90-იანი წლების ბოლოს თითქმის ყველა ბავშვს სათამაშო ტამაგოჩი ჰქონდა. ეს სათამაშოა, რომლის დახმარებითაც ელექტრონული შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობაა შესაძლებელი - გამოკვება, თამაში და ხანდახან მკურნალობაც კი. ჩინელმა დიზაინერებმა თამაშის გამოცოცხლება გადაწყვიტეს და თანამედროვე ბავშვებისთვის ინოვაციური ტამაგოჩი შეიმუშავეს. მას Jarpet (ანუ შინაური ცხოველი ქილაში) ჰქვია.
სათამაშო მინის ქილას წარმოადგენს, რომელშიც 3D-პროექტორია ჩამონტაჟებული. იგი ქილის შიგნით ვირტუალურ ნებისმიერ ცხოველს ქმნის. ცხოველის ჩამოტვირთვა სპეციალური სერვერიდანაა შესაძლებელი. ხოლო როგორც კი იგი ბავშვს მობეზრდება, მისი შეცვლა მარტივია.
სამგანზომილებიანი ცხოველი არა მხოლოდ რეალურად გამოიყურება, არამედ შესაბამისადაც იქცევა. თუ ქილას მიუკაკუნებ, მწერი შეფუცხუნდება, თევზები გამჭვირვალე კედელთან მოცურავენ, პეპელა ფრთებს ააფრიალებს, ხოლო ხვლიკი კუდის ქიცინს დაიწყებს.
Jarpet-მა კონკურს red dot award 2012-ზე კატეგორიაში "კონცეპტუალური პროექტები" პირველი პრემია მოიპოვა.
მომზადებულია yes.com-ის მიხედვით.