პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ უკვეთს ბიძინა ივანიშვილის ნახატებს
ვინ უკვეთს ბიძინა ივანიშვილის ნახატებს

რამ­დე­ნი­მე თვის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უჩ­ვე­უ­ლო სუ­რა­თე­ბი გავ­რცელ­და. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, იქ, სა­დაც მხატ­ვრე­ბი სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბას ყი­დი­ან და ხა­ტა­ვენ, ერთი ჭა­ღა­რა მო­ხუ­ცი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სუ­რა­თებს ხა­ტავ­და. ივა­ნიშ­ვი­ლის პორ­ტრე­ტი, ივა­ნიშ­ვი­ლი ჩო­ხა­ში, არ­ჩე­ვა­ნი დიდი არ იყო, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა, ვის სჭირ­დე­ბო­და პრე­მი­ე­რის ზეთ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი. მხატ­ვა­რი, რო­მელ­საც პრე­მი­ე­რის ფო­ტო­ე­ბი ეკუთ­ვნის, ფი­რუზ ლობ­ჟა­ნი­ძეა. ორ­მო­ცი წე­ლია ხა­ტავს და სა­კუ­თარ ოჯახს, ასე თუ ისე, არ­ჩენს.

- 40 წე­ლია, რაც ვხა­ტავ, ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და ხატ­ვა. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სამ­ხატ­ვრო სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. წარ­მო­შო­ბით რა­ჭი­დან ვარ. ცხოვ­რე­ბამ მო­ი­ტა­ნა და არე­უ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ქუ­ჩა­ში გა­მო­ვე­დი. 90-იანი წლე­ბი­დან გა­რეთ ვარ.

- ძი­რი­თა­დად რო­გორ პორ­ტრე­ტებ­ზე მუ­შა­ობთ?

- გა­სა­ყი­დად ძვე­ლი თბი­ლი­სის ხე­დებს ვხა­ტავ, ამით უფრო უცხო­ე­ლე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და ყი­დუ­ლო­ბენ, მაგ­რამ შეკ­ვე­თი­თაც ვხა­ტავ. ძნე­ლია, მაგ­რამ ვცდი­ლობ, ამით ოჯა­ხი ვარ­ჩი­ნო. სამი შვი­ლი მყავს, ორი ბიჭი და ერთი გო­გო­ნა. ერთი ბიჭი ხა­ტავს. მის ნა­მუ­შევ­რებ­საც ვყი­დი ხოლ­მე.

- ძი­რი­თა­დად პორ­ტრე­ტებს გიკ­ვე­თენ?

- დიახ, ახ­ლაც ოჯახს ვხა­ტავ. სუ­რა­თი მო­მი­ტა­ნეს და იმის მი­ხედ­ვით. შემ­დეგ მი­აქვთ და სახ­ლში კი­დე­ბენ. სა­ერ­თოდ ძვი­რი არ ღირს, მაგ­რამ ხან­და­ხან ეძ­ვი­რე­ბათ და ვუკ­ლებთ ხოლ­მე.

- პრე­ზი­დენ­ტის პორ­ტრე­ტი თუ და­გი­ხა­ტავთ?

- დიახ, წლე­ბის წინ შე­მიკ­ვე­თეს. ახა­ლი მო­სუ­ლი იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. შეკ­ვე­თა­ზე ბი­ჭე­ბი მო­ვიდ­ნენ. პორ­ტრე­ტუ­ლი სუ­რა­თი და­მა­ხატ­ვი­ნეს, თან მა­შინ სა­ა­კაშ­ვი­ლი ახალ­გაზ­რდა იყო. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ბევ­რჯერ შე­მიკ­ვე­თეს.

- ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან კი­დევ ვისი პორ­ტრე­ტი შე­უკ­ვე­თი­ათ?

- ადრე, კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს, ბე­ლა­დებს ვხა­ტავ­დი. იშ­ვი­ა­თად, რომ სტა­ლი­ნი შე­ეკ­ვე­თათ. უფრო ლე­ნი­ნი, მარ­ქსი და ენ­გელ­სი. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­აც და­მი­ხა­ტავს, მე­რაბ კოს­ტა­ვაც. მა­შინ მხატ­ვრე­ბი ძვე­ლი ფოს­ტის წინ ვი­დე­ქით. მომ­ღერ­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბიც ხში­რად შე­უკ­ვე­თი­ათ. შა­კი­რაც და­მი­ხა­ტავს. ერთხელ გო­გო­ნა მო­ვი­და და მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლის პორ­ტრე­ტის და­ხატ­ვა შე­მიკ­ვე­თა. რო­გორც ჩანს, სე­ფაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და (იღი­მე­ბა).

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სუ­რა­თი ვინ შე­გიკ­ვე­თათ?

- პირ­ვე­ლად ერთ-ერთი ჩო­ხო­სა­ნი მო­ვი­და, მშობ­ლე­ბის­თვის სა­ჩუქ­რად უნ­დო­და და მი­თხრა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და­მი­ხა­ტე ჩო­ხა­ში და სან­თე­ლი ეკა­ვოს ხელ­შიო. ისე, ტე­ლე­ვი­ზორ­ში კი მყავ­და ნა­ნა­ხი ივა­ნიშ­ვი­ლი სან­თლით ხელ­ში, მაგ­რამ ჩოხა არ სცმია. ივა­ნიშ­ვი­ლის პორ­ტრე­ტე­ბი სულ შეკ­ვე­თით მაქვს და­ხა­ტუ­ლი, ყვე­ლა შეკ­ვე­თა კაც­მა მომ­ცა.

- ივა­ნიშ­ვი­ლის პორ­ტრე­ტი აქ მარ­ტო თქვენ­თვის შე­უკ­ვე­თი­ათ თუ სხვე­ბის­თვი­საც?

- არა, მარ­ტო მე ვხა­ტავ. ადრე აქ ერთი ფე­რად­კა­ნი­ა­ნიც ხა­ტავ­და. იან­კო­ლი ჰქვია, აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობს. ზა­ფხულ­ში მო­დი­ო­და და აქ ხა­ტავ­და. ივა­ნიშ­ვი­ლიც და­ხა­ტა და სა­ა­კაშ­ვი­ლიც, დიდი, ორ­მეტ­რი­ა­ნი ნა­ხა­ტე­ბი იყო, მერე სად წა­ი­ღო, არ ვიცი. მე რომ ივა­ნიშ­ვილს ვხა­ტავ­დი, ის იქით სა­ა­კაშ­ვილს ხა­ტავ­და. ხალ­ხი რომ გა­ივ­ლი­და, ეჩხუ­ბე­ბო­და (იცი­ნის).

- რამ­დენ ხანს ხა­ტავ­დით პრე­მი­ე­რის პორ­ტრეტს?

- და­ახ­ლო­ე­ბით ორი დღე. გამ­ვლე­ლებს ძა­ლი­ან უხა­რო­დათ, ერთხელ რუ­სუ­ლი არ­ხიც მო­ვი­და და გა­და­მი­ღეს. რა­ღაც შე­კი­თხვე­ბი და­მის­ვეს.

- ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი რა შე­უკ­ვე­თი­ათ?

- ერთხელ სტა­ლი­ნი და­მა­ხატ­ვი­ნეს ფან­ქარ­ში, ოღონდ თა­ვის ქა­ლე­ბი და სა­ტა­ნა მი­უ­ხა­ტეო, რო­გორც ბო­როტ კაცს. ხატ­ვის დროს ერ­თმა კაც­მა და­მი­ნა­ხა და კი­ნა­ღამ მცე­მა, რა­ტომ აკე­თებ ამა­სო.

- ივა­ნიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად არ და­გი­ხა­ტავთ?

- არა, მაგ­რამ ორ­ჯერ ბერა დავ­ხა­ტე, პა­ტა­რა გო­გო­ნებ­მა შე­მიკ­ვე­თეს. ახლა ივა­ნიშ­ვი­ლის სუ­რა­თე­ბი აღარ მაქვს, მი­ფიქ­რია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ჩემი კომ­პო­ზი­ცი­ით დავ­ხა­ტო და ნა­ხა­ტე­ბი გა­სა­ყი­დად დავ­დო. ხალ­ხს ძა­ლი­ან უყ­ვარს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­ი­ყი­დე­ბა.

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

თამარი
0

უკვეთს" რა უბედურებაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ვინ უკვეთს ბიძინა ივანიშვილის ნახატებს

ვინ უკვეთს ბიძინა ივანიშვილის ნახატებს

რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში უჩვეულო სურათები გავრცელდა. რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც მხატვრები საკუთარ შემოქმედებას ყიდიან და ხატავენ, ერთი ჭაღარა მოხუცი ბიძინა ივანიშვილის სურათებს ხატავდა. ივანიშვილის პორტრეტი, ივანიშვილი ჩოხაში, არჩევანი დიდი არ იყო, მაგრამ საინტერესო აღმოჩნდა, ვის სჭირდებოდა პრემიერის ზეთში შესრულებული ნახატები. მხატვარი, რომელსაც პრემიერის ფოტოები ეკუთვნის, ფირუზ ლობჟანიძეა. ორმოცი წელია ხატავს და საკუთარ ოჯახს, ასე თუ ისე, არჩენს.

-  40 წელია, რაც ვხატავ, ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა. სკოლის დამთავრების შემდეგ სამხატვრო სკოლა დავამთავრე. წარმოშობით რაჭიდან ვარ. ცხოვრებამ მოიტანა და არეულობის პერიოდში ქუჩაში გამოვედი. 90-იანი წლებიდან გარეთ ვარ.

-  ძირითადად როგორ პორტრეტებზე მუშაობთ?

-  გასაყიდად ძველი თბილისის ხედებს ვხატავ, ამით უფრო უცხოელები ინტერესდებიან და ყიდულობენ, მაგრამ შეკვეთითაც ვხატავ. ძნელია, მაგრამ ვცდილობ, ამით ოჯახი ვარჩინო. სამი შვილი მყავს, ორი ბიჭი და ერთი გოგონა. ერთი ბიჭი ხატავს. მის ნამუშევრებსაც ვყიდი ხოლმე.

-  ძირითადად პორტრეტებს გიკვეთენ?

-  დიახ, ახლაც ოჯახს ვხატავ. სურათი მომიტანეს და იმის მიხედვით. შემდეგ მიაქვთ და სახლში კიდებენ. საერთოდ ძვირი არ ღირს, მაგრამ ხანდახან ეძვირებათ და ვუკლებთ ხოლმე.

-  პრეზიდენტის პორტრეტი თუ დაგიხატავთ?

-  დიახ, წლების წინ შემიკვეთეს. ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში. შეკვეთაზე ბიჭები მოვიდნენ. პორტრეტული სურათი დამახატვინეს, თან მაშინ სააკაშვილი ახალგაზრდა იყო. ბიძინა ივანიშვილი ბევრჯერ შემიკვეთეს.

-  ცნობილი ადამიანებიდან კიდევ ვისი პორტრეტი შეუკვეთიათ?

-  ადრე, კომუნისტების დროს, ბელადებს ვხატავდი. იშვიათად, რომ სტალინი შეეკვეთათ. უფრო ლენინი, მარქსი და ენგელსი. ზვიად გამსახურდიაც დამიხატავს, მერაბ კოსტავაც. მაშინ მხატვრები ძველი ფოსტის წინ ვიდექით. მომღერლების ფოტოებიც ხშირად შეუკვეთიათ. შაკირაც დამიხატავს. ერთხელ გოგონა მოვიდა და მერაბ სეფაშვილის პორტრეტის დახატვა შემიკვეთა. როგორც ჩანს, სეფაშვილი ძალიან უყვარდა (იღიმება).

-  ბიძინა ივანიშვილის სურათი ვინ შეგიკვეთათ?

-  პირველად ერთ-ერთი ჩოხოსანი მოვიდა, მშობლებისთვის საჩუქრად უნდოდა და მითხრა, ბიძინა ივანიშვილი დამიხატე ჩოხაში და სანთელი ეკავოს ხელშიო. ისე, ტელევიზორში კი მყავდა ნანახი ივანიშვილი სანთლით ხელში, მაგრამ ჩოხა არ სცმია. ივანიშვილის პორტრეტები სულ შეკვეთით მაქვს დახატული, ყველა შეკვეთა კაცმა მომცა.

-  ივანიშვილის პორტრეტი აქ მარტო თქვენთვის შეუკვეთიათ თუ სხვებისთვისაც?

-  არა, მარტო მე ვხატავ. ადრე აქ ერთი ფერადკანიანიც ხატავდა. იანკოლი ჰქვია, აკადემიაში სწავლობს. ზაფხულში მოდიოდა და აქ ხატავდა. ივანიშვილიც დახატა და სააკაშვილიც, დიდი, ორმეტრიანი ნახატები იყო, მერე სად წაიღო, არ ვიცი. მე რომ ივანიშვილს ვხატავდი, ის იქით სააკაშვილს ხატავდა. ხალხი რომ გაივლიდა, ეჩხუბებოდა (იცინის).

-  რამდენ ხანს ხატავდით პრემიერის პორტრეტს?

-  დაახლოებით ორი დღე. გამვლელებს ძალიან უხაროდათ, ერთხელ რუსული არხიც მოვიდა და გადამიღეს. რაღაც შეკითხვები დამისვეს.

-  ყველაზე უცნაური რა შეუკვეთიათ?

-  ერთხელ სტალინი დამახატვინეს ფანქარში, ოღონდ თავის ქალები და სატანა მიუხატეო, როგორც ბოროტ კაცს. ხატვის დროს ერთმა კაცმა დამინახა და კინაღამ მცემა, რატომ აკეთებ ამასო.

-  ივანიშვილი მეუღლესთან ერთად არ დაგიხატავთ?

-  არა, მაგრამ ორჯერ ბერა დავხატე, პატარა გოგონებმა შემიკვეთეს. ახლა ივანიშვილის სურათები აღარ მაქვს, მიფიქრია, რომ ივანიშვილი ჩემი კომპოზიციით დავხატო და ნახატები გასაყიდად დავდო. ხალხს ძალიან უყვარს და დარწმუნებული ვარ, გაიყიდება.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)