პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობის მეორე ეტაპი 10 მარტს გაიმართება
ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობის მეორე ეტაპი 10 მარტს გაიმართება

ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში 10 მარტს ჩვილ­თა 26-ე სა­ყო­ველ­თაო ნათ­ლო­ბის მე­ო­რე ეტა­პი გა­ი­მარ­თე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­პატ­რი­არ­ქოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ცენ­ტრი­დან "ძლე­ვაი" აც­ნო­ბეს, მე­ო­რე ეტაპ­ზე პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლი კი­დევ 420-მდე ჩვი­ლი გახ­დე­ბა. მო­ნათ­ლუ­ლებს სა­ჩუქ­რად ნათ­ლო­ბის მოწ­მო­ბა, სა­ხა­რე­ბა, სან­თლე­ბი და ჯვა­რი გა­და­ე­ცე­მათ. ნათ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ტა­ძარ­ში პატ­რი­არ­ქი მიბ­რძან­დე­ბა და მო­ნათ­ლუ­ლებს და­ლო­ცავს.

მო­სა­ნათ­ლი ჩვი­ლე­ბის სიმ­რავ­ლის გამო, 26-ე ნათ­ლო­ბა ორ ეტა­პად ტარ­დე­ბა. ნათ­ლო­ბის­თვის რე­გის­ტრა­ცია სულ 800-ზე მეტ­მა პა­ტა­რამ გა­ი­ა­რა. ნათ­ლო­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი 3 მარტს გა­ი­მარ­თა.

ამ მო­მენ­ტის­თვის სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლი 14 312 ბავ­შვია. ისი­ნი ჯვარ­და­წე­რი­ლი წყვი­ლე­ბის ოჯახ­ში მე­სა­მე და შემ­დე­გი შვი­ლი არი­ან.

ჩვილ­თა პირ­ვე­ლი სა­ყო­ველ­თაო ნათ­ლო­ბა ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში 2008 წლის 19 იან­ვარს შედ­გა.

კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნი ქვე­ყა­ნა­ში დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა.

ჩვილ­თა 26-ე სა­ყო­ველ­თაო ნათ­ლო­ბის­თვის რე­გის­ტრა­ცია 9 თე­ბერ­ვლი­დან 14 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობის მეორე ეტაპი 10 მარტს გაიმართება

ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობის მეორე ეტაპი 10 მარტს გაიმართება

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 10 მარტს ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობის მეორე ეტაპი გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან "ძლევაი" აცნობეს, მეორე ეტაპზე პატრიარქის ნათლული კიდევ 420-მდე ჩვილი გახდება. მონათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, სახარება, სანთლები და ჯვარი გადაეცემათ. ნათლობის დასრულების შემდეგ ტაძარში პატრიარქი მიბრძანდება და მონათლულებს დალოცავს.

მოსანათლი ჩვილების სიმრავლის გამო, 26-ე ნათლობა ორ ეტაპად ტარდება. ნათლობისთვის რეგისტრაცია სულ 800-ზე მეტმა პატარამ გაიარა. ნათლობის პირველი ეტაპი 3 მარტს გაიმართა.

ამ მომენტისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული 14 312 ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და შემდეგი შვილი არიან.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.

კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობისთვის რეგისტრაცია 9 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"