საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნი, რომელიც შეგძრავთ და სიცოცხლესაც მოგაწყურებთ
წიგნი, რომელიც შეგძრავთ და სიცოცხლესაც მოგაწყურებთ

"გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L"-მა მკი­თხველს უკვე შეს­თა­ვა­ზა მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ექ­ტი - "50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ", სა­დაც შე­ვი­და მკი­თხვე­ლის არ­ჩე­უ­ლი 50 სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნი მსოფ­ლიო და ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გან­ძუ­რი­დან. პრო­ექ­ტი წარ­მო­უდ­გენ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა. "50 წიგ­ნის" შემ­დეგ "გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-"მა ყვე­ლა დრო­ის წიგნ­თა წიგ­ნი - "ბიბ­ლია" გა­მოს­ცა. მაგ­რამ ამით პრო­ექ­ტი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი მკი­თხვე­ლის თხოვ­ნით მსოფ­ლიო და ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გან­ძუ­რი­დან კი­დევ 49 წიგ­ნი შე­ირ­ჩე­ვა. სა­ბო­ლო­ოდ, ამ ბიბ­ლი­ო­თე­კის სრუ­ლი კომ­პლექ­ტი 100 წიგ­ნის­გან შედ­გე­ბა: "50+ ბიბ­ლია + 49, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ".

მო­მა­ვალ კვი­რას "კვი­რის პა­ლიტ­რის" მკი­თხვე­ლი პრო­ექ­ტის - "კი­დევ 49 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ" პირ­ველ წიგნს, ერიხ მა­რია რე­მარ­კის რო­მანს "ჟამი სიყ­ვა­რუ­ლი­სა, ჟამი სიკ­ვდი­ლი­სა" მი­ი­ღებს.

ერიხ მა­რია რე­მარ­კი XX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი მწე­რა­ლია.

ერიხ მა­რია რე­მარ­კი 1898 წელს, ქა­ლაქ ოს­ნაბ­რი­უკ­ში (ქვე­და საქ­სო­ნია) და­ი­ბა­და. სწავ­ლობ­და სა­ეკ­ლე­სიო სკო­ლა­ში, კა­თო­ლი­კურ სე­მი­ნა­რი­ა­ში. პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს. 1917 წელს მძი­მედ და­იჭ­რა და ომის დას­რუ­ლე­ბამ­დე ჰოს­პი­ტალ­ში მკურ­ნა­ლობ­და... სწო­რედ ომის გა­მოც­დი­ლე­ბა, მძაფ­რი გან­ცდე­ბი და­ე­დო სა­ფუძ­ვლად მის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ რო­მანს "და­სავ­ლე­თის ფრონ­ტი უც­ვლე­ლია", რო­მე­ლიც 1929 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა. ამ წიგნ­მა რე­მარკს სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა, რად­გან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად წრფე­ლი, მარ­თა­ლი, სას­ტი­კი და თან, ადა­მი­ა­ნუ­რია. ეს არის წიგ­ნი "და­კარ­გუ­ლი თა­ო­ბის" (თვით ეს გა­მოთ­ქმა რე­მარკს ეკუთ­ვნის), ანუ ახალ­გაზ­რდე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც ომის სა­ში­ნე­ლე­ბამ ცხოვ­რე­ბის საზ­რი­სი და­უ­კარ­გა, - მიხ­ვდნენ, "სა­ზარ­ბაზ­ნე ხორ­ცად" გა­მო­ი­ყე­ნეს...

მისი მე­ო­რე შე­სა­ნიშ­ნა­ვი რო­მა­ნი, "ჟამი სიყ­ვა­რუ­ლი­სა, ჟამი სიკ­ვდი­ლი­სა" მოგ­ვი­თხრობს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომზე, უბ­რა­ლო გერ­მა­ნელ ჯა­რის­კაც­ზე, რო­მე­ლიც ფრონტზეა ომის და­წყე­ბის დღი­დან და სამ­კვი­რი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბით ჩა­დის მშობ­ლი­ურ ვერ­დენ­ში, თუმ­ცა ნა­ნატ­რი სიმ­შვი­დე არც იქ ხვდე­ბა, მო­კავ­ში­რე­ე­ბი ქა­ლაქს გა­ნუ­წყვეტ­ლივ ბომ­ბა­ვენ. ერნსტ გრე­ბე­რი (ასე ჰქვია მთა­ვარ გმირს) შეხ­ვდე­ბა ოცი წლის ქა­ლიშ­ვილს, ელი­ზა­ბეტ კრუ­ზეს. ახალ­გაზ­რდებს შო­რის იფეთ­ქებს სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც ტრა­გი­კუ­ლია, რად­გან მო­მა­ვა­ლი არ უწე­რია.

ყო­ველ­თვის, როცა ახა­ლი წიგ­ნი ჩა­მი­ვარ­დე­ბა ხელ­ში, დავ­ფიქ­რდე­ბი ხოლ­მე, ღირს თუ არა ამა­ზე დრო­ის ხარ­ჯვა - ანუ რა­ტომ უნდა წა­ვი­კი­თხო მა­ინ­ცდა­მა­ინც ეს წიგ­ნი? ბუ­ნებ­რი­ვია, მსგავ­სი კი­თხვა თქვენც გიჩ­ნდე­ბათ - ამ შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხი ასე მე­სა­ხე­ბა: ეს არის წიგ­ნი, რო­მე­ლიც და­გა­ფიქ­რებთ, შეგძრავთ, და მი­უ­ხე­და­ვად ომის სი­სას­ტი­კი­სა, სი­ცო­ცხლეს მო­გა­წყუ­რებთ... ეს სა­ოც­რად ამაღ­ლე­ბუ­ლი, ნა­ტი­ფი და გულ­ში ჩამ­წვდო­მი ამ­ბა­ვია სიყ­ვა­რუ­ლი­სა - რო­მანს თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ერ­ქვას "ჟამი სიყ­ვა­რუ­ლი­სა, ჟამი სიკ­ვდი­ლი­სა" (სხვა­თა შო­რის, ზუს­ტად ასე ჰქვია მას ინ­გლი­სურ თარ­გმან­ში), რად­გან გიყ­ვარ­დეს და იცო­ცხლო - რე­მარ­კის­თვის სი­ნო­ნი­მე­ბია. სი­ცო­ცხლის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა - სიკ­ვდი­ლია! სიკ­ვდი­ლის გა­და­ლახ­ვა, მისი და­მარ­ცხე­ბა მხო­ლოდ სიყ­ვა­რულს ძა­ლუძს. რე­მარ­კი სა­ო­ცა­რი რე­ა­ლიზ­მით, სა­ო­ცა­რი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბით აღ­წერს თა­ვი­სი გმი­რე­ბის ტრა­გი­კულ ხვედრს და მის ნა­წერ­ში ცხოვ­რე­ბას ეს ტრა­გიზ­მი თით­ქოს ახალ გან­ზო­მი­ლე­ბას სძენს, ადა­მი­ა­ნუ­რო­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის ჰიმ­ნად იქ­ცე­ვა.

სი­ცო­ცხლეს მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლი ამარ­თლებს და ასულ­დგმუ­ლებს!

რე­მარ­კი დიდი ჰუ­მა­ნის­ტი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ოს­ტა­ტია - რო­მა­ნი ერთი ამო­სუნ­თქვით იკი­თხე­ბა. მთა­ვა­რი გმი­რი, რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი, ჩვენ თვალ­წინ ნელ-ნელა გარ­და­იქ­მნე­ბა, მას­ში ადა­მი­ა­ნი იღ­ვი­ძებს, რო­მე­ლიც, ბო­ლოს და ბო­ლოს, წინ აღუდ­გე­ბა, და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა ბო­რო­ტე­ბას, ომს ბრმა ია­რა­ღად რომ უნ­დო­და გა­და­ექ­ცია. რო­მა­ნი იწყე­ბა რუსი პარ­ტი­ზა­ნე­ბის დახ­ვრე­ტის სცე­ნით, - ამა­ში ერნსტ გრე­ბე­რიც მო­ნა­წი­ლე­ობს, - და მთავ­რდე­ბა ანა­ლო­გი­უ­რი სცე­ნით, ოღონდ მისი ფი­ნა­ლი ამ­ჯე­რად სრუ­ლი­ად სხვაა. რე­მარკს არა აქვს "ჰეფი ენდი" - რე­მარ­კი სას­ტი­კია, ცხოვ­რე­ბა­სა­ვით...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

წიგნი, რომელიც შეგძრავთ და სიცოცხლესაც მოგაწყურებთ

წიგნი, რომელიც შეგძრავთ და სიცოცხლესაც მოგაწყურებთ

"გამომცემლობა პალიტრა L"-მა მკითხველს უკვე შესთავაზა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში პოპულარული პროექტი - "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", სადაც შევიდა მკითხველის არჩეული 50 საუკეთესო წიგნი მსოფლიო და ქართული ლიტერატურის საგანძურიდან. პროექტი წარმოუდგენლად წარმატებული გამოდგა. "50 წიგნის" შემდეგ "გამომცემლობა პალიტრა L-"მა ყველა დროის წიგნთა წიგნი - "ბიბლია" გამოსცა. მაგრამ ამით პროექტი არ დასრულებულა. მრავალათასიანი მკითხველის თხოვნით მსოფლიო და ქართული ლიტერატურის საგანძურიდან კიდევ 49 წიგნი შეირჩევა. საბოლოოდ, ამ ბიბლიოთეკის სრული კომპლექტი 100 წიგნისგან შედგება: "50+ ბიბლია + 49, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ".

მომავალ კვირას "კვირის პალიტრის" მკითხველი პროექტის - "კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" პირველ წიგნს, ერიხ მარია რემარკის რომანს "ჟამი სიყვარულისა, ჟამი სიკვდილისა" მიიღებს.

ერიხ მარია რემარკი XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანელი მწერალია.

ერიხ მარია რემარკი 1898 წელს, ქალაქ ოსნაბრიუკში (ქვედა საქსონია) დაიბადა. სწავლობდა საეკლესიო სკოლაში, კათოლიკურ სემინარიაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჯარში გაიწვიეს. 1917 წელს მძიმედ დაიჭრა და ომის დასრულებამდე ჰოსპიტალში მკურნალობდა... სწორედ ომის გამოცდილება, მძაფრი განცდები დაედო საფუძვლად მის ყველაზე გახმაურებულ რომანს "დასავლეთის ფრონტი უცვლელია", რომელიც 1929 წელს გამოქვეყნდა. ამ წიგნმა რემარკს საყოველთაო აღიარება მოუტანა, რადგან არაჩვეულებრივად წრფელი, მართალი, სასტიკი და თან, ადამიანურია. ეს არის წიგნი "დაკარგული თაობის" (თვით ეს გამოთქმა რემარკს ეკუთვნის), ანუ ახალგაზრდების შესახებ, რომელთაც ომის საშინელებამ ცხოვრების საზრისი დაუკარგა, - მიხვდნენ, "საზარბაზნე ხორცად" გამოიყენეს...

მისი მეორე შესანიშნავი რომანი, "ჟამი სიყვარულისა, ჟამი სიკვდილისა" მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომზე, უბრალო გერმანელ ჯარისკაცზე, რომელიც ფრონტზეა ომის დაწყების დღიდან და სამკვირიანი შვებულებით ჩადის მშობლიურ ვერდენში, თუმცა ნანატრი სიმშვიდე არც იქ ხვდება, მოკავშირეები ქალაქს განუწყვეტლივ ბომბავენ. ერნსტ გრებერი (ასე ჰქვია მთავარ გმირს) შეხვდება ოცი წლის ქალიშვილს, ელიზაბეტ კრუზეს. ახალგაზრდებს შორის იფეთქებს სიყვარული, რომელიც ტრაგიკულია, რადგან მომავალი არ უწერია.

ყოველთვის, როცა ახალი წიგნი ჩამივარდება ხელში, დავფიქრდები ხოლმე, ღირს თუ არა ამაზე დროის ხარჯვა - ანუ რატომ უნდა წავიკითხო მაინცდამაინც ეს წიგნი? ბუნებრივია, მსგავსი კითხვა თქვენც გიჩნდებათ - ამ შემთხვევაში პასუხი ასე მესახება: ეს არის წიგნი, რომელიც დაგაფიქრებთ, შეგძრავთ, და მიუხედავად ომის სისასტიკისა, სიცოცხლეს მოგაწყურებთ... ეს საოცრად ამაღლებული, ნატიფი და გულში ჩამწვდომი ამბავია სიყვარულისა - რომანს თავისუფლად შეიძლება ერქვას "ჟამი სიყვარულისა, ჟამი სიკვდილისა" (სხვათა შორის, ზუსტად ასე ჰქვია მას ინგლისურ თარგმანში), რადგან გიყვარდეს და იცოცხლო - რემარკისთვის სინონიმებია. სიცოცხლის მთავარი პრობლემა - სიკვდილია! სიკვდილის გადალახვა, მისი დამარცხება მხოლოდ სიყვარულს ძალუძს. რემარკი საოცარი რეალიზმით, საოცარი დამაჯერებლობით აღწერს თავისი გმირების ტრაგიკულ ხვედრს და მის ნაწერში ცხოვრებას ეს ტრაგიზმი თითქოს ახალ განზომილებას სძენს, ადამიანურობისა და სიყვარულის ჰიმნად იქცევა.

სიცოცხლეს მხოლოდ სიყვარული ამართლებს და ასულდგმულებს!

რემარკი დიდი ჰუმანისტი და შესანიშნავი ოსტატია - რომანი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. მთავარი გმირი, რიგითი ჯარისკაცი, ჩვენ თვალწინ ნელ-ნელა გარდაიქმნება, მასში ადამიანი იღვიძებს, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, წინ აღუდგება, დაუპირისპირდება ბოროტებას, ომს ბრმა იარაღად რომ უნდოდა გადაექცია. რომანი იწყება რუსი პარტიზანების დახვრეტის სცენით, - ამაში ერნსტ გრებერიც მონაწილეობს, - და მთავრდება ანალოგიური სცენით, ოღონდ მისი ფინალი ამჯერად სრულიად სხვაა. რემარკს არა აქვს "ჰეფი ენდი" - რემარკი სასტიკია, ცხოვრებასავით...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს