მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი ცხოვრება შოპენის მუსიკასავით მშვიდად, მაგრამ სტაბილურად მიედინებოდა"
"მისი ცხოვრება შოპენის მუსიკასავით მშვიდად, მაგრამ სტაბილურად მიედინებოდა"

"კა­ფან­და­რა იყო, სქე­ლი ტუ­ჩე­ბით, მე­ჩხე­რი ულ­ვა­ში­თა და კოხ­ტად შეკ­რე­ჭი­ლი მოკ­ლე წვე­რით. სათ­ვა­ლი­დან დაღ­ლი­ლი იცქი­რე­ბო­და. მშვი­დი ნა­ბი­ჯით და­დი­ო­და, სა­ხე­ზე მუ­დამ ნაღ­ვლი­ა­ნი შთა­გო­ნე­ბა ეფი­ნა და ჩუმი ირო­ნი­ით შე­ფე­რი­ლი "მწა­რე" ღი­მი­ლი იცო­და. ძალ­ზე თა­ვი­სე­ბუ­რი და შე­უც­ნო­ბე­ლი გა­რეგ­ნო­ბა ჰქონ­და", - ასე იხ­სე­ნებს სა­კუ­თარ მას­წავ­ლე­ბელს, ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს მისი ერთ-ერთი მოს­წავ­ლე, სი­მონ ჩი­ქო­ვა­ნი. მწერ­ლის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ "აფეთ­ქე­ბებ­სა" და პი­რად გან­ცდებ­ზე, სიყ­ვა­რულ­სა და ტკი­ვილ­ზე ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე, პრო­ფე­სო­რი ინგა მი­ლო­რა­ვა მოგ­ვი­თხრობს.

- ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს იგო­ნე­ბენ, რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბულს, თა­ვი­სე­ბურს, შე­უც­ნო­ბელს, იდუ­მალს. ეს იყო ძა­ლი­ან სადა, მო­რი­დე­ბუ­ლი, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მე­ტად თავ­მდა­ბა­ლი პი­როვ­ნე­ბა. არის­ტოკ­რა­ტი­უ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე (ლორ­თქი­ფა­ნი­ძე იმე­რე­ლი თა­ვა­დე­ბის გვა­რია), თა­ვის­და უნე­ბუ­რად, ბუ­ნებ­რი­ვად იცავ­და გან­სა­კუთ­რე­ბულ დის­ტან­ცი­ას გარე სამ­ყა­როს­თან. იყო გულ­მო­წყა­ლე ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის მი­მართ, თუმ­ცა, ჰქონ­და თა­ვი­სი ავ­ტო­ნო­მი­უ­რი სამ­ყა­რო. მწერ­ლი­სა თუ პო­ე­ტის პორ­ტრე­ტის აღ­დგე­ნა მხო­ლოდ მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა. ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­ზე რომც არ ვი­ცო­დეთ რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბი, მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რი ას­ლია მისი ხა­სი­ა­თის, ცხოვ­რე­ბის. ეს იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა; რომ­ლის­თვი­საც ადა­მი­ანს, რო­გორც ინ­დი­ვიდს, უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. ამა­ვე დროს, ის იყო სა­ოც­რად ნა­ტი­ფი და მხატ­ვრუ­ლად გა­ფა­ქი­ზე­ბუ­ლი ოს­ტა­ტი. ნიკო ხში­რად ამ­ბობ­და: ღა­მის ადა­მი­ა­ნი ვარ, ღამე ვმუ­შა­ობ, თუმ­ცა, მზე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­სო. ცნო­ბი­ლია, რომ ახალ­გაზ­რდო­ბი­დან ბევ­რს ეწე­ო­და. სუს­ტი მხედ­ვე­ლო­ბა ჰქონ­და, ლურ­ჯი სათ­ვა­ლე ეკე­თა. ამ­ბობ­და, როცა ეს სათ­ვა­ლე გა­ვი­კე­თე, სამ­ყა­რომ ფე­რე­ბი და­კარ­გაო და ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და ამ ფაქტს. ავ­სტრი­ა­ში ქუ­ჩა­ში მხატ­ვარს გა­უ­ჩე­რე­ბია და უთხო­ვია, დაგ­ხა­ტა­ვო. ეს სუ­რა­თი ახ­ლაც არ­სე­ბობს. ძა­ლი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე და და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გა­რეგ­ნო­ბა ჰქონ­და. იმ პე­რი­ო­დის მწერ­ლე­ბის­გან არა მხო­ლოდ ხელ­წე­რით, გა­რეგ­ნო­ბი­თაც გან­სხვავ­დე­ბო­და. არ უყ­ვარ­და უხვსი­ტყვა­ო­ბა, სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბი. ერთხელ, თურ­მე, როცა მე­გობ­რებ­მა სუფ­რა­ზე ერ­თმა­ნე­თის დღეგ­რძე­ლო­ბა და ქება-დი­დე­ბა და­ი­წყეს, ნი­კომ თა­ნა­მე­ი­ნა­ხე­ებს მი­მარ­თა: შევ­თან­ხმდეთ, მე ბოდ­ლე­რი ვარ, შენ მა­ლარ­მე და ამით და­ვამ­თავ­როთ სა­უ­ბა­რიო...

- ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე გა­ნათ­ლე­ბით მა­თე­მა­ტი­კო­სი და იუ­რის­ტი იყო. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი მის­სა­ვე დე­ი­დაშ­ვილს, შალ­ვა და­დი­ან­საც მი­უ­ძღვის...

- ნამ­დვი­ლად. ქუ­თა­ის­ში სწავ­ლი­სას შალ­ვა და­დი­ანს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წრე ჰქონ­და და ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ამ წრე­ზე შე­იყ­ვა­ნა. ნიკო არ ცხოვ­რობ­და თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან აღე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რით, რო­გორც სხვა მისი თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლე­ბი. გა­ნათ­ლე­ბა ხარ­კოვ­ში მი­ი­ღო. იმ პე­რი­ოდ­ში ერთი ასე­თი ჩა­ნა­წე­რი ჰქონ­და: ქალ­თან გვერ­დით არა­სო­დეს გა­მივ­ლია. ერთხელ, ქუ­ჩა­ში გო­გო­ნე­ბი შემ­ხვდნენ და შევ­თა­ვა­ზე, მთის­კენ წა­ვი­დეთ-მეთ­ქი. გო­გო­ნებ­მა იხუმ­რეს - მთის­კენ გვი­ტყუ­ებ­სო. ძა­ლი­ან მო­მე­რი­და, სას­წრა­ფოდ სახ­ლამ­დე მი­ვა­ცი­ლე და ამო­ვი­სუნ­თქეო. ხარ­კოვ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში და­წე­რა მი­ნი­ა­ტი­უ­რა "ხე­ლე­ბი". რო­გორც ჩანს, ეს რე­ა­ლუ­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბი­დან მო­დი­ო­და. ეს არის ხე­ლე­ბის, რო­გორც ცალ­კე სა­ხის ში­ნა­გა­ნი გან­ცდა და ექ­სპრე­სია.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნად ახა­სი­ა­თე­ბენ, მის ცხოვ­რე­ბას ორი დუ­ე­ლი ახ­ლდა თან. ცნო­ბი­ლია ასე­ვე ერთ-ერთი სპექ­ტაკ­ლის მსვლე­ლო­ბი­სას დე­ბო­შის ატე­ხის ამ­ბის შე­სა­ხე­ბაც. რო­გორ აიხ­სნე­ბა მისი ამ­გვა­რი წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი ბუ­ნე­ბა?

- მის ხა­სი­ათ­თან მარ­თლაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის მისი ცხოვ­რე­ბის თან­მდე­ვი "აფეთ­ქე­ბე­ბი", დუ­ე­ლე­ბი. ის იყო ფსი­ქო­ტი­პი, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო ბევ­რი მო­ეთ­მი­ნა, ყო­ფი­ლი­ყო ჩრდილ­ში, მაგ­რამ თუკი საქ­მე მის­თვის პრინ­ცი­პულ სა­კი­თხებს, ღირ­სე­ბას შე­ე­ხე­ბო­და, ამას არა­სო­დეს მო­ით­მენ­და და პრო­ტესტს ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ფორ­მით გა­მო­ხა­ტავ­და. ავ­სტრი­ა­ში გი­გო­ლი წუ­ლუ­კი­ძე და ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე სა­სა­უზ­მე­ში იყ­ვნენ და ნიკო თურ­მე ხელ­ში საშ­ლელს ათა­მა­შებ­და. იმ დროს მას­თან ახალ­გაზ­რდა, ად­გი­ლობ­რი­ვი პე­და­გო­გი მი­ვი­და და უთხრა: საშ­ლელს ხომ ვერ მა­თხო­ვებ­დიო. ნი­კომ ეს შე­ნიშ­ვნად და დამ­ცი­რე­ბად მი­ი­ღო, ფეხ­ზე წა­მოხ­ტა და მო­სულს სა­ხე­ში გა­არ­ტყა. გი­გო­ლი წუ­ლუ­კი­ძე გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა, რად­გან ასე­თი საქ­ცი­ე­ლი ნი­კოს­გან წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. გი­გო­ლიმ ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და ეს ფაქ­ტი, მთე­ლი ღამე ფა­რი­კა­ო­ბა­ში ამე­ცა­დი­ნებ­და მე­გო­ბარს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მოხ­და სას­წა­უ­ლი და პირ­ვე­ლად ნი­კომ გა­კაწ­რა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე. სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ ამ დუ­ე­ლის შემ­დეგ ნიკო იმ ადა­მი­ან­თან და­მე­გობ­რდა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე დუ­ელს, ის 1908 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ ოფი­ცერ აკი­მოვ­თან მო­უხ­და. ნი­კომ მას სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ უდი­ე­რი გა­მო­ნათ­ქვა­მი არ აპა­ტია და დუ­ელ­ში გა­მო­იწ­ვია. დუ­ელ­ზე ნიკო თეთ­რი პე­რან­გით გა­მო­ცხად­და, კარ­გი სა­მიზ­ნე­სა­ვით. სა­გან­გე­ბოდ შე­უკ­რეს თურ­მე გუ­ლის­პი­რი, მაგ­რამ მისი მე­გო­ბა­რი, ილია ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, რომ დუ­ე­ლი­სას კვლავ გახ­სნი­ლი ჰქო­ნია. აკი­მო­ვი სა­ში­ში იყო, მის­თვის დუ­ელს პრო­ფე­სი­უ­ლი ღირ­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. როცა და­უ­მიზ­ნა, თურ­მე ნიკო ირო­ნი­უ­ლი ღი­მი­ლით შეჰ­ყუ­რებ­და. ოფი­ცერ­მა ორ­ჯერ ააც­დი­ნა, ნი­კომ კი მკლავ­ში მსუ­ბუ­ქად დაჭ­რა. 1901 წელს ომარ­სკის დას­მა ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ავ­ტო­რე­ბის (კრი­ლო­ვა და ლიტ­ვი­ნა) საკ­მა­ოდ ან­ტი­სე­მი­ტუ­რი პი­ე­სა "ის­რა­ე­ლის შვი­ლი" ჩა­მო­ი­ტა­ნა ქუ­თა­ის­ში. ის ქუ­თა­ი­სის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ქარ­თვე­ლებ­სა და ებ­რა­ე­ლებს შო­რის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ჩა­მოგ­დე­ბის მცდე­ლო­ბად აღიქ­ვა. პრო­ტეს­ტი იმ­დე­ნად მძაფ­რი იყო, რომ პო­ლიც­მა­ის­ტერ­მა ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნა­ტორს შეს­თა­ვა­ზა - იქ­ნებ პი­ე­სა აღარ გაგ­ვეშ­ვაო, მაგ­რამ გუ­ბერ­ნა­ტო­რი არ და­თან­ხმდა და წარ­მოდ­გე­ნა გა­ი­მარ­თა. მა­შინ, მე­ტად წყნა­რი და მო­რი­დე­ბუ­ლი ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე თა­ვის მე­გობ­რებ­თან, ალექ­სან­დრე კან­დე­ლაკ­თან და კი­რი­ლე ნი­ნი­ძეს­თან ერ­თად სპექ­ტაკლზე წა­ვი­და. პი­ე­სის მსვლე­ლო­ბი­სას დე­ბო­ში ატე­ხეს და სპექ­ტაკ­ლი ჩა­შა­ლეს. ნი­კოს სას­ტი­კად სცე­მეს პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­ა­პა­ტიმ­რეს. ცნო­ბილ­მა ვე­ქილ­მა, მოსე ქი­ქო­ძემ მო­ა­ხერ­ხა, ნიკო არ და­ე­ჭი­რათ, თუმ­ცა, მა­ვან­ნი ასე მსუ­ბუ­ქად დას­ჯას არ დას­ჯერ­დნენ, გა­ა­სა­ჩივ­რეს და მწე­რალს თბი­ლის­ში 3-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

- რო­გორ გა­იც­ნო მწე­რალ­მა მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, თა­მარ ჩხე­ი­ძე?

- თა­მა­რი 1912 წელს, ქუ­თა­ის­ში, ბან­კში გა­იც­ნო. ის ცნო­ბი­ლი და მდი­და­რი კა­ცის, ალექ­სან­დრე ჩხე­ი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი იყო. მისი მამა, გი­ორ­გი ჩხე­ი­ძე, ქუ­თა­ი­სის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასე­ვე ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ქა­ლა­ქის დაც­ვის უფ­რო­სი, მო­ქე­ი­ფე კაცი იყო. ცნო­ბი­ლია, რომ მთე­ლი ქო­ნე­ბა დროს ტა­რე­ბა­ში გაფ­ლან­გა. 6 შვი­ლი ჰყავ­და. 36 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა და ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა უფ­როს ქა­ლიშ­ვილს, ნი­კოს მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს, თა­მარს და­ე­კის­რა. ნიკო და თა­მა­რი პირ­ვე­ლად სუფ­რა­ზე შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს. ნიკო მო­რი­დე­ბით, მაგ­რამ მა­ინც ყუ­რა­დღე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და. იგი მგზნე­ბა­რე კა­ვა­ლე­რი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა... მარ­თა­ლია, მის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში ში­ნა­გა­ნი დიდი მუხ­ტი და ვნე­ბა იგ­რძნო­ბა, თუმ­ცა, გრძნო­ბებს, ზო­გა­დად, ნაკ­ლე­ბად გა­მო­ხა­ტავ­და. გაც­ნო­ბი­დან 2 წელი ხვდე­ბოდ­ნენ, შემ­დეგ კი ძა­ლი­ან სა­დად და მო­რი­დე­ბუ­ლად და­ქორ­წინ­დნენ, მწერ­ლის ხა­სი­ათ­ში პომ­პე­ზუ­რო­ბა არ იჯდა. 4 შვი­ლი ეყო­ლათ - ნო­და­რი, ნა­ი­ლი, მე­რა­ბი და გოგი. ნა­ი­ლი 2 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ბავ­შვის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, მწერ­ლის სურ­ვი­ლი იყო, აღა­რა­ვის ეხ­სე­ნე­ბი­ნა ეს სა­ხე­ლი.

ნი­კოს თბი­ლის­ში მე­გო­ბა­რი ექი­მი ქალი ჰყავ­და, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ თავ­ზე წა­მა­ლი გა­მო­ცა­და და დაყ­რუვ­და. მას ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე დიდი სახ­ლი ჰქონ­და. ნი­კოს შეს­თა­ვა­ზა, ცოლ-შვი­ლით იმ სახ­ლში ეცხოვ­რა. მწერ­ლის სი­ცო­ცხლის ბოლო პე­რი­ო­დი ომის წლებს და­ემ­თხვა. სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბი­სა თუ გა­ჭირ­ვე­ბის აფი­ში­რე­ბას არა­სო­დეს მო­ახ­დენ­და, მაგ­რამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის დიდ გა­ჭირ­ვე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. თუ მუ­სი­კას შე­ვა­და­რებთ, ის იყო კაცი, რომ­ლის ცხოვ­რე­ბაც შო­პე­ნის მუ­სი­კა­სა­ვით ჟღერ­და. შო­პე­ნის მუ­სი­კა­ში დიდი აკორ­დე­ბი და მგზნე­ბა­რე­ბა არ არის, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რად და მშვი­დად მი­ე­დი­ნე­ბა. ასე­ვე მშვი­დად გა­ი­ა­რა მის­მა ცხოვ­რე­ბამ.

- ამ­ბობთ, რომ მწე­რა­ლი "ჩრდილ­ში" და მშვი­დად ცხოვ­რობ­და. თუმ­ცა, მისი ნო­ვე­ლე­ბი არც ისე "მშვი­დია"... ამის გამო იმ დროს ბევრ შე­მოქ­მედს დევ­ნიდ­ნენ. რო­გორ მოხ­და, რომ ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს არ შე­ე­ხო მსგავ­სი რეპ­რე­სი­ე­ბი?

- ეს მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბი რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე იყო და­წე­რი­ლი, ამი­ტომ, ამის გამო ვერ შე­ე­და­ვე­ბოდ­ნენ. ის მარ­თლაც ჩრდილ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნი იყო, ამი­ტომ, შე­ჯა­ხე­ბა არ მომ­ხდა­რა მასა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რო­მე­ლი­მე შტოს შო­რის. ალ­ბათ, ისიც იყო, რომ მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ალე­გო­რი­უ­ლი ხა­სი­ა­თის გახ­ლდათ და ასე პირ­და­პირ ბრალს ვე­რა­ფერ­ში სდებ­დნენ.

- "ცის­ფერ­ყან­წე­ლებ­თან" რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და?

- ძა­ლი­ან აფა­სებ­დნენ. კო­ლაუ ნა­დი­რა­ძეს მას­ზე უთ­ქვამს: ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თუ ერთხელ ნა­ხავ, ვე­რა­სო­დეს და­ი­ვი­წყე­ბო.

- რა გა­მო­არ­ჩევს ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს XX სა­უ­კუ­ნის ქარ­თულ სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ის­ტო­რი­ა­ში?

- ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ქარ­თუ­ლი მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის და­წყე­ბის ერთ-ერთი სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმპრე­სი­ო­ნიზ­მი, რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. თუნ­დაც მხო­ლოდ ეს ფაქ­ტი ანი­ჭებს ამ ფი­გუ­რას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას, რად­გან იმპრე­სი­ო­ნიზ­მი, ევ­რო­პის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩვენ­თან ხე­ლოვ­ნე­ბის არც ერთ დარ­გში არ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა. ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ შეძ­ლო, ამ უნი­კა­ლუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ნიშ­ნე­ბი, თვი­სე­ბე­ბი, სტი­ლი შე­მო­ე­ტა­ნა და ეს ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­ულ დარ­გში, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და­ე­ნერ­გა... ის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გორ უნდა გახ­დეს მო­დერ­ნი­ზა­ცია, ევ­რო­პე­ი­ზა­ცია, ჩარ­თვა სა­ერ­თო გლო­ბა­ლურ პრო­ცე­სებ­ში ისე, რომ შენი კი არ და­ა­ზა­რა­ლო, არა­მედ გა­ამ­დიდ­რო და გა­აძ­ლი­ე­რო. მი­ნი­ა­ტი­უ­რის ჟან­რი ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ მწვერ­ვალ­ზე აიყ­ვა­ნა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ­სე­ბო­ბის სული შთა­ბე­რა.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"მისი ცხოვრება შოპენის მუსიკასავით მშვიდად, მაგრამ სტაბილურად მიედინებოდა"

"მისი ცხოვრება შოპენის მუსიკასავით მშვიდად, მაგრამ სტაბილურად მიედინებოდა"

"კაფანდარა იყო, სქელი ტუჩებით, მეჩხერი ულვაშითა და კოხტად შეკრეჭილი მოკლე წვერით. სათვალიდან დაღლილი იცქირებოდა. მშვიდი ნაბიჯით დადიოდა, სახეზე მუდამ ნაღვლიანი შთაგონება ეფინა და ჩუმი ირონიით შეფერილი "მწარე" ღიმილი იცოდა. ძალზე თავისებური და შეუცნობელი გარეგნობა ჰქონდა", - ასე იხსენებს საკუთარ მასწავლებელს, ნიკო ლორთქიფანიძეს მისი ერთ-ერთი მოსწავლე, სიმონ ჩიქოვანი. მწერლის ცხოვრებისეულ "აფეთქებებსა" და პირად განცდებზე, სიყვარულსა და ტკივილზე ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი ინგა მილორავა მოგვითხრობს.

- ნიკო ლორთქიფანიძეს იგონებენ, როგორც განსაკუთრებულს, თავისებურს, შეუცნობელს, იდუმალს. ეს იყო ძალიან სადა, მორიდებული, ურთიერთობებში მეტად თავმდაბალი პიროვნება. არისტოკრატიული წარმომავლობიდან გამომდინარე (ლორთქიფანიძე იმერელი თავადების გვარია), თავისდა უნებურად, ბუნებრივად იცავდა განსაკუთრებულ დისტანციას გარე სამყაროსთან. იყო გულმოწყალე ნებისმიერი ადამიანის მიმართ, თუმცა, ჰქონდა თავისი ავტონომიური სამყარო. მწერლისა თუ პოეტის პორტრეტის აღდგენა მხოლოდ მისი ნაწარმოებებითაც შეიძლება. ნიკო ლორთქიფანიძეზე რომც არ ვიცოდეთ რეალური ფაქტები, მისი ნაწარმოებები აბსოლუტური ასლია მისი ხასიათის, ცხოვრების. ეს იყო ადამიანი, რომელსაც გამორჩეულად უყვარდა თავისი ქვეყანა; რომლისთვისაც ადამიანს, როგორც ინდივიდს, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამავე დროს, ის იყო საოცრად ნატიფი და მხატვრულად გაფაქიზებული ოსტატი. ნიკო ხშირად ამბობდა: ღამის ადამიანი ვარ, ღამე ვმუშაობ, თუმცა, მზე ძალიან მიყვარსო. ცნობილია, რომ ახალგაზრდობიდან ბევრს ეწეოდა. სუსტი მხედველობა ჰქონდა, ლურჯი სათვალე ეკეთა. ამბობდა, როცა ეს სათვალე გავიკეთე, სამყარომ ფერები დაკარგაო და ძალიან განიცდიდა ამ ფაქტს. ავსტრიაში ქუჩაში მხატვარს გაუჩერებია და უთხოვია, დაგხატავო. ეს სურათი ახლაც არსებობს. ძალიან თანამედროვე და დამახასიათებელი გარეგნობა ჰქონდა. იმ პერიოდის მწერლებისგან არა მხოლოდ ხელწერით, გარეგნობითაც განსხვავდებოდა. არ უყვარდა უხვსიტყვაობა, სადღეგრძელოები. ერთხელ, თურმე, როცა მეგობრებმა სუფრაზე ერთმანეთის დღეგრძელობა და ქება-დიდება დაიწყეს, ნიკომ თანამეინახეებს მიმართა: შევთანხმდეთ, მე ბოდლერი ვარ, შენ მალარმე და ამით დავამთავროთ საუბარიო...

- ნიკო ლორთქიფანიძე განათლებით მათემატიკოსი და იურისტი იყო. როგორც ცნობილია, მწერლის შემოქმედებით განვითარებაში თავისი წვლილი მისსავე დეიდაშვილს, შალვა დადიანსაც მიუძღვის...

- ნამდვილად. ქუთაისში სწავლისას შალვა დადიანს ლიტერატურული წრე ჰქონდა და ნიკო ლორთქიფანიძე ამ წრეზე შეიყვანა. ნიკო არ ცხოვრობდა თავისი ნაწარმოებებიდან აღებული ჰონორარით, როგორც სხვა მისი თანამედროვე მწერლები. განათლება ხარკოვში მიიღო. იმ პერიოდში ერთი ასეთი ჩანაწერი ჰქონდა: ქალთან გვერდით არასოდეს გამივლია. ერთხელ, ქუჩაში გოგონები შემხვდნენ და შევთავაზე, მთისკენ წავიდეთ-მეთქი. გოგონებმა იხუმრეს - მთისკენ გვიტყუებსო. ძალიან მომერიდა, სასწრაფოდ სახლამდე მივაცილე და ამოვისუნთქეო. ხარკოვში სწავლის პერიოდში დაწერა მინიატიურა "ხელები". როგორც ჩანს, ეს რეალური სასიყვარულო ურთიერთობიდან მოდიოდა. ეს არის ხელების, როგორც ცალკე სახის შინაგანი განცდა და ექსპრესია.

- მიუხედავად იმისა, რომ ნიკო ლორთქიფანიძეს მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის ადამიანად ახასიათებენ, მის ცხოვრებას ორი დუელი ახლდა თან. ცნობილია ასევე ერთ-ერთი სპექტაკლის მსვლელობისას დებოშის ატეხის ამბის შესახებაც. როგორ აიხსნება მისი ამგვარი წინააღმდეგობრივი ბუნება?

- მის ხასიათთან მართლაც წინააღმდეგობაში მოდის მისი ცხოვრების თანმდევი "აფეთქებები", დუელები. ის იყო ფსიქოტიპი, რომელსაც შეეძლო ბევრი მოეთმინა, ყოფილიყო ჩრდილში, მაგრამ თუკი საქმე მისთვის პრინციპულ საკითხებს, ღირსებას შეეხებოდა, ამას არასოდეს მოითმენდა და პროტესტს ყველაზე აქტიური ფორმით გამოხატავდა. ავსტრიაში გიგოლი წულუკიძე და ნიკო ლორთქიფანიძე სასაუზმეში იყვნენ და ნიკო თურმე ხელში საშლელს ათამაშებდა. იმ დროს მასთან ახალგაზრდა, ადგილობრივი პედაგოგი მივიდა და უთხრა: საშლელს ხომ ვერ მათხოვებდიო. ნიკომ ეს შენიშვნად და დამცირებად მიიღო, ფეხზე წამოხტა და მოსულს სახეში გაარტყა. გიგოლი წულუკიძე გაოცებული დარჩა, რადგან ასეთი საქციელი ნიკოსგან წარმოუდგენელი იყო. გიგოლიმ ძალიან განიცადა ეს ფაქტი, მთელი ღამე ფარიკაობაში ამეცადინებდა მეგობარს. საბედნიეროდ, მოხდა სასწაული და პირველად ნიკომ გაკაწრა მოწინააღმდეგე. საოცარია, მაგრამ ამ დუელის შემდეგ ნიკო იმ ადამიანთან დამეგობრდა. რაც შეეხება მეორე დუელს, ის 1908 წელს საქართველოში ჩამოსულ ოფიცერ აკიმოვთან მოუხდა. ნიკომ მას საქართველოს მიმართ უდიერი გამონათქვამი არ აპატია და დუელში გამოიწვია. დუელზე ნიკო თეთრი პერანგით გამოცხადდა, კარგი სამიზნესავით. საგანგებოდ შეუკრეს თურმე გულისპირი, მაგრამ მისი მეგობარი, ილია ზურაბიშვილი იხსენებს, რომ დუელისას კვლავ გახსნილი ჰქონია. აკიმოვი საშიში იყო, მისთვის დუელს პროფესიული ღირსების მნიშვნელობა ჰქონდა. როცა დაუმიზნა, თურმე ნიკო ირონიული ღიმილით შეჰყურებდა. ოფიცერმა ორჯერ ააცდინა, ნიკომ კი მკლავში მსუბუქად დაჭრა. 1901 წელს ომარსკის დასმა ნაკლებად ცნობილი ავტორების (კრილოვა და ლიტვინა) საკმაოდ ანტისემიტური პიესა "ისრაელის შვილი" ჩამოიტანა ქუთაისში. ის ქუთაისის საზოგადოებამ ქართველებსა და ებრაელებს შორის წინააღმდეგობის ჩამოგდების მცდელობად აღიქვა. პროტესტი იმდენად მძაფრი იყო, რომ პოლიცმაისტერმა ქუთაისის გუბერნატორს შესთავაზა - იქნებ პიესა აღარ გაგვეშვაო, მაგრამ გუბერნატორი არ დათანხმდა და წარმოდგენა გაიმართა. მაშინ, მეტად წყნარი და მორიდებული ნიკო ლორთქიფანიძე თავის მეგობრებთან, ალექსანდრე კანდელაკთან და კირილე ნინიძესთან ერთად სპექტაკლზე წავიდა. პიესის მსვლელობისას დებოში ატეხეს და სპექტაკლი ჩაშალეს. ნიკოს სასტიკად სცემეს პოლიციელებმა და თავის მეგობრებთან ერთად დააპატიმრეს. ცნობილმა ვექილმა, მოსე ქიქოძემ მოახერხა, ნიკო არ დაეჭირათ, თუმცა, მავანნი ასე მსუბუქად დასჯას არ დასჯერდნენ, გაასაჩივრეს და მწერალს თბილისში 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

- როგორ გაიცნო მწერალმა მომავალი მეუღლე, თამარ ჩხეიძე?

- თამარი 1912 წელს, ქუთაისში, ბანკში გაიცნო. ის ცნობილი და მდიდარი კაცის, ალექსანდრე ჩხეიძის შვილიშვილი იყო. მისი მამა, გიორგი ჩხეიძე, ქუთაისის საზოგადოების ასევე ცნობილი წარმომადგენელი, ქალაქის დაცვის უფროსი, მოქეიფე კაცი იყო. ცნობილია, რომ მთელი ქონება დროს ტარებაში გაფლანგა. 6 შვილი ჰყავდა. 36 წლისა გარდაიცვალა და ბავშვების აღზრდა უფროს ქალიშვილს, ნიკოს მომავალ მეუღლეს, თამარს დაეკისრა. ნიკო და თამარი პირველად სუფრაზე შეხვდნენ ერთმანეთს. ნიკო მორიდებით, მაგრამ მაინც ყურადღებას გამოხატავდა. იგი მგზნებარე კავალერი არასოდეს ყოფილა... მართალია, მის ნაწარმოებებში შინაგანი დიდი მუხტი და ვნება იგრძნობა, თუმცა, გრძნობებს, ზოგადად, ნაკლებად გამოხატავდა. გაცნობიდან 2 წელი ხვდებოდნენ, შემდეგ კი ძალიან სადად და მორიდებულად დაქორწინდნენ, მწერლის ხასიათში პომპეზურობა არ იჯდა. 4 შვილი ეყოლათ - ნოდარი, ნაილი, მერაბი და გოგი. ნაილი 2 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბავშვის სიკვდილის შემდეგ, მწერლის სურვილი იყო, აღარავის ეხსენებინა ეს სახელი.

ნიკოს თბილისში მეგობარი ექიმი ქალი ჰყავდა, რომელმაც საკუთარ თავზე წამალი გამოცადა და დაყრუვდა. მას ჭავჭავაძის ქუჩაზე დიდი სახლი ჰქონდა. ნიკოს შესთავაზა, ცოლ-შვილით იმ სახლში ეცხოვრა. მწერლის სიცოცხლის ბოლო პერიოდი ომის წლებს დაემთხვა. საკუთარი ცხოვრებისა თუ გაჭირვების აფიშირებას არასოდეს მოახდენდა, მაგრამ, სავარაუდოდ, ის დიდ გაჭირვებაში გარდაიცვალა. თუ მუსიკას შევადარებთ, ის იყო კაცი, რომლის ცხოვრებაც შოპენის მუსიკასავით ჟღერდა. შოპენის მუსიკაში დიდი აკორდები და მგზნებარება არ არის, მაგრამ სტაბილურად და მშვიდად მიედინება. ასევე მშვიდად გაიარა მისმა ცხოვრებამ.

- ამბობთ, რომ მწერალი "ჩრდილში" და მშვიდად ცხოვრობდა. თუმცა, მისი ნოველები არც ისე "მშვიდია"... ამის გამო იმ დროს ბევრ შემოქმედს დევნიდნენ. როგორ მოხდა, რომ ნიკო ლორთქიფანიძეს არ შეეხო მსგავსი რეპრესიები?

- ეს მინიატიურები რევოლუციამდე იყო დაწერილი, ამიტომ, ამის გამო ვერ შეედავებოდნენ. ის მართლაც ჩრდილში მყოფი ადამიანი იყო, ამიტომ, შეჯახება არ მომხდარა მასა და ხელისუფლების რომელიმე შტოს შორის. ალბათ, ისიც იყო, რომ მისი ნაწარმოებები ალეგორიული ხასიათის გახლდათ და ასე პირდაპირ ბრალს ვერაფერში სდებდნენ.

- "ცისფერყანწელებთან" როგორი ურთიერთობა ჰქონდა?

- ძალიან აფასებდნენ. კოლაუ ნადირაძეს მასზე უთქვამს: ეს არის ადამიანი, რომელსაც თუ ერთხელ ნახავ, ვერასოდეს დაივიწყებო.

- რა გამოარჩევს ნიკო ლორთქიფანიძეს XX საუკუნის ქართულ სალიტერატურო ისტორიაში?

- ნიკო ლორთქიფანიძე ქართული მოდერნიზაციის დაწყების ერთ-ერთი სულისჩამდგმელია. მოგეხსენებათ, იმპრესიონიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა, მის სახელს უკავშირდება. თუნდაც მხოლოდ ეს ფაქტი ანიჭებს ამ ფიგურას დიდ მნიშვნელობას, რადგან იმპრესიონიზმი, ევროპისგან განსხვავებით, ჩვენთან ხელოვნების არც ერთ დარგში არ განვითარებულა. ნიკო ლორთქიფანიძემ შეძლო, ამ უნიკალური მიმდინარეობის ნიშნები, თვისებები, სტილი შემოეტანა და ეს ყველაზე გამორჩეულ დარგში, ლიტერატურაში დაენერგა... ის ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გახდეს მოდერნიზაცია, ევროპეიზაცია, ჩართვა საერთო გლობალურ პროცესებში ისე, რომ შენი კი არ დააზარალო, არამედ გაამდიდრო და გააძლიერო. მინიატიურის ჟანრი ნიკო ლორთქიფანიძემ მწვერვალზე აიყვანა, დამოუკიდებელი არსებობის სული შთაბერა.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"