­ვა­პი­რებ და უკან ვბრუნ­დე­ბი.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

როგორ მოიტაცა საცოლე კობა ბარათელმა

როგორ მოიტაცა საცოლე კობა ბარათელმა

იმერეთის შუაგულში დაიბადა. ბავშვობაში თალიკო მასწავლებელს დაჰპირდა, მშენებელი გამოვალ და სიარული რომ გიჭირთ, პირველ სართულზე მოგცემთ ბინასო. სურვილი ვერ შეუსრულა, მაგრამ ეკრანზე განსახიერებული როლებით კი გააკვირვა დაწყებითი კლასების პედაგოგი. მისთვის "კავეენი" იყო საშუალება, რომელმაც შემდგომი განვითარების გზა აჩვენა. უკვე ბევრი წელია კობა ბარათელი "კომედი შოუს" ჯგუფში ირიცხება. დღეს მის ცხოვრების გზას გავუყევით და გზადაგზა საინტერესო დეტალებიც აღმოვაჩინეთ.

- იმერეთის შუაგულში, ქალაქ ქუთაისში დავიბადე. რომ დავიბადე, ამხელა არ ვიყავი, იმიტომ, რომ გამოცდილება არ მქონდა მაშინ (იცინის), თან დედას მშობიარობის ამბავიც გავითვალისწინე და 3 კილო და 700 გრამი გავჩნდი. ისე, მაშინ ჩემი სასწორით არ დავდიოდი და არ ვიცი, შეიძლება მომატყუეს კიდეც. დედა ფილოლოგი გახლავთ. მამა სამთო ინჟინერია. მაღაროში მუშაობდა და ტყვარჩელში გადავედით საცხოვრებლად, აფხაზეთში.

- დედმამიშვილი გყავს?

- კი, კახაბერ ბარათელი, სამი წლით უმცროსია ჩემზე. იმერეთში ასე ამბობენ, სამი წლით ჯობიაო. ასე რომ, სამი წლით ვჯობივარ კახას. ერთხელ ბებიაჩემის ასაკს ვიხსენებდით და რომ ვერ დავადგინეთ, გამახსენდა, ასე ამბობდა, ბაბუაშენი შვიდი წლით მჯობდაო.

- ბებიები და ბაბუები თუ ერეოდნენ თქვენს აღზრდა-განათლებაში?

- მამაჩემის მამა 1974 წელს გარდაიცვალა. მაშინ 5 წლის ვიყავი და კარგად არ მახსოვს. მეორე ბაბუა 1942 წელს გარდაიცვალა ქერჩში. ორივე ბებიას მარიამი ერქვა. მივლიდნენ, მათამამებდნენ. თვალში რომ ჩავვარდნოდი, თითს არ ამოისვამდა არც ერთი, განსაკუთრებით დედაჩემის დედა, უსაყვარლესი შვილიშვილი ვიყავი მისთვის. მშობლები მუშაობდნენ. სანამ ქუთაისში ვცხოვრობდით, ბებია მივლიდა, ტყვარჩელში რომ გადავედით საცხოვრებლად, ისეთი საყვარელი და ლამაზი ბავშვი ვიყავი, მეზობლებს ჩხუბი ჰქონდათ, არა მე გავზრდი, არა მეო. ჭკვიანი ბავშვი ვიყავი. ხელს არავის ვუშლიდი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არც კომპიუტერი იყო და არც ინტერნეტი. ჩემთვის ვთამაშობდი.

- რით ერთობოდით საბჭოთა ბავშვები?

- ონკანთან ვერთობოდით. გავაღებდით, დავკეტავდით, ისევ გავაღებდით, ისევ დავკეტავდით და ასე...

- მშობლებიდან რომელი უფრო მკაცრი იყო?

- ჩემი ძმის მიმართ არც ერთი. ეშმაკი იყო კახა, როგორც კი შეატყობდა, რომ მის დასჯას აპირებდნენ, მაშინვე საპირფარეშოში ჩაიკეტებოდა და არ გამოდიოდა, სანამ მოსალოდნელი საფრთხე არ გაივლიდა. მე პირდაპირ ვხვდებოდი პრობლემებს, თვალს თვალში ვუყრიდი, ხშირ შემთხვევაში წკეპლაც მომხვედრია მამისგან.

- რას აშავებდი ასეთს?

- სიგარეტის მოწევაზე დავისაჯე ძალიან მკაცრად. მე-9 კლასში ვიყავი, ნამწვავი რომ ჩავტოვე საპირფარეშოში. კვალი არ გავაქრე. დილით დედაჩემმა მითხრა, მამაშენი გადარეულია და არ ვიცი, საღამოს გადაურჩები თუ არაო. საღამოს რომ მოვიდა მამა სახლში, ჯერ არაფერი მითხრა, ვიფიქრე, დედაჩემმა მომატყუა-მეთქი. ხანმოკლე აღმოჩნდა ჩემი ბედნიერება. რატომ მოსწიე სიგარეტიო, მკითხა. სტუმარი გვყავდა თან სახლში, ვიფიქრე, ამასთან არ დამსჯის-მეთქი. კბილი მტკიოდა-მეთქი, ვუპასუხე. ბრტყელტუჩა გამოიტანა, აბა მანახვე, რომელი კბილი გტკიოდაო და დაიწყო სპარტანული აღზრდა. მას მერე 5-6 თვე სიგარეტის "ბიჩოკსაც" კი თვალს ვარიდებდი. დღეს ეს ყველაფერი რომ მახსენდება, ნერვიულობისგან 3-4 კოლოფს ვეწევი დღეში.

- ვის ჰგავხარ ხასიათით?

- უფრო დედას, გარეგნობითაც და ხასიათითაც. მერყევი ხასიათი გვაქვს ორივეს. ერთ ამბავს მოგიყვებით და თავად განსაჯეთ. დასავლეთში მივდივარ ამას წინათ. დედაჩემი სოფელშია. მირეკავს, - რას შვრებიო. - ქუთაისში ვარ-მეთქი. - შემოიარე სოფელში, თუ გინდა და მამაშენიც წაიყვანეო. - კარგი-მეთქი. - მარტო მოდიხარო? - არა, ბიცოლა მახლავს თან-მეთქი. ხუთ წუთში მირეკავს, - არ გინდა, ნუ გამოივლი, წამოყვება მამაშენი ავტობუსს, თინა თუ გიზის მანქანაში, რამე ხომ უნდა მოვამზადო და არ მცალია ახლაო. ცოტა ხანში ისევ მირეკავს, - ანდა შემოიარე, შემოიარე, რას იტყვის თინა, უხერხულიაო. - კარგი-მეთქი. ხუთ წუთში ისევ მირეკავს, - მამაშენმა თქვა ჩემითაც წავალ, რას აწუხებ მაგ ბიჭსო. ამასობაში ვუახლოვდები უკვე ზესტაფონს, ისევ მირეკავს, - თუ წამოხვალ, პური წამოიღე, ხომ იცი, აქ არ იყიდებაო. ვიყიდე. ხუთ წუთში ისევ დამირეკა, - გადავიფიქრეო. ბოლოს სოფლის გადასახვევთან გავაჩერე მანქანა და დავურეკე, - საბოლოო პასუხი მჭირდება, საით წავიდე-მეთქი, გავუარე ბოლოს, მიგვიშვა სახლში.

- შენ რაზე ორჭოფობ ხოლმე?

- ყველაფერზე. დილით სამსახურში რომ მივდივარ და მინდა კიდევ რამე მოვასწრო, მაგალითად, წასასვლელი ვარ ბანკში ან ტელეფონის ფული მაქვს გადასახდელი. იმაზე ფიქრში, რომელში წავიდე, ხშირად საავარიო სიტუაციაც შემიქმნია. ვერ გამიგია, მარცხნივ მოვუხვიო თუ მარჯვნივ.

- ცოლის მოყვანაზეც ბევრი იფიქრე?

- ცოლის მოყვანის ამბავშიც ბეწვზე ვარ გადარჩენილი. კიდევ კარგი, კაცი არ მოვიყვანე ცოლად (იცინის), დიდხანს ვიფიქრე ჯემალა ჯობდა თუ ნინო, ბოლოს ნინოს მოუწია რიგმა და გაუმართლა.

- შენ უფრო გაგიმართლა თუ მას?

- მას უფრო მეტად.

- სანამ სასიყვარულო გამოცდილებაზე გადავალთ, პროფესია როგორ აირჩიე ის გვიამბე...

- თეატრალურზე მინდოდა ჩამებარებინა, მაგრამ ეტყობა, ჩემები მიხვდნენ, რომ დიდი მსახიობი ვერ დადგებოდა ჩემგან. თან ჩემმა დაწყებითი კლასების პედაგოგმა გამახსენა, მშენებელი ინჟინერი უნდა გამოსულიყავი შენო. ასე მითქვამს პირველ კლასში. თალიკო მასწავლებელი მიზეზით რომ დაინტერესებულა, სიარული გიჭირთ და პირველ სართულზე მოგცემთ ბინას-მეთქი, მიპასუხია. მოკლედ, თალიკო მასწავლებლის წყალობით ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე ჩავაბარე.

- მშენებლობიდან იუმორში როგორ მოხვდი?

- ქუთაისური "კავეენის" წყალობით. მასლიაკოვმა "კავეენი" რომ აღადგინა, ამასობაში ჯარიდან დავბრუნდი. "კავეენი" რომ არა, უინტერესო იქნებოდა ჩემი და არა მარტო ჩემი ცხოვრება. ეს შეჯიბრება სხვანაირად ხსნის გონებას. სულ სხვა თვალით შევხედე ყველაფერს.

- ჯარი ახსენე, რა გამოცდილება მოგცა სამხედრო სამსახურმა?

- იქ ვისწავლე შარვლების გარეცხვა, გაუთოება (იცინის). რუსების ჯარში ვიყავი, ოკუპანტების ჯარში. დამოუკიდებლობა იქ ვისწავლე, მაგრამ ამისთვის ჯარი რა აუცილებელია, რისი სწავლაც გინდა, ისედაც ისწავლი.

- მაშინაც ასეთი "მრგვალი" იყავი?

- კი, და 40 კილო დავიკელი. მიუხედავად იმისა, რომ დილით ადგომა არასდროს მიჭირდა, ძილისგუდა არასდროს ვყოფილვარ, საწყის ეტაპზე ვარჯიში გამიჭირდა. მერე გავბრაზდი, შემრცხვა, რატომ უნდა ვიყო ამხელა-მეთქი და სხვებზე ადრე ვდგებოდი, რომ მევარჯიშა. თან დიეტაც დავიცავი და მაგრადაც დავიკელი.

- პირველი სამსახური, პირველი ხელფასი...

- სანამ ქუთაისში ვიყავით, კონცერტებზე გამოვდიოდი. მიწაზეც მიმუშავია, გლეხობაც გამოცდილი მაქვს, თოხნაც, ვენახის მოვლაც, ხელებზე "მაზოლებიც". ერთხელ ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. ფული დამჭირდა. სხვა ვერაფერი "პრასვეტი" ვერ ვნახე და შავ მუშად ვიმუშავე ზესტაფონში, მზის გულზე. ლითონს ვეძებდით მდინარის პირზე და ვაბარებდით. კონცერტებიდანაც შემოდიოდა ფული, ორ კილო შოკოლადს იყიდდი. იმ პერიოდში არც არავის ულხინდა, მაგრამ შიმშილი ნამდვილად არ ყოფილა.

- ქართული ტრადიციული სუფრა და მოლხენა გიყვარს, როგორც ვიცი.

- მიყვარს, ოღონდ იმდენს ვეღარ ვსვამ, რამდენსაც ჯეელობაში. მაინც მომდევს აკვიატებული აზრი, რომ ყველაზე მეტის დალევა შემიძლია და ღვინოს ვიპარავ. სხვები ღვინის მოპარვას იმას ეძახიან, რომ არ სვამენ, მე იმაზე მეტს ვსვამ, ვიდრე მეკუთვნის. მავიწყდება, იმ ასაკში რომ აღარ ვარ.

- მაინც რა ასაკში ხარ?

- ოთარ მამფორიას ჰკითხეს ერთხელ, როგორ ხარო. დავბერდიო, უპასუხა. რაზე მიხვდიო, ჰკითხეს. რა ვიცი, ადრე გოგოები მეუბნებოდნენ, რა კარგი ბიჭი ხარო და ახლა მეუბნებიან, რა კარგი კოსტიუმი გაცვიაო. დაახლოებით ასეთ ასაკში ვარ მეც. ჩემი პიჯაკი ევასება ყველას. ეგ არაფერი, მე კი არა, ბილ კლინტონი დაბერდა.

- შენზე მითხრეს, რესტორანში მიკროფონს ართმევს მუსიკოსებს და მღერისო. მუსიკალური გამოცდილება საიდან გაქვს?

- აუფ, გამიბაზრდა ეგეც? კი, ზოგჯერ ვმღერი. ბაბუაჩემს უყვარდა თურმე გიტარით ქალების მოხიბვლა. ამის გამო მოკლეს ქერჩში, თორემ ისე რას ერჩოდნენ (იცინის). ცოტ-ცოტას მეც ვუკრავ გიტარაზე და ფორტეპიანოზე. გიტარის დაკვრა რომ დავიწყე, ჯარში ვიყავი. იქ არ იყვნენ გოგონები და კაცებს ხომ არ მოვხიბლავდი?!

- სასიყვარულო გამოცდილებასაც მივადექით...

- პირველი კლასიდან მიყვარდა, თითო წელს 2-2 გოგო. გამოდის, რომ სკოლის პერიოდში სულ 22 გოგო მიყვარდა. მერე, როცა ლუდი გავსინჯე, ის შემიყვარდა. ჯერ ლუდს არ უღალატია ჩემთვის.

- შეყვარებულს უღალატია?

- კი, აბა ის 22-ვე გასათხოვარი ხომ არ დარჩებოდა (იცინის). ხუმრობა იქით იყოს და, ჯარიდან რომ დავბრუნდი, მართლა დამხვდა შეყვარებული გათხოვილი. მშობლებმა არ გამაგებინეს ჯარში, ინერვიულებსო და რომ დავბრუნდი, ელდა მეცა. ჯერ არ ვიჯერებდი, მერე, ფეხმძიმედ რომ ვნახე ინსტიტუტში, დავიჯერე. კარგი ოჯახი შექმნა. მისი ბედნიერება მახარებს.

- შენი ბედნიერება როდის მოვიდა?

- 1992 წლის 22 ივნისი იყო. ომი რომ დაიწყო გერმანიასთან, იმ დღეს დაემთხვა. ინსტიტუტში გავიცანით ერთმანეთი, მერე პრაქტიკებზე ვიყავით ერთად. მიწისძვრისგან დანგრეულ რაჭას ვაშენებდით სტუდენტები თვე-ნახევარი, იქ გადაირია ჩემზე, მაგრამ ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავს, უფრო გადაირევა.

- იმიტომ, რომ სინამდვილეში შენ გადაირიე და არა ის, არა?

- შეიძლება. იმნაირ ასაკში ვარ, ვეღარ ვიმახსოვრებ ყველაფერს.

- როგორ მოხიბლე მომავალი მეუღლე?

- მე ხომ ყველას ვევასები. მოვიტაცე ნინო. იმდენი ფული მქონდა, რომ საწვავი ქუთაისიდან ზესტაფონამდე გვეყო, თავიდან კი იყო უარზე, მაგრამ რომ ნახა, უკან წამოსასვლელი საწვავი აღარ გვქონდა, დარჩა.

- ვინ არის შენი მეუღლე, გაგვაცანი, რას საქმიანობს?

- რემონტს აკეთებს ახლა სახლში, ექვსი თვეა უკვე. ჩემ მაგივრად დადის ელიავაზეც. ისეა გადართული, საღამოს რომ ვურეკავ, საჭმელი რა გვაქვს-მეთქი, შპალერიო, უპასუხია. ნინო ახვლედიანია ჩემი მეუღლე.

- ორი შვილი გაჩუქა ქალბატონმა ნინომ, თავად რა გამოცდილებას უზიარებ შვილებს?

- ჯერ ერთი, მან კი არ მაჩუქა, მე ვაჩუქე. უფროსი, ნიკო, 18 წლის გახდება მალე, მარიამი 11 წლის არის. გამოცდილებას და აღზრდა-განათლებას რაც შეეხება, საკმაოდ ლოიალური მამა ვარ. იმდენად ცოტა ხნით ვნახულობ შვილებს, მკაცრი ვერც ვიქნები.

- ოცდაერთწლიანი ოჯახი გაქვს, როგორ გგონია, რა სჭირდება ქალს ბედნიერებისთვის?

- ბევრი ფული სჭირდებათ ქალებს, კაცებს სითბო გვჭირდება მხოლოდ, ამას ვჯერდებით. ფული ხომ თავად მოგვაქვს.

- დასასრულ, შეცდომებზეც გკითხავ. რა გაფიქრებს და გადარდებს შენი ცხოვრებიდან, დრო რომ უკან დაბრუნდეს, რას შეცვლიდი?

- აზარტული ვარ ძალიან და ამის გამო არაერთხელ წავიმტვრიე ცხვირი. ამიტომ ყველას მინდა ვუთხრა, ვინც მსგავსი თამაშებით ერთობა, შეეშვან, კარგს არაფერს მოიტანს ეს. ერთხელ მურმან ლებანიძის ინტერვიუ წავიკითხე, აზარტულ თამაშებზე წერდა, - "არ ღირს თამაში, რაც უნდა მოიგო, ყველაზე ძვირფასს, დროს აგებო". ეს სიტყვები მაშინ მახსენდება, როცა კაზინოში შესვლას დავაპირებ და უკან ვბრუნდები.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება