სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღნიშნავენ ცნობილები ქალთა დღესასწაულს
როგორ აღნიშნავენ ცნობილები ქალთა დღესასწაულს

გა­ზა­ფხუ­ლის პირ­ველ დღე­სას­წა­უ­ლებს - 3 მარტსა (დე­დის დღე) და 8 მარტს (ქალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე) ზო­გი­ერ­თი არ აღი­ა­რებს, ზოგი კი დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით აღ­ნიშ­ნავს... მაგ­რამ რო­გორც უნდა იყოს საქ­მე, ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, მა­მა­კა­ცის­გან ქალ­ბა­ტო­ნის მი­მართ გა­მო­ხა­ტუ­ლი სით­ბო, ყუ­რა­დღე­ბა, თუნ­დაც ყვა­ვი­ლის თა­ი­გუ­ლი­სა თუ სა­ჩუქ­რის მირ­თმე­ვა ყო­ველ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტია... ამ­ბო­ბენ, ცოლ­ქმრუ­ლი ცხოვ­რე­ბა, ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბი მა­მა­კა­ცე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბას ოდ­ნავ ასუს­ტებ­სო, მაგ­რამ პი­რი­ქი­თაც ხდე­ბა... არის ასე­თი გა­მოთ­ქმა: "არ არ­სე­ბობს ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა, არ­სე­ბობს მხო­ლოდ ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი" ან კი­დევ: "მიყ­ვარ­ხარ იმის­თვის, რომ შენ გვერ­დით თავს ქა­ლად ვგრძნობ"... ასე რომ, მა­მა­კა­ცი უნდა შე­ე­ცა­დოს, გვერ­დით მყოფ ქალ­ბა­ტონს პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც, მცი­რე დღე­სას­წა­უ­ლი მო­უ­წყოს... ჰოდა, მეც ვე­ცა­დე, გა­მერ­კვია, რო­გორ აღ­ნიშ­ნა­ვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალ­თა დღე­სას­წა­უ­ლებს და რამ­დე­ნად გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მა­მა­კა­ცე­ბის­გან.

ეკო ფან­გა­ნი, მო­დე­ლი:

- 8 მარტს ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ყო­ველ­თვის აღ­ვნიშ­ნავ და სა­ჩუქ­რებს ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გა­ნაც ვი­ღებ, მა­გა­ლი­თად, მა­მის­გან, ძმის­გან და სხვე­ბის­გა­ნაც. სკო­ლა­ში სწავ­ლი­სას, თა­ნაკ­ლა­სე­ლი ბი­ჭე­ბი ყვა­ვი­ლებს გვჩუქ­ნიდ­ნენ ხოლ­მე, ასე­ვე, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბიც. ამ დღეს წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ვნიშ­ნავთ, მე და დი­ჯეი რემ­ბო ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის წვე­უ­ლე­ბას ვმარ­თავთ, სა­დაც ყვე­ლას გე­პა­ტი­ჟე­ბით. ასე­თი სლო­გა­ნი გვაქვს - "ქა­ლე­ბი გა­უშ­ვით წინ" (ინ­გლი­სუ­რი გა­მოთ­ქმაა).

- 8 მარტს რა­ი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ჩუ­ქა­რი თუ მი­გი­ღი­ათ?

- კარ­გად ვერ ვიხ­სე­ნებ... თი­ნე­ი­ჯე­რო­ბი­სას ფუმ­ფუ­ლა სა­თა­მა­შო­ებ­საც მჩუქ­ნიდ­ნენ ხოლ­მე. ბოლო პე­რი­ოდ­ში კი ბე­ქამ (შეყ­ვა­რე­ბუ­ლი) 8 მარტს, უკვე ორ­ჯერ ბე­ჭე­დი მა­ჩუ­ქა. ისე, ძი­რი­თა­დად, ყვა­ვი­ლებს მჩუქ­ნი­ან. ვნა­ხოთ, რო­გორ ჩა­ივ­ლის წლე­ვან­დე­ლი ქალ­თა დღე... პი­რა­დად მე, მე­გობ­რებს, დე­და­ჩემს აუ­ცი­ლებ­ლად ვუ­ლო­ცავ ხოლ­მე 8 მარტსაც და დე­დის დღე­საც. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ნა­ი­რი დღე­სას­წა­უ­ლი მიყ­ვარს, მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ დღე­სას­წა­ულს ვა­ღი­ა­რებ, აღ­ვნიშ­ნავ და ვის­თვი­საც მი­სა­ლო­ცია, ვუ­ლო­ცავ.

თა­მუ­ნა, 30 წლის:

- 6 წე­ლია, რაც გა­თხო­ვი­ლი ვარ, - უკვე მე­სა­მე შვილს ვე­ლო­დე­ბი და თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მე და ჩემს მე­უღ­ლეს ახ­ლაც ისე­თი­ვე ლა­მა­ზი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, რო­გო­რიც შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბი­სას. ად­რეც მა­ნე­ბივ­რებ­და სა­ჩუქ­რე­ბით. ვერ ვი­ტყვი, რომ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი იყო, მაგ­რამ მისი ყუ­რა­დღე­ბა, რო­მან­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბი­ლე­ბა ნამ­დვი­ლად მა­ხა­რებ­და. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მე­გობ­რე­ბის­თვის სა­მა­გა­ლი­თო იყო. მახ­სოვს, როცა პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი და­მით­ქვა, რეს­ტო­რან­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­გი­და შე­უკ­ვე­თა, სა­ი­და­ნაც ღა­მის თბი­ლი­სის ხე­დე­ბი ჩან­და, ჩვენ კი სან­თლის შუქ­ზე საყ­ვა­რელ კერ­ძებს მი­ვირ­თმევ­დით და სხვა­დას­ხვა რო­მან­ტი­კულ ფილ­მსა თუ ნა­წარ­მო­ებს გან­ვი­ხი­ლავ­დით... მისი ნა­ჩუ­ქა­რი ფუმ­ფუ­ლა სა­თა­მა­შო­ე­ბი, გუ­ლე­ბი, სამ­კა­უ­ლე­ბი და სხვა ნივ­თე­ბი დღე­საც შე­ნა­ხუ­ლი მაქვს. მარ­თა­ლია, ჩვე­ნი ოჯა­ხი დიდი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ გიგი სპე­ცი­ა­ლურ დღე­ებს არ ელო­დე­ბა, ჩემ­და­მი ყუ­რა­დღე­ბა რომ გა­მო­ი­ჩი­ნოს. ის არც ერთ დღე­სას­წა­ულს არ გა­მო­ტო­ვებს, სა­ჩუ­ქა­რი რომ არ მო­მი­ძღვნას. ხან კი­ნო­ში, თე­ატ­რში ან კონ­ცერ­ტზე მპა­ტი­ჟებს. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ზუს­ტად იცის, რო­გორ უნდა და­ა­ფა­სოს მე­უღ­ლეც, შვი­ლიც და დე­დაც. როცა მა­მა­კაცს ასე­თი ხა­სი­ა­თი აქვს, ოჯა­ხი უფრო ბედ­ნი­ე­რია.

თი­ნი­კო, 43 წლის:

- აღარც კი მახ­სოვს, ჩემ­მა მე­უღ­ლემ ბო­ლოს რა მა­ჩუ­ქა. თუკი რა­მეს შო­უ­ლობს, გა­და­სა­ხა­დებ­ზე, საკ­ვებ­სა და ყო­ველ­დღი­ურ ხარ­ჯებ­ზე მი­დის. როცა შვი­ლე­ბი გყავს, სა­კუ­თარ სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე აღარც ფიქ­რობ და ცდი­ლობ, ის ორი თეთ­რიც მათ მო­ახ­მა­რო. კი­ნო­სა და თე­ატ­რში წას­ვლა, რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ღა­მო ჩემ­თვის დიდი ხა­ნია, წარ­სულს ჩაჰ­ბარ­და. ხან­და­ხან მე­გობ­რებს თუ ვეს­ტუმ­რე­ბით წვე­უ­ლე­ბებ­ზე, ისიც იშ­ვი­ა­თად, რად­გან ამის დრო და სა­შუ­ა­ლე­ბა ხში­რად არც ჩვენ გვაქვს და არც მათ... მარ­თა­ლია, ჩემი შვი­ლე­ბით ვხა­რობ, ისი­ნი დე­დის დღეს ყო­ველ­თვის მი­ლო­ცა­ვენ, მაგ­რამ ური­გო არ იქ­ნე­ბო­და, ზოგ­ჯერ ჩემს მე­უღ­ლე­საც გა­ვახ­სენ­დე. "გზა­ში" ამ სტა­ტი­ას რომ წა­ი­კი­თხავს, იქ­ნებ მა­შინ მა­ინც შე­ა­წუ­ხოს ნა­მუს­მა და 8 მარტს ერთი კონა ყო­ჩი­ვარ­და მო­მი­ტა­ნოს (იცი­ნის). მა­მა­კა­ცებს მო­ვუ­წო­დებ, მათ გვერ­დით მყო­ფი მან­დი­ლოს­ნე­ბი მე­ტად და­ა­ფა­სონ და მათ მი­მართ მეტი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ხა­ტონ. ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის ნაკ­ლი ის არის, რომ ხელ­ში ყვა­ვი­ლის და­ჭე­რა, რა­ტომ­ღაც ეთა­კი­ლე­ბა, არა­და, ეს რო­მან­ტი­კუ­ლი ჟეს­ტი ერთი-ორად გა­ა­ბედ­ნი­ე­რებ­და ქალ­ბა­ტონს.

ანრი ჯო­ხა­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

- ვი­საც ეკუთ­ვნის, ყო­ველ­თვის ვუ­ლო­ცავ. პირ­ველ რიგ­ში დე­და­ჩემს, ჩემს დას, დის შვილს, მე­გობ­რებს და ზო­გა­დად, ვი­საც მი­ვიჩ­ნევ ჩემი ნაც­ნო­ბე­ბი­დან, რომ კარ­გი ქა­ლია. მათ შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბიც მყავს...

- რას ჩუქ­ნით ხოლ­მე მათ?

- იმას, რაც იმ დღეს და იმ მო­მენ­ტში მო­მა­ფიქ­რდე­ბა, წი­ნას­წარ არას­დროს ვგეგ­მავ. ყვა­ვი­ლე­ბის მირ­თმე­ვა არ მიყ­ვარს, რა­ი­მე სა­ჩუ­ქარს ვარ­ჩევ ხოლ­მე, ორი­გი­ნა­ლურს, შე­იძ­ლე­ბა, ძვირ­ფა­სიც იყოს, გა­აჩ­ნია, არ­ჩე­ვანს ვის­ზე შე­ვა­ჩე­რებ.

- ყვა­ვი­ლის ჩუ­ქე­ბა რა­ტომ არ მოგ­წონთ?

- სხვა­თა შო­რის, ყვა­ვი­ლის ჩუ­ქე­ბა არას­დროს მსი­ა­მოვ­ნებ­და, ბავ­შვო­ბა­შიც კი. შე­საძ­ლოა, რა­ღაც კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მი­ვარ­თვა, მაგ­რამ "ბუ­კე­ტი­ან" ბიჭს არ ვგა­ვარ (იცი­ნის).

ნა­თია, 19 წლის:

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­რეგ­ნო­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი, მაგ­რამ სხვა გო­გო­ნებს რომ ვაკ­ვირ­დე­ბი, მათ­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი მყავს, მაგ­რამ გული იმა­ზე მწყდე­ბა, რომ არც ერთ მათ­განს აზ­რად არ მოს­დის, ოდეს­მე ყვა­ვი­ლი მა­ჩუ­ქოს. ვგიჟ­დე­ბი ფუმ­ფუ­ლა სა­თა­მა­შო­ებ­ზე, სუ­ნა­მო­ზეც... რო­მან­ტი­კუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და ისიც გა­მა­ხა­რებ­და, ჩემს სახ­ლთან ვინ­მეს ცე­ცხლით გული და­ენ­თო ან თუნ­დაც ემ­ღე­რა (იცი­ნის). ბარ­სა და კი­ნო­ში და­პა­ტი­ჟე­ბა მათი ყვე­ლა­ზე ბა­ნა­ლუ­რი ჟეს­ტია. მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, გულ­ცი­ვი ხარო, მაგ­რამ ქალს თუ სწო­რად მი­უდ­გე­ბი, მისი გუ­ლის მო­გე­ბა არც ისე რთუ­ლია. დღე­ვან­დე­ლი ბი­ჭე­ბის უმე­ტე­სო­ბას რო­მან­ტი­კუ­ლო­ბა, სი­გი­ჟე, სი­ლა­ღე აკ­ლია. ზოგი სა­ერ­თოდ გა­გა­ო­ცებს, - გო­გოს­გან ითხოვს ყუ­რა­დღე­ბას... ზოგი აზარ­ტულ თა­მა­შებ­სა და სხვა­დას­ხვა სი­სუ­ლე­ლე­ში ხარ­ჯავს ფულს, ეს ცალ­კე პრობ­ლე­მაა... წელს 8 მარ­ტის­თვის უკვე მი­ვი­ღე რამ­დე­ნი­მე მი­პა­ტი­ჟე­ბა და მო­ვი­ფიქ­რებ, სად წა­ვი­დე. თუ არა და და­ქა­ლე­ბი მა­ინც აუ­ცი­ლებ­ლად აღ­ვნიშ­ნავთ ერ­თად.

გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ჩემ ირ­გვლივ მყოფ მდედ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს 8 მარ­ტი მი­ვუ­ლო­ცო და გა­ვა­ხა­რო პა­ტა­რა იე­ბით, სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ჩუქ­რით ან უბ­რა­ლოდ მო­კი­თხვით, თბი­ლი მი­ლოც­ვით და ღი­მი­ლით. პირ­ველ რიგ­ში, დე­დას, შემ­დეგ, ახ­ლო­ბელ გო­გო­ნებს და ა.შ. ასე­ვე, 3 მარტსაც.

- წელს თუ აპი­რებთ, თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი გო­გო­ნა და­პა­ტი­ჟოთ სად­მე და ეს დღე ისე აღ­ნიშ­ნოთ?

- აბა, სად არის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც მომ­წონს? არის? (იცი­ნის) არა­ვი­ნაა. ამი­ტომ, წელს ამ დღეს ჩვე­უ­ლებ­რივ მი­ლოც­ვებ­ში გა­ვა­ტა­რებ, ვინ­მეს­თან ერ­თად - არა.

გი­ორ­გი, 19 წლის:

- ბევ­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყო­ლია, მაგ­რამ თან არა­ვის გა­დავ­ყო­ლი­ვარ, სად მაქვს იმ­დე­ნი ფული, გო­გოს და­ვა­ხარ­ჯო? თუ ფუ­ლი­ა­ნია, აქეთ დამ­პა­ტი­ჟოს, თუ არა და ათას­ნა­ი­რი ბაღი და სკვე­რია, სა­დაც დას­ხდო­მა და სა­უ­ბა­რი შე­იძ­ლე­ბა.

- კი, მაგ­რამ ზამ­თარ­სა და სი­ცი­ვე­ში შეყ­ვა­რე­ბულს ბაღ­ში ხომ არ გა­ყი­ნავ?

- რა მოხ­და მერე? თბი­ლად ჩა­იც­ვას (იცი­ნის). როცა ფული მაქვს, ბარ­შიც ვპა­ტი­ჟებ ხოლ­მე, მაგ­რამ სტუ­დენ­ტის­თვის ყო­ველ­დღე გა­სარ­თო­ბად სი­ა­რუ­ლი, თუ შეძ­ლე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი არ ჰყავს, ძნე­ლია. მით უმე­ტეს, დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს ხომ ევ­რო­პა და ამე­რი­კა არ არის, ყვე­ლამ და­მო­უ­კი­დებ­ლად ირ­ჩი­ნოს თავი.

- 8 მარტს ან სიყ­ვა­რუ­ლის დღეს შეყ­ვა­რე­ბულს სა­ჩუ­ქარს არ უძღვნი?

- სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღეს, ნამ­დვი­ლად არას­დროს არა­ფე­რი მი­ჩუ­ქე­ბია. გა­ურ­კვე­ვე­ლი ხალ­ხის მიერ და­წე­სე­ბულ სიყ­ვა­რუ­ლის დღე­ებს კი სა­ერ­თოდ არ აღ­ვნიშ­ნავ. როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ, სიყ­ვა­რუ­ლის დღე სულ არის. რა­ტომ არის 8 მარ­ტი ქალ­თა დღე, ვერ ვხვდე­ბი, სხვა დღეს აღარ ქა­ლო­ბენ, თუ რო­გორ არის (იცი­ნის)?

- რას ფიქ­რობ, შენი ხა­სი­ა­თი გო­გო­ნებს მოს­წონთ?

- რომ არ მოს­წონ­დეთ, ჩემ გვერ­დით არც გა­მო­ივ­ლიდ­ნენ. სხვა­თა შო­რის, 15 წლი­სა, მეც ვი­ყა­ვი სე­რი­ო­ზუ­ლად შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ოჯახ­მა იმ გო­გოს ცო­ლად მოყ­ვა­ნის ნე­ბარ­თვა არ მომ­ცა და კი­დევ კარ­გი, თო­რემ მაგ ასაკ­ში შექ­მნი­ლი ოჯა­ხი დღემ­დე არ მომ­ყვე­ბო­და. მის გამო მარ­თლაც ბევ­რი სი­გი­ჟე ჩა­მი­დე­ნია, მი­ჩხუ­ბია კი­დეც, დიდი წი­თე­ლი გუ­ლიც მი­ჩუ­ქე­ბია, რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ღა­მოც მო­მი­წყვია; ერთხელ, ახა­ლი წლის ღა­მეს, სახ­ლი­დან გა­ვი­პა­რე და მე­გობ­რებ­თან ერ­თად, მისი კორ­პუ­სის წინ, დიდი ცე­ცხლის გული და­ვან­თე. გოგო ლა­მის შოკ­ში ჩა­ვარ­და (იცი­ნის). მას შემ­დეგ სი­გი­ჟე­ე­ბი აღარ ჩა­მი­დე­ნია, ახლა უფრო სხვა­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ის ადა­მი­ა­ნი არ მიყ­ვარს, უბ­რა­ლოდ ჩემ­ში რა­ღა­ცე­ბი გა­და­ფას­და. ესეც ცხოვ­რე­ბამ მო­ი­ტა­ნა. ამი­ტომ, ქალ­ბა­ტო­ნე­ბო, თუ მა­მა­კა­ცი ყვა­ვილს ან სა­ჩუ­ქარს არ მო­გარ­თმევთ, ნუ ჩათ­ვლით, რომ მის გულ­ში თქვე­ნი ად­გი­ლი აღარ არის ან თქვენ მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი გა­უ­ნელ­და. თუმ­ცა, ფუ­ლი­ან მა­მა­კა­ცებს მა­ინც მო­ვუ­წო­დებ­დი, რომ საყ­ვა­რე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი არ და­ი­ვი­წყონ და თუ მათ ასე ძა­ლი­ან უხა­რი­ათ, ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბიც მო­უ­წყონ (იცი­ნის). რაც მეტი გა­ღი­მე­ბუ­ლი მან­დი­ლო­სა­ნი ივ­ლის ქუ­ჩა­ში, მით უფრო გა­ფე­რად­დე­ბა თბი­ლი­სი (იცი­ნის).

ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

- სხვა­თა შო­რის, 8 მარტს ბევ­რი სა­ჩუ­ქა­რი არას­დროს მი­მი­ღია, ძი­რი­თა­დად, თა­ი­გუ­ლებს მჩუქ­ნი­ან ხოლ­მე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი. სა­ერ­თოდ, მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, ცნო­ბი­ლი ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ თუ - არა, ქალს სა­ჩუქ­რებს ამის მი­ხედ­ვით არ უძღვნი­ან. ზო­გა­დად, როცა 8 მარ­ტი ან დე­დის დღეა, დე­და­ჩემს აუ­ცი­ლებ­ლად ვუ­ლო­ცავთ ხოლ­მე - ყვა­ვი­ლე­ბი მი­მაქვს და შე­იძ­ლე­ბა სა­ჩუ­ქა­რიც ვუ­ყი­დო, თუ და­ახ­ლო­ე­ბით ვიცი, რა სურს. თუმ­ცა, რომ გი­თხრა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ით აღ­ვნიშ­ნავთ-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებ. უბ­რა­ლოდ, ეს ის დღეა, როცა იმა­ზე მეტ ყვა­ვილს იღებ, ვიდ­რე სხვა დროს.

- რუს­კას თუ უკე­თე­ბენ ხოლ­მე სა­ჩუქ­რებს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი?

- სი­მარ­თლე გი­თხრა, ზუს­ტად არ ვიცი, მაგ­რამ ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბით მგო­ნი, რუს­კაც არ არის გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თვალ­ში არას­დროს მომ­ხვედ­რია.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

როგორ აღნიშნავენ ცნობილები ქალთა დღესასწაულს

როგორ აღნიშნავენ ცნობილები ქალთა დღესასწაულს

გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს - 3 მარტსა (დედის დღე) და 8 მარტს (ქალთა საერთაშორისო დღე) ზოგიერთი არ აღიარებს, ზოგი კი დიდი სიამოვნებით აღნიშნავს... მაგრამ როგორც უნდა იყოს საქმე, ალბათ დამეთანხმებით, მამაკაცისგან ქალბატონის მიმართ გამოხატული სითბო, ყურადღება, თუნდაც ყვავილის თაიგულისა თუ საჩუქრის მირთმევა ყოველთვის სასიამოვნო ფაქტია... ამბობენ, ცოლქმრული ცხოვრება, ყოფითი პრობლემები მამაკაცების აქტიურობას ოდნავ ასუსტებსო, მაგრამ პირიქითაც ხდება... არის ასეთი გამოთქმა: "არ არსებობს ბედნიერი ცხოვრება, არსებობს მხოლოდ ბედნიერი დღეები" ან კიდევ: "მიყვარხარ იმისთვის, რომ შენ გვერდით თავს ქალად ვგრძნობ"... ასე რომ, მამაკაცი უნდა შეეცადოს, გვერდით მყოფ ქალბატონს პერიოდულად მაინც, მცირე დღესასწაული მოუწყოს... ჰოდა, მეც ვეცადე, გამერკვია, როგორ აღნიშნავენ საქართველოში ქალთა დღესასწაულებს და რამდენად განებივრებულები არიან სუსტი სქესის წარმომადგენლები მამაკაცებისგან.

ეკო ფანგანი, მოდელი:

- 8 მარტს ბავშვობიდან მოყოლებული, ყოველთვის აღვნიშნავ და საჩუქრებს ოჯახის წევრებისგანაც ვიღებ, მაგალითად, მამისგან, ძმისგან და სხვებისგანაც. სკოლაში სწავლისას, თანაკლასელი ბიჭები ყვავილებს გვჩუქნიდნენ ხოლმე, ასევე, თაყვანისმცემლებიც. ამ დღეს წელს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ, მე და დიჯეი რემბო ქალბატონებისთვის წვეულებას ვმართავთ, სადაც ყველას გეპატიჟებით. ასეთი სლოგანი გვაქვს - "ქალები გაუშვით წინ" (ინგლისური გამოთქმაა).

- 8 მარტს რაიმე გამორჩეული საჩუქარი თუ მიგიღიათ?

- კარგად ვერ ვიხსენებ... თინეიჯერობისას ფუმფულა სათამაშოებსაც მჩუქნიდნენ ხოლმე. ბოლო პერიოდში კი ბექამ (შეყვარებული) 8 მარტს, უკვე ორჯერ ბეჭედი მაჩუქა. ისე, ძირითადად, ყვავილებს მჩუქნიან. ვნახოთ, როგორ ჩაივლის წლევანდელი ქალთა დღე... პირადად მე, მეგობრებს, დედაჩემს აუცილებლად ვულოცავ ხოლმე 8 მარტსაც და დედის დღესაც. საერთოდ, ყველანაირი დღესასწაული მიყვარს, მსოფლიოს ნებისმიერ დღესასწაულს ვაღიარებ, აღვნიშნავ და ვისთვისაც მისალოცია, ვულოცავ.

თამუნა, 30 წლის:

- 6 წელია, რაც გათხოვილი ვარ, - უკვე მესამე შვილს ველოდები და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე და ჩემს მეუღლეს ახლაც ისეთივე ლამაზი ურთიერთობა გვაქვს, როგორიც შეყვარებულობისას. ადრეც მანებივრებდა საჩუქრებით. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანი ძალიან ძვირფასი იყო, მაგრამ მისი ყურადღება, რომანტიკული განწყობილება ნამდვილად მახარებდა. ჩვენი ურთიერთობა მეგობრებისთვის სამაგალითო იყო. მახსოვს, როცა პირველი პაემანი დამითქვა, რესტორანში სპეციალური მაგიდა შეუკვეთა, საიდანაც ღამის თბილისის ხედები ჩანდა, ჩვენ კი სანთლის შუქზე საყვარელ კერძებს მივირთმევდით და სხვადასხვა რომანტიკულ ფილმსა თუ ნაწარმოებს განვიხილავდით... მისი ნაჩუქარი ფუმფულა სათამაშოები, გულები, სამკაულები და სხვა ნივთები დღესაც შენახული მაქვს. მართალია, ჩვენი ოჯახი დიდი მატერიალური შესაძლებლობებით არ გამოირჩევა, მაგრამ გიგი სპეციალურ დღეებს არ ელოდება, ჩემდამი ყურადღება რომ გამოიჩინოს. ის არც ერთ დღესასწაულს არ გამოტოვებს, საჩუქარი რომ არ მომიძღვნას. ხან კინოში, თეატრში ან კონცერტზე მპატიჟებს. ბედნიერი ვარ, რომ ზუსტად იცის, როგორ უნდა დააფასოს მეუღლეც, შვილიც და დედაც. როცა მამაკაცს ასეთი ხასიათი აქვს, ოჯახი უფრო ბედნიერია.

თინიკო, 43 წლის:

- აღარც კი მახსოვს, ჩემმა მეუღლემ ბოლოს რა მაჩუქა. თუკი რამეს შოულობს, გადასახადებზე, საკვებსა და ყოველდღიურ ხარჯებზე მიდის. როცა შვილები გყავს, საკუთარ სიამოვნებაზე აღარც ფიქრობ და ცდილობ, ის ორი თეთრიც მათ მოახმარო. კინოსა და თეატრში წასვლა, რომანტიკული საღამო ჩემთვის დიდი ხანია, წარსულს ჩაჰბარდა. ხანდახან მეგობრებს თუ ვესტუმრებით წვეულებებზე, ისიც იშვიათად, რადგან ამის დრო და საშუალება ხშირად არც ჩვენ გვაქვს და არც მათ... მართალია, ჩემი შვილებით ვხარობ, ისინი დედის დღეს ყოველთვის მილოცავენ, მაგრამ ურიგო არ იქნებოდა, ზოგჯერ ჩემს მეუღლესაც გავახსენდე. "გზაში" ამ სტატიას რომ წაიკითხავს, იქნებ მაშინ მაინც შეაწუხოს ნამუსმა და 8 მარტს ერთი კონა ყოჩივარდა მომიტანოს (იცინის). მამაკაცებს მოვუწოდებ, მათ გვერდით მყოფი მანდილოსნები მეტად დააფასონ და მათ მიმართ მეტი ყურადღება გამოხატონ. ქართველი მამაკაცის ნაკლი ის არის, რომ ხელში ყვავილის დაჭერა, რატომღაც ეთაკილება, არადა, ეს რომანტიკული ჟესტი ერთი-ორად გააბედნიერებდა ქალბატონს.

ანრი ჯოხაძე, მომღერალი:

- ვისაც ეკუთვნის, ყოველთვის ვულოცავ. პირველ რიგში დედაჩემს, ჩემს დას, დის შვილს, მეგობრებს და ზოგადად, ვისაც მივიჩნევ ჩემი ნაცნობებიდან, რომ კარგი ქალია. მათ შორის გამორჩეულებიც მყავს...

- რას ჩუქნით ხოლმე მათ?

- იმას, რაც იმ დღეს და იმ მომენტში მომაფიქრდება, წინასწარ არასდროს ვგეგმავ. ყვავილების მირთმევა არ მიყვარს, რაიმე საჩუქარს ვარჩევ ხოლმე, ორიგინალურს, შეიძლება, ძვირფასიც იყოს, გააჩნია, არჩევანს ვისზე შევაჩერებ.

- ყვავილის ჩუქება რატომ არ მოგწონთ?

- სხვათა შორის, ყვავილის ჩუქება არასდროს მსიამოვნებდა, ბავშვობაშიც კი. შესაძლოა, რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში მივართვა, მაგრამ "ბუკეტიან" ბიჭს არ ვგავარ (იცინის).

ნათია, 19 წლის:

- განსაკუთრებული გარეგნობით არ გამოვირჩევი, მაგრამ სხვა გოგონებს რომ ვაკვირდები, მათთან შედარებით, ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ გული იმაზე მწყდება, რომ არც ერთ მათგანს აზრად არ მოსდის, ოდესმე ყვავილი მაჩუქოს. ვგიჟდები ფუმფულა სათამაშოებზე, სუნამოზეც... რომანტიკული ადამიანი ვარ და ისიც გამახარებდა, ჩემს სახლთან ვინმეს ცეცხლით გული დაენთო ან თუნდაც ემღერა (იცინის). ბარსა და კინოში დაპატიჟება მათი ყველაზე ბანალური ჟესტია. მსაყვედურობენ, გულცივი ხარო, მაგრამ ქალს თუ სწორად მიუდგები, მისი გულის მოგება არც ისე რთულია. დღევანდელი ბიჭების უმეტესობას რომანტიკულობა, სიგიჟე, სილაღე აკლია. ზოგი საერთოდ გაგაოცებს, - გოგოსგან ითხოვს ყურადღებას... ზოგი აზარტულ თამაშებსა და სხვადასხვა სისულელეში ხარჯავს ფულს, ეს ცალკე პრობლემაა... წელს 8 მარტისთვის უკვე მივიღე რამდენიმე მიპატიჟება და მოვიფიქრებ, სად წავიდე. თუ არა და დაქალები მაინც აუცილებლად აღვნიშნავთ ერთად.

გიორგი ვარდოსანიძე, მსახიობი:

- ყოველთვის ვცდილობ, ჩემ ირგვლივ მყოფ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს 8 მარტი მივულოცო და გავახარო პატარა იებით, სასიამოვნო საჩუქრით ან უბრალოდ მოკითხვით, თბილი მილოცვით და ღიმილით. პირველ რიგში, დედას, შემდეგ, ახლობელ გოგონებს და ა.შ. ასევე, 3 მარტსაც.

- წელს თუ აპირებთ, თქვენთვის სასურველი გოგონა დაპატიჟოთ სადმე და ეს დღე ისე აღნიშნოთ?

- აბა, სად არის გოგონა, რომელიც მომწონს? არის? (იცინის) არავინაა. ამიტომ, წელს ამ დღეს ჩვეულებრივ მილოცვებში გავატარებ, ვინმესთან ერთად - არა.

გიორგი, 19 წლის:

- ბევრი შეყვარებული მყოლია, მაგრამ თან არავის გადავყოლივარ, სად მაქვს იმდენი ფული, გოგოს დავახარჯო? თუ ფულიანია, აქეთ დამპატიჟოს, თუ არა და ათასნაირი ბაღი და სკვერია, სადაც დასხდომა და საუბარი შეიძლება.

- კი, მაგრამ ზამთარსა და სიცივეში შეყვარებულს ბაღში ხომ არ გაყინავ?

- რა მოხდა მერე? თბილად ჩაიცვას (იცინის). როცა ფული მაქვს, ბარშიც ვპატიჟებ ხოლმე, მაგრამ სტუდენტისთვის ყოველდღე გასართობად სიარული, თუ შეძლებული მშობლები არ ჰყავს, ძნელია. მით უმეტეს, დღევანდელ საქართველოში, ეს ხომ ევროპა და ამერიკა არ არის, ყველამ დამოუკიდებლად ირჩინოს თავი.

- 8 მარტს ან სიყვარულის დღეს შეყვარებულს საჩუქარს არ უძღვნი?

- სპეციალურად ამ დღეს, ნამდვილად არასდროს არაფერი მიჩუქებია. გაურკვეველი ხალხის მიერ დაწესებულ სიყვარულის დღეებს კი საერთოდ არ აღვნიშნავ. როცა შეყვარებული ხარ, სიყვარულის დღე სულ არის. რატომ არის 8 მარტი ქალთა დღე, ვერ ვხვდები, სხვა დღეს აღარ ქალობენ, თუ როგორ არის (იცინის)?

- რას ფიქრობ, შენი ხასიათი გოგონებს მოსწონთ?

- რომ არ მოსწონდეთ, ჩემ გვერდით არც გამოივლიდნენ. სხვათა შორის, 15 წლისა, მეც ვიყავი სერიოზულად შეყვარებული, მაგრამ ოჯახმა იმ გოგოს ცოლად მოყვანის ნებართვა არ მომცა და კიდევ კარგი, თორემ მაგ ასაკში შექმნილი ოჯახი დღემდე არ მომყვებოდა. მის გამო მართლაც ბევრი სიგიჟე ჩამიდენია, მიჩხუბია კიდეც, დიდი წითელი გულიც მიჩუქებია, რომანტიკული საღამოც მომიწყვია; ერთხელ, ახალი წლის ღამეს, სახლიდან გავიპარე და მეგობრებთან ერთად, მისი კორპუსის წინ, დიდი ცეცხლის გული დავანთე. გოგო ლამის შოკში ჩავარდა (იცინის). მას შემდეგ სიგიჟეები აღარ ჩამიდენია, ახლა უფრო სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს ამ ყველაფრის მიმართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადამიანი არ მიყვარს, უბრალოდ ჩემში რაღაცები გადაფასდა. ესეც ცხოვრებამ მოიტანა. ამიტომ, ქალბატონებო, თუ მამაკაცი ყვავილს ან საჩუქარს არ მოგართმევთ, ნუ ჩათვლით, რომ მის გულში თქვენი ადგილი აღარ არის ან თქვენ მიმართ სიყვარული გაუნელდა. თუმცა, ფულიან მამაკაცებს მაინც მოვუწოდებდი, რომ საყვარელი ქალბატონები არ დაივიწყონ და თუ მათ ასე ძალიან უხარიათ, ფეიერვერკებიც მოუწყონ (იცინის). რაც მეტი გაღიმებული მანდილოსანი ივლის ქუჩაში, მით უფრო გაფერადდება თბილისი (იცინის).

ნინუცა მაყაშვილი, მსახიობი, ტელეწამყვანი:

- სხვათა შორის, 8 მარტს ბევრი საჩუქარი არასდროს მიმიღია, ძირითადად, თაიგულებს მჩუქნიან ხოლმე, განსაკუთრებული არაფერი. საერთოდ, მნიშვნელობა არა აქვს, ცნობილი ან პოპულარული ხარ თუ - არა, ქალს საჩუქრებს ამის მიხედვით არ უძღვნიან. ზოგადად, როცა 8 მარტი ან დედის დღეა, დედაჩემს აუცილებლად ვულოცავთ ხოლმე - ყვავილები მიმაქვს და შეიძლება საჩუქარიც ვუყიდო, თუ დაახლოებით ვიცი, რა სურს. თუმცა, რომ გითხრა, განსაკუთრებული ტრადიციით აღვნიშნავთ-მეთქი, მოგატყუებ. უბრალოდ, ეს ის დღეა, როცა იმაზე მეტ ყვავილს იღებ, ვიდრე სხვა დროს.

- რუსკას თუ უკეთებენ ხოლმე საჩუქრებს თაყვანისმცემლები?

- სიმართლე გითხრა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ძვირფასი საჩუქრებით მგონი, რუსკაც არ არის განებივრებული, ყოველ შემთხვევაში, თვალში არასდროს მომხვედრია.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება