პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინვალიდობით ცხოვრება არ მთავრდება..."
"ინვალიდობით ცხოვრება არ მთავრდება..."

პა­ტა­რა ბიჭი იყო, როცა მდი­ნა­რე­ში სა­ბე­დის­წე­როდ გა­დახ­ტა, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ იმ "ბედ­ნი­ერ­მა დღემ" მის ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა. ალ­ბათ, გა­გიკ­ვირ­დათ "ბედ­ნი­ერს" რომ უწო­დებს იმ დღეს, მაგ­რამ გი­ორ­გი კოხ­რე­ი­ძე ("მოძ­რა­ო­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­რე­მო­სათ­ვის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი) ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სე­ბუ­რად ხსნის... ის აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია: მყინ­ვარწვე­რი ერთხელ უკვე და­ლაშ­ქრა, მო­ნა­წი­ლე­ობს სხვა­დას­ხვა სპორ­ტულ ტურ­ნირ­ში და იმ ახალ­გაზ­რდებ­საც აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს, რომ­ლე­ბიც შინ დათ­რგუნ­ვი­ლე­ბი სხე­დან. ზრუ­ნავს მათ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­რე­მოს შექ­მნა­ზე და სა­კუ­თა­რი მა­გა­ლი­თით აჩ­ვე­ნებს, რომ ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა...

- ფან­ტას­ტი­კუ­რი ბავ­შვო­ბა მქონ­და, ფრი­ა­დო­სა­ნი მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი. 14 წლი­სამ სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა მი­ვი­ღე: ქვიშ­ხეთ­ში ვის­ვე­ნებ­დი, მდი­ნა­რე­ში ვხტე­ბო­დი, კის­რის მა­ლებს შო­რის სის­ხლძარ­ღვი რომ მო­ვი­ყო­ლე და ამოს­ვლა ვე­ღარ შევ­ძე­ლი... კის­რის მა­ლე­ბით გა­და­კე­ტი­ლი სის­ხლძარ­ღვი მხო­ლოდ ოპე­რა­ცი­ით თუ გა­იხ­სნე­ბო­და, მაგ­რამ ვერ მო­ხერ­ხდა...

- ოპე­რა­ცია რომ გა­გე­კე­თე­ბი­ნათ, შემ­დგომ­ში ეტლი აღარ დაგ­ჭირ­დე­ბო­დათ?

- არა... და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ექი­მე­ბის ხელ­ში აღ­მოვ­ჩნდი. ტრავ­მის მი­ღე­ბი­დან მე-5 დღეს შო­კი­დან გა­მო­ვე­დი, მაგ­რამ ისე­თი პრე­პა­რა­ტი მომ­ცეს, რო­მელ­მაც გუ­ლის­რე­ვა გა­მო­იწ­ვია. ამის­თვის თავი გვერ­დზე გა­და­მი­წი­ეს, ეს კი თურ­მე არ შე­იძ­ლე­ბო­და... მოკ­ლედ, კის­რის გა­დატ­რი­ა­ლე­ბი­სას, ლა­მის სამ­ჯერ გარ­და­ვიც­ვა­ლე. მკურ­ნა­ლი ექი­მი ჩემს მშობ­ლებს ამ­შვი­დებ­და, აღ­დგე­ნი­თი პრო­ცე­სი მი­დის და ყვე­ლა­ფერს დრო სჭირ­დე­ბაო. იმ ლო­დინ­ში 4 წელი და­ი­კარ­გა. მერე კი ოპე­რა­ცია უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო...

- ტრავ­მის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბა რო­გორ გაგ­რძელ­და?

- სა­ერ­თოდ, ხი­ფა­თი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ და 27 წლი­სამ, კის­რის მა­ლე­ბი ისევ და­ვი­ზი­ა­ნე. 2008 წელს ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოვ­ყე­ვი. მა­შინ 41 წლის გახ­ლდით. წი­ნას­წარ ვგრძნობ­დი თით­ქოს, რომ ამ ასაკ­ში რა­ღაც და­მე­მარ­თე­ბო­და.

- წი­ნათ­გრძნო­ბა გქონ­დათ?

- როცა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეტლს მი­ჯაჭ­ვუ­ლი, ოთახ­ში ზი­ხარ და შენ გარ­შე­მო მხო­ლოდ ფან­ჯრი­დან და­ნა­ხუ­ლი სამ­ყა­რო იც­ვლე­ბა, ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად ფიქ­რს ეჩ­ვე­ვი... 20 წლი­სა ჩა­ნა­წე­რებს ვა­კე­თებ­დი, იმ ამ­ბე­ბი­დან, რა­საც ვწერ­დი, ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ ამიხ­და. თან, 41 რი­ცხვი შებ­რუ­ნე­ბუ­ლად ხომ 14-ია? ტრავ­მა 6 ივ­ნისს მი­ვი­ღე, 14-ში კი 41 წლის გავ­ხდი. მძი­მე ავა­რია იყო, მაგ­რამ გა­დავ­რჩი და უკვე ვი­ცო­დი, თა­ვის­თვის რო­გორ უნდა მო­მევ­ლო. მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ერთ თვე­ში გა­მო­ვე­დი...

- პირ­ვე­ლი ტრავ­მის მი­უ­ხე­და­ვად, და­ამ­თავ­რეთ სკო­ლა, უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ამე­რი­კა­შიც იყა­ვით. რო­გორ მოხ­ვდით ამე­რი­კა­ში?

- გი­ორ­გი ძნე­ლა­ძემ ("კო­ა­ლი­ცია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის"თავ­მჯდო­მა­რე) და­მი­რე­კა და მკი­თხა: გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ლი­დე­რე­ბის სკო­ლა­ში, ამე­რი­კა­ში ხომ არ წახ­ვა­ლო? თა­ვი­დან ვყოყ­მა­ნობ­დი, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რებ­მა მირ­ჩი­ეს, გი­ორ­გის წი­ნა­და­დე­ბა მი­მე­ღო. სკო­ლა­ში გერ­მა­ნულ ენას ვსწავ­ლობ­დი. ამე­რი­კა­ში კი ინ­გლი­სუ­რი ენის ცოდ­ნა იყო სა­ჭი­რო. ამას­თან, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი. მოკ­ლედ, მცი­რე დრო­ში, უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბაც მო­ვა­ხერ­ხე და ინ­გლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლაც. ამე­რი­კი­დან კი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სხვა ადა­მი­ა­ნი დავ­ბრუნ­დი... უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის გან­ხრით მი­ვი­ღე. დღე­ვან­დელ მთავ­რო­ბა­სა და პარ­ლა­მენ­ტში ჩემი თა­ნა­კურ­სე­ლე­ბი საკ­მა­ოდ არი­ან.

- მა­გა­ლი­თად?

- ირაკ­ლი ალა­სა­ნია, თინა ხი­და­შე­ლი, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, ლაშა ჟვა­ნია... ძლი­ე­რი ჯგუ­ფი გვქონ­და.

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ეტ­ლით სი­ა­რულს რო­გორ ახერ­ხებ­დით?

- გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას პრობ­ლე­მე­ბი მექ­მნე­ბო­და. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, და­უს­წრე­ბელ ფა­კულ­ტეტ­ზე გა­და­დიო, მაგ­რამ არ დავ­თან­ხმდი. სახ­ლში ჯდო­მის სურ­ვი­ლი არ მქონ­და... ამე­რი­კა­ში ყოფ­ნი­სას ვის­წავ­ლე და გა­ვერ­კვიე იმა­ში, რისი უფ­ლე­ბე­ბი მქონ­და, რა შე­მეძ­ლო გა­მე­კე­თე­ბი­ნა და რო­გორ უნდა და­მე­გეგ­მა მო­მა­ვა­ლი. თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, ამ ყვე­ლაფ­რის და­ნერგვა და­ვი­წყე... მაგ­რამ ვწუხ­ვარ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რებს გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი გვი­ყუ­რე­ბენ, ხოლო თუ ნას­ვა­მია, ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გვა­ყე­ნე­ბენ. ზოგი ხურ­დას გვაწ­ვდის და ბევ­რი კო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აც გვქო­ნია...

1992 წელს სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­კე­თე­ბულ, წყლის თხი­ლა­მუ­რებ­ზე დავ­დე­ქი. და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი გა­მო­მი­ვი­და, რო­გო­რიც ამე­რი­კა­ში ვნა­ხე. მინ­დო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე ადა­მი­ა­ნებს დახ­მა­რე­ბა კი არა, თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ყოფ­ნა სჭირ­დე­ბათ. შე­მიძ­ლია ამა­ყად ვთქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლი სპონ­სო­რი ვი­ყა­ვი. ამე­რი­კა­ში, იმა­ვე გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით, რომ­ლი­თაც მე ვი­ყა­ვი, 5 ადა­მი­ა­ნი გა­ვუშ­ვი, მაგ­რამ იმ ადა­მი­ა­ნებ­მა არ გა­ა­მარ­თლეს. ბევ­რი რამ კი ის­წავ­ლეს, მაგ­რამ დღეს არ აქ­ტი­უ­რო­ბენ. რო­გორც ჩანს, ბრძო­ლის უნა­რი არ აღ­მო­აჩ­ნდათ. წლე­ბის მან­ძილ­ზე სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მეს­ვე­უ­რებ­თან პო­ლე­მი­კა­ში შეს­ვლაც ხში­რად მი­წევ­და. ბრი­ტა­ნულ საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია - "ოქსფამ­თან"ერ­თად, "ინ­ვა­ლიდ­თა ლიგა"და­ვა­ფუძ­ნე. ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით ავა­მუ­შა­ვეთ სა­წარ­მო, სა­დაც ფეხ­საც­მე­ლე­ბი იკე­რე­ბო­და და ინ­ვა­ლი­დე­ბი იყ­ვნენ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი... ბევრ რა­მე­ზე გული მტკი­ვა, რად­გა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მე თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლად არ კეთ­დე­ბა. 2003 წლამ­დე ინ­ვა­ლი­დე­ბის­თვის ბევ­რი ქუჩა იყო ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი. მერე რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და თბი­ლი­სის უბ­ნებს და ინ­ვა­ლი­დე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ასას­ვლე­ლე­ბი მო­შა­ლეს. ამას­თან, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ბევ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა იბ­ლო­კე­ბო­და. ჩემს ინ­ტერ­ვი­უ­ებ­საც ტე­ლე­არ­ხე­ბი არ უშ­ვებ­დნენ... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ტე­ლე­კომ­პა­ნია "202"-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­ლა­ვართ. ჩემი ძმა - დათო და შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი ერ­თად და­ი­ჭი­რეს. მარ­ტო დავ­რჩი. მა­შინ ზო­გი­ერ­თებს აქ­ტი­უ­რო­ბა რომ გა­მო­ე­ჩი­ნათ და გვერ­დით დამ­დგო­მოდ­ნენ, შემ­დეგ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ის სიხ­ში­რე სახ­ვე­წა­რი აღარ ექ­ნე­ბო­დათ. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არა­ნა­ი­რი რეკ­ლა­მა აღარ მო­დი­ო­და. ბრძო­ლას აზა­რი აღარ ჰქონ­და და დავ­ხუ­რე. პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს დღემ­დე "202"-ის ვალი აქვთ.

- პარ­ლა­მენ­ტის წევ­რიც იყა­ვით. თა­ვის დრო­ზე, პო­ლი­ტი­კას რა­ტომ არ გაჰ­ყე­ვით?

- ეს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას რჩე­ვით მოხ­და, მაგ­რამ ჩემი პი­რო­ბე­ბი მქონ­და! იცოდ­ნენ, რომ ყვე­ლა­ფერ­ზე ტაშს არ და­ვუკ­რავ­დი. ასეც ვიქ­ცე­ო­დი. მერე მივ­ხვდი, რომ ეს დი­დად არ სი­ა­მოვ­ნებ­დათ. ერთ დღე­საც, პარ­ლა­მენ­ტში პა­ტა­რა ძეგლი მი­ვი­ტა­ნე და ჩემს ად­გილ­ზე, სა­დაც ვი­ჯე­ქი, დავ­დე, ამას ელა­პა­რა­კეთ-მეთ­ქი. ბო­ლოს კი პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვე­დი.

- შე­იძ­ლე­ბა, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც გკი­თხოთ?

- რა თქმა უნდა. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ.

- ეს თქვენ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა?

- ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­კი­თხი­სად­მი ჩემს მიდ­გო­მას გა­ნა­პი­რო­ბებს. მაგ­რამ ვერც იმას ვი­ტყვი, რომ და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლი ეტლზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო დავ­რჩი. ასე ინე­ბა უფალ­მა. ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც ხომ რჩე­ბი­ან ოჯა­ხის გა­რე­შე?

- მარ­ტო ცხოვ­რობთ?

- დიახ.

- სა­სო­წარ­კვე­თის მო­მენ­ტი არას­დროს გქო­ნი­ათ?

- რო­გორ არ მქო­ნია, 19 წლის ვი­ყა­ვი, თა­ვის მოკ­ვლა რომ ვცა­დე, დეპ­რე­სია მქონ­და, მაგ­რამ გა­მი­მარ­თლა, ტყვია არ გა­ვარ­და. იმის მერე მივ­ხვდი, რომ სიკ­ვდი­ლი არ მინ­დო­და და ია­რა­ღიც შორს მო­ვის­რო­ლე... 20 წლი­სას მამა გარ­და­მეც­ვა­ლა, ერთ წელ­ში დე­დაც დავ­კარ­გე და მარ­ტო, ძმის ამა­რა დავ­რჩი... მშობ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნის­თვის მა­ინც სხვა რამ არის... 34 წელი გახ­დე­ბა, რაც ეტ­ლით ვსარ­გებ­ლობ, 2 წე­ლია, ელექტრო­ეტლზე ვზი­ვარ... 2 წლის წინ ამე­რი­კა­ში მე­გო­ბარ­თან ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი, რო­მელ­საც სახ­ლში ელექტრო­ეტ­ლი ჰქონ­და და ამით პირ­ვე­ლად იქ ვი­სარ­გებ­ლე. მერე კი, ის მე­გო­ბა­რი და­მეხ­მა­რა და ეს ეტლი 500 დო­ლა­რად მა­შოვ­ნი­ნა, თო­რემ ასე­თი ახა­ლი ეტლი 12.000 დო­ლა­რი ღირს.

- ახლა იმის შე­სა­ხებ მი­ამ­ბეთ, მყინ­ვარწვერ­ზე რო­გორ ახ­ვე­დით?

- სპე­ცი­ა­ლუ­რი ცი­გე­ბი გვქონ­და. ექ­სპე­დი­ცი­ა­ში 5 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვი­ყა­ვით: სულ 30 კაცი და იქი­დან 5 ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე. უა­მინ­დო­ბის გამო, 3700 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მე­ტე­ო­სად­გურ­ში თვე-ნა­ხე­ვა­რი ვი­ცხოვ­რეთ. ჩვე­ნი ცი­გე­ბი მძი­მე და არაპ­რაქ­ტი­კუ­ლი იყო და გა­და­ვა­კე­თეთ, უფრო მო­ხერ­ხე­ბუ­ლი გავ­ხა­დეთ. მერე, რო­გორც იქნა, გა­მო­ი­და­რა და მწვერ­ვა­ლი დავ­ლაშ­ქრეთ.

- ცოტა ხნის წინ ჯო­მარ­დო­ბის ტურ­ნირ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დით.

- კი, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. ტურ­ნი­რის რთულ სა­ხე­ო­ბა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით და გუნ­დი­დან 32-მა 1-ლი ად­გი­ლი და­ვი­კა­ვეთ. ისე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, წლე­ბის მან­ძილ­ზე რომ ვარ­ჯი­შობ­დნენ, ჩვენ კი პირ­ვე­ლად ვცა­დეთ და არ დავ­მა­ლავ, კონ­კუ­რენ­ტებს ოს­ტა­ტო­ბით კი არა, ჭკუ­ით ვა­ჯო­ბეთ.

- შეხ­ვედ­რამ, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან გქონ­დათ, რო­გორ ჩა­ი­ა­რა?

- შეხ­ვედ­რას იმის­თვის და­ვეს­წა­რი, რომ ჩემი სათ­ქმე­ლი მეთ­ქვა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნამ­დვი­ლად აქვს იმის სურ­ვი­ლი, რომ რა­ღაც გა­ა­კე­თოს, მაგ­რამ თუ ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა არ გა­მო­ი­ყე­ნეს, სურ­ვი­ლი სურ­ვი­ლად დარ­ჩე­ბა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჩვე­ნი პრობ­ლე­მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­მო­ი­ჩი­ნა. ვნა­ხოთ, რას მო­ი­მოქ­მე­დებს, და­ვე­ლო­დე­ბით. "ნა­ცი­ო­ნა­ლებს"9 წელი ვე­ლო­დეთ და...

- იმ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლებ­საც და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ, რას ურ­ჩევთ?

- ...იმ დღეს, რო­დე­საც დავ­ხე­იბრდი, "ბედ­ნი­ერს"ვუ­წო­დებ. უფა­ლი სა­მარ­თლი­ა­ნია: თუ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით შემ­ზღუ­და, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­მა­ვი­თა­რა. უცხო­ეთ­ში ისე­თი ახ­ლობ­ლე­ბი მყავს, რომ­ლებ­საც კი­დუ­რე­ბი სა­ერ­თოდ არ გა­აჩ­ნი­ათ, მაგ­რამ ისე­თი შე­მარ­თე­ბით და აქ­ტი­უ­რად ცხოვ­რო­ბენ, რომ ჯან­მრთელ ადა­მი­ან­საც კი შე­შურ­დე­ბა... ხოლო იმ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც სახ­ლში არი­ან ჩა­კე­ტი­ლე­ბი, ერთ გა­მოთ­ქმას შე­ვახ­სე­ნებ და ვურ­ჩევ, ეს სი­ტყვე­ბი ცხოვ­რე­ბის დე­ვი­ზად გა­ი­ხა­დონ: "გა­მო­იწ­ვიე სა­კუ­თა­რი თავი და შეც­ვა­ლე სამ­ყა­რო". სწო­რედ მათ უნდა შეც­ვა­ლონ სამ­ყა­რო, თქვენ გარ­და, ამა­ზე სხვა არა­ვინ იფიქ­რებს. ინ­ვა­ლი­დო­ბით ცხოვ­რე­ბა არ მთავ­რდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი წინ არის...

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"ინვალიდობით ცხოვრება არ მთავრდება..."

"ინვალიდობით ცხოვრება არ მთავრდება..."

პატარა ბიჭი იყო, როცა მდინარეში საბედისწეროდ გადახტა, მაგრამ ამბობს, რომ იმ "ბედნიერმა დღემ" მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. ალბათ, გაგიკვირდათ "ბედნიერს" რომ უწოდებს იმ დღეს, მაგრამ გიორგი კოხრეიძე ("მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის" დამფუძნებელი) ამ ყველაფერს თავისებურად ხსნის... ის აქტიური ადამიანია: მყინვარწვერი ერთხელ უკვე დალაშქრა, მონაწილეობს სხვადასხვა სპორტულ ტურნირში და იმ ახალგაზრდებსაც აქტიურობისკენ მოუწოდებს, რომლებიც შინ დათრგუნვილები სხედან. ზრუნავს მათთვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნაზე და საკუთარი მაგალითით აჩვენებს, რომ ცხოვრება გრძელდება...

- ფანტასტიკური ბავშვობა მქონდა, ფრიადოსანი მოსწავლე ვიყავი. 14 წლისამ სერიოზული ტრავმა მივიღე: ქვიშხეთში ვისვენებდი, მდინარეში ვხტებოდი, კისრის მალებს შორის სისხლძარღვი რომ მოვიყოლე და ამოსვლა ვეღარ შევძელი... კისრის მალებით გადაკეტილი სისხლძარღვი მხოლოდ ოპერაციით თუ გაიხსნებოდა, მაგრამ ვერ მოხერხდა...

- ოპერაცია რომ გაგეკეთებინათ, შემდგომში ეტლი აღარ დაგჭირდებოდათ?

- არა... დაბალი კვალიფიკაციის ექიმების ხელში აღმოვჩნდი. ტრავმის მიღებიდან მე-5 დღეს შოკიდან გამოვედი, მაგრამ ისეთი პრეპარატი მომცეს, რომელმაც გულისრევა გამოიწვია. ამისთვის თავი გვერდზე გადამიწიეს, ეს კი თურმე არ შეიძლებოდა... მოკლედ, კისრის გადატრიალებისას, ლამის სამჯერ გარდავიცვალე. მკურნალი ექიმი ჩემს მშობლებს ამშვიდებდა, აღდგენითი პროცესი მიდის და ყველაფერს დრო სჭირდებაო. იმ ლოდინში 4 წელი დაიკარგა. მერე კი ოპერაცია უკვე დაგვიანებული იყო...

- ტრავმის შემდეგ ცხოვრება როგორ გაგრძელდა?

- საერთოდ, ხიფათიანი ადამიანი ვარ და 27 წლისამ, კისრის მალები ისევ დავიზიანე. 2008 წელს ავტოავარიაში მოვყევი. მაშინ 41 წლის გახლდით. წინასწარ ვგრძნობდი თითქოს, რომ ამ ასაკში რაღაც დამემართებოდა.

- წინათგრძნობა გქონდათ?

- როცა წლების განმავლობაში, ეტლს მიჯაჭვული, ოთახში ზიხარ და შენ გარშემო მხოლოდ ფანჯრიდან დანახული სამყარო იცვლება, ძალაუნებურად ფიქრს ეჩვევი... 20 წლისა ჩანაწერებს ვაკეთებდი, იმ ამბებიდან, რასაც ვწერდი, ცხოვრებაში ბევრი რამ ამიხდა. თან, 41 რიცხვი შებრუნებულად ხომ 14-ია? ტრავმა 6 ივნისს მივიღე, 14-ში კი 41 წლის გავხდი. მძიმე ავარია იყო, მაგრამ გადავრჩი და უკვე ვიცოდი, თავისთვის როგორ უნდა მომევლო. მდგომარეობიდან ერთ თვეში გამოვედი...

- პირველი ტრავმის მიუხედავად, დაამთავრეთ სკოლა, უნივერსიტეტი და ამერიკაშიც იყავით. როგორ მოხვდით ამერიკაში?

- გიორგი ძნელაძემ ("კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის"თავმჯდომარე) დამირეკა და მკითხა: გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ლიდერების სკოლაში, ამერიკაში ხომ არ წახვალო? თავიდან ვყოყმანობდი, მაგრამ ოჯახის წევრებმა მირჩიეს, გიორგის წინადადება მიმეღო. სკოლაში გერმანულ ენას ვსწავლობდი. ამერიკაში კი ინგლისური ენის ცოდნა იყო საჭირო. ამასთან, უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვის ვემზადებოდი. მოკლედ, მცირე დროში, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაც მოვახერხე და ინგლისური ენის შესწავლაც. ამერიკიდან კი შეიძლება ითქვას, რომ სხვა ადამიანი დავბრუნდი... უნივერსიტეტში იურიდიული განათლება საერთაშორისო სამართლის განხრით მივიღე. დღევანდელ მთავრობასა და პარლამენტში ჩემი თანაკურსელები საკმაოდ არიან.

- მაგალითად?

- ირაკლი ალასანია, თინა ხიდაშელი, ირაკლი ოქრუაშვილი, ლაშა ჟვანია... ძლიერი ჯგუფი გვქონდა.

- უნივერსიტეტში ეტლით სიარულს როგორ ახერხებდით?

- გადაადგილებისას პრობლემები მექმნებოდა. მეუბნებოდნენ, დაუსწრებელ ფაკულტეტზე გადადიო, მაგრამ არ დავთანხმდი. სახლში ჯდომის სურვილი არ მქონდა... ამერიკაში ყოფნისას ვისწავლე და გავერკვიე იმაში, რისი უფლებები მქონდა, რა შემეძლო გამეკეთებინა და როგორ უნდა დამეგეგმა მომავალი. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ამ ყველაფრის დანერგვა დავიწყე... მაგრამ ვწუხვარ, რომ საზოგადოების წევრები, ხშირ შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გაკვირვებულები გვიყურებენ, ხოლო თუ ნასვამია, ცუდ მდგომარეობაში გვაყენებენ. ზოგი ხურდას გვაწვდის და ბევრი კომიკური სიტუაციაც გვქონია...

1992 წელს საკუთარი ხელით გაკეთებულ, წყლის თხილამურებზე დავდექი. დაახლოებით ისეთი გამომივიდა, როგორიც ამერიკაში ვნახე. მინდოდა, საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანებს დახმარება კი არა, თანაბარ პირობებში ყოფნა სჭირდებათ. შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების პირველი სპონსორი ვიყავი. ამერიკაში, იმავე გაცვლითი პროგრამით, რომლითაც მე ვიყავი, 5 ადამიანი გავუშვი, მაგრამ იმ ადამიანებმა არ გაამართლეს. ბევრი რამ კი ისწავლეს, მაგრამ დღეს არ აქტიურობენ. როგორც ჩანს, ბრძოლის უნარი არ აღმოაჩნდათ. წლების მანძილზე სხვადასხვა ორგანიზაციის მესვეურებთან პოლემიკაში შესვლაც ხშირად მიწევდა. ბრიტანულ საქველმოქმედო ორგანიზაცია - "ოქსფამთან"ერთად, "ინვალიდთა ლიგა"დავაფუძნე. ერთობლივი ძალისხმევით ავამუშავეთ საწარმო, სადაც ფეხსაცმელები იკერებოდა და ინვალიდები იყვნენ დასაქმებულები... ბევრ რამეზე გული მტკივა, რადგანაც საქართველოში საქმე თანამიმდევრულად არ კეთდება. 2003 წლამდე ინვალიდებისთვის ბევრი ქუჩა იყო ადაპტირებული. მერე რესტავრაცია ჩაუტარდა თბილისის უბნებს და ინვალიდებისთვის განკუთვნილი ასასვლელები მოშალეს. ამასთან, წინა ხელისუფლების დროს, ბევრი ინიციატივა იბლოკებოდა. ჩემს ინტერვიუებსაც ტელეარხები არ უშვებდნენ... მოგეხსენებათ, ტელეკომპანია "202"-ის დამფუძნებელი გახლავართ. ჩემი ძმა - დათო და შალვა რამიშვილი ერთად დაიჭირეს. მარტო დავრჩი. მაშინ ზოგიერთებს აქტიურობა რომ გამოეჩინათ და გვერდით დამდგომოდნენ, შემდეგში ტელევიზიის სიხშირე სახვეწარი აღარ ექნებოდათ. ტელევიზიაში არანაირი რეკლამა აღარ მოდიოდა. ბრძოლას აზარი აღარ ჰქონდა და დავხურე. პოლიტიკურ პარტიებს დღემდე "202"-ის ვალი აქვთ.

- პარლამენტის წევრიც იყავით. თავის დროზე, პოლიტიკას რატომ არ გაჰყევით?

- ეს ზურაბ ჟვანიას რჩევით მოხდა, მაგრამ ჩემი პირობები მქონდა! იცოდნენ, რომ ყველაფერზე ტაშს არ დავუკრავდი. ასეც ვიქცეოდი. მერე მივხვდი, რომ ეს დიდად არ სიამოვნებდათ. ერთ დღესაც, პარლამენტში პატარა ძეგლი მივიტანე და ჩემს ადგილზე, სადაც ვიჯექი, დავდე, ამას ელაპარაკეთ-მეთქი. ბოლოს კი პოლიტიკიდან წავედი.

- შეიძლება, პირად ცხოვრებაზეც გკითხოთ?

- რა თქმა უნდა. დაოჯახებული არასდროს ვყოფილვარ.

- ეს თქვენმა მდგომარეობამ განაპირობა?

- ჩემი მდგომარეობა გარკვეულწილად საკითხისადმი ჩემს მიდგომას განაპირობებს. მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ დასაოჯახებელი ეტლზე დამოკიდებულების გამო დავრჩი. ასე ინება უფალმა. ჯანმრთელი ადამიანებიც ხომ რჩებიან ოჯახის გარეშე?

- მარტო ცხოვრობთ?

- დიახ.

- სასოწარკვეთის მომენტი არასდროს გქონიათ?

- როგორ არ მქონია, 19 წლის ვიყავი, თავის მოკვლა რომ ვცადე, დეპრესია მქონდა, მაგრამ გამიმართლა, ტყვია არ გავარდა. იმის მერე მივხვდი, რომ სიკვდილი არ მინდოდა და იარაღიც შორს მოვისროლე... 20 წლისას მამა გარდამეცვალა, ერთ წელში დედაც დავკარგე და მარტო, ძმის ამარა დავრჩი... მშობლები ადამიანისთვის მაინც სხვა რამ არის... 34 წელი გახდება, რაც ეტლით ვსარგებლობ, 2 წელია, ელექტროეტლზე ვზივარ... 2 წლის წინ ამერიკაში მეგობართან ვიყავი ჩასული, რომელსაც სახლში ელექტროეტლი ჰქონდა და ამით პირველად იქ ვისარგებლე. მერე კი, ის მეგობარი დამეხმარა და ეს ეტლი 500 დოლარად მაშოვნინა, თორემ ასეთი ახალი ეტლი 12.000 დოლარი ღირს.

- ახლა იმის შესახებ მიამბეთ, მყინვარწვერზე როგორ ახვედით?

- სპეციალური ციგები გვქონდა. ექსპედიციაში 5 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით: სულ 30 კაცი და იქიდან 5 ეტლით მოსარგებლე. უამინდობის გამო, 3700 მეტრის სიმაღლეზე მეტეოსადგურში თვე-ნახევარი ვიცხოვრეთ. ჩვენი ციგები მძიმე და არაპრაქტიკული იყო და გადავაკეთეთ, უფრო მოხერხებული გავხადეთ. მერე, როგორც იქნა, გამოიდარა და მწვერვალი დავლაშქრეთ.

- ცოტა ხნის წინ ჯომარდობის ტურნირშიც მონაწილეობდით.

- კი, რაც ძალიან საინტერესო იყო. ტურნირის რთულ სახეობაში ვმონაწილეობდით და გუნდიდან 32-მა 1-ლი ადგილი დავიკავეთ. ისეთი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, წლების მანძილზე რომ ვარჯიშობდნენ, ჩვენ კი პირველად ვცადეთ და არ დავმალავ, კონკურენტებს ოსტატობით კი არა, ჭკუით ვაჯობეთ.

- შეხვედრამ, რომელიც ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრთან გქონდათ, როგორ ჩაიარა?

- შეხვედრას იმისთვის დავესწარი, რომ ჩემი სათქმელი მეთქვა. ხელისუფლებას ნამდვილად აქვს იმის სურვილი, რომ რაღაც გააკეთოს, მაგრამ თუ ჩვენი გამოცდილება არ გამოიყენეს, სურვილი სურვილად დარჩება. პრემიერ-მინისტრმა ჩვენი პრობლემის მიმართ ინტერესი გამოიჩინა. ვნახოთ, რას მოიმოქმედებს, დაველოდებით. "ნაციონალებს"9 წელი ველოდეთ და...

- იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ, რას ურჩევთ?

- ...იმ დღეს, როდესაც დავხეიბრდი, "ბედნიერს"ვუწოდებ. უფალი სამართლიანია: თუ ერთი მიმართულებით შემზღუდა, სხვა მიმართულებით განმავითარა. უცხოეთში ისეთი ახლობლები მყავს, რომლებსაც კიდურები საერთოდ არ გააჩნიათ, მაგრამ ისეთი შემართებით და აქტიურად ცხოვრობენ, რომ ჯანმრთელ ადამიანსაც კი შეშურდება... ხოლო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სახლში არიან ჩაკეტილები, ერთ გამოთქმას შევახსენებ და ვურჩევ, ეს სიტყვები ცხოვრების დევიზად გაიხადონ: "გამოიწვიე საკუთარი თავი და შეცვალე სამყარო". სწორედ მათ უნდა შეცვალონ სამყარო, თქვენ გარდა, ამაზე სხვა არავინ იფიქრებს. ინვალიდობით ცხოვრება არ მთავრდება, ყველაფერი წინ არის...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"