საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვალერი გელაშვილი: "მინდა რაიონი მალე დავალაგო"
ვალერი გელაშვილი: "მინდა რაიონი მალე დავალაგო"

ხა­შუ­რის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თავს. მისი თქმით, გარ­კვე­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი უკვე მო­ი­ძია, რაც არა­გეგ­მი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და. გე­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ო­ბენ, რომ­ლებ­საც საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­დაც­დო­მე­ბი აქვთ. მისი ბრალ­დე­ბის ად­რე­სა­ტე­ბი ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი სოსო ბუ­ა­ძე და ვლა­დი­მერ აბა­ი­ა­ძე გახ­დნენ. ბუ­ა­ძე გამ­გე­ო­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის მიწ­ვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტია, ხოლო აბა­ი­ა­ძე საკ­რე­ბუ­ლოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­სი­ის წევ­რი.

"ხი­დე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ორ­ჯე­რაა თან­ხა გა­წე­რი­ლი, ასე­ვე ეჭვი გვაქვს, რომ 700 000 ლარი არა­მიზ­ნობ­რი­ვად გა­ი­ხარ­ჯა. მე ამ რა­ი­ონ­მა 3-ჯერ ამირ­ჩია დე­პუ­ტა­ტად, ასე რომ, უფ­ლე­ბა არა მაქვს, ვინ­მეს რამე თან­ხა შე­ვარ­ჩი­ნო, რო­მე­ლიც ბი­უ­ჯე­ტი­დან არა­მიზ­ნობ­რი­ვად იხარ­ჯე­ბო­და. აბა­ი­ა­ძეს, ჩემი ნება რომ იყოს, ვიცი სა­დაც გა­ვუშ­ვებ­დი, მაგ­რამ კა­ნო­ნი რა­ღა­ცებ­ში ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბას გვაძ­ლევს, რა­ღა­ცებ­ში არა. ხალ­ხის გაშ­ვე­ბის ერ­თა­დერ­თი სა­ფუძ­ვლად რა უნდა დაგ­ვე­დო? რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია, ჰო? კა­ნონ­მდებ­ლო­ბით მაქვს უფ­ლე­ბა შე­ვამ­ცი­რო ხალ­ხი, ეხლა კონ­კურ­სებს ვა­ტა­რებთ. მინ­და, რომ მალე და­ვა­ლა­გო რა­ი­ო­ნი", - აცხა­დებს გე­ლაშ­ვი­ლი.

სრუ­ლი ვერ­სია

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ვალერი გელაშვილი: "მინდა რაიონი მალე დავალაგო"

ვალერი გელაშვილი: "მინდა რაიონი მალე დავალაგო"

ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ვალერი გელაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის შემოწმების მიზნით ფინანსურ პოლიციას მიმართავს. მისი თქმით, გარკვეული დოკუმენტები უკვე მოიძია, რაც არაგეგმიური შემოწმების მოთხოვნის საფუძველი გახდა. გელაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში გარკვეული ადამიანები მუშაობენ, რომლებსაც საქმიანობაში გადაცდომები აქვთ. მისი ბრალდების ადრესატები ხაშურის მუნიციპალიტეტის ორი თანამშრომელი სოსო ბუაძე და ვლადიმერ აბაიაძე გახდნენ. ბუაძე გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის მიწვეული სპეციალისტია, ხოლო აბაიაძე საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრი.

"ხიდების მშენებლობაზე ორჯერაა თანხა გაწერილი, ასევე ეჭვი გვაქვს, რომ 700 000 ლარი არამიზნობრივად გაიხარჯა. მე ამ რაიონმა 3-ჯერ ამირჩია დეპუტატად, ასე რომ, უფლება არა მაქვს, ვინმეს რამე თანხა შევარჩინო, რომელიც ბიუჯეტიდან არამიზნობრივად იხარჯებოდა. აბაიაძეს, ჩემი ნება რომ იყოს, ვიცი სადაც გავუშვებდი, მაგრამ კანონი რაღაცებში ჩარევის უფლებას გვაძლევს, რაღაცებში არა. ხალხის გაშვების ერთადერთი საფუძვლად რა უნდა დაგვედო? რეორგანიზაცია, ჰო? კანონმდებლობით მაქვს უფლება შევამცირო ხალხი, ეხლა კონკურსებს ვატარებთ. მინდა, რომ მალე დავალაგო რაიონი", - აცხადებს გელაშვილი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა