საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანელი უსახლკარო რადიოს ვარსკვლავი გახდა
ბრიტანელი უსახლკარო რადიოს ვარსკვლავი გახდა

ცხოვ­რე­ბა შე­საძ­ლოა, ერთ წამ­ში შე­იც­ვა­ლოს - ამას სტივ რი­მე­რის შემ­თხვე­ვაც მოწ­მობს. ამ უსახ­ლკა­რო ქუ­ჩის მუ­სი­კო­სის ცხოვ­რე­ბა სწო­რედ ბედ­ნი­ერ­მა შემ­თხვე­ვი­თო­ბამ შეც­ვა­ლა. ის ბრი­ტა­ნუ­ლი რა­დი­ოს ნამ­დვილ ვარ­სკვლა­ვად იქცა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მან­ჩეს­ტერ­ში, რა­დიო Key 103-ის ეთერ­ში პრობ­ლე­მა შე­იქ­მნა. The Wrong Show-ში ერთ-ერთ პო­პუ­ლა­რულ ჯგუფს უნდა ემ­ღე­რა, მაგ­რამ ბენდმა ბოლო წუ­თებ­ში შო­უ­ში მის­ვლა ვერ შეძ­ლო.

მა­შინ შოუს პრო­დი­უ­სე­რებს თვალ­ში მო­უ­ვი­დათ გა­რეთ მდგა­რი უსახ­ლკა­რო მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ვირ­ტუ­ო­ზუ­ლად უკ­რავ­და აკორ­დე­ონ­ზე.

45 წლის უსახ­ლკა­რო სტივ რი­მე­რი სას­წრა­ფოდ შე­იყ­ვა­ნეს შე­ნო­ბა­ში და ეთერ­ში დაკ­ვრა სთხო­ვეს.

მსმე­ნელს იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა მისი დაკ­რუ­ლი, რომ რა­დი­ომ გა­და­წყვი­ტა, ხე­ლი­დან არ გა­ეშ­ვა ასეთ ექ­სცენ­ტრულ პერ­სო­ნაჟ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შან­სი და სტივ რე­მერს სამ­სა­ხუ­რი შეს­თა­ვა­ზა.

გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნი­ამ 6000 დო­ლა­რი და­ხარ­ჯა სტი­ვის გა­რეგ­ნო­ბის შე­საც­ვლე­ლად. იგი და­ბა­ნეს, და­ვარ­ცხნეს, მო­უ­წეს­რი­გეს ფჩხი­ლე­ბი, ჩა­უს­ვეს კბი­ლე­ბი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბრენ­დის სა­მო­სი ჩა­აც­ვეს.

"80-იან წლებ­ში პროგ­რა­მის­ტი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ბო­ლოს მივ­ხვდი, რომ ჩემი მო­წო­დე­ბა მუ­სი­კა იყო. ვიცი, რომ მდი­და­რი არას­დროს ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი, რომ სა­ნამ პუ­რის ფული მაქვს, ცო­ცხა­ლი ვარ. ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია, რაც თავს გა­დამ­ხდა. ვიცი, ჩემ­თან მუ­შა­ო­ბა რთუ­ლია. მინ­და რა­დი­ოს მთელს კო­ლექ­ტივს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო", - გა­ნა­ცხა­და სტივ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ბრიტანელი უსახლკარო რადიოს ვარსკვლავი გახდა

ბრიტანელი უსახლკარო რადიოს ვარსკვლავი გახდა

ცხოვრება შესაძლოა, ერთ წამში შეიცვალოს - ამას სტივ რიმერის შემთხვევაც მოწმობს. ამ უსახლკარო ქუჩის მუსიკოსის ცხოვრება სწორედ ბედნიერმა შემთხვევითობამ შეცვალა. ის ბრიტანული რადიოს ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.

რამდენიმე დღის წინ მანჩესტერში, რადიო Key 103-ის ეთერში პრობლემა შეიქმნა. The Wrong Show-ში ერთ-ერთ პოპულარულ ჯგუფს უნდა ემღერა, მაგრამ ბენდმა ბოლო წუთებში შოუში მისვლა ვერ შეძლო.

მაშინ შოუს პროდიუსერებს თვალში მოუვიდათ გარეთ მდგარი უსახლკარო მამაკაცი, რომელიც ვირტუოზულად უკრავდა აკორდეონზე.

45 წლის უსახლკარო სტივ რიმერი სასწრაფოდ შეიყვანეს შენობაში და ეთერში დაკვრა სთხოვეს.

მსმენელს იმდენად მოეწონა მისი დაკრული, რომ რადიომ გადაწყვიტა, ხელიდან არ გაეშვა ასეთ ექსცენტრულ პერსონაჟთან თანამშრომლობის შანსი და სტივ რემერს სამსახური შესთავაზა.

გარდა ამისა, კომპანიამ 6000 დოლარი დახარჯა სტივის გარეგნობის შესაცვლელად. იგი დაბანეს, დავარცხნეს, მოუწესრიგეს ფჩხილები, ჩაუსვეს კბილები და ძვირადღირებული ბრენდის სამოსი ჩააცვეს. 

"80-იან წლებში პროგრამისტი ვიყავი, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ჩემი მოწოდება მუსიკა იყო. ვიცი, რომ მდიდარი არასდროს ვიქნები, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ სანამ პურის ფული მაქვს, ცოცხალი ვარ. ძალიან უცნაურია, რაც თავს გადამხდა. ვიცი, ჩემთან მუშაობა რთულია. მინდა რადიოს მთელს კოლექტივს მადლობა გადავუხადო", - განაცხადა სტივმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს