მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრინცესა დიანას კაბები აუქციონზე იყიდება
პრინცესა დიანას კაბები აუქციონზე იყიდება

პრინ­ცე­სა დი­ა­ნას ქველ­მოქ­მე­დე­ბა მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც გრძელ­დე­ბა. ლედი დი­ა­ნას 10 ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კაბა აუქ­ცი­ონ­ზე იყი­დე­ბა. აუქ­ცი­ო­ნი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა ქველ­მოქ­მე­დე­ბას მოხ­მარ­დე­ბა. 10-ივე კაბა ერ­თად 830 000 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

კო­ლექ­ცი­ა­ში შე­დის ცნო­ბი­ლი მუქი ლურ­ჯი კაბა, რო­მე­ლიც პრინ­ცე­სა დი­ა­ნას 1985 წელს, აშშ-ში, თეთრ სახ­ლში გა­მარ­თულ მე­ჯლის­ზე ჯონ ტრა­ვოლ­ტას­თან ცეკ­ვის დროს ეცვა. Victor Edelstein-ის დი­ზა­ი­ნით შექ­მნი­ლი გრძე­ლი, ხა­ვერ­დის კაბა ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სა­მო­სია, რო­მე­ლიც პრინ­ცე­სა დი­ა­ნას ოდეს­მე სცმია. ის 300 000 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი.

აუქ­ცი­ონ­ზე იყი­დე­ბა ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი მო­ნარ­ქის ვარ­დის­ფე­რი კა­ბაც, რო­მე­ლიც პრინ­ცე­სა დი­ა­ნას საყ­ვა­რელ დი­ზა­ი­ნერს Catherine Walker-ს ეკუთ­ვნის. გრძე­ლი ვარ­დის­ფე­რი სა­ღა­მოს კაბა პრინც ჩარლ­ზის მე­უღ­ლეს 1992 წელს ეცვა. მისი სა­წყი­სი ფასი 120 000 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გია. ამა­ვე აუქ­ცი­ონ­ზე პრინ­ცე­სა დი­ა­ნას გარ­დე­რო­ბი­დან ამა­ვე დი­ზა­ი­ნე­რის კი­დევ 5 კაბა გა­მო­აქვთ.

კო­ლექ­ცი­ო­ნერ­თა დიდ ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს Catherine Walker-ის წი­თე­ლი ხა­ვერ­დის კა­ბაც, რო­მე­ლიც პრინ­ცე­სა დი­ა­ნამ ორ­ჯერ, 1990 და 1992 წლებ­ში მო­ირ­გო. მისი სა­წყი­სი ფასი 60 000 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გია.

კი­დევ ერთი ცნო­ბი­ლი სა­მო­სი, რო­მე­ლიც ამ აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­დე­ბა Bruce Oldfield-ის დი­ზა­ი­ნით შექ­მნი­ლი შავი სა­ღა­მოს კა­ბაა. ეს კაბა პრინ­ცე­სა დი­ა­ნას 1985 წელს, მუ­ზიკლ "საბ­რა­ლო­ნის" გალა პრე­მი­ე­რა­ზე ეცვა. ის 50 000 გირ­ვან­ქად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

პრინცესა დიანას კაბები აუქციონზე იყიდება

პრინცესა დიანას კაბები აუქციონზე იყიდება

პრინცესა დიანას ქველმოქმედება მისი სიკვდილის შემდეგაც გრძელდება. ლედი დიანას 10 ყველაზე ცნობილი კაბა აუქციონზე იყიდება. აუქციონიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. 10-ივე კაბა ერთად 830 000 გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული.

კოლექციაში შედის ცნობილი მუქი ლურჯი კაბა, რომელიც პრინცესა დიანას 1985 წელს, აშშ-ში, თეთრ სახლში გამართულ მეჯლისზე ჯონ ტრავოლტასთან ცეკვის დროს ეცვა. Victor Edelstein-ის დიზაინით შექმნილი გრძელი, ხავერდის კაბა ყველაზე ცნობილი სამოსია, რომელიც პრინცესა დიანას ოდესმე სცმია. ის 300 000 გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული.

აუქციონზე იყიდება ტრაგიკულად დაღუპული მონარქის ვარდისფერი კაბაც, რომელიც პრინცესა დიანას საყვარელ დიზაინერს Catherine Walker-ს ეკუთვნის. გრძელი ვარდისფერი საღამოს კაბა პრინც ჩარლზის მეუღლეს 1992 წელს ეცვა. მისი საწყისი ფასი 120 000 გირვანქა სტერლინგია. ამავე აუქციონზე პრინცესა დიანას გარდერობიდან ამავე დიზაინერის კიდევ 5 კაბა გამოაქვთ.

კოლექციონერთა დიდ ყურადღებას იქცევს Catherine Walker-ის წითელი ხავერდის კაბაც, რომელიც პრინცესა დიანამ ორჯერ, 1990 და 1992 წლებში მოირგო. მისი საწყისი ფასი 60 000 გირვანქა სტერლინგია.

კიდევ ერთი ცნობილი სამოსი, რომელიც ამ აუქციონზე გაიყიდება Bruce Oldfield-ის დიზაინით შექმნილი შავი საღამოს კაბაა. ეს კაბა პრინცესა დიანას 1985 წელს, მუზიკლ "საბრალონის" გალა პრემიერაზე ეცვა. ის 50 000 გირვანქად არის შეფასებული.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს