საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეკა ხერხეულიძის სახლიდან სუბოტექსი ამოიღეს"
"ეკა ხერხეულიძის სახლიდან სუბოტექსი ამოიღეს"

პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი პარ­ლა­მენ­ტმა ერ­თა­დერთ ქალს, ყო­ფილ პრო­კუ­რორ ნანა თხე­ლი­ძეს მი­ა­ნი­ჭა. იგი მომ­ღე­რალ მა­რი­კა თხე­ლი­ძის მა­მი­დაა. ქალ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 2 წელი და 7 თვე გა­ა­ტა­რა, რომ არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა, გი­სო­სებს მიღ­მა 9 წე­ლი­წა­დი მო­უ­წევ­და ყოფ­ნა. 1992 წლი­დან პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. ბო­ლოს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის ზე­დამ­ხედ­ვე­ლი პრო­კუ­რო­რი იყო. სის­ტე­მი­დან პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბით წა­ვი­და, ამის მი­ზე­ზი ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა გახ­და.

მალე ად­ვო­კა­ტუ­რა­ში გა­და­ბარ­გდა და რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­ა­კა­ვეს. გა­ნა­ჩე­ნის მი­ხედ­ვით, ად­ვო­კატ­მა ნანა თხე­ლი­ძემ ოლ­ქის პრო­კუ­რო­რებ­ზე ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა და ამის გამო 3 ბრალ­დე­ბულს საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა არას­წო­რად გა­უ­ფორ­მეს. მას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 338-ე მუხ­ლით (ზე­გავ­ლე­ნით ვაჭ­რო­ბა) წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი. თხე­ლი­ძის მტკი­ცე­ბით, ბრალ­დე­ბა შე­თი­თხნი­ლია. კარ­გად იცის, რა მე­თო­დე­ბით მუ­შა­ობ­და ადე­იშ­ვი­ლის დროს პრო­კუ­რა­ტუ­რა, ისიც ახ­სოვს, რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნეს ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძის სახ­ლში სუ­ბო­ტექ­სი, რა­ტომ არ და­ა­კა­ვეს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თი­ნა­თინ ბურ­ჯა­ლი­ა­ნის ძმა და რა ფორ­მით ცდი­ლობ­და წი­ლებ­ში ჩაჯ­დო­მას ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი.

ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი ნანა თხე­ლი­ძე: - ადე­იშ­ვი­ლის პი­რა­დი პა­ტი­მა­რი ვი­ყა­ვი. თბი­ლი­სის პრო­კუ­რორ მა­მუ­კა გვა­რა­მი­ას პირ­და­პირ მი­ვა­ხა­ლე, იმის კა­ცო­ბაც არ გყოფ­ნის, სი­მარ­თლე მი­თხრა-მეთ­ქი. გვა­რა­მი­ამ სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­დაყ­ვა­ნა და­მი­პი­რა, საქ­მე გა­ვუ­ი­ო­ლე და პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბით წა­მო­ვე­დი.

- ადე­იშ­ვილ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი რა იყო?

- ჩემს მე­უღ­ლეს რკი­ნიგ­ზის ტენ­დე­რი ჰქონ­და მო­გე­ბუ­ლი. და­ი­ბა­რეს და წილი - 1 500 000 დო­ლა­რი მოს­თხო­ვეს. ირაკ­ლი ეზუხ­ბა­ი­ას ოთხი­ვე მო­ად­გი­ლე რამ­დე­ნი­მე დღე შინ გვეჯ­და და ულ­ტი­მა­ტუმს გვი­ყე­ნებ­და. პირ­და­პირ გვი­თხრეს, ადე­იშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით ვართ მო­სუ­ლე­ბიო. გა­დავ­წყვი­ტეთ, მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში მისი მარ­ჯვე­ნა ხელი, ად­ვო­კა­ტი გი­ორ­გი ყავ­ლაშ­ვი­ლი ჩაგ­ვერ­თო. ის ეზუხ­ბა­ი­ას კა­ბი­ნეტ­ში შეხ­ვედ­რას და­ეს­წრო და თან­ხა 2 მი­ლი­ო­ნამ­დე გა­ზარ­დეს. ვუ­თხა­რით, რომ არა­ფერს გა­და­ვიხ­დი­დით.

ყავ­ლაშ­ვილ­მა იმა­ვე სა­ღა­მოს პა­სუ­ხი მო­მი­ტა­ნა, არ უნდა გა­ახ­მა­უ­რო გა­მო­ძალ­ვის ფაქ­ტი, არც ის თქვა, რომ ზა­ქა­რი­ა­ძეს ეზუხ­ბა­ი­ას კა­ბი­ნეტ­ში სცე­მეს და შე­გეშ­ვე­ბი­ა­ნო. ზა­ქა­რი­ა­ძე ეზუხ­ბა­ი­ას მო­ად­გი­ლე იყო, ამ პრო­ექტს კუ­რი­რებ­და. რა­ტომ­ღაც მი­იჩ­ნი­ეს, რომ მან თა­ვი­სი წილი აიღო და ამი­ტომ სცე­მეს. მერე სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­იქ­ცა. ჩემი ქმრის სამ­სა­ხურ­ში ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია მა­ინც შე­ვი­და, დარ­ღვე­ვა ვერ აღ­მო­უ­ჩი­ნეს, მაგ­რამ ტენ­დე­რი ისე გა­უ­უქ­მეს, რომ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს თან­ხაც არ გა­და­უ­ხა­დეს. ადე­იშ­ვილს შვი­ლო­ბი­ლი ჰყავ­და, მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე, მას ჰქონ­და და­ვა­ლე­ბუ­ლი წი­ლე­ბის კონ­ტრო­ლი, ისიც გვი­რე­კავ­და.

სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­ტა­ნე სა­სა­მარ­თლო­ში და 2 მი­ლი­ო­ნი, შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს თან­ხა მო­ვი­თხო­ვე, პრე­ზი­დენ­ტსაც გა­ვუგ­ზავ­ნე წე­რი­ლი. ბო­ლოს ჩემს ქმარს ისე გა­უ­ხა­დეს საქ­მე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­იქ­ცა, მე კი ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­მი­ყე­ნეს, სარ­ჩე­ლი უკან გა­მო­მე­ტა­ნა. ეს არ გა­ვა­კე­თე. მე­ტიც, ვამ­ხი­ლე ადე­იშ­ვი­ლი და მისი აგენ­ტე­ბის გვა­რე­ბიც და­ვა­სა­ხე­ლე. ისიც გა­ვახ­მა­უ­რე, რო­გორ ამო­ი­ღეს ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძის სახ­ლი­დან სუ­ბო­ტექ­სი და რო­გორ და­ხუ­რეს ეს საქ­მე ისე. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას ვკუ­რი­რებ­დი და ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია ჩემ­თან იყ­რი­და თავს.

იმ­დე­ნი რამე ვიცი, ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ. თინა ბურ­ჯა­ლი­ა­ნის ძმაც და­ა­კა­ვეს ნარ­კო­ტი­კე­ბის­თვის, გა­გიჟ­და ბურ­ჯა­ლი­ა­ნი. პრო­კუ­რო­რებს აი­ძუ­ლებ­დნენ საპ­რო­ცე­სოს თან­ხა, 2 000 ლარი მათ გა­და­ე­ხა­დათ.

- ხერ­ხე­უ­ლი­ძის სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი სუ­ბო­ტექ­სი ვის ეკუთ­ვნო­და?

- ხერ­ხე­უ­ლი­ძეს ნა­ხე­ვარძმა ჰყავს, ის და­ა­კა­ვა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ ნარ­კო­ტიკ­ზე და როცა სახ­ლის ჩხრე­კა ჩა­ტარ­და, 150 აბი სუ­ბო­ტექ­სი იპო­ვეს, მაგ­რამ ეს საქ­მე შე­წყდა...

პრო­კუ­რა­ტუ­რა აგენ­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით აუ­ბე­დუ­რებ­და ათა­სო­ბით ადა­მი­ანს, მათი ცოდ­ვა ამათ კი­სერ­ზეა. აგენ­ტე­ბის გა­შიფვ­რა სა­ხე­ლე­ბით და გვა­რე­ბით ვცა­დე, ამან გა­ა­გი­ჟა ადე­იშ­ვი­ლი... ერთ დღეს გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ნიკა ბიწ­კი­ნაშ­ვილ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მის­ვლა მთხო­ვა, იქ გა­ვარ­კვიე, რომ აბ­სურ­დულ ბრალ­დე­ბას მი­ყე­ნებ­დნენ. ადე­იშ­ვილს წე­რი­ლი მივ­წე­რე: შენ გინ­და შე­მა­ში­ნო, მაგ­რამ არ გა­მო­გი­ვა. გაფრ­თხი­ლებ, ჩემს ოჯახს არ შე­ე­ხო, შე ვირ­თხა-მეთ­ქი.

- რას გე­და­ვე­ბოდ­ნენ?

- თით­ქოს ად­ვო­კატ­მა ჯინ­ჭა­რა­ძემ საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა მთხო­ვა. და­ვუ­კავ­შირ­დი შიდა ქარ­თლის პრო­კუ­რორ გელა მა­მა­ლა­ძეს, ასე­ვე ქვე­მო ქარ­თლის პრო­კუ­რორ მიშა აბუ­ლა­ძეს და თით­ქოს მათ­ზე მო­ვახ­დი­ნე ზე­გავ­ლე­ნა - იმა­ზე ნაკ­ლე­ბი სას­ჯე­ლი მი­ვა­ცე­მი­ნე ბრალ­დე­ბულ­თათ­ვის, რაც ადე­იშ­ვი­ლის გა­იდ­ლა­ინ­ში იყო მი­თი­თე­ბუ­ლი. თურ­მე ადე­იშ­ვილ­ზე მე­ტად ჩემი სი­ტყვა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს.

- პრო­კუ­რო­რე­ბი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბით სარ­გებ­ლობ­დით?

- წე­რი­ლო­ბით არ არ­სე­ბობ­და, ეს იყო ჰა­ერ­ში და­წე­რი­ლი და ყვე­ლამ იცო­და.

იმ­დე­ნად არ ჰქონ­დათ სამ­ხი­ლი, რომ ჩემი და­კა­ვე­ბა პრო­კუ­რორ ლე­ვან ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი­სა და მო­სა­მარ­თლე დიტო მჭედ­ლიშ­ვი­ლის ქრთამ­ზე და­კა­ვე­ბის ფაქტს და­ამ­თხვი­ეს. მათ­თან ერ­თად ტე­ლე­ვი­ზი­ით ჩემი გვა­რიც გა­მო­ცხად­და, არა­და, არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა იმ საქ­მე­ებ­თან არ მქო­ნია. და­კა­ვე­ბის დღი­დან საქ­მის მა­სა­ლებს ვი­თხოვ­დი, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი გვაქვს, ტე­ლე­ფონ­ზე ლა­პა­რა­კობ­დიო. მო­მა­ს­მე­ნი­ნეთ-მეთ­ქი, გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" ადევ­სო. ვუ­ჩი­ვი პრო­კუ­რო­რებს: ქარ­ქუ­საშ­ვილს, მჟა­ვი­ას და სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ის მო­სა­მარ­თლეს: მა­რი­ნა ცერ­ცვა­ძეს, მზია ლომ­თა­თი­ძეს და მაია ოშ­ხე­რელს. ისე გა­მო­მი­ტა­ნეს გა­ნა­ჩე­ნი, სი­ტყვაც არ მათ­ქმე­ვი­ნეს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

"ეკა ხერხეულიძის სახლიდან სუბოტექსი ამოიღეს"

"ეკა ხერხეულიძის სახლიდან სუბოტექსი ამოიღეს"

პოლიტპატიმრის სტატუსი პარლამენტმა ერთადერთ ქალს, ყოფილ პროკურორ ნანა თხელიძეს მიანიჭა. იგი მომღერალ მარიკა თხელიძის მამიდაა. ქალთა დაწესებულებაში 2 წელი და 7 თვე გაატარა, რომ არა ხელისუფლების ცვლილება, გისოსებს მიღმა 9 წელიწადი მოუწევდა ყოფნა. 1992 წლიდან პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ბოლოს საპატრულო პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ზედამხედველი პროკურორი იყო. სისტემიდან პირადი განცხადებით წავიდა, ამის მიზეზი ზურაბ ადეიშვილთან დაპირისპირება გახდა.

მალე ადვოკატურაში გადაბარგდა და რამდენიმე თვეში დააკავეს. განაჩენის მიხედვით, ადვოკატმა ნანა თხელიძემ ოლქის პროკურორებზე ზეგავლენა მოახდინა და ამის გამო 3 ბრალდებულს საპროცესო გარიგება არასწორად გაუფორმეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით (ზეგავლენით ვაჭრობა) წაუყენეს ბრალი. თხელიძის მტკიცებით, ბრალდება შეთითხნილია. კარგად იცის, რა მეთოდებით მუშაობდა ადეიშვილის დროს პროკურატურა, ისიც ახსოვს, როგორ აღმოაჩინეს ეკა ხერხეულიძის სახლში სუბოტექსი, რატომ არ დააკავეს მინისტრის მოადგილის, თინათინ ბურჯალიანის ძმა და რა ფორმით ცდილობდა წილებში ჩაჯდომას ზურაბ ადეიშვილი.

ყოფილი პატიმარი ნანა თხელიძე: - ადეიშვილის პირადი პატიმარი ვიყავი. თბილისის პროკურორ მამუკა გვარამიას პირდაპირ მივახალე, იმის კაცობაც არ გყოფნის, სიმართლე მითხრა-მეთქი. გვარამიამ სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დამიპირა, საქმე გავუიოლე და პირადი განცხადებით წამოვედი.

- ადეიშვილთან დაპირისპირების მიზეზი რა იყო?

- ჩემს მეუღლეს რკინიგზის ტენდერი ჰქონდა მოგებული. დაიბარეს და წილი - 1 500 000 დოლარი მოსთხოვეს. ირაკლი ეზუხბაიას ოთხივე მოადგილე რამდენიმე დღე შინ გვეჯდა და ულტიმატუმს გვიყენებდა. პირდაპირ გვითხრეს, ადეიშვილის დავალებით ვართ მოსულებიო. გადავწყვიტეთ, მოლაპარაკებაში მისი მარჯვენა ხელი, ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი ჩაგვერთო. ის ეზუხბაიას კაბინეტში შეხვედრას დაესწრო და თანხა 2 მილიონამდე გაზარდეს. ვუთხარით, რომ არაფერს გადავიხდიდით.

ყავლაშვილმა იმავე საღამოს პასუხი მომიტანა, არ უნდა გაახმაურო გამოძალვის ფაქტი, არც ის თქვა, რომ ზაქარიაძეს ეზუხბაიას კაბინეტში სცემეს და შეგეშვებიანო. ზაქარიაძე ეზუხბაიას მოადგილე იყო, ამ პროექტს კურირებდა. რატომღაც მიიჩნიეს, რომ მან თავისი წილი აიღო და ამიტომ სცემეს. მერე საქართველოდან გაიქცა. ჩემი ქმრის სამსახურში ფინანსური პოლიცია მაინც შევიდა, დარღვევა ვერ აღმოუჩინეს, მაგრამ ტენდერი ისე გაუუქმეს, რომ შესრულებული სამუშაოს თანხაც არ გადაუხადეს. ადეიშვილს შვილობილი ჰყავდა, მარეგულირებლის ხელმძღვანელი გიორგი არველაძე, მას ჰქონდა დავალებული წილების კონტროლი, ისიც გვირეკავდა.

საჩივარი შევიტანე სასამართლოში და 2 მილიონი, შესრულებული სამუშაოს თანხა მოვითხოვე, პრეზიდენტსაც გავუგზავნე წერილი. ბოლოს ჩემს ქმარს ისე გაუხადეს საქმე, რომ საქართველოდან გაიქცა, მე კი ულტიმატუმი წამიყენეს, სარჩელი უკან გამომეტანა. ეს არ გავაკეთე. მეტიც, ვამხილე ადეიშვილი და მისი აგენტების გვარებიც დავასახელე. ისიც გავახმაურე, როგორ ამოიღეს ეკა ხერხეულიძის სახლიდან სუბოტექსი და როგორ დახურეს ეს საქმე ისე. პროკურატურაში საპატრულო პოლიციას ვკურირებდი და ყველა ინფორმაცია ჩემთან იყრიდა თავს.

იმდენი რამე ვიცი, ვერც კი წარმოიდგენთ. თინა ბურჯალიანის ძმაც დააკავეს ნარკოტიკებისთვის, გაგიჟდა ბურჯალიანი. პროკურორებს აიძულებდნენ საპროცესოს თანხა, 2 000 ლარი მათ გადაეხადათ.

- ხერხეულიძის სახლიდან ამოღებული სუბოტექსი ვის ეკუთვნოდა?

- ხერხეულიძეს ნახევარძმა ჰყავს, ის დააკავა საპატრულო პოლიციამ ნარკოტიკზე და როცა სახლის ჩხრეკა ჩატარდა, 150 აბი სუბოტექსი იპოვეს, მაგრამ ეს საქმე შეწყდა...

პროკურატურა აგენტების დახმარებით აუბედურებდა ათასობით ადამიანს, მათი ცოდვა ამათ კისერზეა. აგენტების გაშიფვრა სახელებით და გვარებით ვცადე, ამან გააგიჟა ადეიშვილი... ერთ დღეს გამომძიებელმა ნიკა ბიწკინაშვილმა პროკურატურაში მისვლა მთხოვა, იქ გავარკვიე, რომ აბსურდულ ბრალდებას მიყენებდნენ. ადეიშვილს წერილი მივწერე: შენ გინდა შემაშინო, მაგრამ არ გამოგივა. გაფრთხილებ, ჩემს ოჯახს არ შეეხო, შე ვირთხა-მეთქი.

- რას გედავებოდნენ?

- თითქოს ადვოკატმა ჯინჭარაძემ საპროცესო გარიგებაში დახმარება მთხოვა. დავუკავშირდი შიდა ქართლის პროკურორ გელა მამალაძეს, ასევე ქვემო ქართლის პროკურორ მიშა აბულაძეს და თითქოს მათზე მოვახდინე ზეგავლენა - იმაზე ნაკლები სასჯელი მივაცემინე ბრალდებულთათვის, რაც ადეიშვილის გაიდლაინში იყო მითითებული. თურმე ადეიშვილზე მეტად ჩემი სიტყვა გაითვალისწინეს.

- პროკურორები გაიდლაინებით სარგებლობდით?

- წერილობით არ არსებობდა, ეს იყო ჰაერში დაწერილი და ყველამ იცოდა.

იმდენად არ ჰქონდათ სამხილი, რომ ჩემი დაკავება პროკურორ ლევან ბოჭორიშვილისა და მოსამართლე დიტო მჭედლიშვილის ქრთამზე დაკავების ფაქტს დაამთხვიეს. მათთან ერთად ტელევიზიით ჩემი გვარიც გამოცხადდა, არადა, არანაირი შეხება იმ საქმეებთან არ მქონია. დაკავების დღიდან საქმის მასალებს ვითხოვდი, მეუბნებოდნენ, აუდიოჩანაწერი გვაქვს, ტელეფონზე ლაპარაკობდიო. მომასმენინეთ-მეთქი, გრიფი "საიდუმლო" ადევსო. ვუჩივი პროკურორებს: ქარქუსაშვილს, მჟავიას და სამივე ინსტანციის მოსამართლეს: მარინა ცერცვაძეს, მზია ლომთათიძეს და მაია ოშხერელს. ისე გამომიტანეს განაჩენი, სიტყვაც არ მათქმევინეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ