პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მონაკოს პრინცს ცოლთან დასაწოლად არ სცალია
მონაკოს პრინცს ცოლთან დასაწოლად არ სცალია

ალ­ბერ II-ისა და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, სპორ­ტსმენ შარ­ლინ უიტსტო­კის გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი თით­ქმის ორი წლის წინ შედ­გა, თუმ­ცა ოჯახ­ში ნა­ნატ­რი მა­ტე­ბა ჯერ არ არის და არც ივა­რა­უ­დე­ბა. სა­ნამ ბრი­ტა­ნე­თი ზე­ი­მობს და ქეით მიდლტო­ნის მომრგვა­ლე­ბულ მუ­ცელს შეჰ­ხა­რის, მო­ნა­კოს პა­წა­წი­ნა სა­მე­ფო ნაღ­ვლი­ა­ნად მკი­თხა­ობს: გრე­ის კე­ლის ვაჟი რო­დის აჩუ­ქებს სა­მე­ფო ტახტს მემ­კვიდ­რეს.

ბევ­რი იმა­საც ამ­ბობს, რომ ალ­ბე­რი უკვე არც ისე ახალ­გაზ­რდაა, გარ­და ამი­სა, მისი ცო­ლის სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რაც შე­იძ­ლე­ბა ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხა მის შვი­ლოს­ნო­ბის ფუნ­ქცი­ებ­ზე. თუმ­ცა მი­ზე­ზე­ბი გა­ცი­ლე­ბით ბა­ნა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა: მო­ნარ­ქთა წყვილს თურ­მე "ამის­თვის", უბ­რა­ლოდ, არ სცა­ლია.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვი­სი უშ­ვი­ლო­ბის მი­ზე­ზებ­ზე ალ­ბერ­მა გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა.

- ჩვენ ბევ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს, შეხ­ვედ­რე­ბი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, - აღ­ნიშ­ნა 54 წლის ალ­ბერ II-მ და ამ "მო­უც­ლე­ლო­ბით" ახ­სნა თა­ვი­სი უშ­ვი­ლო­ბა. გარ­და ამი­სა, პრინ­ცის თქმით, 35 წლის შარ­ლი­ნის ორ­სუ­ლო­ბა მას ხელს შე­უშ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ფუნ­ქცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ალ­ბერ II-ს ორი უკა­ნო­ნო შვი­ლი ჰყავს, რომ­ლე­ბიც ყო­ფილ­მა საყ­ვარ­ლებ­მა გა­უ­ჩი­ნეს. თუმ­ცა, კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, მათ არ შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ ტახ­ტზე პრე­ტენ­ზია. სა­ნამ ალ­ბე­რი კა­ნო­ნი­ერ შთა­მო­მავ­ლო­ბას არ გა­ი­ჩენს, ტახ­ტის მემ­კვიდ­რე­ე­ბის სი­ა­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მის უფ­როს დას, კა­რო­ლი­ნას აქვს, მერე კი - კა­რო­ლი­ნას ვაჟს, ან­დრეა კა­ზი­რა­გის.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მონაკოს პრინცს ცოლთან დასაწოლად არ სცალია

მონაკოს პრინცს ცოლთან დასაწოლად არ სცალია

ალბერ II-ისა და ოლიმპიური ჩემპიონის, სპორტსმენ შარლინ უიტსტოკის გრანდიოზული ქორწილი თითქმის ორი წლის წინ შედგა, თუმცა ოჯახში ნანატრი მატება ჯერ არ არის და არც ივარაუდება. სანამ ბრიტანეთი ზეიმობს და ქეით მიდლტონის მომრგვალებულ მუცელს შეჰხარის, მონაკოს პაწაწინა სამეფო ნაღვლიანად მკითხაობს: გრეის კელის ვაჟი როდის აჩუქებს სამეფო ტახტს მემკვიდრეს.

ბევრი იმასაც ამბობს, რომ ალბერი უკვე არც ისე ახალგაზრდაა, გარდა ამისა, მისი ცოლის სპორტული კარიერაც შეიძლება ნეგატიურად აისახა მის შვილოსნობის ფუნქციებზე. თუმცა მიზეზები გაცილებით ბანალური აღმოჩნდა: მონარქთა წყვილს თურმე "ამისთვის", უბრალოდ, არ სცალია.

ჟურნალისტებთან ინტერვიუში თავისი უშვილობის მიზეზებზე ალბერმა გულახდილად ისაუბრა.

- ჩვენ ბევრი ვალდებულება გვაქვს, შეხვედრები და ოფიციალური ღონისძიებები, - აღნიშნა 54 წლის ალბერ II-მ და ამ "მოუცლელობით" ახსნა თავისი უშვილობა. გარდა ამისა, პრინცის თქმით, 35 წლის შარლინის ორსულობა მას ხელს შეუშლის წარმომადგენლობითი ფუნქციების შესრულებაში.

შეგახსენებთ, რომ ალბერ II-ს ორი უკანონო შვილი ჰყავს, რომლებიც ყოფილმა საყვარლებმა გაუჩინეს. თუმცა, კანონის მიხედვით, მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ტახტზე პრეტენზია. სანამ ალბერი კანონიერ შთამომავლობას არ გაიჩენს, ტახტის მემკვიდრეების სიაში პირველი ადგილი მის უფროს დას, კაროლინას აქვს, მერე კი - კაროლინას ვაჟს, ანდრეა კაზირაგის.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს