სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებასაც ითხოვს
პროკურატურა გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებასაც ითხოვს

მი­ლი­ო­ნი ლა­რის გი­რა­ოს გარ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს თბი­ლი­სის მე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას­თვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის თხოვ­ნი­თაც მი­მარ­თა.

რო­გორც მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, ეს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სით რე­გუ­ლირ­დე­ბა. მისი გან­მარ­ტე­ბით, მა­შინ, რო­დე­საც პი­რის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვა­სა და მით­ვი­სე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტა, ძა­ლი­ან ლო­გი­კუ­რია, რომ გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს პირს შე­უ­ჩერ­დეს იმ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მან სა­ვა­რა­უ­დო ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ა­ნა.

კბი­ლაშ­ვი­ლის თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რის ეს მო­თხოვ­ნა ამ სა­ფუძ­ველს ემ­ყა­რე­ბა და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის კუ­თხით მე­რის არ­ჩე­ვი­თო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე შე­ზღუდ­ვა არ არის.

მი­სი­ვე თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­ი­თხო­ვა ასე­ვე, რომ მან არ და­ტო­ვოს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რია, რად­გან არ­სე­ბობს რის­კი და ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია მან თა­ვი­სუფ­ლე­ბით ისარ­გებ­ლოს და გა­მო­ძი­ე­ბას და­ე­მა­ლოს. "მით უფრო, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლი სას­ჯე­ლი არის საკ­მა­ოდ მკაც­რი და მა­ღა­ლი, ამი­ტო­მაც ამ სა­კი­თხის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სიფრ­თხი­ლის მიზ­ნით ჩვენ ეს ნა­ბი­ჯიც მი­ვიჩ­ნი­ეთ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად", - აღ­ნიშ­ნა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

პროკურატურა გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებასაც ითხოვს

პროკურატურა გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებასაც ითხოვს

მილიონი ლარის გირაოს გარდა, პროკურატურამ სასამართლოს თბილისის მერის, გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების თხოვნითაც მიმართა.

როგორც მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, ეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით რეგულირდება. მისი განმარტებით, მაშინ, როდესაც პირის მიმართ წარდგენილი ბრალდება ითვალისწინებს თანამდებობაზე ყოფნისას ამ თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, რაც ამ შემთხვევაში თანხების გაფლანგვასა და მითვისებაში გამოიხატა, ძალიან ლოგიკურია, რომ გამოძიების მიმდინარეობის დროს პირს შეუჩერდეს იმ უფლებამოსილების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მან სავარაუდო ქმედება ჩაიდიანა.

კბილაშვილის თქმით, პროკურატურის ეს მოთხოვნა ამ საფუძველს ემყარება და უფლებამოსილების შეჩერების კუთხით მერის არჩევითობასთან დაკავშირებით რაიმე შეზღუდვა არ არის.

მისივე თქმით, პროკურატურამ მოითხოვა ასევე, რომ მან არ დატოვოს ქვეყნის ტერიტორია, რადგან არსებობს რისკი და ალბათობა იმისა, რომ შესაძლებელია მან თავისუფლებით ისარგებლოს და გამოძიებას დაემალოს. "მით უფრო, რომ მოსალოდნელი სასჯელი არის საკმაოდ მკაცრი და მაღალი, ამიტომაც ამ საკითხის უზრუნველსაყოფად სიფრთხილის მიზნით ჩვენ ეს ნაბიჯიც მივიჩნიეთ მიზანშეწონილად", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა