სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტისა და პრემიერის შედარებითი დახასიათება
პრეზიდენტისა და პრემიერის შედარებითი დახასიათება

და­ფიქ­რე­ბულ­ხართ, რით ჰგვა­ნან და გან­სხვავ­დე­ბი­ან ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან? მას მერე, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის არა­ერ­თი სა­ჯა­რო გა­მოს­ვლა, უცხო­ეთ­ში ვი­ზი­ტი თუ მე­დი­ას­თან შეხ­ვედ­რა ვნა­ხეთ და სა­ა­კაშ­ვი­ლის 9-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ მო­მენ­ტებს გა­და­ვავ­ლეთ თვა­ლი, რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი ამო­ტივ­ტივ­და. თქვენს ყუ­რა­დღე­ბას ზო­გი­ერთ მათ­გან­ზე შე­ვა­ჩე­რებ.

ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტით და­ვი­წყოთ. მა­ღა­ლი და ქა­რიზ­მა­ტუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ნამ­დვი­ლად არ ეთ­ქმის. ასე­თად სა­ა­კაშ­ვილს მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ ყო­ველ­თვის. ოღონდ ეს ქა­რიზ­მა­ტუ­ლო­ბა ისეთ ხა­რისხში აიყ­ვა­ნა, ბო­ლოს ლა­ზი­კის მშე­ნებ­ლო­ბაც კი გა­ნიზ­რა­ხა.

ჩაც­მის სტილ­ზეც მინ­და გა­ვა­მახ­ვი­ლო თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა. მწვა­ნე კომ­ბი­ნე­ზონ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი "პა­ტი­აშ­კე­ბი­ა­ნი" პრე­ზი­დენ­ტი ხში­რად მახ­სენ­დე­ბა, წი­თე­ლი ფერი უყ­ვარს კი­დევ ძა­ლი­ან.

ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ, ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებ­ზე პრე­მი­ე­რი ჰალ­სტუ­ხი­სა და პი­ჯა­კის გა­რე­შე ჯერ არა­ვის უნა­ხავს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სპორ­ტუ­ლად ჩაც­მუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. ვნა­ხავთ ვი­თომ? მი­უჯ­დე­ბა ნე­ტავ ავ­ტო­ბუ­სის, ტრაქ­ტო­რის ან ვერ­ტმფრე­ნის სა­ჭეს მი­შა­სა­ვით თა­მა­მად? ერთხელ მა­ი­სურ­სა და ტრუს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი კი ვი­ხი­ლეთ, ოღონდ ფო­ტო­ზე და ამ ფო­ტოს გავ­რცე­ლე­ბა, წე­სით, მას არ უნდა მოს­წო­ნე­ბო­და. წელს ზე­მოთ შიშ­ველს თუ ვნა­ხავთ ნე­ტავ, შავ ზღვა­ში, რო­მე­ლი­მე თაყ­ვა­ნის­მცე­მელ ქალ­თან ჩა­ხუ­ტე­ბულს?.. ფა­ნე­ბი ბი­ძი­ნას რომ ჰყავს, ისე­თი უნდა. "მე არ ვქმნი კერ­პებს", - მარ­ტო ამ ფრა­ზის გახ­სე­ნე­ბა რად ღირს. არც ატი­რე­ბუ­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გვი­ნა­ხავს. მი­შამ კი რამ­დე­ნი ცრემ­ლი აღ­ვარ­ღვა­რა ამა თუ იმ პი­არ­კად­რის­თვის. ცრემ­ლებ­სა და სი­ყალ­ბე­ზე გა­მახ­სენ­და, ვი­თომ მოგ­ვა­ტყუა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გა­და­სა­ხა­დებს გა­გი­ნა­ხევ­რებ­თო? რა ვიცი, რა ვიცი. დი­ლით ნათ­ქვა­მი სა­ღა­მოს კი მი­აქვს უკან და...

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მა­ინ­ცდა­მა­ინც მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით არც ერთი არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. თუმ­ცა არა, ის არ­ხე­ბი უყ­ვართ, ჩამ­ჭრელ შე­კი­თხვებს რომ არ სვა­მენ. რო­გორ გა­უს­წორ­და პრე­ზი­დენ­ტი "ტე­ლე­ი­მედს", ამა­ზე აღარ გი­ამ­ბობთ, არა­ერ­თგზის ით­ქვა და და­ი­წე­რა. ბოლო დროს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რე­აქ­ცი­ე­ბი მა­ო­ცებს, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო შე­კი­თხვის ავ­ტორს ტე­ლე­ვი­ზი­ის და­სა­ხე­ლე­ბას რომ სთხოვს ხოლ­მე: "შე­მახ­სე­ნეთ, თქვენ რო­მე­ლი ტე­ლე­ვი­ზია ხართ"; "რეალ TV"-ზე ხომ არ მუ­შა­ობ­დით ადრე"; "რა გეშ­ვე­ლე­ბათ, კაცო, მე არ ვიცი, რა გეშ­ვე­ლე­ბათ".

"თი­თი­დან გა­მო­წუწ­ნი­ლი" მგო­ნია ის ამ­ბა­ვი, რომ პრე­მი­ერს იუ­მო­რის არ­ქო­ნას აბ­რა­ლე­ბენ. ვი­თომ რით არ მოგ­წონთ, "მი­ტო­სა და მა­როს", "იმ­ნა­ი­რი ქა­ლი­სა და ბუტ­კის" ამ­ბა­ვი?! აბა, პრე­ზი­დენ­ტის ღა­და­ო­ბა ჯო­ბია ჩი­ო­რას გა­ტე­ხილ ცხვირ­ზე?..

რაც მარ­თა­ლია მარ­თა­ლია, პო­ე­ზი­ა­ში ორი­ვეს მაგ­რად უჭირს. პრე­ზი­დენტს "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" სა­ზე­პი­რო­ე­ბი არ ას­წავ­ლეს თა­ვის დრო­ზე, ამი­ტო­მაც "ლაშ­ქარმ­რა­ვა­ლი" მშვე­ნივ­რად ჩა­ა­ნაც­ვლა "უხვლაშ­ქრი­ა­ნით", პრე­მი­ერ-მი­ნისტრს კი მწერ­ლე­ბის გვა­რე­ბი ერე­ვა ერ­თმა­ნეთ­ში.

პრე­ზი­დენ­ტის მე­ქალ­თა­ნე­ო­ბის ამ­ბა­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სჯის სა­გა­ნი არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა. უკვე არც იმ ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას ერი­დე­ბი­ან, ვის­თა­ნაც ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი, რო­გორც იტყვი­ან, დარ­დებს იქარ­ვებ­და. ივა­ნიშ­ვი­ლი კი მე­ო­ჯა­ხე და ერ­თგუ­ლი მგო­ნია და რა ვქნა?! სხვა შემ­თხვე­ვა­ში კაცი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე არ გა­მო­ხა­ტავ­და გუ­ლის­ტკე­ნას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ზოგ­ჯერ მისი მე­გობ­რე­ბი ცო­ლებ­საც ღა­ლა­ტო­ბენ. რო­გორც გა­ვი­გე, იმ სა­ღა­მოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყვე­ლა მა­მა­კა­ცი ადრე მი­სუ­ლა სახ­ლში, ვაი და მე ვე­გო­ნო მე­უღ­ლეს ის მე­გო­ბა­რი, ცოლს რომ ღა­ლა­ტობ­სო.

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

პრეზიდენტისა და პრემიერის შედარებითი დახასიათება

პრეზიდენტისა და პრემიერის შედარებითი დახასიათება

დაფიქრებულხართ, რით ჰგვანან და განსხვავდებიან ქვეყნის პირველი პირები ერთმანეთისგან? მას მერე, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის არაერთი საჯარო გამოსვლა, უცხოეთში ვიზიტი თუ მედიასთან შეხვედრა ვნახეთ და სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის დასამახსოვრებელ მომენტებს გადავავლეთ თვალი, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი ამოტივტივდა. თქვენს ყურადღებას ზოგიერთ მათგანზე შევაჩერებ.

ვიზუალური ეფექტით დავიწყოთ. მაღალი და ქარიზმატული პრემიერ-მინისტრს ნამდვილად არ ეთქმის. ასეთად სააკაშვილს მოიხსენიებდნენ ყოველთვის. ოღონდ ეს ქარიზმატულობა ისეთ ხარისხში აიყვანა, ბოლოს ლაზიკის მშენებლობაც კი განიზრახა.

ჩაცმის სტილზეც მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. მწვანე კომბინეზონში გამოწყობილი "პატიაშკებიანი" პრეზიდენტი ხშირად მახსენდება, წითელი ფერი უყვარს კიდევ ძალიან.

ტელეკამერების წინ, ოფიციალურ შეხვედრებზე პრემიერი ჰალსტუხისა და პიჯაკის გარეშე ჯერ არავის უნახავს. საინტერესოა, როგორ გამოიყურება სპორტულად ჩაცმული პრემიერ-მინისტრი. ვნახავთ ვითომ? მიუჯდება ნეტავ ავტობუსის, ტრაქტორის ან ვერტმფრენის საჭეს მიშასავით თამამად? ერთხელ მაისურსა და ტრუსში გამოწყობილი კი ვიხილეთ, ოღონდ ფოტოზე და ამ ფოტოს გავრცელება, წესით, მას არ უნდა მოსწონებოდა. წელს ზემოთ შიშველს თუ ვნახავთ ნეტავ, შავ ზღვაში, რომელიმე თაყვანისმცემელ ქალთან ჩახუტებულს?.. ფანები ბიძინას რომ ჰყავს, ისეთი უნდა. "მე არ ვქმნი კერპებს", - მარტო ამ ფრაზის გახსენება რად ღირს. არც ატირებული პრემიერ-მინისტრი გვინახავს. მიშამ კი რამდენი ცრემლი აღვარღვარა ამა თუ იმ პიარკადრისთვის. ცრემლებსა და სიყალბეზე გამახსენდა, ვითომ მოგვატყუა პრემიერ-მინისტრმა, გადასახადებს გაგინახევრებთო? რა ვიცი, რა ვიცი. დილით ნათქვამი საღამოს კი მიაქვს უკან და...

ჟურნალისტებთან მაინცდამაინც მეგობრული დამოკიდებულებით არც ერთი არ გამოირჩევა. თუმცა არა, ის არხები უყვართ, ჩამჭრელ შეკითხვებს რომ არ სვამენ. როგორ გაუსწორდა პრეზიდენტი "ტელეიმედს", ამაზე აღარ გიამბობთ, არაერთგზის ითქვა და დაიწერა. ბოლო დროს პრემიერ-მინისტრის რეაქციები მაოცებს, არასასიამოვნო შეკითხვის ავტორს ტელევიზიის დასახელებას რომ სთხოვს ხოლმე: "შემახსენეთ, თქვენ რომელი ტელევიზია ხართ"; "რეალ TV"-ზე ხომ არ მუშაობდით ადრე"; "რა გეშველებათ, კაცო, მე არ ვიცი, რა გეშველებათ".

"თითიდან გამოწუწნილი" მგონია ის ამბავი, რომ პრემიერს იუმორის არქონას აბრალებენ. ვითომ რით არ მოგწონთ, "მიტოსა და მაროს", "იმნაირი ქალისა და ბუტკის" ამბავი?! აბა, პრეზიდენტის ღადაობა ჯობია ჩიორას გატეხილ ცხვირზე?..

რაც მართალია მართალია, პოეზიაში ორივეს მაგრად უჭირს. პრეზიდენტს "ვეფხისტყაოსნის" საზეპიროები არ ასწავლეს თავის დროზე, ამიტომაც "ლაშქარმრავალი" მშვენივრად ჩაანაცვლა "უხვლაშქრიანით", პრემიერ-მინისტრს კი მწერლების გვარები ერევა ერთმანეთში.

პრეზიდენტის მექალთანეობის ამბავი საზოგადოების განსჯის საგანი არაერთხელ გამხდარა. უკვე არც იმ ცნობილი ქალბატონების დასახელებას ერიდებიან, ვისთანაც ქვეყნის პირველი პირი, როგორც იტყვიან, დარდებს იქარვებდა. ივანიშვილი კი მეოჯახე და ერთგული მგონია და რა ვქნა?! სხვა შემთხვევაში კაცი პრესკონფერენციაზე არ გამოხატავდა გულისტკენას იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგჯერ მისი მეგობრები ცოლებსაც ღალატობენ. როგორც გავიგე, იმ საღამოს "ქართული ოცნების" ყველა მამაკაცი ადრე მისულა სახლში, ვაი და მე ვეგონო მეუღლეს ის მეგობარი, ცოლს რომ ღალატობსო.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"