პერუში სარეკლამო ბილბორდი ჰაერის ტენიანობას სასმელ წყლად აქცევს. ქალაქის ტენიანობის საშუალო პროცენტი 83-ია. სწორედ ამიტომ, ლიმას ინჟინერიისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მსოფლიოში პირველი ბილბორდი შექმნა, რომელიც ერთდროულად რეკლამაცაა და სუფთა წყლის რეზერვუარიც.
ბილბორდი 5 ძირითადი მექანიზმისგან შედგება. პირველი ხელსაწყო ტენიან ჰაერს აგროვებს, შემდეგ ჰაერის ფილტრში გზავნის, მოგვიანებით კი ის მაცივარში თავსდება. სწორედ კონდენსატორში გარდაიქმნება ტენიანი ჰაერი წყლად. ბოლოს კი წყალი ცენტრალურ ავზში იღვრება. ნებისმიერი გამვლელი, რომელსაც წყურვილი შეაწუხებს, ბილბორდის ონკანთან უნდა მივიდეს და სუფთა წყლით დაჯილდოვდება.
ლიმაში დაახლოებით 8.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 1.2 მილიონი ადამიანი კი წყალს ჭებიდან სვამს, მაგრამ ხშირად სასმელი წყალი დაბინძურებულია. ქალაქში იშვიათად, მაგრამ მაინც შეგხვდებათ კერძო კომპანიების მფლობელობაში არსებული სუფთა წყლის ავზები.
მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.