საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარიზში მოდის კვირეული მიმდინარეობს
პარიზში მოდის კვირეული მიმდინარეობს

საფ­რან­გეთ­ში, მო­დის სამ­ყა­როს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა, პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­უ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობს. დი­ზა­ი­ნე­რებ­მა მო­დის კრი­ტი­კო­სებს და მოყ­ვა­რუ­ლებს 2013-14 წლის შე­მოდ­გო­მა/ზამ­თრის კო­ლექ­ცი­ე­ბი წა­რუდ­გი­ნეს.

კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში წარ­მოდ­გე­ნილ ზამ­თრის კო­ლექ­ცი­ებ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად შავი და ნაც­რის­ფე­რი ჭარ­ბობ­და, თუმ­ცა იყ­ვნენ ისე­თე­ბიც, ვინც მკვეთ­რი ფე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას არ უფრთხის.

ფერ­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და Balmain-ის ახა­ლი კო­ლექ­ცია. ცნო­ბი­ლი მო­დის სახ­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი ოლი­ვიე რუს­ტე­ნი უკვე აქ­ტი­უ­რად წარ­მოგ­ვიდ­გენს მის ხელ­წე­რას - ვიწ­რო წელი, ჭრე­ლი ფე­რე­ბი და გა­ნი­ე­რი სამ­ხრე­ე­ბი. ბრენ­დის ჩვე­ნე­ბას ანა ვინ­ტუ­რი, ფერ­ჯი, შერი და სხვა ვარ­სკვლა­ვე­ბი და­ეს­წრნენ.

ტრა­დი­ცი­ებს არ უღა­ლა­ტა Nina Ricci-მ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას კვლავ დახ­ვე­წი­ლი, ელე­გან­ტუ­რი და ქა­ლუ­რი სა­მო­სი წა­რუდ­გი­ნა. ახა­ლი კო­ლექ­ცია პრი­მა-ბა­ლე­რი­ნის გარ­დე­რობს მოგ­ვა­გო­ნებს. პას­ტე­ლუ­რი ფე­რე­ბი, ნაზი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ელე­გან­ტუ­რი სიმ­კაც­რე, მო­დის სახ­ლის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად უკვე დიდი ხა­ნია იქცა.

კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში Lanvin-ის, Sonia Rykiel-ის, Jean Paul Gaultier-ის და სხვა­თა ჩვე­ნე­ბე­ბი გა­ი­მარ­თა. ჟან პოლ გო­ტიე, მისი შე­მოქ­მე­დე­ბის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს კვლავ სთა­ვა­ზობს მო­მავ­ლის ხედ­ვას. დი­ზა­ი­ნე­რის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში გამჭვირ­ვა­ლე ბლუ­ზე­ბი, შიშ­ვე­ლი მხრე­ბი და ჭრე­ლი ქვე­და­ბო­ლო­ე­ბი ჭარ­ბობს.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კარ­გი შე­ფა­სე­ბე­ბი მოყ­ვა მო­დის სახ­ლის Christian Dior-ის შე­მოდ­გო­მა-ზამ­თა­რი 2013-2014 წლის კო­ლექ­ცი­ას. მო­დის გუ­რუდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ბრენ­დი უკვე წლე­ბია ყვე­ლა მო­დის კვი­რე­ულ­ზე დო­მი­ნი­რებს.

"დი­ო­რის" ახა­ლი კო­ლექ­ცია კვლავ დახ­ვე­წი­ლი, ელე­გან­ტუ­რი და ქა­ლუ­რია. ვიწ­რო პი­ჯა­კე­ბი, ტრა­პე­ცია და ასი­მეტ­რია. მო­დის სახ­ლმა არ გა­რის­კა ფერ­თა სიმ­რავ­ლე­ში და შავს, თეთ­რსა და ნაც­რის­ფერს დას­ჯერ­და. თუმ­ცა ახალ კო­ლექ­ცი­ა­ში მა­ინც გვხვდე­ბა ზო­გი­ერ­თი მო­დე­ლი მკვეთ­რი წი­თე­ლით, ლურ­ჯი­თა და თვალ­ში­სა­ცე­მი პრინ­ტით.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spletnik.ru-ს მი­ხედ­ვით.

პარიზში მოდის კვირეული მიმდინარეობს

პარიზში მოდის კვირეული მიმდინარეობს

საფრანგეთში, მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, პარიზის მოდის კვირეული მიმდინარეობს. დიზაინერებმა მოდის კრიტიკოსებს და მოყვარულებს 2013-14 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები წარუდგინეს.

კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილ ზამთრის კოლექციებში ტრადიციულად შავი და ნაცრისფერი ჭარბობდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც მკვეთრი ფერების გამოყენებას არ უფრთხის. 

ფერთა მრავალფეროვნებით განსაკუთრებით გამოირჩეოდა Balmain-ის ახალი კოლექცია. ცნობილი მოდის სახლის ამჟამინდელი კრეატიული დირექტორი ოლივიე რუსტენი უკვე აქტიურად წარმოგვიდგენს მის ხელწერას - ვიწრო წელი, ჭრელი ფერები და განიერი სამხრეები. ბრენდის ჩვენებას ანა ვინტური, ფერჯი, შერი და სხვა ვარსკვლავები დაესწრნენ.

ტრადიციებს არ უღალატა Nina Ricci-მ და საზოგადოებას კვლავ დახვეწილი, ელეგანტური და ქალური სამოსი წარუდგინა. ახალი კოლექცია პრიმა-ბალერინის გარდერობს მოგვაგონებს. პასტელური ფერები, ნაზი აქსესუარები და ზოგ შემთხვევაში ელეგანტური სიმკაცრე, მოდის სახლის სავიზიტო ბარათად უკვე დიდი ხანია იქცა.

კვირეულის ფარგლებში Lanvin-ის, Sonia Rykiel-ის, Jean Paul Gaultier-ის და სხვათა ჩვენებები გაიმართა. ჟან პოლ გოტიე, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს კვლავ სთავაზობს მომავლის ხედვას. დიზაინერის შემოქმედებაში გამჭვირვალე ბლუზები, შიშველი მხრები და ჭრელი ქვედაბოლოები ჭარბობს.

განსაკუთრებულად კარგი შეფასებები მოყვა მოდის სახლის Christian Dior-ის შემოდგომა-ზამთარი 2013-2014 წლის კოლექციას. მოდის გურუდ აღიარებული ბრენდი უკვე წლებია ყველა მოდის კვირეულზე დომინირებს.

"დიორის" ახალი კოლექცია კვლავ დახვეწილი, ელეგანტური და ქალურია. ვიწრო პიჯაკები, ტრაპეცია და ასიმეტრია. მოდის სახლმა არ გარისკა ფერთა სიმრავლეში და შავს, თეთრსა და ნაცრისფერს დასჯერდა. თუმცა ახალ კოლექციაში მაინც გვხვდება ზოგიერთი მოდელი მკვეთრი წითელით, ლურჯითა და თვალშისაცემი პრინტით.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება