საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წითელას შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა
წითელას შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, წი­თე­ლას 24 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებ-გვერ­დზეა აღ­ნიშ­ნუ­ლი, სულ სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­თე­ლას 135 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, მათ­გან 120 თბი­ლის­ში. და­ა­ვა­დე­ბულ­თა­გან 73 ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი იყო.

გა­მოვ­ლე­ნილ შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა 20-29 წლის ასა­კობ­რივ ჯგუფ­ზე მო­დის და 67-ს შე­ად­გენს. შემ­დე­გი გავ­რცე­ლე­ბის ჯგუ­ფი 30 წელს ზე­მოთ ასა­კის პი­რე­ბი არი­ან, სა­დაც და­ა­ვა­დე­ბის 30 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი. და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვებ­მა მო­ი­მა­ტა 15-19 ასა­კობ­რივ ჯგუფ­შიც, სა­დაც 10 შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, რომ წი­თე­ლას შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა თე­ბერ­ვლის თვის ბო­ლო­დან შე­ი­ნიშ­ნე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნა შემ­დგო­მი 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ მოხ­დე­ბა და წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­თე­ლას ასე­უ­ლო­ბით შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზად 2008 წელს წი­თე­ლას იმუ­ნი­ზა­ცი­ის ჩაშ­ლას ასა­ხე­ლე­ბენ.

გა­სულ წელს სულ ქვე­ყა­ნა­ში წი­თე­ლას 31 შემ­თხვე­ვა იყო აღ­რი­ცხუ­ლი. ზო­გა­დად ბოლო წლებ­ში კი წი­თე­ლას შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 40-60 ერ­თე­ულს არ აღე­მა­ტე­ბო­და.

შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის გამო და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი 6 თვი­დან 30 წლამ­დე ასა­კის პი­რე­ბის, ასე­ვე 1-7 წლამ­დე პა­ტა­რე­ბის უფა­სო სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

წი­თე­ლას და­ა­ვა­დე­ბას ცხე­ლე­ბა, მე-4-5 დღეს კი გა­მო­ნა­ყა­რი ახა­სი­ა­თებს. გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ა­ვა­დე­ბამ შე­საძ­ლოა პა­ცი­ენ­ტის სიკ­ვდი­ლიც გა­მო­იწ­ვი­ოს.

წი­თე­ლას გა­და­ტა­ნის ან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ანს და­ა­ვა­დე­ბა­ზე მყა­რი იმუ­ნი­ტე­ტი უყა­ლიბ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

წითელას შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

წითელას შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

ბოლო დღეების განმავლობაში, წითელას 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, სულ საქართველოში წითელას 135 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 120 თბილისში. დაავადებულთაგან 73 ჰოსპიტალიზირებული იყო.

გამოვლენილ შემთხვევების უმეტესობა 20-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის და 67-ს შეადგენს. შემდეგი გავრცელების ჯგუფი 30 წელს ზემოთ ასაკის პირები არიან, სადაც დაავადების 30 შემთხვევაა გამოვლენილი. დაავადების შემთხვევებმა მოიმატა 15-19 ასაკობრივ ჯგუფშიც, სადაც 10 შემთხვევაა გამოვლენილი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ წითელას შემთხვევების მატება თებერვლის თვის ბოლოდან შეინიშნება. დაავადების გამოვლენა შემდგომი 2-3 თვის განმავლობაში კიდევ მოხდება და წელს საქართველოში წითელას ასეულობით შემთხვევა დაფიქსირდება. აღნიშნულის მიზეზად 2008 წელს წითელას იმუნიზაციის ჩაშლას ასახელებენ.

გასულ წელს სულ ქვეყანაში წითელას 31 შემთხვევა იყო აღრიცხული. ზოგადად ბოლო წლებში კი წითელას შემთხვევების რაოდენობა 40-60 ერთეულს არ აღემატებოდა.

შემთხვევების მატების გამო დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი 6 თვიდან 30 წლამდე ასაკის პირების, ასევე 1-7 წლამდე პატარების უფასო სავალდებულო ვაქცინაცია მიმდინარეობს.

წითელას დაავადებას ცხელება, მე-4-5 დღეს კი გამონაყარი ახასიათებს. გართულების შემთხვევაში დაავადებამ შესაძლოა პაციენტის სიკვდილიც გამოიწვიოს.

წითელას გადატანის ან ვაქცინაციის შემთხვევაში ადამიანს დაავადებაზე მყარი იმუნიტეტი უყალიბდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია