მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო მითაიშვილი - "დოი, მაპატიე, რომ ვსუნთქავ"
ნინო მითაიშვილი - "დოი, მაპატიე, რომ ვსუნთქავ"

მსა­ხი­ობ ნინო მი­თა­იშ­ვილს თე­ატ­რში არა­ერ­თი როლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, თუმ­ცა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სე­რი­ა­ლის - "შუა ქა­ლაქ­ში" წყა­ლო­ბით გახ­და. მსა­ხი­ობს სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა დი­დად არ უყ­ვარს, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ არა­ფო­ტო­გე­ნუ­რია. თუმ­ცა, სა­ო­ჯა­ხო ფო­ტო­ალ­ბო­მი მა­ინც და­მათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა და ერ­თად გა­და­ვავ­ლეთ თვა­ლი, რა გა­რეგ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ცა­და ბავ­შვო­ბი­დან დღემ­დე.

- მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. მახ­სოვს, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ცხო­ვე­ლე­ბი და მათ­თვის მე და ეზოს ბავ­შვე­ბი თავ­შე­საფ­რის აშე­ნე­ბას ვცდი­ლობ­დით. ხში­რად მიმ­ქონ­და სახ­ლი­დან რძის ნა­წარ­მი, რომ­ლი­თაც ქუ­ჩა­ში მა­წან­წა­ლა ცხო­ვე­ლებს ვუ­მას­პინ­ძლდე­ბო­დი. ამის გამო, დედა ხში­რად ძა­ლი­ან მიბ­რაზ­დე­ბო­და. აი, ეს სუ­რა­თი რომ გა­და­მი­ღეს, მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით, სამი წლის ვიქ­ნე­ბო­დი. მახ­სოვს, სა­გან­გე­ბოდ შე­მომ­სვეს ავ­ტო­მო­ბილ­ზე, სა­ი­და­ნაც რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­მოვსრი­ალ­დი და შე­მე­შინ­და. ამ ფო­ტოს გა­და­ღე­ბა არ მინ­დო­და.

- პრან­ჭია იყა­ვი?

- ბავ­შვო­ბა­ში დე­დას კოს­მე­ტი­კას ხში­რად ვი­ყე­ნებ­დი. მას თვა­ლის ჩრდი­ლის სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ნაკ­რე­ბი ჰქონ­და, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხვა ფე­რის პო­მა­დაც ეწყო. პო­მა­დას ხი­ლის სუნი ჰქონ­და და ეს მი­ზი­დავ­და. ამი­ტომ ხში­რად ვპა­რავ­დი დე­დას და ვის­ვამ­დი. დღეს ასე­თი კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა თით­ქმის ყვე­ლა ქალს აქვს, მა­შინ კი იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენ­და. პო­მა­დის წას­მის გამო დედა ცხა­დია, მიბ­რაზ­დე­ბო­და, მაგ­რამ უკან არ ვი­ხევ­დი. ასე­ვე, ძა­ლი­ან მომ­წონ­და და ხში­რად ვპა­რავ­დი მარ­ჯნის მძივს, რო­მე­ლიც ალ­ბათ სამი მეტ­რი იქ­ნე­ბო­და. ეს მძი­ვი ახლა მე მაქვს, მაგ­რამ ძა­ლი­ან პა­ტა­რაა დარ­ჩე­ნი­ლი, რად­გან ბავ­შვო­ბი­სას ხში­რად ვწყვეტ­დი და მე­კარ­გე­ბო­და.

- სკო­ლის ასაკ­ში რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დი?

- აი, ეს სკო­ლის პე­რი­ოდ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თია. აქ და­ახ­ლო­ე­ბით, 10 წლის ვარ. ფოტო ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი: ჩვენ იქვე ახ­ლოს ვცხოვ­რობ­დით და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მთე­ლი ბავ­შვო­ბა ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი.

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გო­გო­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა იმიჯს რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვლის, გაპ­რან­ჭვას იწყებს...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) გაპ­რან­ჭვა მე სკო­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე და­ვი­წყე - მე­ცხრე კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლის ჩაც­მის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა. მა­შინ მო­და­ში "პლათ­ფორ­მა" იყო. ვი­ცო­დი, რომ ასე­თი ფეხ­საც­მე­ლი დე­დას ჰქონ­და, მაგ­რამ როცა მო­ვი­ძიე, არ აღ­მო­აჩ­ნდა, - გა­და­უყ­რია, რის გა­მოც ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი; შემ­დეგ ბე­ბი­ას ვეს­ტუმ­რე და მას­თან აღ­მო­ვა­ჩი­ნე პლათ­ფორ­მის­ძი­რი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი. მე დიდი ზო­მის ტერ­ფი მაქვს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბე­ბი­ას ფეხ­საც­მე­ლი მი­ჭერ­და, მა­ინც ვიც­ვამ­დი. სა­სა­ცი­ლო ის იყო, რომ ფეხი ხში­რად მიტ­რი­ალ­დე­ბო­და, მაგ­რამ იხ­ტი­ბარს არ ვი­ტეხ­დი და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, "მაღ­ლე­ბით" "რე­ზი­ნო­ბა­ნა­საც" კი ვთა­მა­შობ­დი.

- იმ პე­რი­ოდ­ში ვინ­მეს ეპ­რან­ჭე­ბო­დი?

- ერთ კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბას კი არა, ყვე­ლას ვეპ­რან­ჭე­ბო­დი. მახ­სოვს, ქუ­ჩა­ში რომ მივ­დი­ო­დი, მა­ინ­ცდა­მა­ინც იმ ად­გი­ლას მიტ­რი­ალ­დე­ბო­და ფეხი, სა­დაც ბი­ჭე­ბი იდ­გნენ და ამის გამო სულ და­ძა­ბუ­ლი ვი­ყა­ვი (იცი­ნის).

- ამ სუ­რათ­ში მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბა გაქვს...

- ერთი პე­რი­ო­დი მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბას ვა­ტა­რებ­დი, მაგ­რამ ამ ფო­ტო­ზე თმა უბ­რა­ლოდ, შეკ­რუ­ლი მაქვს და "ჩოლ­კა" შეჭ­რი­ლი. მა­შინ 14 წლის ვი­ყა­ვი და თმის წით­ლად შე­ღებ­ვი­სა და პირ­სინ­გის გა­კე­თე­ბის სურ­ვი­ლიც მქონ­და, მაგ­რამ დედა მე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. თუმ­ცა, თმის შე­ღებ­ვა­ზე მა­ინც და­ვი­თან­ხმე და სა­ბო­ლო­ოდ, სტა­ფი­ლოს­ფრად შე­ვი­ღე­ბე. შავი წარ­ბე­ბი, სტა­ფი­ლოს­ფე­რი თმა - მა­შინ ალ­ბათ, სა­სა­ცი­ლო და­სა­ნა­ხა­ვი ვიქ­ნე­ბო­დი, მაგ­რამ მე ძა­ლი­ან მომ­წონ­და.

- თმას ხში­რად იღე­ბავ?

- ახ­ლა­ხან და­ვი­წყე თმის ხშირ-ხში­რად შე­ღებ­ვა, ბუ­ნებ­რი­ვად კი ყა­ვის­ფერ­თმი­ა­ნი ვარ.

- ნამ­ზე­უ­რი თუ მოგ­წონს?

- იმ­დე­ნად მომ­წონს, რომ ვრის­კავ და სო­ლა­რი­უმ­შიც დავ­დი­ვარ ხოლ­მე.

- მა­კი­აჟს ყო­ველ­დღე იკე­თებ?

- სა­ერ­თოდ, თეთ­რი კანი მაქვს და ეს "სი­თეთ­რე" არ მომ­წონს. ამი­ტო­მაც, მა­კი­აჟს თით­ქმის ყო­ველ­დღე ვი­კე­თებ. "და­ზაგ­რულს" კი - მა­კი­ა­ჟი არ მჭირ­დე­ბა, მხო­ლოდ ტუჩ­სა­ცხს ვის­ვამ.

- ამ სუ­რათ­ზე გრიმს თა­ვად იკე­თებ...

- ჰო, სპექ­ტაკ­ლის­თვის გრიმს ყო­ველ­თვის და­მო­უ­კი­დებ­ლად ვი­კე­თებ. სხვა­თა შო­რის, თვით­ნას­წავ­ლი ვარ (იღი­მის).

- წარ­ბე­ბის კო­რექ­ცია რო­დის გა­ი­კე­თე?

- და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის ვი­ყა­ვი, როცა წარ­ბე­ბის კო­რექ­ცი­ის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა. ამ პე­რი­ოდ­ში, ადა­მი­ანს სა­კუ­თარ თავ­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მოს­წონს. მახ­სოვს, ამ ასაკ­ში ჩემ­მა დამ წარ­ბი მო­ი­პარ­სა... ერთ ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ: სპორ­ტსკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი. ყო­ველ­თვის გრძე­ლი წამ­წა­მი მქონ­და და რა­ტომ­ღაც, ხელს მიშ­ლი­და. ერ­თმა მე­გო­ბარ­მა მი­თხრა, - მო­ი­ჭე­რი და ყვე­ლა­ფერს უკე­თე­სად და­ი­ნა­ხა­ვო. "მხედ­ვე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის" ეს მე­თო­დი ჩემს მე­ზო­ბელ­საც ვას­წავ­ლე, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან და­ბალ­ზე მო­იჭ­რა და დღემ­დე მსაყ­ვე­დუ­რობს: შენ გამო წამ­წა­მე­ბი აღარ მეზ­რდე­ბაო (იცი­ნის).

- სკო­ლის ასაკ­ში ჩაც­მის რო­გორ სტილს ანი­ჭებ­დი უპი­რა­ტე­სო­ბას?

- გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ძალ­ზე გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კა­ცუ­რი, დი­დცხვი­რი­ა­ნი, უხე­ში "ბა­ტინ­კე­ბი" მეც­ვა, და­ხე­უ­ლი ჯინ­სის შარ­ვლით დავ­დი­ო­დი, რო­მელ­საც ბევ­რი წარ­წე­რა ამ­შვე­ნებ­და; დიდი ზო­მის კა­ცის პე­რან­გებს ვიც­ვამ­დი, ჯაჭ­ვე­ბიც მქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. მოკ­ლედ, "ას­ხმუ­ლი" დავ­დი­ო­დი. მახ­სოვს, იმ პე­რი­ოდ­ში ჭი­პის გახ­ვრე­ტაც მსურ­და, მაგ­რამ ამის უფ­ლე­ბა არ მომ­ცეს. ტა­ნი­სა­მო­სის შე­სა­ძე­ნად ყო­ველ­თვის მომ­ყვე­ბო­და დედა და გა­მუდ­მე­ბით იმას მეხ­ვე­წე­ბო­და: ნინო, ძა­ლი­ან თხე­ლი ფეხი გაქვს და ეგ "ბა­ტინ­კე­ბი" არ მო­გიხ­დე­ბა, სხვა რამე იყი­დეო. მე კი­დევ, მიკ­ვირ­და და ვბრა­ზობ­დი: რა­ტომ არ მო­მიხ­დე­ბა-მეთ­ქი?..

- ახლა რო­გორ სტილს ანი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- ჩემს გარ­დე­რობ­ში არა მარ­ტო სპორ­ტულ, არა­მედ კლა­სი­კურ სა­მოს­საც ნა­ხავთ. ვცდი­ლობ, ეს ორი სტი­ლი ერ­თმა­ნეთს კარ­გად შე­ვუ­ხა­მო და მგო­ნი, ეს გა­მომ­დის კი­დეც.

- რო­გორც ვიცი, ად­რე­ულ ასაკ­ში გა­თხოვ­დი...

- მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ძა­ლი­ან ადრე, 18 წლი­სებ­მა შევ­ქმე­ნით ოჯა­ხი და ახლა 12 წლის შვი­ლი - ელე­ნე გვყავს, რო­მელ­საც ჩემ­სა­ვით, ძა­ლი­ან უყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი. ერთ-ერთ და­ბა­დე­ბის დღე­ზე შვილს სი­ურპრი­ზი გა­ვუ­კე­თეთ და ლატ­ვი­ი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი ძაღ­ლი ვა­ჩუ­ქეთ. მას ბას­ტი ჰქვია და ვფიქ­რობ, ჩვე­ნი ოჯა­ხის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რია. ის ძა­ლი­ან ცელ­ქი, ჯი­უ­ტი და მო­სიყ­ვა­რუ­ლეა. ამ სუ­რათ­ზე ჩემი შვი­ლი და ბას­ტია აღ­ბეჭ­დი­ლი.

- შენი მე­უღ­ლის ფო­ტო­სუ­რა­თი არ წა­მო­გი­ღია...

- გი­ორ­გი სა­მარ­თალმცოდ­ნეა. არ უყ­ვარს ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი. ჩვენ ერ­თმა­ნე­თი შემ­თხვე­ვით, ქუ­ჩა­ში გა­ვი­ცა­ნით; უფრო სწო­რად, ის მე­გო­ბარ­მა გა­მაც­ნო. ჰოდა, ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო და ოჯა­ხის შექ­მნით დაგ­ვირ­გვინ­და. ხში­რად ამ­ბო­ბენ, - ად­რე­ულ ასაკ­ში შექ­მნი­ლი ოჯა­ხე­ბი ინ­გრე­ვაო, მაგ­რამ ჩვენ სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს ვამ­ტკი­ცებთ!

- ოდეს­მე, გა­რეგ­ნო­ბა­ში რა­ი­მეს შეც­ვლა­ზე თუ გი­ფიქ­რია?

- ცხვი­რი მაქვს გა­ტე­ხი­ლი და ვგრძნობ, თან­და­თან გვერ­დზე "მი­დის". ამის გამო ცხვი­რის ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა­ზეც კი მი­ფიქ­რია, მაგ­რამ თავს ვი­კა­ვებ იმი­ტომ, რომ მე­ში­ნია. ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ში სხვა ყვე­ლა­ფე­რი მაკ­მა­ყო­ფი­ლებს.

- შენს ალ­ბომ­ში სპექ­ტაკ­ლებ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი ჭარ­ბობს...

- ვფიქ­რობ, რომ არა­ფო­ტო­გე­ნუ­რი ვარ და ამი­ტო­მაც, ბავ­შვო­ბი­დან არ მიყ­ვარ­და სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა; რო­გორც კი ფო­ტო­ა­პა­რატს და­ვი­ნა­ხავ, მა­შინ­ვე გავ­რბი­ვარ. ამი­ტო­მაც არის, რომ ბევ­რი ფოტო არ მაქვს. რაც მქონ­და, იქი­და­ნაც ზოგი ჩემ­მა შვილ­მა დაჭ­რა, ზო­გიც - კე­დელ­ზე გა­აკ­რა. ფო­ტო­ალ­ბო­მი, რო­მე­ლიც დღეს მო­გი­ტა­ნეთ, დე­დას­თან მქონ­და შე­ნა­ხუ­ლი და ამი­ტომ გა­დარ­ჩა. აი, სცე­ნა­ზე მდგომს კი კა­მე­რე­ბის წინ პო­ზი­რე­ბა არ მი­ჭირს, ამ დროს თავს ლა­ღად ვგრძნობ. სუ­რა­თი, სა­დაც სათ­ვა­ლე მი­კე­თია, სპექ­ტაკ­ლის - "გაყ­რა" დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი. წი­ნა­საპ­რე­მი­ე­რო ღელ­ვა იყო. ვთა­მა­შობ­დით მიკრო­ფო­ნე­ბით, რო­მე­ლიც არ­ცთუ ხა­რის­ხი­ა­ნი გახ­ლდათ და კუ­ლი­სებ­ში რომ გავ­დი­ო­დით, მიკრო­ფო­ნე­ბის გა­მორ­თვა გვი­წევ­და, რად­გან სულ პა­ტა­რა ამო­სუნ­თქვაც კი ის­მო­და. ჩემი სცე­ნა რომ და­ვამ­თავ­რე და კუ­ლი­სებ­ში გა­ვე­დი, ღრმად ჩა­ვი­სუნ­თქე. უცებ, დოიმ იღ­რი­ა­ლა, - ვინ სუნ­თქავ­სო? კუ­ლი­სე­ბი­დან თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი გა­მო­ვე­დი და მო­ვი­ბო­დი­შე: დოი, მა­პა­ტიე, რომ ვსუნ­თქავ-მეთ­ქი. ჰოდა, მას მერე ამ სი­ტყვებს ხში­რად მახ­სე­ნე­ბენ (იღი­მის).

- სუ­რა­თი მალ­კო­ვიჩ­თა­ნაც გაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი...

- ეს ფო­ტო­სუ­რა­თი თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი, როცა მალ­კო­ვი­ჩი თბი­ლის­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, მას­თან გა­სა­უბ­რე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხე, რად­გან ძა­ლი­ან ეჩ­ქა­რე­ბო­და.

- სარ­კის წინ ტრი­ა­ლი თუ გიყ­ვარს?

- სულ გა­დარ­ბე­ნა­ზე ვარ და სარ­კის წინ დიდ­ხანს დგო­მას ვერ ვა­ხერ­ხებ. ხში­რად მა­კი­აჟს გზა­დაგ­ზა, მან­ქა­ნა­ში ვი­კე­თებ. თუმ­ცა, თუკი სად­მე სა­გან­გე­ბო შეხ­ვედ­რა­ზე მივ­დი­ვარ, გულ­მოდ­გი­ნედ ვიპ­რან­ჭე­ბი ხოლ­მე.

მა­რეხ ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი ”გზა”

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ნინო მითაიშვილი - "დოი, მაპატიე, რომ ვსუნთქავ"

ნინო მითაიშვილი - "დოი, მაპატიე, რომ ვსუნთქავ"

მსახიობ ნინო მითაიშვილს თეატრში არაერთი როლი აქვს შესრულებული, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი სერიალის - "შუა ქალაქში" წყალობით გახდა. მსახიობს სურათების გადაღება დიდად არ უყვარს, რადგან მიაჩნია, რომ არაფოტოგენურია. თუმცა, საოჯახო ფოტოალბომი მაინც დამათვალიერებინა და ერთად გადავავლეთ თვალი, რა გარეგნული ცვლილებები განიცადა ბავშვობიდან დღემდე.

- მოწესრიგებული ბავშვი ვიყავი. მახსოვს, ძალიან მიყვარდა ცხოველები და მათთვის მე და ეზოს ბავშვები თავშესაფრის აშენებას ვცდილობდით. ხშირად მიმქონდა სახლიდან რძის ნაწარმი, რომლითაც ქუჩაში მაწანწალა ცხოველებს ვუმასპინძლდებოდი. ამის გამო, დედა ხშირად ძალიან მიბრაზდებოდა. აი, ეს სურათი რომ გადამიღეს, მაშინ დაახლოებით, სამი წლის ვიქნებოდი. მახსოვს, საგანგებოდ შემომსვეს ავტომობილზე, საიდანაც რამდენჯერმე ჩამოვსრიალდი და შემეშინდა. ამ ფოტოს გადაღება არ მინდოდა.

- პრანჭია იყავი?

- ბავშვობაში დედას კოსმეტიკას ხშირად ვიყენებდი. მას თვალის ჩრდილის სამსართულიანი ნაკრები ჰქონდა, რომელშიც სხვადასხვა ფერის პომადაც ეწყო. პომადას ხილის სუნი ჰქონდა და ეს მიზიდავდა. ამიტომ ხშირად ვპარავდი დედას და ვისვამდი. დღეს ასეთი კოსმეტიკური საშუალება თითქმის ყველა ქალს აქვს, მაშინ კი იშვიათობას წარმოადგენდა. პომადის წასმის გამო დედა ცხადია, მიბრაზდებოდა, მაგრამ უკან არ ვიხევდი. ასევე, ძალიან მომწონდა და ხშირად ვპარავდი მარჯნის მძივს, რომელიც ალბათ სამი მეტრი იქნებოდა. ეს მძივი ახლა მე მაქვს, მაგრამ ძალიან პატარაა დარჩენილი, რადგან ბავშვობისას ხშირად ვწყვეტდი და მეკარგებოდა.

- სკოლის ასაკში როგორ გამოიყურებოდი?

- აი, ეს სკოლის პერიოდში გადაღებული ფოტოსურათია. აქ დაახლოებით, 10 წლის ვარ. ფოტო ბოტანიკურ ბაღშია გადაღებული: ჩვენ იქვე ახლოს ვცხოვრობდით და შეიძლება ითქვას, რომ მთელი ბავშვობა ბოტანიკურ ბაღში მაქვს გატარებული.

- სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონების უმრავლესობა იმიჯს რადიკალურად იცვლის, გაპრანჭვას იწყებს...

- (მაწყვეტინებს) გაპრანჭვა მე სკოლის დამთავრებამდე დავიწყე - მეცხრე კლასში ვიყავი, როცა ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმის სურვილი გამიჩნდა. მაშინ მოდაში "პლათფორმა" იყო. ვიცოდი, რომ ასეთი ფეხსაცმელი დედას ჰქონდა, მაგრამ როცა მოვიძიე, არ აღმოაჩნდა, - გადაუყრია, რის გამოც ძალიან გავბრაზდი; შემდეგ ბებიას ვესტუმრე და მასთან აღმოვაჩინე პლათფორმისძირიანი ფეხსაცმელი. მე დიდი ზომის ტერფი მაქვს და მიუხედავად იმისა, რომ ბებიას ფეხსაცმელი მიჭერდა, მაინც ვიცვამდი. სასაცილო ის იყო, რომ ფეხი ხშირად მიტრიალდებოდა, მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხდი და თქვენ წარმოიდგინეთ, "მაღლებით" "რეზინობანასაც" კი ვთამაშობდი.

- იმ პერიოდში ვინმეს ეპრანჭებოდი?

- ერთ კონკრეტულ პიროვნებას კი არა, ყველას ვეპრანჭებოდი. მახსოვს, ქუჩაში რომ მივდიოდი, მაინცდამაინც იმ ადგილას მიტრიალდებოდა ფეხი, სადაც ბიჭები იდგნენ და ამის გამო სულ დაძაბული ვიყავი (იცინის).

- ამ სურათში მოკლე ვარცხნილობა გაქვს...

- ერთი პერიოდი მოკლე ვარცხნილობას ვატარებდი, მაგრამ ამ ფოტოზე თმა უბრალოდ, შეკრული მაქვს და "ჩოლკა" შეჭრილი. მაშინ 14 წლის ვიყავი და თმის წითლად შეღებვისა და პირსინგის გაკეთების სურვილიც მქონდა, მაგრამ დედა მეწინააღმდეგებოდა. თუმცა, თმის შეღებვაზე მაინც დავითანხმე და საბოლოოდ, სტაფილოსფრად შევიღებე. შავი წარბები, სტაფილოსფერი თმა - მაშინ ალბათ, სასაცილო დასანახავი ვიქნებოდი, მაგრამ მე ძალიან მომწონდა.

- თმას ხშირად იღებავ?

- ახლახან დავიწყე თმის ხშირ-ხშირად შეღებვა, ბუნებრივად კი ყავისფერთმიანი ვარ.

- ნამზეური თუ მოგწონს?

- იმდენად მომწონს, რომ ვრისკავ და სოლარიუმშიც დავდივარ ხოლმე.

- მაკიაჟს ყოველდღე იკეთებ?

- საერთოდ, თეთრი კანი მაქვს და ეს "სითეთრე" არ მომწონს. ამიტომაც, მაკიაჟს თითქმის ყოველდღე ვიკეთებ. "დაზაგრულს" კი - მაკიაჟი არ მჭირდება, მხოლოდ ტუჩსაცხს ვისვამ.

- ამ სურათზე გრიმს თავად იკეთებ...

- ჰო, სპექტაკლისთვის გრიმს ყოველთვის დამოუკიდებლად ვიკეთებ. სხვათა შორის, თვითნასწავლი ვარ (იღიმის).

- წარბების კორექცია როდის გაიკეთე?

- დაახლოებით 15 წლის ვიყავი, როცა წარბების კორექციის სურვილი გამიჩნდა. ამ პერიოდში, ადამიანს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება მოსწონს. მახსოვს, ამ ასაკში ჩემმა დამ წარბი მოიპარსა... ერთ ამბავს გავიხსენებ: სპორტსკოლაში დავდიოდი. ყოველთვის გრძელი წამწამი მქონდა და რატომღაც, ხელს მიშლიდა. ერთმა მეგობარმა მითხრა, - მოიჭერი და ყველაფერს უკეთესად დაინახავო. "მხედველობის გაუმჯობესების" ეს მეთოდი ჩემს მეზობელსაც ვასწავლე, რომელმაც ძალიან დაბალზე მოიჭრა და დღემდე მსაყვედურობს: შენ გამო წამწამები აღარ მეზრდებაო (იცინის).

- სკოლის ასაკში ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებდი უპირატესობას?

- გარდატეხის ასაკში ძალზე გამხდარი ვიყავი, მაგრამ მიუხედავად ამისა, კაცური, დიდცხვირიანი, უხეში "ბატინკები" მეცვა, დახეული ჯინსის შარვლით დავდიოდი, რომელსაც ბევრი წარწერა ამშვენებდა; დიდი ზომის კაცის პერანგებს ვიცვამდი, ჯაჭვებიც მქონდა გაკეთებული. მოკლედ, "ასხმული" დავდიოდი. მახსოვს, იმ პერიოდში ჭიპის გახვრეტაც მსურდა, მაგრამ ამის უფლება არ მომცეს. ტანისამოსის შესაძენად ყოველთვის მომყვებოდა დედა და გამუდმებით იმას მეხვეწებოდა: ნინო, ძალიან თხელი ფეხი გაქვს და ეგ "ბატინკები" არ მოგიხდება, სხვა რამე იყიდეო. მე კიდევ, მიკვირდა და ვბრაზობდი: რატომ არ მომიხდება-მეთქი?..

- ახლა როგორ სტილს ანიჭებ უპირატესობას?

- ჩემს გარდერობში არა მარტო სპორტულ, არამედ კლასიკურ სამოსსაც ნახავთ. ვცდილობ, ეს ორი სტილი ერთმანეთს კარგად შევუხამო და მგონი, ეს გამომდის კიდეც.

- როგორც ვიცი, ადრეულ ასაკში გათხოვდი...

- მე და ჩემმა მეუღლემ ძალიან ადრე, 18 წლისებმა შევქმენით ოჯახი და ახლა 12 წლის შვილი - ელენე გვყავს, რომელსაც ჩემსავით, ძალიან უყვარს ცხოველები. ერთ-ერთ დაბადების დღეზე შვილს სიურპრიზი გავუკეთეთ და ლატვიიდან ჩამოყვანილი ძაღლი ვაჩუქეთ. მას ბასტი ჰქვია და ვფიქრობ, ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. ის ძალიან ცელქი, ჯიუტი და მოსიყვარულეა. ამ სურათზე ჩემი შვილი და ბასტია აღბეჭდილი.

- შენი მეუღლის ფოტოსურათი არ წამოგიღია...

- გიორგი სამართალმცოდნეა. არ უყვარს ინტერვიუები. ჩვენ ერთმანეთი შემთხვევით, ქუჩაში გავიცანით; უფრო სწორად, ის მეგობარმა გამაცნო. ჰოდა, ჩვენი სიყვარული გაცნობისთანავე დაიწყო და ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. ხშირად ამბობენ, - ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები ინგრევაო, მაგრამ ჩვენ საწინააღმდეგოს ვამტკიცებთ!

- ოდესმე, გარეგნობაში რაიმეს შეცვლაზე თუ გიფიქრია?

- ცხვირი მაქვს გატეხილი და ვგრძნობ, თანდათან გვერდზე "მიდის". ამის გამო ცხვირის ოპერაციის გაკეთებაზეც კი მიფიქრია, მაგრამ თავს ვიკავებ იმიტომ, რომ მეშინია. ჩემს გარეგნობაში სხვა ყველაფერი მაკმაყოფილებს.

- შენს ალბომში სპექტაკლებზე გადაღებული ფოტოსურათები ჭარბობს...

- ვფიქრობ, რომ არაფოტოგენური ვარ და ამიტომაც, ბავშვობიდან არ მიყვარდა სურათების გადაღება; როგორც კი ფოტოაპარატს დავინახავ, მაშინვე გავრბივარ. ამიტომაც არის, რომ ბევრი ფოტო არ მაქვს. რაც მქონდა, იქიდანაც ზოგი ჩემმა შვილმა დაჭრა, ზოგიც - კედელზე გააკრა. ფოტოალბომი, რომელიც დღეს მოგიტანეთ, დედასთან მქონდა შენახული და ამიტომ გადარჩა. აი, სცენაზე მდგომს კი კამერების წინ პოზირება არ მიჭირს, ამ დროს თავს ლაღად ვგრძნობ. სურათი, სადაც სათვალე მიკეთია, სპექტაკლის - "გაყრა" დროს არის გადაღებული. წინასაპრემიერო ღელვა იყო. ვთამაშობდით მიკროფონებით, რომელიც არცთუ ხარისხიანი გახლდათ და კულისებში რომ გავდიოდით, მიკროფონების გამორთვა გვიწევდა, რადგან სულ პატარა ამოსუნთქვაც კი ისმოდა. ჩემი სცენა რომ დავამთავრე და კულისებში გავედი, ღრმად ჩავისუნთქე. უცებ, დოიმ იღრიალა, - ვინ სუნთქავსო? კულისებიდან თავჩაღუნული გამოვედი და მოვიბოდიშე: დოი, მაპატიე, რომ ვსუნთქავ-მეთქი. ჰოდა, მას მერე ამ სიტყვებს ხშირად მახსენებენ (იღიმის).

- სურათი მალკოვიჩთანაც გაქვს გადაღებული...

- ეს ფოტოსურათი თბილისის საერთაშორისო ფესტივალზეა გადაღებული, როცა მალკოვიჩი თბილისში იყო ჩამოსული. სამწუხაროდ, მასთან გასაუბრება ვერ მოვახერხე, რადგან ძალიან ეჩქარებოდა.

- სარკის წინ ტრიალი თუ გიყვარს?

- სულ გადარბენაზე ვარ და სარკის წინ დიდხანს დგომას ვერ ვახერხებ. ხშირად მაკიაჟს გზადაგზა, მანქანაში ვიკეთებ. თუმცა, თუკი სადმე საგანგებო შეხვედრაზე მივდივარ, გულმოდგინედ ვიპრანჭები ხოლმე.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)