პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საია - საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება კითხვებს ბადებს
საია - საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება კითხვებს ბადებს

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი­თხვებს ბა­დებს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" საია-ს მე­დი­ის სა­მარ­თლებ­რი­ვი დაც­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნა­თია კა­პა­ნა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ვა­რა­უ­დოა, რომ გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლის გა­და­ყე­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ას უფრო და­ამ­ძი­მებს.

"მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის" 32-ე მუხ­ლის თა­ნახ­მად, გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო ნიშ­ნავს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და აფორ­მებს მას­თან შრო­მის კონ­ტრაქტს. ამა­ვე კა­ნო­ნის 32-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ელი პუნ­ქტის გ ქვე­პუნ­ქტში სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს შე­უძ­ლია მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის­თვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე, ეს პრო­ცე­დუ­რა კი შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს ბორ­დის წევრთა 1/3-მა წე­რი­ლო­ბით მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ხოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის 2/3-ის მხარ­და­ჭე­რა, ანუ სა­მარ­თლებ­რი­ვად ბორდს ამ მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ეძ­ლო, თუმ­ცა ის პრო­ცე­სე­ბი, რაც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, კი­თხვებს ბა­დებს. ჩვენ ვი­ცით, რომ როცა გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვილ­მა და­ი­კა­ვა გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცია, არხზე კრი­ზი­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო შექ­მნი­ლი, რაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას, ვფიქ­რობთ, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს უნდა გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა. მით უმე­ტეს, რომ ეს პრო­ცე­სი და­ემ­თხვა ერთ-ერთი თა­ნამ­შრომ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რისი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ბა­რა­თაშ­ვილს, რო­გორც გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ჰქონ­და. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ბორ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში არ­სე­ბულ კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბა უფრო დამ­ძიმ­დე­ბა და რა თქმა უნდა, ამის გამო მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­მართ კი­თხვე­ბი არ­სე­ბობს. ვერ გე­ტყვით, ეს იყო თუ არა ვინ­მეს დაკ­ვე­თა, ან რა დაკ­ვე­თა იყო, მაგ­რამ ეს იყო საკ­მა­ოდ არა­გო­ნივ­რუ­ლი ნა­ბი­ჯი, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვან საფრ­თხე­ებს უქ­მნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს", - აღ­ნიშ­ნა ნა­თია კა­პა­ნა­ძემ.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭომ გუ­შინ არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

საია - საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება კითხვებს ბადებს

საია - საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება კითხვებს ბადებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გიორგი ბარათაშვილის გათავისუფლების თაობაზე სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება კითხვებს ბადებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია კაპანაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოა, რომ გიორგი ბარათაშვილის გადაყენება საზოგადოებრივ მაუწყებელში კრიზისულ სიტუაციას უფრო დაამძიმებს.

"მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის" 32-ე მუხლის თანახმად, გენერალურ დირექტორს სამეურვეო საბჭო ნიშნავს თანამდებობაზე და აფორმებს მასთან შრომის კონტრაქტს. ამავე კანონის 32-ე პრიმა მუხლის 1-ელი პუნქტის გ ქვეპუნქტში საუბარია იმაზე, რომ სამეურვეო საბჭოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება გენერალური დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე, ეს პროცედურა კი შეიძლება დაიწყოს ბორდის წევრთა 1/3-მა წერილობით მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა სამეურვეო საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, ანუ სამართლებრივად ბორდს ამ მექანიზმის გამოყენება შეეძლო, თუმცა ის პროცესები, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში პარალელურად მიმდინარეობდა, კითხვებს ბადებს. ჩვენ ვიცით, რომ როცა გიორგი ბარათაშვილმა დაიკავა გენერალური დირექტორის პოზიცია, არხზე კრიზისული მდგომარეობა იყო შექმნილი, რაც გადაწყვეტილების მიღებისას, ვფიქრობთ, სამეურვეო საბჭოს უნდა გაეთვალისწინებინა. მით უმეტეს, რომ ეს პროცესი დაემთხვა ერთ-ერთი თანამშრომლის გათავისუფლებას, რისი შესაძლებლობაც ბარათაშვილს, როგორც გენერალურ დირექტორს კანონმდებლობით ჰქონდა. მიგვაჩნია, რომ ბორდის გადაწყვეტილებით საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ კრიზისულ ვითარება უფრო დამძიმდება და რა თქმა უნდა, ამის გამო მიღებული გადაწყვეტილების მიმართ კითხვები არსებობს. ვერ გეტყვით, ეს იყო თუ არა ვინმეს დაკვეთა, ან რა დაკვეთა იყო, მაგრამ ეს იყო საკმაოდ არაგონივრული ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვან საფრთხეებს უქმნის საზოგადოებრივ მაუწყებელს", - აღნიშნა ნათია კაპანაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გუშინ არხის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები