საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ზაუტაშვილი: "სიმართლისთვის ბრძოლას ვიწყებთ!"
ნინო ზაუტაშვილი: "სიმართლისთვის ბრძოლას ვიწყებთ!"

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო­სა და თა­ნამ­შრო­მელ­თა და­პი­რის­პი­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ახალ ფა­ზა­ში შევა. პირ­ვე­ლი არ­ხის თა­ნამ­შრო­მელ­თა ერ­თმა ჯგუფ­მა გა­და­წყვი­ტა, ბორ­დის გა­დად­გო­მი­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხის სა­მარ­თლებ­რი­ვად შეს­წავ­ლის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლო­ში იჩივ­ლოს.

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭომ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, მი­ზე­ზად კი არხზე გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლის მიერ კრი­ზი­სუ­ლი ვი­თა­რე­ბის შექ­მნა და­ა­სა­ხე­ლა.

"სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭომ გა­ნი­ხი­ლა მა­უ­წყე­ბელ­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა, რო­მელ­საც წინ უძღო­და მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლის მიერ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის, ხა­თუ­ნა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბა და ამ უკა­ნას­კნე­ლის მიერ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ში ჩა­რე­ვის, პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლი­სა და ფი­ნან­სუ­რი გა­რი­გე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა­ში. ასე­თი კრი­ზი­სუ­ლი ვი­თა­რე­ბის შექ­მნა იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც მა­უ­წყე­ბელ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა მრა­ვალ­მხრი­ვი ზე­წო­ლა, მიგ­ვაჩ­ნია უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბად და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის საფრ­თხის შემ­ცვე­ლად", - ნათ­ქვა­მია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

არ­ხის თა­ნამ­შრო­მელ­თა ნა­წი­ლის აზ­რით, ბა­რა­თაშ­ვი­ლი უკა­ნო­ნოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ბორ­დი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ("ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის") ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას ცდი­ლობს.

ბორ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკა­ნო­ნოდ მი­აჩ­ნია ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ა­საც, ამი­ტო­მაც არხზე შექ­მნი­ლი სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მის გარ­ჩე­ვა სა­სა­მარ­თლო­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლი, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" წამ­ყვა­ნი: - ჩვენ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­თან გავ­გზავ­ნეთ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რი­ლი თხოვ­ნა ბორ­დის გა­და­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამას­თან, ამ დღე­ებ­ში სა­სა­მარ­თლო­ში შევა ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სარ­ჩე­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მად, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან უკა­ნო­ნოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლი. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო იყო სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის (15 კაცი) ორი მე­სა­მე­დი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი 9 პირ­მა მი­ი­ღო. ეს კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა და ჩვენ პო­ზი­ცი­ის დათ­მო­ბას არ ვა­პი­რებთ. სი­მარ­თლის­თვის ბრძო­ლას ვი­წყებთ. მომ­ზად­და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ნო­ნის ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში მო­სას­მე­ნად მი­ი­ღეს. ბორ­დი უნდა გა­დად­გეს, რად­გან ის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რია - არ იც­ნობს კა­ნო­ნებს, არ გა­აჩ­ნია სა­ფუძ­ვლი­ა­ნი არ­გუ­მენ­ტე­ბი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღე­ბენ, ვერ გე­ტყვი­ან, რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რი­ათ. ტე­ლე­ვი­ზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ა­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია. ბორ­დი არ არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი იმ პი­რე­ბით, ვი­საც ტე­ლე­ვი­ზი­ის გან­ვი­თა­რე­ბა სურს.

სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან გა­ხე­ლა­ძის აზ­რით კი, ბორდს მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი ჩა­უ­დე­ნია და კა­ნონ­დარ­ღვე­ვა­ში პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ნინო ზაუტაშვილი: "სიმართლისთვის ბრძოლას ვიწყებთ!"

ნინო ზაუტაშვილი: "სიმართლისთვის ბრძოლას ვიწყებთ!"

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და თანამშრომელთა დაპირისპირება, სავარაუდოდ, ახალ ფაზაში შევა. პირველი არხის თანამშრომელთა ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, ბორდის გადადგომისა და გენერალური დირექტორის გადაყენების საკითხის სამართლებრივად შესწავლის მოთხოვნით სასამართლოში იჩივლოს.

საზოგადოებრივ მაუწყებელში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მიზეზად კი არხზე გიორგი ბარათაშვილის მიერ კრიზისული ვითარების შექმნა დაასახელა.

"სამეურვეო საბჭომ განიხილა მაუწყებელში შექმნილი ვითარება, რომელსაც წინ უძღოდა მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ბერძენიშვილის თანამდებობიდან გადაყენება და ამ უკანასკნელის მიერ გენერალური დირექტორის დადანაშაულება სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის, პოლიტიკური ზეწოლისა და ფინანსური გარიგების შეთავაზებაში. ასეთი კრიზისული ვითარების შექმნა იმ პირობებში, როდესაც მაუწყებელზე ხორციელდება მრავალმხრივი ზეწოლა, მიგვაჩნია უპასუხისმგებლობად და საზოგადოებრივი ინტერესების საფრთხის შემცველად", - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სპეციალურ განცხადებაში.

არხის თანამშრომელთა ნაწილის აზრით, ბარათაშვილი უკანონოდ გაათავისუფლეს და როგორც სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ბორდი პოლიტიკური ძალის ("ნაციონალური მოძრაობის") ინტერესების დაცვას ცდილობს.

ბორდის გადაწყვეტილება უკანონოდ მიაჩნია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც, ამიტომაც არხზე შექმნილი საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, საქმის გარჩევა სასამართლოში გაგრძელდება.

ნინო ზაუტაშვილი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წამყვანი: - ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გავგზავნეთ თანამშრომლების ხელმოწერილი თხოვნა ბორდის გადაყენების თაობაზე. ამასთან, ამ დღეებში სასამართლოში შევა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული სარჩელი, რომლის თანახმად, თანამდებობიდან უკანონოდ გაათავისუფლეს გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი. ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო სრული შემადგენლობის (15 კაცი) ორი მესამედი, გადაწყვეტილება კი 9 პირმა მიიღო. ეს კანონდარღვევაა და ჩვენ პოზიციის დათმობას არ ვაპირებთ. სიმართლისთვის ბრძოლას ვიწყებთ. მომზადდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული კანონის ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტში მოსასმენად მიიღეს. ბორდი უნდა გადადგეს, რადგან ის არაკომპეტენტურია - არ იცნობს კანონებს, არ გააჩნია საფუძვლიანი არგუმენტები, რის საფუძველზეც გადაწყვეტილებებს იღებენ, ვერ გეტყვიან, რა პასუხისმგებლობა აკისრიათ. ტელევიზიის განვითარების სტრატეგიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ბორდი არ არის დაკომპლექტებული იმ პირებით, ვისაც ტელევიზიის განვითარება სურს.

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძის აზრით კი, ბორდს მართლსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია და კანონდარღვევაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ადანაშაულებს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები