სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ურჩევს ნესტან კირთაძე მარიამ საჯაიას
რას ურჩევს ნესტან კირთაძე მარიამ საჯაიას

"თქვე­ნი ჟურ­ნა­ლი ჩემ­თვის ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი და კარ­გი სა­კი­თხა­ვია. მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს ხში­რად წა­ვა­წყდე­ბი ხოლ­მე "რე­ი­ტინგს" სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ნი ახერ­ხე­ბენ მი­ა­წო­დონ ნა­თე­სა­ვებ­სა და ახ­ლობ­ლებს ეს ჟურ­ნა­ლი, რათა სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ­მა ქარ­თვე­ლებ­მა მი­ი­ღონ ყვე­ლა ის ინ­ფორ­მა­ცია, რა­საც თქვე­ნი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ჟურ­ნა­ლი აწ­ვდის", - ასე თბი­ლად და­ი­წყო სა­უ­ბა­რი მე­ტად ენა­წყლი­ან­მა და იმავდრო­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო რეს­პონ­დენ­ტმა ნეს­ტან კირ­თა­ძემ, რომ­ლის ცხოვ­რე­ბა­საც თვა­ლი ერ­თად გა­და­ვავ­ლეთ და იქი­დან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბი ამოვკრი­ფეთ.

ბავ­შვო­ბის ყვე­ლა­ზე მძი­მე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა

- ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩვენს ინ­ტერ­ვი­უს წა­ი­კი­თხავს, დაგ­ვე­თან­ხმე­ბა იმა­ში, რომ ყვე­ლა­ფე­რი ბავ­შვო­ბი­დან იწყე­ბა და ძა­ლი­ან ძლი­ე­რია ამ პე­რი­ო­დის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ბავ­შვო­ბა უძ­ლი­ე­რე­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ემო­ცი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი. ამ პე­რი­ო­დი­დან მხო­ლოდ ერთი რამ არ მაქვს მო­სა­ყო­ლი, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ბევ­რი რამ ზოგ­ჯერ კარ­გად, ზოგ­ჯერ ცუ­დად ამო­ტივ­ტივ­დე­ბა ხოლ­მე ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ჩემს ძმას უკავ­შირ­დე­ბა, არ მინ­და და­გამ­ძი­მოთ, მაგ­რამ თქვე­ნი თხოვ­ნით მო­გიყ­ვე­ბით ამ ამ­ბავს.

იმ ქა­ლაქ­ში, სა­დაც და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, ქუ­თა­ისს ვგუ­ლის­ხმობ, ჩემს ოჯახს დიდ პა­ტივს სცემ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ოჯა­ხი გვქონ­და, ტრა­დი­ცი­ად იყო დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ერ­თად სა­უზ­მო­ბა, სა­დი­ლო­ბა და ვახ­შმო­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 წლის ვი­ყა­ვი, სა­ღა­მოს ვახ­შა­მი გა­ი­შა­ლა, დედა ჩვენს უფ­როს ძმას, ზუ­რაბს ელო­და. კარ­ზე კა­კუ­ნი რომ გა­ის­მა, ეგო­ნა, ის დაბ­რუნ­და, მაგ­რამ ვი­ღა­ცამ ამ­ბა­ვი მო­ი­ტა­ნა, რომ ზურა სა­სიკ­ვდი­ლოდ იყო დაჭ­რი­ლი, ახალ­გაზ­რდებ­მა იჩხუ­ბეს, რო­გორც ჩანს, ჩემი ძმა არ და­ინ­დეს და ის გარ­და­იც­ვა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, შე­ვამ­ჩნიე, ჩემ თვალ­წინ უცებ რო­გორ და­ბერ­და ჩემი ულა­მა­ზე­სი დედა. მა­შინ ჩავ­ჭი­დე კა­ბა­ზე ხელი და ღმერ­თს შევ­ფი­ცე, ოღონდ დედა არ მო­მიკ­ვდეს და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ მას გული გა­ვუ­ხა­რო-მეთ­ქი. სწო­რედ ეს გახ­და ჩემი ბე­ჯი­თო­ბი­სა და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სის­წრა­ფის სტი­მუ­ლი. ად­რე­ულ ასაკ­ში და­ვამ­თავ­რე სკო­ლა, 17 წლის გავ­თხოვ­დი, ვი­ყა­ვი სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა პრო­ფე­სო­რი, 30 წლის უკვე პო­ლი­ტი­კო­სი გახ­ლდით. ეს სის­წრა­ფე ჩემი აკ­ვი­ა­ტე­ბა და ჟინი არ გახ­ლდათ, ამის მი­ზე­ზი იყო დე­და­ჩე­მი და ჩემი ფიცი.

პირ­ვე­ლი დას­ჯა

- ეს არა მარ­ტო მე, არა­მედ ჩემს დებს - ნა­ტა­ლი­ა­სა და თი­ნა­თინ­საც არას­დროს და­ა­ვი­წყდე­ბათ. სხვა­თა შო­რის, ბოლო დროს ხში­რად ვიხ­სე­ნებთ ამ ამ­ბავს. ჩვენს ოჯახ­ში ხუთი შვი­ლი იზ­რდე­ბო­და, მათ შო­რის სამი გო­გო­ნა. სახ­ლში ისე­დაც ბევ­რნი ვი­ყა­ვით, გვქონ­და დიდი ეზო, მე­ზობ­ლებ­თან გა­დას­ვლა-გად­მოს­ვლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა დი­დად არ უნდა გვქო­ნო­და, მაგ­რამ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ან­ცო­ბამ წა­მოგ­ვი­ა­რა და მკაც­რი მშობ­ლე­ბი­სა და ბე­ბი­ის პატ­რო­ნე­ბი, მა­ინც მე­ზო­ბელ­თან გა­ვი­პა­რეთ. მე­ზო­ბელ­თან სტუ­მა­რი გახ­ლდათ, მას მან­ქა­ნა ჰყავ­და და გვკი­თხა, გა­სა­სე­ირ­ნებ­ლად ხომ არ წა­მოხ­ვალ­თო. ჩვენც გა­მოვთQქვით წას­ვლის სურ­ვი­ლი, მაგ­რამ თან თვა­ლი სახ­ლის­კენ გა­ვა­პა­რეთ. სტუ­მარ­მა ლექ­ცია წაგ­ვი­კი­თხა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ასე უა­რის თქმა, რა მოხ­და, თუ გა­ვი­სე­ირ­ნებ­თო და ჩვენც მეტი რა გვინ­დო­და, მან­ქან­ში ჩავ­სხე­დით და წა­ვე­დით. რამ­დე­ნი­მე ქუჩა გა­ვი­ა­რეთ და უკან მოვ­ბრუნ­დით, მაგ­რამ ამას სჯობ­და, არ მოვ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით, რად­გან ოჯა­ხი­დან თავს უზარ­მა­ზა­რი რის­ხვა დაგ­ვა­ტყდა, ძა­ლი­ან გაგ­ვი­წყრნენ და კუ­თხე­ში დგო­მით დაგ­ვსა­ჯეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ვა­შა­ვეთ, სა­მი­ვე მა­ინც შე­უ­პო­ვარ­ნი ვი­ყა­ვით, უდი­დე­სი პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა გვქონ­და ამ დას­ჯის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ღა­მოს, რო­დე­საც ვახ­შამ­ზე მიგ­ვი­პა­ტი­ჟეს, მე და თი­ნა­თინ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად პირი არა­ფერს და­ვა­კა­რეთ, მე­სა­მე დას კი სულ­მა წას­ძლია და გემ­რი­ე­ლად ივახ­შმა, ესეც ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი იყო. ამ ფაქ­ტის შემ­დეგ ვერ ვი­ტან ვე­რა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას, ამი­ტო­მაც გახ­და ჩემი ორი­ენ­ტი­რი ის, რომ არც შვი­ლი და არც შვი­ლიშ­ვი­ლი არას­დროს და­მე­სა­ჯა და დღემ­დე ასე ვიქ­ცე­ვი.

პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი

- ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან მინ­დო­და, ნა­ყი­ნის გამ­ყიდ­ვე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ისე­თი გან­ცდა მქონ­და, რომ თუ ნა­ყი­ნის გამ­ყიდ­ვე­ლი ვიქ­ნე­ბო­დი, მუდ­მი­ვად ნა­ყი­ნით ვიქ­ნე­ბო­დი მო­მა­რა­გე­ბუ­ლი. მერე და მერე სცე­ნამ, ტრი­ბუ­ნებ­მა, აპ­ლო­დის­მენ­ტებ­მა, რო­მელ­საც ლექ­სე­ბის სა­ღა­მო­ებ­ზე თუ პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში ვი­ღებ­დი, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის სურ­ვი­ლი გა­მი­ჩი­ნა. ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის შეს­წავ­ლა სე­რი­ო­ზუ­ლად და­ვი­წყე, ამა­ში მეხ­მა­რე­ბო­და ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბის დოქ­ტო­რი და პრო­ფე­სო­რი გოგი დო­ლი­ძე, რო­მე­ლიც მა­მა­ჩე­მის მე­გო­ბა­რი გახ­ლდათ, მა­მა­რა­გებ­და სქელ­ტა­ნი­ა­ნი წიგ­ნე­ბით და მეც ვეც­ნო­ბო­დი მათ.

ჩემი აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­და­ში იყო სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ბა­რე­ბა, თუ ვინ­მე მე­და­ლო­სა­ნი იყო, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში ექი­მი უნდა გამ­ხდა­რი­ყო, უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში კი იუ­რი­დი­ულ­ზე ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა. ჩემს მშობ­ლებს, რომ­ლებ­მაც იცოდ­ნენ, რომ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი და ყვე­ლა სა­განს ერ­თნა­ი­რი წარ­მა­ტე­ბით ვსწავ­ლობ­დი, სურ­დათ, ექი­მი გავმხდა­რი­ყა­ვი, რაც ჩემს სურ­ვილს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, ამი­ტომ ასე­თი ხერ­ხი ვიხ­მა­რე, იმ პე­რი­ო­დის­თვის თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუტ­სა და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში გა­მოც­დე­ბი ივ­ნის­ში ბარ­დე­ბო­და, ყვე­ლა სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე კი აგ­ვის­ტო­ში. ამი­ტომ მშობ­ლებს ვუ­თხა­რი, მაქვს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შან­სი, ვცა­დო ბედი თე­ატ­რა­ლურ­ში და თუ ვერ გავ­ხდი არ­ტის­ტი, რო­გორც მა­მას ჰგო­ნია, მა­შინ აგ­ვის­ტო­ში სხვა ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რებ-მეთ­ქი. ერ­თა­დერ­თი ჩემი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გოგი დო­ლი­ძე იყო, რო­მელ­საც დღემ­დე იმას ვსაყ­ვე­დუ­რობ, რომ ბო­ლომ­დე მხა­რი არ და­მი­ჭი­რა, ასე მი­თხრა, და­უ­ჯე­რე, ნეს­ტან, მა­მა­სო.მეც იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, მა­მას­თვის და­მე­ჯე­რე­ბი­ნა და ფი­ნა­ლამ­დე მი­სულ­მა თე­ატ­რა­ლუ­რი­დან სა­ბუ­თე­ბი გა­მო­ვი­ტა­ნე. ამ სა­კი­თხში, მეგ­რე­ლი ბე­ბი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, იმე­რე­ლი ბე­ბია აქ­ტი­უ­რობ­და ძა­ლი­ან, რო­მე­ლიც მა­მა­ჩემს ეუბ­ნე­ბო­და - რას შვრე­ბი, ლე­ვან, გინ­და, ბავ­შვი არ­ტის­ტი გა­მო­ვი­დე­სო, თან ამ სი­ტყვას - არ­ტის­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უს­ვამ­და ხაზს. მოკ­ლედ, ოჯა­ხის­გან დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შემ­ხვდა, ეს გა­მო­ი­ხა­ტა სხვა­დას­ხვა სი­მუ­ლა­ცი­ა­ში, მათ შო­რის გუ­ლის შე­ტე­ვის სი­მუ­ლა­ცი­ა­ში და ა.შ. რა­მაც მა­ი­ძუ­ლა, მშობ­ლე­ბის ნე­ბას დავ­ყო­ლო­დი. თუმ­ცა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად მა­ინც არ ჩა­ვა­ბა­რე სა­მე­დი­ცი­ნო­ზე და ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვი­რი­ცხე, რა­საც დღეს ნამ­დვი­ლად აღარ ვნა­ნობ (იღი­მის).

პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად შექ­მნი­ლი ოჯა­ხი

- არ მინ­და, ძა­ლი­ან პრო­ტეს­ტან­ტად წარ­მოვ­ჩნდე, მაგ­რამ მარ­თლაც პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად გა­დავ­წყვი­ტე ად­რე­ულ ასაკ­ში ოჯა­ხის შექ­მნა. მე და ჩემი მე­უღ­ლე დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს, რო­გორც მერე გა­ვარ­კვი­ეთ, თურ­მე ერ­თსა და იმა­ვე ბაღ­ში დავ­დი­ო­დით, ოღონდ ის ჩემ­ზე ოთხი წლით უფ­რო­სი გახ­ლავთ, მო­რი­დე­ბუ­ლი და ულა­მა­ზე­სი გრძნო­ბე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ სკო­ლის პე­რი­ოდ­ში გაგ­ვიჩ­ნდა, ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. ზოგ­ჯერ ქუ­ჩა­ში ხელ­მოხ­ვე­უ­ლიც კი დავ­დი­ო­დით, რა­ზეც ან­დრო მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, ნეს­ტან­მა და ზუ­რამ ქა­ლა­ქი პა­ტა­რა პა­რი­ზად გა­და­აქ­ცი­ე­სო. ჩვე­ნი ასე­თი ქმე­დე­ბა უჩ­ვე­უ­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის, მაგ­რამ მე ეს მსი­ა­მოვ­ნებ­და და გავ­ბე­დე ამის გა­კე­თე­ბა. ჩემი გან­ცდე­ბი იმ­დე­ნად ექ­სპრე­სი­უ­ლი იყო, რომ მინ­დო­და, მის შე­სა­ხებ ყვე­ლას გა­ე­გო. ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა დაგ­ვირ­გვინ­და შე­უღ­ლე­ბით და 17 წლის ასაკ­ში მისი ცოლი გავ­ხდი, ოღონდ ყვე­ლა­ფე­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვით მოხ­და. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემი ოჯა­ხის­თვის ეს ნა­ბი­ჯი მარ­ტი­ვად გა­და­სა­ტა­ნი არ ყო­ფი­ლა. ამ ბოლო დროს ხში­რად მახ­სენ­დე­ბა მა­მა­ჩე­მის ცრემ­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბი ჩემი ქორ­წი­ლის დღეს, მან ასე­თი რამ მი­თხრა, ქა­ლიშ­ვი­ლი მოგ­ცეს ღმერ­თმა და იმან გა­და­გი­ხა­დოს სა­მა­გი­ე­როო, ამ სი­ტყვე­ბით მა­მამ ჩემ მი­მართ გუ­ლის­წყრო­მა გა­მო­ხა­ტა.

სტუ­დენ­ტო­ბის შვი­ლი

- ახლა 17 წლის ადა­მი­ან­მა რომ მი­თხრას, დიდი ადა­მი­ა­ნი ვარო, შე­იძ­ლე­ბა, ეს სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღ­ვიქ­ვა, მაგ­რამ იმ პე­რი­ოდ­ში ჩემ­ზე დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე არა­ვინ მე­გო­ნა. ეს მოხ­და მას შემ­დეგ, რაც დედა გავ­ხდი, არა­ვის ვა­კა­რებ­დი ან­ნას, მხო­ლოდ მე და ამე­რი­კე­ლი ექი­მი ბენ­ჯა­მენ სპო­კი ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი მის გაზ­რდა­ში. ალ­ბათ მკი­თხავთ, რა­ტომ ბენ­ჯა­მენ სპო­კი? იმ დრო­ი­სათ­ვის ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ვი­და მისი წიგ­ნი სა­ხელ­წო­დე­ბით "რო­გორ მო­ვუ­ა­როთ ბავ­შვს". ამ წიგ­ნით ვზრდი­დი ან­ნას, ვად­გენ­დი ბავ­შვის მე­ნი­უს, ვას­ტე­რი­ლებ­დი ყვე­ლა­ფერს, მე­ტიც, ბაქ­ტე­რი­ე­ბის და­სას­ტე­რი­ლე­ბე­ლი აპა­რა­ტიც კი მო­ვი­ტა­ნე სახ­ლში. მერე და მერე ან­ნას გაზ­რდა­ში წა­მო­მეშ­ველ­ნენ დე­დამ­თი­ლი, ჩემი უფ­რო­სი და ნა­ტა­ლია, რო­მელ­მაც შვი­ლი­ვით გა­ზარ­და ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი, ყვე­ლა ვა­ნა­წი­ლებ­დით დროს ისე, რომ ჩემი შვი­ლი მარ­ტო არ ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა ხში­რად უწევ­და მარ­ტო ყოფ­ნაც, ცრემ­ლი მო­მად­გე­ბა, როცა მახ­სენ­დე­ბა, რო­გორ ვერ ეგუ­ე­ბო­და პა­ტა­რა ანნა ჩემს წას­ვლას, მაგ­რამ მე მა­ინც მი­წევ­და მისი და­ტო­ვე­ბა. თუ ჩემი წარ­მა­ტე­ბის ორი­ენ­ტი­რი და სტი­მუ­ლი შვი­ლის გა­ჩე­ნამ­დე მხო­ლოდ დედა გახ­ლდათ, მერე უკვე ამას და­ე­მა­ტა ჩემი შვი­ლი, რო­მელ­საც ვუ­ძღვნი ყვე­ლა­ფერს, რა­საც ვა­კე­თებ. მინ­და ვთქვა, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი დედა ვარ იმით, რომ ანნა ჩემი შვი­ლია. და­სას­ჯე­ლი ვარ, რომ მე­ო­რე შვი­ლი არ გა­ვა­ჩი­ნე, ჯერ ვსწავ­ლობ­დი და მე­ო­რე შვი­ლის გა­ჩე­ნა სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის მერე გა­დავ­წყვი­ტე, ამას მოჰ­ყვა ას­პი­რან­ტუ­რა, დი­სერ­ტა­ცია, სა­დოქ­ტო­რო, ამა­სო­ბა­ში კი დრო გა­ვი­და.. ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან მინ­და ყვე­ლას ვუ­თხრა, არც პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­ჩი­ნე­ბა, არც ფი­ნან­სუ­რი წარ­მა­ტე­ბა და არც არა­ფე­რი ღირს იმად, რომ არ გყავ­დეს ბევ­რი შვი­ლი, გა­ა­ჩი­ნეთ შვი­ლე­ბი, ამის­თვის ნამ­დვი­ლად ღირს ცხოვ­რე­ბა, ამ მხრივ მე დიდი შეც­დო­მა და­ვუშ­ვი, რის გა­მოც ხში­რად ვნერ­ვი­უ­ლობ.

რის გამო წა­ვი­და პო­ლი­ტი­კა­ში

- არას­დროს მი­ოც­ნე­ბია პო­ლი­ტი­კო­სო­ბა­ზე, ეს ერ­თმა მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა მოვ­ლე­ნამ გა­მო­იწ­ვია. მე და ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე გია ჭან­ტუ­რია ას­პი­რან­ტუ­რა­ში კურ­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. იმ პე­რი­ოდ­ში თბი­ლი­სის სა­უ­კე­თე­სო სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლი თავ­მოყ­რი­ლი იყო ას­პი­რან­ტუ­რა­ში და ეს გახ­ლდათ სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სო პე­რი­ო­დი. ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ას­პი­რან­ტუ­რა­ში ძა­ლი­ან დიდი კონ­კურ­სი იყო, ბოლო გა­მოც­და ინ­გლი­სურ­ში გვქონ­და, წინა სამი გა­მოც­დის შე­დე­გად ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ას­პი­რან­ტო­ბის კან­დი­და­ტი ჩა­მოგ­ვშორ­და, მე და გია კი მე­ო­თხე გა­მოც­და­ზე გავ­დი­ო­დით. ინ­გლი­სუ­რის გა­მოც­დამ უნდა გა­და­წყვი­ტოს, გავ­ხდე­ბით თუ არა ას­პი­რან­ტე­ბი, შე­ვე­დით გა­მოც­და­ზე ნელი საყ­ვა­რე­ლი­ძეს­თან, რომ­ლიც უმ­კაც­რე­სია და ამ დროს გიამ გა­მო­ი­ყე­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი ფან­დი, პრო­ფე­სორს მი­მარ­თა, არ უნდა და­ინ­ტე­რეს­დეთ, რის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებ ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ას­პი­რან­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში, ნეს­ტან­საც ჰკი­თხეთ რა უნდა, რა­ტომ აბა­რებს ას­პი­რან­ტუ­რა­შიო. გა­ვოც­დი, ეს რომ თქვა, რის შემ­დე­გაც ქალ­ბა­ტო­ნი ნელი გიას დას­მუ­ლი შე­კი­თხვით მო­მიბ­რუნ­და, მე კი ვუ­პა­სუ­ხე, მინ­და, 1924 წლის აჯან­ყე­ბა­ზე წიგ­ნი დავ­წე­რო-მეთ­ქი, ეგ რა არი­სო მკი­თხა, მე კი და­ვი­წყე ამ ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნის მო­ყო­ლა, რა­შიც ყვე­ლა ჩა­ერ­თო და აღა­რა­ვის ახ­სოვ­და ინ­გლი­სუ­რი და გრა­მა­ტი­კა, ყვე­ლა პირ­დაფ­ჩე­ნი­ლი მი­ყუ­რებ­და. ამ დროს შე­მო­მიბ­რუნ­და გია და იცით, რა მი­თხრა? მე არ მჯე­რა ნეს­ტა­ნის, რად­გან ქა­ლე­ბი ასეთ თე­მებ­ზე არ წე­რენ, ბო­ლოს კი ასე­თი რამ მი­თხრა ნიშ­ნის მო­გე­ბით, იცი, რა ძნე­ლია ამის და­წე­რა, ნეს­ტან, გე­ნაც­ვა­ლეო. მა­შინ­ვე მივ­ხვდი, ეს იყო არა ჩემ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი ფან­დი, რის შემ­დე­გაც რამ­დე­ნი­მე კი­თხვა დაგ­ვის­ვეს ინ­გლი­სურ­ში და შე­დე­გად ორი­ვე ას­პი­რან­ტუ­რა­ში ჩა­ვი­რი­ცხეთ. ეს იმი­ტომ მო­გი­ყე­ვით ასე ვრცლად, რომ აღ­მე­ნიშ­ნა, იმ პე­რი­ოდ­ში გია უკვე პო­ლი­ტი­კა­ში იყო, ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა აქ­ტი­უ­რად იბ­რძო­და და პირ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა, გახ­ლდათ 1988 წლის 21 სექ­ტემ­ბრის აქ­ცია, სა­ი­და­ნაც ჩემ­თვის და­ი­წყო პო­ლი­ტი­კა. ამ დღეს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­დი­ო­და ცე­კას პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც სტუ­დენ­ტე­ბი ძა­ლი­ან მძი­მედ ვხვდე­ბო­დით, რათა მა­საც და რუ­სეთ­საც გა­ე­გოთ ჩვე­ნი პა­თო­სი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამით და­ი­წყო ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბა. რუს­თა­ველ­ზე ვცხოვ­რობ და ჩემ თვალ­წინ ვი­თარ­დე­ბო­და ის მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას ქმნიდ­ნენ. დად­გა 1991-1992 წლე­ბი, რუს­თა­ვე­ლის ქუჩა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ, ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი პრო­ცე­სე­ბი უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო და მა­შინ ჩემ­თან მო­ვი­და გია ჭან­ტუ­რია, რო­მელ­მაც მი­თხრა, შენ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­მოხ­ვი­დე პო­ლი­ტი­კა­ში და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბაო, ბევ­რი ვი­კა­მა­თეთ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ბო­ლოს დავ­თან­ხმდი და 29 წლის ასაკ­ში გავ­ხდი პარ­ლა­მენ­ტა­რი.

- დღე­ვან­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც არი­ან ახალ­გაზ­რდა დე­პუ­ტა­ტე­ბი, მა­გა­ლი­თად, 21 წლის მა­რი­ამ სა­ჯა­ია, რო­მელ­საც ხში­რად ამის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ, თქვენ შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ იყო საქ­მე?

- მომ­ხიბ­ვლელ მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას მინ­და, დიდი წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო. ბე­ბი­ა­ჩე­მი ამ­ბობ­და, ქა­ლის მტე­რი სი­ლა­მა­ზე და მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბა­აო. მოხ­დე­ნილ ქა­ლებს, რო­მელ­ნიც პო­ლი­ტი­კა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბენ, სჭირ­დე­ბათ ია­რა­ღი, ეს ია­რა­ღი კი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია. თუ ხარ მოხ­დე­ნი­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და იმავდრო­უ­ლად გაქვს რკი­ნის ნერ­ვე­ბი, მა­შინ შენი გზა მუდ­მი­ვად წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე მუდ­მი­ვად ივლი თეთრ ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი და თავს იგ­რძნობ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად იმ უმ­ძი­მეს სფე­რო­ში, რა­საც პო­ლი­ტი­კა ჰქვია. ჩემ შემ­თხვე­ვა­ში იყო მით­ქმა-მოთ­ქმა, ჩურ­ჩუ­ლი, მაგ­რამ მე გახ­ლდით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რკი­ნის ნერ­ვე­ბით და ამ ყვე­ლა­ფერს მომ­ზა­დე­ბუ­ლი შევ­ხვდი.

- "ლე­ი­ბო­რის­ტულ პარ­ტი­ა­ზე" მინ­და გკი­თხოთ, რამ­დე­ნი­მე წევ­რმა პარ­ტია და­ტო­ვა, რო­გორ ფიქ­რობთ, რა არის ამის მი­ზე­ზი?

- ეს ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია და კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბებ­თან კი არ უნდა და­ვა­კავ­ში­როთ, არა­მედ პო­ლი­ტი­კურ კა­ნონ­თან. თუ პი­როვ­ნე­ბა ან პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია არ არის თა­ნა­მედ­რო­ვე და არ ხვდე­ბა იმ გა­მოწ­ვე­ვებს, რო­მელ­საც მას ყო­ველ­დღი­უ­რად უმ­ზა­დე­ბენ, ის პო­ლი­ტი­კუ­რი არე­ნი­დან გაქ­რე­ბა, ასე რომ, პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ამ პარ­ტი­ა­ში მი­დის ბუ­ნებ­რი­ვია, ან პარ­ტი­ამ უნდა იგ­რძნოს დრო, ან უფუნ­ქცი­ოდ დარ­ჩე­ბა.

შვი­ლიშ­ვი­ლი - მე­ო­რე ახალ­გაზ­რდო­ბა

- შვი­ლიშ­ვი­ლი ჩემი ახა­ლი ახალ­გაზ­რდო­ბაა, რო­მელ­მაც მე მო­მი­ტა­ნა მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში ყოფ­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, სურ­ვი­ლი, მო­მი­ტა­ნა ახა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ამას­თა­ნა­ვე ახა­ლი ფუ­ფუ­ნე­ბა. თემო-იო­ა­ნე ალექ­სი­ძე უკვე 12 წლის ხდე­ბა და მინ­და გი­თხრათ, რომ ის ჩემი მე­გო­ბა­რია, ვის­გა­ნაც ვი­ღებ რჩე­ვებს, ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან მკაც­რია ჩემ მი­მართ, ზოგ­ჯერ და­უნ­დო­ბე­ლიც, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად მე­ტად ობი­ექ­ტუ­რი გახ­ლავთ. თით­ქმის ყო­ველ­თვის ადევ­ნებ­და თვალ­ყურს ჩემს სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლებს და შე­ნიშ­ვნებს მაძ­ლევ­და, თუ კარ­გად არ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი, მე­უბ­ნე­ბო­და, ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბად უნდა ისა­უბ­რო და არა მეც­ნი­ე­რუ­ლად, რათა ყვე­ლას ყუ­რამ­დე მი­ვი­დეს შენი ნათ­ქვა­მიო. რო­დე­საც რა­ღა­ცას ვა­კე­თებ, ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ, მო­ე­წო­ნე­ბა და თუ არა ის თე­მოს, სწო­რედ ამი­ტომ გავ­დი­ვარ კუს ტბა­ზე ყო­ველ­დღე შვიდ კი­ლო­მეტრს და სწო­რედ ამი­ტომ ვარ პრან­ჭია ბე­ბია. "ნა­ნუ­კას შო­უ­ში" მიგ­ვიწ­ვი­ეს თბი­ლი­სის პრან­ჭია ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ბე­ბი­ე­ბის რან­გში, სა­ინ­ტე­რე­სო იყო ის, რომ ყვე­ლა­ნი დიდი ემო­ცი­ე­ბით ვსა­უბ­რობ­დით შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე. თემო არას­დროს მე­ძა­ხის ბე­ბი­ას, ყო­ველ­თვის ასე მომ­მარ­თავს - ნეს­ტან, თა­ვი­დან ნესს მე­ძახ­და, რად­გან ჩემს სრულ სა­ხელს ვერ ამ­ბობ­და, მაგ­რამ მე მის­თვის ყო­ველ­თვის ნეს-ად დავ­რჩე­ბი. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი პა­ტა­რა, 2-3 წლის იყო, როცა პატ­რი­არ­ქთან მი­ვიყ­ვა­ნე, უწ­მინ­დეს­მა სა­ხე­ლი ჰკი­თხა, ბავ­შვმა რო­გორ მო­ი­ფიქ­რა ამის თქმა არ ვიცი, მაგ­რამ ენის მო­ჩლე­ქით უპა­სუ­ხა, თემო მქვია, მაგ­რამ ჩემი ნათ­ლო­ბის სა­ხე­ლი იო­ა­ნე­აო, დღე­საც გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ, რო­გორ მო­უ­ვი­და ამ ასა­კის ბავ­შვს თავ­ში აზ­რად ასე­თი რა­მის თქმა. შემ­დეგ უწ­მინ­დეს­მა ჰკი­თხა, პირ­ჯვრის გა­და­სახ­ვა იციო? ამ დროს ძა­ლი­ან ავ­ღელ­დი, ვი­ნერ­ვი­უ­ლე - ბავ­შვია და იქ­ნებ, ვერ მო­ა­ხერ­ხოს პირ­ჯვრის სწო­რად გა­და­წე­რა-მეთ­ქი, თე­მომ უპა­სუ­ხა, კი, ვი­ციო და პირ­ჯვა­რი გა­და­ი­სა­ხა, მა­შინ ჩვენ­მა პატ­რი­არ­ქმა მას იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის მო­ოქ­რუ­ლი ხატი აჩუ­ქა, რო­მე­ლიც შე­უ­ფა­სე­ბე­ლი სიმ­დიდ­რეა ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რას ურჩევს ნესტან კირთაძე მარიამ საჯაიას

რას ურჩევს ნესტან კირთაძე მარიამ საჯაიას

"თქვენი ჟურნალი ჩემთვის ძალიან საყვარელი და კარგი საკითხავია. მოგზაურობის დროს ხშირად წავაწყდები ხოლმე "რეიტინგს" სხვადასხვა ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი თანამემამულენი ახერხებენ მიაწოდონ ნათესავებსა და ახლობლებს ეს ჟურნალი, რათა საზღვარგარეთ მყოფმა ქართველებმა მიიღონ ყველა ის ინფორმაცია, რასაც თქვენი მრავალფეროვანი ჟურნალი აწვდის", - ასე თბილად დაიწყო საუბარი მეტად ენაწყლიანმა და იმავდროულად საინტერესო რესპონდენტმა ნესტან კირთაძემ, რომლის ცხოვრებასაც თვალი ერთად გადავავლეთ და იქიდან მნიშვნელოვანი მოვლენები ამოვკრიფეთ.

ბავშვობის ყველაზე მძიმე შთაბეჭდილება

-  ყველა ადამიანი, ვინც ჩვენს ინტერვიუს წაიკითხავს, დაგვეთანხმება იმაში, რომ ყველაფერი ბავშვობიდან იწყება და ძალიან ძლიერია ამ პერიოდის შთაბეჭდილებები. ყველა ადამიანის ცხოვრებაში ბავშვობა უძლიერესი ფსიქოლოგიური და ემოციური მოვლენებითაა დატვირთული. ამ პერიოდიდან მხოლოდ ერთი რამ არ მაქვს მოსაყოლი, ალბათ იმიტომ, რომ ბევრი რამ ზოგჯერ კარგად, ზოგჯერ ცუდად ამოტივტივდება ხოლმე ჩემს მეხსიერებაში. ჩემთვის ყველაზე მძიმე შთაბეჭდილება ჩემს ძმას უკავშირდება, არ მინდა დაგამძიმოთ, მაგრამ თქვენი თხოვნით მოგიყვებით ამ ამბავს.

იმ ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ქუთაისს ვგულისხმობ, ჩემს ოჯახს დიდ პატივს სცემდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მრავალრიცხოვანი ოჯახი გვქონდა, ტრადიციად იყო დამკვიდრებული ერთად საუზმობა, სადილობა და ვახშმობა. დაახლოებით 3-4 წლის ვიყავი, საღამოს ვახშამი გაიშალა, დედა ჩვენს უფროს ძმას, ზურაბს ელოდა. კარზე კაკუნი რომ გაისმა, ეგონა, ის დაბრუნდა, მაგრამ ვიღაცამ ამბავი მოიტანა, რომ ზურა სასიკვდილოდ იყო დაჭრილი, ახალგაზრდებმა იჩხუბეს, როგორც ჩანს, ჩემი ძმა არ დაინდეს და ის გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პატარა ვიყავი, შევამჩნიე, ჩემ თვალწინ უცებ როგორ დაბერდა ჩემი ულამაზესი დედა. მაშინ ჩავჭიდე კაბაზე ხელი და ღმერთს შევფიცე, ოღონდ დედა არ მომიკვდეს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას გული გავუხარო-მეთქი. სწორედ ეს გახდა ჩემი ბეჯითობისა და გადაჭარბებული სისწრაფის სტიმული. ადრეულ ასაკში დავამთავრე სკოლა, 17 წლის გავთხოვდი, ვიყავი სრულიად ახალგაზრდა პროფესორი, 30 წლის უკვე პოლიტიკოსი გახლდით. ეს სისწრაფე ჩემი აკვიატება და ჟინი არ გახლდათ, ამის მიზეზი იყო დედაჩემი და ჩემი ფიცი.

პირველი დასჯა

-  ეს არა მარტო მე, არამედ ჩემს დებს - ნატალიასა და თინათინსაც არასდროს დაავიწყდებათ. სხვათა შორის, ბოლო დროს ხშირად ვიხსენებთ ამ ამბავს. ჩვენს ოჯახში ხუთი შვილი იზრდებოდა, მათ შორის სამი გოგონა. სახლში ისედაც ბევრნი ვიყავით, გვქონდა დიდი ეზო, მეზობლებთან გადასვლა-გადმოსვლის მოთხოვნილება დიდად არ უნდა გვქონოდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ანცობამ წამოგვიარა და მკაცრი მშობლებისა და ბებიის პატრონები, მაინც მეზობელთან გავიპარეთ. მეზობელთან სტუმარი გახლდათ, მას მანქანა ჰყავდა და გვკითხა, გასასეირნებლად ხომ არ წამოხვალთო. ჩვენც გამოვთQქვით წასვლის სურვილი, მაგრამ თან თვალი სახლისკენ გავაპარეთ. სტუმარმა ლექცია წაგვიკითხა იმის თაობაზე, რომ არ შეიძლება ასე უარის თქმა, რა მოხდა, თუ გავისეირნებთო და ჩვენც მეტი რა გვინდოდა, მანქანში ჩავსხედით და წავედით. რამდენიმე ქუჩა გავიარეთ და უკან მოვბრუნდით, მაგრამ ამას სჯობდა, არ მოვბრუნებულიყავით, რადგან ოჯახიდან თავს უზარმაზარი რისხვა დაგვატყდა, ძალიან გაგვიწყრნენ და კუთხეში დგომით დაგვსაჯეს. მიუხედავად იმისა, რომ დავაშავეთ, სამივე მაინც შეუპოვარნი ვიყავით, უდიდესი პროტესტის გრძნობა გვქონდა ამ დასჯის წინააღმდეგ. საღამოს, როდესაც ვახშამზე მიგვიპატიჟეს, მე და თინათინმა პროტესტის ნიშნად პირი არაფერს დავაკარეთ, მესამე დას კი სულმა წასძლია და გემრიელად ივახშმა, ესეც ჩვენი პროტესტი იყო. ამ ფაქტის შემდეგ ვერ ვიტან ვერანაირ ძალადობას, ამიტომაც გახდა ჩემი ორიენტირი ის, რომ არც შვილი და არც შვილიშვილი არასდროს დამესაჯა და დღემდე ასე ვიქცევი.

პროფესიული არჩევანი

-  ბავშვობაში ძალიან მინდოდა, ნაყინის გამყიდველი ვყოფილიყავი, ისეთი განცდა მქონდა, რომ თუ ნაყინის გამყიდველი ვიქნებოდი, მუდმივად ნაყინით ვიქნებოდი მომარაგებული. მერე და მერე სცენამ, ტრიბუნებმა, აპლოდისმენტებმა, რომელსაც ლექსების საღამოებზე თუ პიონერთა სასახლეში ვიღებდი, თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების სურვილი გამიჩინა. ხელოვნებათმცოდნეობის შესწავლა სერიოზულად დავიწყე, ამაში მეხმარებოდა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და პროფესორი გოგი დოლიძე, რომელიც მამაჩემის მეგობარი გახლდათ, მამარაგებდა სქელტანიანი წიგნებით და მეც ვეცნობოდი მათ.

ჩემი აბიტურიენტობის დროს საქართველოში მოდაში იყო სამედიცინოზე ჩაბარება, თუ ვინმე მედალოსანი იყო, ყველა შემთხვევაში ექიმი უნდა გამხდარიყო, უკიდურეს შემთხვევაში კი იურიდიულზე ჩაებარებინა. ჩემს მშობლებს, რომლებმაც იცოდნენ, რომ წარჩინებული მოსწავლე ვიყავი და ყველა საგანს ერთნაირი წარმატებით ვსწავლობდი, სურდათ, ექიმი გავმხდარიყავი, რაც ჩემს სურვილს ეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ასეთი ხერხი ვიხმარე, იმ პერიოდისთვის თეატრალურ ინსტიტუტსა და სამხატვრო აკადემიაში გამოცდები ივნისში ბარდებოდა, ყველა სხვა სპეციალობაზე კი აგვისტოში. ამიტომ მშობლებს ვუთხარი, მაქვს არაჩვეულებრივი შანსი, ვცადო ბედი თეატრალურში და თუ ვერ გავხდი არტისტი, როგორც მამას ჰგონია, მაშინ აგვისტოში სხვა ფაკულტეტზე ჩავაბარებ-მეთქი. ერთადერთი ჩემი გულშემატკივარი გოგი დოლიძე იყო, რომელსაც დღემდე იმას ვსაყვედურობ, რომ ბოლომდე მხარი არ დამიჭირა, ასე მითხრა, დაუჯერე, ნესტან, მამასო.მეც იძულებული გავხდი, მამასთვის დამეჯერებინა და ფინალამდე მისულმა თეატრალურიდან საბუთები გამოვიტანე. ამ საკითხში, მეგრელი ბებიისგან განსხვავებით, იმერელი ბებია აქტიურობდა ძალიან, რომელიც მამაჩემს ეუბნებოდა - რას შვრები, ლევან, გინდა, ბავშვი არტისტი გამოვიდესო, თან ამ სიტყვას - არტისტი, განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს. მოკლედ, ოჯახისგან დიდი წინააღმდეგობა შემხვდა, ეს გამოიხატა სხვადასხვა სიმულაციაში, მათ შორის გულის შეტევის სიმულაციაში და ა.შ. რამაც მაიძულა, მშობლების ნებას დავყოლოდი. თუმცა პროტესტის ნიშნად მაინც არ ჩავაბარე სამედიცინოზე და ისტორიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე, რასაც დღეს ნამდვილად აღარ ვნანობ (იღიმის).

პროტესტის ნიშნად შექმნილი ოჯახი

-  არ მინდა, ძალიან პროტესტანტად წარმოვჩნდე, მაგრამ მართლაც პროტესტის ნიშნად გადავწყვიტე ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა. მე და ჩემი მეუღლე დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდით ერთმანეთს, როგორც მერე გავარკვიეთ, თურმე ერთსა და იმავე ბაღში დავდიოდით, ოღონდ ის ჩემზე ოთხი წლით უფროსი გახლავთ, მორიდებული და ულამაზესი გრძნობები ერთმანეთის მიმართ სკოლის პერიოდში გაგვიჩნდა, ძალიან რომანტიკული ურთიერთობა გვქონდა. ზოგჯერ ქუჩაში ხელმოხვეულიც კი დავდიოდით, რაზეც ანდრო მარჯანიშვილი ამბობდა, ნესტანმა და ზურამ ქალაქი პატარა პარიზად გადააქციესო. ჩვენი ასეთი ქმედება უჩვეული იყო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, მაგრამ მე ეს მსიამოვნებდა და გავბედე ამის გაკეთება. ჩემი განცდები იმდენად ექსპრესიული იყო, რომ მინდოდა, მის შესახებ ყველას გაეგო. ეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა დაგვირგვინდა შეუღლებით და 17 წლის ასაკში მისი ცოლი გავხდი, ოღონდ ყველაფერი ტრადიციების დაცვით მოხდა. სიმართლე გითხრათ, ჩემი ოჯახისთვის ეს ნაბიჯი მარტივად გადასატანი არ ყოფილა. ამ ბოლო დროს ხშირად მახსენდება მამაჩემის ცრემლიანი თვალები ჩემი ქორწილის დღეს, მან ასეთი რამ მითხრა, ქალიშვილი მოგცეს ღმერთმა და იმან გადაგიხადოს სამაგიეროო, ამ სიტყვებით მამამ ჩემ მიმართ გულისწყრომა გამოხატა.

სტუდენტობის შვილი

-  ახლა 17 წლის ადამიანმა რომ მითხრას, დიდი ადამიანი ვარო, შეიძლება, ეს სერიოზულად არ აღვიქვა, მაგრამ იმ პერიოდში ჩემზე დიდი გამოცდილების მქონე არავინ მეგონა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც დედა გავხდი, არავის ვაკარებდი ანნას, მხოლოდ მე და ამერიკელი ექიმი ბენჯამენ სპოკი ვიყავით ჩართული მის გაზრდაში. ალბათ მკითხავთ, რატომ ბენჯამენ სპოკი? იმ დროისათვის ქართულ ენაზე გამოვიდა მისი წიგნი სახელწოდებით "როგორ მოვუაროთ ბავშვს". ამ წიგნით ვზრდიდი ანნას, ვადგენდი ბავშვის მენიუს, ვასტერილებდი ყველაფერს, მეტიც, ბაქტერიების დასასტერილებელი აპარატიც კი მოვიტანე სახლში. მერე და მერე ანნას გაზრდაში წამომეშველნენ დედამთილი, ჩემი უფროსი და ნატალია, რომელმაც შვილივით გაზარდა ჩემი ქალიშვილი, ყველა ვანაწილებდით დროს ისე, რომ ჩემი შვილი მარტო არ ყოფილიყო, თუმცა ხშირად უწევდა მარტო ყოფნაც, ცრემლი მომადგება, როცა მახსენდება, როგორ ვერ ეგუებოდა პატარა ანნა ჩემს წასვლას, მაგრამ მე მაინც მიწევდა მისი დატოვება. თუ ჩემი წარმატების ორიენტირი და სტიმული შვილის გაჩენამდე მხოლოდ დედა გახლდათ, მერე უკვე ამას დაემატა ჩემი შვილი, რომელსაც ვუძღვნი ყველაფერს, რასაც ვაკეთებ. მინდა ვთქვა, ძალიან ბედნიერი დედა ვარ იმით, რომ ანნა ჩემი შვილია. დასასჯელი ვარ, რომ მეორე შვილი არ გავაჩინე, ჯერ ვსწავლობდი და მეორე შვილის გაჩენა სწავლის დასრულების მერე გადავწყვიტე, ამას მოჰყვა ასპირანტურა, დისერტაცია, სადოქტორო, ამასობაში კი დრო გავიდა.. ჩემი გამოცდილებიდან მინდა ყველას ვუთხრა, არც პროფესიული წარჩინება, არც ფინანსური წარმატება და არც არაფერი ღირს იმად, რომ არ გყავდეს ბევრი შვილი, გააჩინეთ შვილები, ამისთვის ნამდვილად ღირს ცხოვრება, ამ მხრივ მე დიდი შეცდომა დავუშვი, რის გამოც ხშირად ვნერვიულობ.

რის გამო წავიდა პოლიტიკაში

-  არასდროს მიოცნებია პოლიტიკოსობაზე, ეს ერთმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ გამოიწვია. მე და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გია ჭანტურია ასპირანტურაში კურსელები ვიყავით. იმ პერიოდში თბილისის საუკეთესო სტუდენტების ნაწილი თავმოყრილი იყო ასპირანტურაში და ეს გახლდათ საოცრად საინტერესო პერიოდი. ისტორიის ფაკულტეტზე ასპირანტურაში ძალიან დიდი კონკურსი იყო, ბოლო გამოცდა ინგლისურში გვქონდა, წინა სამი გამოცდის შედეგად ბევრი ნიჭიერი ასპირანტობის კანდიდატი ჩამოგვშორდა, მე და გია კი მეოთხე გამოცდაზე გავდიოდით. ინგლისურის გამოცდამ უნდა გადაწყვიტოს, გავხდებით თუ არა ასპირანტები, შევედით გამოცდაზე ნელი საყვარელიძესთან, რომლიც უმკაცრესია და ამ დროს გიამ გამოიყენა პოლიტიკური ფანდი, პროფესორს მიმართა, არ უნდა დაინტერესდეთ, რის გაკეთებას ვაპირებ ისტორიის ფაკულტეტზე ასპირანტობის პერიოდში, ნესტანსაც ჰკითხეთ რა უნდა, რატომ აბარებს ასპირანტურაშიო. გავოცდი, ეს რომ თქვა, რის შემდეგაც ქალბატონი ნელი გიას დასმული შეკითხვით მომიბრუნდა, მე კი ვუპასუხე, მინდა, 1924 წლის აჯანყებაზე წიგნი დავწერო-მეთქი, ეგ რა არისო მკითხა, მე კი დავიწყე ამ ისტორიული მოვლენის მოყოლა, რაშიც ყველა ჩაერთო და აღარავის ახსოვდა ინგლისური და გრამატიკა, ყველა პირდაფჩენილი მიყურებდა. ამ დროს შემომიბრუნდა გია და იცით, რა მითხრა? მე არ მჯერა ნესტანის, რადგან ქალები ასეთ თემებზე არ წერენ, ბოლოს კი ასეთი რამ მითხრა ნიშნის მოგებით, იცი, რა ძნელია ამის დაწერა, ნესტან, გენაცვალეო. მაშინვე მივხვდი, ეს იყო არა ჩემთან დაპირისპირება, არამედ პოლიტიკური ფანდი, რის შემდეგაც რამდენიმე კითხვა დაგვისვეს ინგლისურში და შედეგად ორივე ასპირანტურაში ჩავირიცხეთ. ეს იმიტომ მოგიყევით ასე ვრცლად, რომ აღმენიშნა, იმ პერიოდში გია უკვე პოლიტიკაში იყო, ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა აქტიურად იბრძოდა და პირველი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც არასდროს დამავიწყდება, გახლდათ 1988 წლის 21 სექტემბრის აქცია, საიდანაც ჩემთვის დაიწყო პოლიტიკა. ამ დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტში მოდიოდა ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი, რომელსაც სტუდენტები ძალიან მძიმედ ვხვდებოდით, რათა მასაც და რუსეთსაც გაეგოთ ჩვენი პათოსი. შეიძლება ითქვას, რომ ამით დაიწყო ჩემი პოლიტიკური ცხოვრება. რუსთაველზე ვცხოვრობ და ჩემ თვალწინ ვითარდებოდა ის მოვლენები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ისტორიას ქმნიდნენ. დადგა 1991-1992 წლები, რუსთაველის ქუჩა განადგურებული გახლდათ, ქვეყანაში ახალი პროცესები უნდა დაწყებულიყო და მაშინ ჩემთან მოვიდა გია ჭანტურია, რომელმაც მითხრა, შენ აუცილებლად უნდა შემოხვიდე პოლიტიკაში და საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობაო, ბევრი ვიკამათეთ ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ბოლოს დავთანხმდი და 29 წლის ასაკში გავხდი პარლამენტარი.

-  დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობაშიც არიან ახალგაზრდა დეპუტატები, მაგალითად, 21 წლის მარიამ საჯაია, რომელსაც ხშირად ამის გამო აკრიტიკებენ, თქვენ შემთხვევაში როგორ იყო საქმე?

-  მომხიბვლელ მარიამ საჯაიას მინდა, დიდი წარმატება ვუსურვო. ბებიაჩემი ამბობდა, ქალის მტერი სილამაზე და მომხიბვლელობააო. მოხდენილ ქალებს, რომელნიც პოლიტიკაში მოღვაწეობენ, სჭირდებათ იარაღი, ეს იარაღი კი პროფესიონალიზმია. თუ ხარ მოხდენილი, პროფესიონალი და იმავდროულად გაქვს რკინის ნერვები, მაშინ შენი გზა მუდმივად წინააღმდეგობრივი იქნება, მაგრამ ამასთანავე მუდმივად ივლი თეთრ ცხენზე ამხედრებული და თავს იგრძნობ არგუმენტირებულად გამარჯვებულად იმ უმძიმეს სფეროში, რასაც პოლიტიკა ჰქვია. ჩემ შემთხვევაში იყო მითქმა-მოთქმა, ჩურჩული, მაგრამ მე გახლდით პროფესიონალი, რკინის ნერვებით და ამ ყველაფერს მომზადებული შევხვდი.

-  "ლეიბორისტულ პარტიაზე" მინდა გკითხოთ, რამდენიმე წევრმა პარტია დატოვა, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

-  ეს ბუნებრივი პროცესია და კონკრეტულ პიროვნებებთან კი არ უნდა დავაკავშიროთ, არამედ პოლიტიკურ კანონთან. თუ პიროვნება ან პოლიტიკური პარტია არ არის თანამედროვე და არ ხვდება იმ გამოწვევებს, რომელსაც მას ყოველდღიურად უმზადებენ, ის პოლიტიკური არენიდან გაქრება, ასე რომ, პროცესი, რომელიც ამ პარტიაში მიდის ბუნებრივია, ან პარტიამ უნდა იგრძნოს დრო, ან უფუნქციოდ დარჩება.

შვილიშვილი - მეორე ახალგაზრდობა

-  შვილიშვილი ჩემი ახალი ახალგაზრდობაა, რომელმაც მე მომიტანა მუდმივად ფორმაში ყოფნის აუცილებლობა, სურვილი, მომიტანა ახალი პასუხისმგებლობა და ამასთანავე ახალი ფუფუნება. თემო-იოანე ალექსიძე უკვე 12 წლის ხდება და მინდა გითხრათ, რომ ის ჩემი მეგობარია, ვისგანაც ვიღებ რჩევებს, ზოგჯერ ძალიან მკაცრია ჩემ მიმართ, ზოგჯერ დაუნდობელიც, მაგრამ იმავდროულად მეტად ობიექტური გახლავთ. თითქმის ყოველთვის ადევნებდა თვალყურს ჩემს სატელევიზიო გამოსვლებს და შენიშვნებს მაძლევდა, თუ კარგად არ გამოვიყურებოდი, მეუბნებოდა, ყველასთვის გასაგებად უნდა ისაუბრო და არა მეცნიერულად, რათა ყველას ყურამდე მივიდეს შენი ნათქვამიო. როდესაც რაღაცას ვაკეთებ, ყოველთვის ვფიქრობ, მოეწონება და თუ არა ის თემოს, სწორედ ამიტომ გავდივარ კუს ტბაზე ყოველდღე შვიდ კილომეტრს და სწორედ ამიტომ ვარ პრანჭია ბებია. "ნანუკას შოუში" მიგვიწვიეს თბილისის პრანჭია ქალბატონები ბებიების რანგში, საინტერესო იყო ის, რომ ყველანი დიდი ემოციებით ვსაუბრობდით შვილიშვილებზე. თემო არასდროს მეძახის ბებიას, ყოველთვის ასე მომმართავს - ნესტან, თავიდან ნესს მეძახდა, რადგან ჩემს სრულ სახელს ვერ ამბობდა, მაგრამ მე მისთვის ყოველთვის ნეს-ად დავრჩები. ჩემი შვილიშვილი პატარა, 2-3 წლის იყო, როცა პატრიარქთან მივიყვანე, უწმინდესმა სახელი ჰკითხა, ბავშვმა როგორ მოიფიქრა ამის თქმა არ ვიცი, მაგრამ ენის მოჩლექით უპასუხა, თემო მქვია, მაგრამ ჩემი ნათლობის სახელი იოანეაო, დღესაც გაოცებული ვარ, როგორ მოუვიდა ამ ასაკის ბავშვს თავში აზრად ასეთი რამის თქმა. შემდეგ უწმინდესმა ჰკითხა, პირჯვრის გადასახვა იციო? ამ დროს ძალიან ავღელდი, ვინერვიულე - ბავშვია და იქნებ, ვერ მოახერხოს პირჯვრის სწორად გადაწერა-მეთქი, თემომ უპასუხა, კი, ვიციო და პირჯვარი გადაისახა, მაშინ ჩვენმა პატრიარქმა მას იოანე ნათლისმცემლის მოოქრული ხატი აჩუქა, რომელიც შეუფასებელი სიმდიდრეა ჩვენი ოჯახისთვის.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"