ყველას ახსოვს შეგრძნება, როდესაც სპორტდარბაზში ვარჯიშის დროს, პარკში სირბილისას კუნთები გტკივდებათ, ოფლიანდებით, სახე გიწითლდებათ და ფეხები აღარ გემორჩილებათ - ამ დროს ჩერდებით და ფიქრობთ, რომ სხეული ვარჯიშით დაიღალა, თუმცა მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ამ დროს სინამდვილეში ტვინი იღლება.
კოპენჰაგენის კვლევითი უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანის დაღლილობა ტვინიდან მოდის. აღმოჩნდა, რომ ვარჯიშისას ტვინში ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გადაიცემა სიგნალი, რომ დაღლილები ვართ და ვარჯიშის გაგრძელება აღარ შეგვიძლია. ადამიანი გონებაში ამ სიგნალს ხარშავს და დაღლილობას სხეულს აბრალებს.
"მოგეხსენებათ, სეროტონინი, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის ერთ-ერთ ძირითად მედიატორს წარმოადგენს, ვარჯიშის დროს თავისუფლდება. სეროტონინი ვარჯიშისადმი სურვილს გვიმძაფრებს და საქმიანობის გაგრძელებას გვაიძულებს. ყოველთვის გვაინტერესებდა, რა იწვევს ორგანიზმის გამოფიტვას. უკვე დაბეჯითებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სწორედ სეროტონინის ჭარბი დოზით იღლება ტვინი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სეროტონინი ფუნქციონირებს, როგორც ამჩქარებელი და მუხრუჭი", - ამბობს პროფესორი ჟან-ფრანკო პერიერი.
მომზადებულია National Academy of Scientists-ის მიხედვით.