მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა
აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ავ­ტო­რი­ზა­ცია შე­უ­ჩერ­და. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი დას­კვნის გან­ხილ­ვის შემ­დეგ საბ­ჭოს წევ­რებ­მა ღია კენ­ჭისყ­რის შე­დე­გად და­ამ­ტკი­ცეს.

და­ახ­ლო­ე­ბით 80 გვერ­დი­ან დას­კვნას საბ­ჭოს წევ­რე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან ერ­თად სა­ღა­მოს 20.00 სა­ა­თი­დან და­ახ­ლო­ე­ბით გამ­თე­ნი­ის 05.00 სა­ა­თამ­დე გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. ამის შემ­დეგ გა­ი­მარ­თა და­ხუ­რუ­ლი თათ­ბი­რი, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი კვლავ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან ერ­თად ღია კენ­ჭისყრა­ზე მი­ი­ღეს.

რო­გორც საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე კახი ყუ­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, აღ­მო­ჩე­ნილ სა­ავ­ტო­რი­ზა­ციო დარ­ღვე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით საბ­ჭოს წევ­რე­ბის აზრი ერ­თგვა­რო­ვა­ნი არ ყო­ფი­ლა, რიგ ჩა­მო­ნათ­ვალ­ზე და­ფიქ­სირ­და ერობ­ლი­ვი პო­ზი­ცია და ისი­ნი არ ჩა­ით­ვა­ლა არ­სე­ბით დარ­ღვე­ვე­ბად, ხოლო რიგ სა­კი­თხებ­ზე იყო ცალ­სა­ხა პო­ზი­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და უხეშ დარ­ღვე­ვებს.

ძი­რი­თად დარ­ღვე­ვებს შო­რის და­სა­ხელ­და აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის შერ­ჩე­ვი­სა და და­ნიშ­ვნის სა­კი­თხი, კერ­ძოდ, ის, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ი­ნიშ­ნა მხო­ლოდ მიწ­ვე­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი და დი­რექ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გა­ბა­თილ­და პერ­სო­ნა­ლის შერ­ჩე­ვის სა­კონ­კურ­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი.

მო­რიგ არ­სე­ბით დარ­ღვე­ვად ჩა­ით­ვა­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რის არ­ქო­ნა, ასე­ვე, გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის წეს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია სტუ­დენ­ტთა სტა­ტუ­სის შე­წყვე­ტის, შე­ჩე­რე­ბი­სა და შეც­ვლის სა­კი­თხებ­ზე. დარ­ღვე­ვებს შო­რის ასე­ვე და­სა­ხელ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვებ-გვერ­დზე სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი.

რო­გორც კახი ყუ­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სტუ­დენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი, მომ­დევ­ნო სე­მესტრის გან­მავ­ლო­ბა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­დე­ბა და ამა­ვე პე­რი­ოდ­ში სას­წავ­ლებ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა, აღ­მო­ჩე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბი გა­მო­ას­წო­როს და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ ხე­ლა­ხა­ლი გა­ნა­ცხა­დი წა­რად­გი­ნოს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსჯე­ლო­ბა სტუ­დენ­ტე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ისი­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე შე­ნო­ბას­თან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათი რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კი უშუ­ა­ლოდ სხდო­მა­საც ეს­წრე­ბო­და. მათ დარ­ბაზ­ში­ვე გა­აპ­რო­ტეს­ტეს საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და რექ­ტორ­თან ერ­თად ად­გილ­ზე­ვე უსა­მარ­თლოდ შე­ა­ფა­სეს მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი. გარ­და ამი­სა, პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა შე­ნო­ბას­თან შეკ­რე­ბი­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­და­ნაც. მათი გან­ცხა­დე­ბით, თუ რა ნა­ბი­ჯებს გა­დად­გა­მენ სა­მო­მავ­ლოდ, ამის შე­სა­ხებ უკვე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ცხად­დე­ბა. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ პრო­ცე­სი პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე გაგ­რძელ­დეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა

აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუჩერდა. ეს გადაწყვეტილება სპეციალური კომისიის მიერ მიღებული დასკვნის განხილვის შემდეგ საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრის შედეგად დაამტკიცეს.

დაახლოებით 80 გვერდიან დასკვნას საბჭოს წევრები დაინტერესებულ მხარეებთან ერთად საღამოს 20.00 საათიდან დაახლოებით გამთენიის 05.00 საათამდე განიხილავდნენ. ამის შემდეგ გაიმართა დახურული თათბირი, საბოლოო გადაწყვეტილება კი კვლავ დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ღია კენჭისყრაზე მიიღეს.

როგორც საბჭოს თავმჯდომარე კახი ყურაშვილმა განაცხადა, აღმოჩენილ საავტორიზაციო დარღვევებთან დაკავშირებით საბჭოს წევრების აზრი ერთგვაროვანი არ ყოფილა, რიგ ჩამონათვალზე დაფიქსირდა ერობლივი პოზიცია და ისინი არ ჩაითვალა არსებით დარღვევებად, ხოლო რიგ საკითხებზე იყო ცალსახა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევებს.

ძირითად დარღვევებს შორის დასახელდა აკადემიური პერსონალის შერჩევისა და დანიშვნის საკითხი, კერძოდ, ის, რომ უნივერსიტეტში დაინიშნა მხოლოდ მიწვეული პერსონალი და დირექტორის გადაწყვეტილებით, გაბათილდა პერსონალის შერჩევის საკონკურსო გადაწყვეტილებები.

მორიგ არსებით დარღვევად ჩაითვალა სავალდებულო ლიტერატურის არქონა, ასევე, განათლების აღიარების წესთან დაკავშირებით არსებული დარღვევები. კერძოდ, საუბარია სტუდენტთა სტატუსის შეწყვეტის, შეჩერებისა და შეცვლის საკითხებზე. დარღვევებს შორის ასევე დასახელდა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე სასწავლო პროგრამების შესახებ სავალდებულო ინფორმაციის დატანასთან დაკავშირებული პრობლემები.

როგორც კახი ყურაშვილმა აღნიშნა, აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის შეჩერების მიუხედავად, სტუდენტების ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული, მომდევნო სემესტრის განმავლობაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და ამავე პერიოდში სასწავლებლის ადმინისტრაციას შესაძლებლობა მიეცემა, აღმოჩენილი ხარვეზები გამოასწოროს და ავტორიზაციის მიღების შესახებ ხელახალი განაცხადი წარადგინოს.

აღსანიშნავია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნივერსიტეტის ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობა სტუდენტების საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ისინი გადაწყვეტილების გამოცხადებამდე შენობასთან იმყოფებოდნენ. მათი რამდენიმე წარმომადგენელი კი უშუალოდ სხდომასაც ესწრებოდა. მათ დარბაზშივე გააპროტესტეს საბჭოს გადაწყვეტილება და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და რექტორთან ერთად ადგილზევე უსამართლოდ შეაფასეს მიღებული შედეგი. გარდა ამისა, პროტესტი მოჰყვა შენობასთან შეკრებილი სტუდენტების მხრიდანაც. მათი განცხადებით, თუ რა ნაბიჯებს გადადგამენ სამომავლოდ, ამის შესახებ უკვე დღის განმავლობაში გამოცხადდება. არ არის გამორიცხული, რომ პროცესი პერმანენტული აქციების ფონზე გაგრძელდეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"