მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პენსიების მომატება 1-ლი აპრილიდან დაიწყება
პენსიების მომატება 1-ლი აპრილიდან დაიწყება

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კი­სა და სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ მყოფ­თა დახ­მა­რე­ბე­ბის აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი ნოე ქინ­ქლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ბა­ტო­ნო ნოე, თუ შე­იც­ვლე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ამ სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის პრინ­ცი­პი, კრი­ტე­რი­უ­მი? ისი­ნი ხში­რად აცხა­დე­ბენ, რომ შე­სა­ბა­მი­სი ქულა მხო­ლოდ იმი­ტომ ვერ მო­ი­პო­ვეს, რომ ძვე­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რი, ფარ­და და სხვა ამ­გვა­რი "მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­კე­თე­ე­ბი" აღ­მო­უ­ჩი­ნეს...

- კრი­ტე­რი­უ­მი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მო­ქა­ლა­ქეს უმ­წე­ოს სტა­ტუ­სი ენი­ჭე­ბა, გა­და­ი­ხე­დე­ბა. დღეს ამ ბა­ზა­ში 500.000-მდე ადა­მი­ა­ნია. ოჯა­ხი, რო­მელ­საც 57.000 ქუ­ლამ­დე აქვს, იღებს შემ­წე­ო­ბას, ხოლო ისი­ნი, ვი­საც 70.000-მდე ქულა აქვს, მხო­ლოდ და­ზღვე­ვით სარ­გებ­ლო­ბენ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ხალ­ხს დაჰ­პირ­და, რომ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუ­მი გა­და­ი­ხე­დე­ბო­და და ეს და­ნა­პი­რე­ბი შეს­რულ­დე­ბა.

- ბოლო ხანს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია არა­ერ­თი მო­ქა­ლა­ქის­თვის სა­არ­სე­ბო შემ­წე­ო­ბის შე­წყვე­ტი­სა და შე­ჩე­რე­ბის ფაქ­ტებ­მა. რას იტყვით ამა­ზე?

- გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­არ­სე­ბო შემ­წე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­ჩე­რე­ბო­და 5.935-ს და შე­წყვე­ტო­და 11.846 ოჯახს, მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის მო­თხოვ­ნი­სა და ბა­ზე­ბის შე­და­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ვი­ღეთ; მთავ­რო­ბის 2010 წლის 126-ე დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, ინ­ფორ­მა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან და სა­ჯა­რო რე­ესტრი­დან გა­მო­ვი­თხო­ვეთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 50.000 ლარ­ზე მეტი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს უმ­წე­ო­თა 32 ოჯახს; 40-დან 50.000-მდე ლარ­ზე მეტი - 31 ოჯახს, 20-დან 40.000-მდე - 392 ოჯახს; 10-დან 20.000-მდე შე­მო­სა­ვა­ლი აღ­მო­აჩ­ნდა 2.363 ოჯახს, ხოლო 5-დან 10.000-მდე შე­მო­სა­ვა­ლი 6.147 ოჯახს; სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ზო­გი­ერ­თი ჩვე­ნი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი, უმ­წეო, ბოლო წლებ­ში გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის, მათ შო­რის, 2011 წლის "ლექ­სუ­სი­სა" და "ტო­ი­ო­ტა ლენდ კრუ­ი­ზე­რის" მფლო­ბე­ლია. სა­ჯა­რო რე­ესტრის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში არის "უმ­წეო", რო­მე­ლიც ათე­უ­ლო­ბით ბი­ნის იპო­თე­კა­რია... არა­და, შემ­წე­ო­ბას სა­ხელ­მწი­ფოს ყვე­ლა­ზე გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი, უპო­ვა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უნდა იღებ­დნენ. ამას­თა­ნა­ვე, ამ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­და­ზღვე­ვო პა­კე­ტით სარ­გებ­ლო­ბა არ შეგ­ვი­ჩე­რე­ბია. ამას­თა­ნა­ვე, გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში უმ­წე­ო­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს, არ­ჩევ­ნებს უკავ­შირ­დე­ბო­და.

- თუ არი­ან იმ მდი­დარ მო­ქა­ლა­ქე­თა შო­რის, რომ­ლე­ბიც უმ­წე­ო­თა დახ­მა­რე­ბას იღებ­დნენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი?

- პი­როვ­ნე­ბებს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ, ეს პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­აა. მისი გა­სა­ჯა­რო­ე­ბის უფ­ლე­ბა ჩვენ არ გვაქვს.

- ვის უნდა მი­მარ­თონ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რო­მელ­თაც დახ­მა­რე­ბა შე­უ­წყდათ?

- მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჩვენს სა­ა­გენ­ტოს მო­მარ­თა­ვენ გან­ცხა­დე­ბით, რომ მათ მიერ რე­ა­ლუ­რად აღე­ბუ­ლი თან­ხა და შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცია არ ემ­თხვე­ვა. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თმა ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა აღ­რი­ცხა შე­მო­სა­ვა­ლი - 336 ლარი, მაგ­რამ შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მია - 1.400 ლარი, მო­ქა­ლა­ქე აცხა­დებს, რომ 280 ლარი აქვს აღე­ბუ­ლი, ხოლო შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში 3.400 ლა­რია აღ­ნუს­ხუ­ლი. ამ მა­სა­ლებს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს გა­დავ­ცემთ და მათ გა­მო­ი­ძი­ე­ბენ, მოკ­ვლე­ვა ჩა­ტარ­დე­ბა.

- ამ­ბობთ, რომ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში უმ­წე­ო­თა რი­ცხვის ზრდა არ­ჩევ­ნებს უკავ­შირ­დე­ბო­და, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რო­მელ არ­ჩევ­ნებ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- 2008 წლის 5 იან­ვრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, უმ­წე­ოს სტა­ტუსს სულ მეტი მო­ქა­ლა­ქე იღებ­და, მათ­მა რი­ცხვმა პიკს ჯერ 2008-2010 წლე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სას მი­აღ­წია, როცა 470.000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა, მწვერ­ვალს კი 2012 წლის 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, როცა სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­ხელ­მწი­ფო შე­ღა­ვა­თე­ბით 500.000 ადა­მი­ა­ნი სარ­გებ­ლობ­და.

- ვინ იყ­ვნენ და რა პრინ­ცი­პით შე­ირ­ჩე­ოდ­ნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, იყ­ვნენ თუ არა მათ შო­რის იმ­ჟა­მინ­დე­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის აქ­ტი­ვის­ტე­ბი, კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი?

- სა­კი­თხი ამ თვა­ლაზ­რი­სით არ გვა­ინ­ტე­რე­სებს, ჩვენ­თვის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბაა, მთა­ვა­რია, დახ­მა­რე­ბა მან მი­ი­ღოს, ვი­საც ეკუთ­ვნის. ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი აპო­ლი­ტი­კუ­რია, ბი­უ­ჯე­ტის სახ­სრე­ბი­დან თან­ხის გა­და­ნა­წი­ლე­ბი­სას ადა­მი­ა­ნე­ბის პო­ლი­ტი­კურ ორი­ენ­ტა­ცი­ას არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, ასეა ყვე­ლა ნორ­მა­ლურ სა­ხელ­მწი­ფო­ში.

- რო­დის გა­ეზ­რდე­ბათ სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებს?

- მიმ­დი­ნა­რე წლის 1-ლი ივ­ლი­სი­დან სა­ხელ­მწი­ფო დახ­მა­რე­ბა სი­ღა­რი­ბის ზღვარს ქვე­მოთ მყო­ფი ოჯა­ხე­ბის­თვის ორ­მაგ­დე­ბა... მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პი­რე­ბის, პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დე­ბის პენ­სია 100-დან 125 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა პენ­სი­ო­ნერ­თა პენ­სი­ებს?

- პენ­სი­ე­ბის მო­მა­ტე­ბა 1-ლი აპ­რი­ლი­დან და­ი­წყე­ბა. პარ­ლა­მენ­ტში შე­სუ­ლია კა­ნონპ­რო­ექ­ტი და პენ­სი­ე­ბი ომის ვე­ტე­რა­ნებს, ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის ყო­ფილ თა­ნამ­შრომ­ლებს მო­ე­მა­ტე­ბა. გა­სულ წლებ­ში ზოგს 5.000 ლა­რამ­დე პენ­სია ჰქონ­და, ახლა კი ნამ­სა­ხუ­რე­ბი წლე­ბის. ვე­ტე­რან­თა და­ახ­ლო­ე­ბით 80 პრო­ცენტს მო­ე­მა­ტე­ბა, ზო­გი­ერთს კი - მო­აკ­ლდე­ბა.

- შე­საძ­ლოა, ეს უფრო ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა, მაგ­რამ იგეგ­მე­ბა თუ არა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უსახ­ლკა­რო­ე­ბის­თვის, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის­თვის თავ­შე­საფ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­გორც ეს და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­შია?

- რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, თბი­ლი­სის მე­რი­ას თან­ხა გა­და­ე­რი­ცხა და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი ბი­ნე­ბით უნდა უზ­რუნ­ვე­ლე­ყო, მაგ­რამ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ვერ შე­ას­რუ­ლა, ახლა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუ­შა­ობს ამ სა­კი­თხზე.

- რო­გო­რი სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ეს იქ­ნე­ბა დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ვიდ­რე ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის, მო­სარ­გებ­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა; ერ­თა­დერ­თი, მას ბი­ნის გა­ყიდ­ვის უფ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა; ეს იმგვა­რი­ვე სახ­ლე­ბი იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც არის სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში აშე­ნე­ბუ­ლი სა­ო­ჯა­ხო ტი­პის ბავ­შვთა სახ­ლე­ბი.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

პენსიების მომატება 1-ლი აპრილიდან დაიწყება

პენსიების მომატება 1-ლი აპრილიდან დაიწყება

ხელისუფლების სოციალური პოლიტიკისა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა დახმარებების აქტუალურ საკითხებზე შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი ნოე ქინქლაძე გვესაუბრება.

- ბატონო ნოე, თუ შეიცვლება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ამ სტატუსის მინიჭების პრინციპი, კრიტერიუმი? ისინი ხშირად აცხადებენ, რომ შესაბამისი ქულა მხოლოდ იმიტომ ვერ მოიპოვეს, რომ ძველი ტელევიზორი, ფარდა და სხვა ამგვარი "მატერიალური სიკეთეები" აღმოუჩინეს...

- კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეს უმწეოს სტატუსი ენიჭება, გადაიხედება. დღეს ამ ბაზაში 500.000-მდე ადამიანია. ოჯახი, რომელსაც 57.000 ქულამდე აქვს, იღებს შემწეობას, ხოლო ისინი, ვისაც 70.000-მდე ქულა აქვს, მხოლოდ დაზღვევით სარგებლობენ. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ხალხს დაჰპირდა, რომ საარსებო მინიმუმი გადაიხედებოდა და ეს დანაპირები შესრულდება.

- ბოლო ხანს უკმაყოფილება გამოიწვია არაერთი მოქალაქისთვის საარსებო შემწეობის შეწყვეტისა და შეჩერების ფაქტებმა. რას იტყვით ამაზე?

- გადაწყვეტილება, საარსებო შემწეობის მიღება შეჩერებოდა 5.935-ს და შეწყვეტოდა 11.846 ოჯახს, მთავრობის დადგენილების მოთხოვნისა და ბაზების შედარების საფუძველზე მივიღეთ; მთავრობის 2010 წლის 126-ე დადგენილების თანახმად, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან, შემოსავლების სამსახურიდან და საჯარო რეესტრიდან გამოვითხოვეთ. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 50.000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვს უმწეოთა 32 ოჯახს; 40-დან 50.000-მდე ლარზე მეტი - 31 ოჯახს, 20-დან 40.000-მდე - 392 ოჯახს; 10-დან 20.000-მდე შემოსავალი აღმოაჩნდა 2.363 ოჯახს, ხოლო 5-დან 10.000-მდე შემოსავალი 6.147 ოჯახს; საინტერესოა, რომ ზოგიერთი ჩვენი ბენეფიციარი, უმწეო, ბოლო წლებში გამოშვებული ძვირად ღირებული ავტომანქანების, მათ შორის, 2011 წლის "ლექსუსისა" და "ტოიოტა ლენდ კრუიზერის" მფლობელია. საჯარო რეესტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მონაცემთა ბაზაში არის "უმწეო", რომელიც ათეულობით ბინის იპოთეკარია... არადა, შემწეობას სახელმწიფოს ყველაზე გაჭირვებული, უპოვარი მოქალაქეები უნდა იღებდნენ. ამასთანავე, ამ მოქალაქეებისთვის სადაზღვევო პაკეტით სარგებლობა არ შეგვიჩერებია. ამასთანავე, გამოიკვეთა, რომ მონაცემთა ბაზაში უმწეოთა რაოდენობის ზრდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, არჩევნებს უკავშირდებოდა.

- თუ არიან იმ მდიდარ მოქალაქეთა შორის, რომლებიც უმწეოთა დახმარებას იღებდნენ, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები?

- პიროვნებებს ვერ დავასახელებ, ეს პირადი ინფორმაციაა. მისი გასაჯაროების უფლება ჩვენ არ გვაქვს.

- ვის უნდა მიმართონ ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა, რომელთაც დახმარება შეუწყდათ?

- მოქალაქეები ჩვენს სააგენტოს მომართავენ განცხადებით, რომ მათ მიერ რეალურად აღებული თანხა და შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია არ ემთხვევა. მაგალითად, ერთ-ერთმა ბენეფიციარმა აღრიცხა შემოსავალი - 336 ლარი, მაგრამ შემოსავლების სამსახურის მონაცემია - 1.400 ლარი, მოქალაქე აცხადებს, რომ 280 ლარი აქვს აღებული, ხოლო შემოსავლების სამსახურში 3.400 ლარია აღნუსხული. ამ მასალებს შესაბამის ორგანოებს გადავცემთ და მათ გამოიძიებენ, მოკვლევა ჩატარდება.

- ამბობთ, რომ მონაცემთა ბაზაში უმწეოთა რიცხვის ზრდა არჩევნებს უკავშირდებოდა, უფრო კონკრეტულად, რომელ არჩევნებზეა ლაპარაკი?

- 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული, უმწეოს სტატუსს სულ მეტი მოქალაქე იღებდა, მათმა რიცხვმა პიკს ჯერ 2008-2010 წლების საპარლამენტო არჩევნებისას მიაღწია, როცა 470.000-ს გადააჭარბა, მწვერვალს კი 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებისთვის, როცა სხვადასხვა სახის სახელმწიფო შეღავათებით 500.000 ადამიანი სარგებლობდა.

- ვინ იყვნენ და რა პრინციპით შეირჩეოდნენ ეს ადამიანები, იყვნენ თუ არა მათ შორის იმჟამინდელი მმართველი პარტიის აქტივისტები, კოორდინატორები?

- საკითხი ამ თვალაზრისით არ გვაინტერესებს, ჩვენთვის მთავარი პრინციპი სამართლიანობაა, მთავარია, დახმარება მან მიიღოს, ვისაც ეკუთვნის. ჩვენი სამსახური აპოლიტიკურია, ბიუჯეტის სახსრებიდან თანხის გადანაწილებისას ადამიანების პოლიტიკურ ორიენტაციას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ასეა ყველა ნორმალურ სახელმწიფოში.

- როდის გაეზრდებათ სოციალური დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს?

- მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან სახელმწიფო დახმარება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის ორმაგდება... მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების პირების, პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსია 100-დან 125 ლარამდე გაიზრდება.

- რაც შეეხება პენსიონერთა პენსიებს?

- პენსიების მომატება 1-ლი აპრილიდან დაიწყება. პარლამენტში შესულია კანონპროექტი და პენსიები ომის ვეტერანებს, ძალოვანი სტრუქტურების ყოფილ თანამშრომლებს მოემატება. გასულ წლებში ზოგს 5.000 ლარამდე პენსია ჰქონდა, ახლა კი ნამსახურები წლების. ვეტერანთა დაახლოებით 80 პროცენტს მოემატება, ზოგიერთს კი - მოაკლდება.

- შესაძლოა, ეს უფრო ადგილობრივი თვითმმართველობების პრეროგატივაა, მაგრამ იგეგმება თუ არა უახლოეს მომავალში უსახლკაროებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის თავშესაფრების მშენებლობა, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნებშია?

- როგორც ჩვენთვის ცნობილია, თბილისის მერიას თანხა გადაერიცხა და სოციალურად დაუცველი ოჯახები ბინებით უნდა უზრუნველეყო, მაგრამ დედაქალაქის მერიამ ეს ვალდებულება ვერ შეასრულა, ახლა ახალი ხელისუფლება მუშაობს ამ საკითხზე.

- როგორი სახლების მშენებლობაზეა ლაპარაკი?

- ეს იქნება დროებითი საცხოვრებელი, ვიდრე ბენეფიციარის, მოსარგებლის სოციალური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება; ერთადერთი, მას ბინის გაყიდვის უფლება არ ექნება; ეს იმგვარივე სახლები იქნება, როგორიც არის სხვა­დასხვა რეგიონში აშენებული საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"