პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე გოგიაშვილი - "როდესაც "იმედი" განახლდა, ვიფიქრე, ღირდა იქ მუშაობის დაწყება, მაგრამ შევცდი"
სალომე გოგიაშვილი -  "როდესაც "იმედი" განახლდა, ვიფიქრე, ღირდა იქ მუშაობის დაწყება, მაგრამ შევცდი"

მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი და მისი მე­წყვი­ლე და­ვით ქა­ცა­რა­ვა ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, ეს ტე­ლე­წყვი­ლი ეკ­რან­ზე აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, და­ვინ­ტე­რეს­დით, რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი, რას უკავ­ში­რე­ბა მათი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა და სა­ლო­მეს ინ­ტერ­ვიუ ვთხო­ვეთ. სა­უ­ბა­რი სწო­რედ ამ თე­მით და­ვი­წყეთ, თუმ­ცა შემ­დეგ სხვა სა­კი­თხებ­ზეც გა­და­ვი­ნაც­ვლეთ.

- "იმე­დის" დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი აღარ ვართ, რად­გან ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ სამ­სა­ხუ­რი­დან გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩემი და და­ვით ქა­ცა­რა­ვას სა­უ­ბა­რი ელ­ტონ ჯო­ნის შე­სა­ხებ ჰო­მო­ფო­ბი­ურ გა­მოს­ვლად შე­ა­ფა­სეს და ბო­დი­შის მოხ­დას გვთხოვ­დნენ, მაგ­რამ ჩვენ ეს არ გა­ვა­კე­თეთ. სხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებ­სა და სხვა წამ­ყვა­ნებ­საც ვკი­თხეთ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ არც ბო­დი­ში მო­უხ­დი­ათ ასე­თი გან­ცხა­დე­ბის­თვის და მით უმე­ტეს, ამის გამო სამ­სა­ხუ­რი­დან ვინ­მე არ და­უ­თხო­ვი­ათ. რო­გორც წესი, ტე­ლე­კომ­პა­ნია თა­ვი­სი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს იცავს და ცდი­ლობს, სი­ტუ­ა­ცია და­ა­რე­გუ­ლი­როს, მაგ­რამ ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში ასე არ მოხ­და.

- კონ­რე­ტუ­ლად ვინ გა­გა­თა­ვი­სუფ­ლათ სამ­სა­ხუ­რი­დან?

- პირ­და­პირ არა­ვის უთ­ქვამს, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი ხარ­თო, მაგ­რამ გაგ­ვიშ­ვეს უხელ­ფა­სო შვე­ბუ­ლე­ბა­ში, გვი­თხრეს, ცოტა ხანი შე­ის­ვე­ნეთ, ჩა­მოვ­ლენ ამე­რი­კე­ლე­ბი, მათ­თან გან­ვი­ხი­ლავთ ამ სა­კითხს და მერე მი­ვი­ღებთ კონ­კრე­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­სო. რად უნ­დო­და ამას ბევ­რი ფიქ­რი, გა­სა­გე­ბი იყო, რომ არა­პირ­და­პი­რი გზით დაგ­ვი­თხო­ვეს, თა­ნაც, სა­ო­ცა­რი რა იყო იცით? ჩვე­ნი ბოლო ეთე­რი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში "იმე­დის დი­ლის" "პრო­მო­დან" მეც და ჩემი მე­წყვი­ლეც ამოჭ­რი­ლი ვი­ყა­ვით, არა­და, ჯერ კი­დევ ვი­თომ ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბად ვით­ვლე­ბო­დით, სა­წყე­ნია, ამ­დე­ნი მა­ტყუ­ა­რა ადა­მი­ა­ნის გა­რე­მოც­ვა­ში რომ მოვ­ხვდით. სწო­რედ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო მე და და­ვით ქა­ცა­რა­ვამ გავ­მარ­თეთ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, სა­დაც "იმე­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რო­მელ­თაც ჩვენ­თან პრე­ტენ­ზია გა­უჩ­ნდა, ბო­დი­შის მოხ­და მოვ­თხო­ვეთ. იუ­რის­ტთან გავ­დი­ვართ კონ­სუ­ლა­ტა­ცი­ებს და სა­მარ­თლებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა­ფერს სწო­რად გა­ვა­კე­თებთ. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი გახ­ლა­ვან უსაქ­მუ­რი ხალ­ხი, რო­მელ­ნიც ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ცდი­ლო­ბენ, მცი­რე გა­მო­ნათ­ქვამ­ზეც კი პრო­ვო­კა­ცია მო­ა­წყონ. გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რებ­თან არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია და სა­საყ­ვე­დუ­რო არ მაქვს, რად­გან გვერ­დში გვედგნენ და ჩვენს აზრს იზი­ა­რებ­დნენ, მათ შო­რის იყო თა­მუ­ნა, რომ­ლის გვა­რიც არ მახ­სოვს, მაგ­რამ ვიცი, რომ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რია, მაგ­რამ, რო­გორც ხე­დავთ, მოვ­ლე­ნე­ბი სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ამ ფაქ­ტით შე­წუ­ხე­ბუ­ლი არ ვარ, მირ­ჩევ­ნია სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მა­თა­ვი­სუფ­ლონ, მაგ­რამ ხალ­ხს ვუყ­ვარ­დე, ქუ­ჩა­ში ჩემ მი­მართ სით­ბოს გა­მო­ხა­ტავ­დნენ, ვიდ­რე მიმ­ყავ­დეს გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მო­ე­წო­ნე­ბათ.

- სა­ერ­თოდ, რო­გორ დაბ­რუნ­დი "იმე­დის" ეთერ­ში?

- ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან და­მი­რე­კეს, მთხო­ვეს ჩემი ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ტა­ნა, შემ­დეგ გა­ვი­ა­რე კას­ტინ­გი, ცოტა ხან­ში და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ უნ­დო­დათ, დი­ლის გა­და­ცე­მა წა­მეყ­ვა­ნა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მა­შინ­ვე არ დავ­თან­ხმე­ბულ­ვარ, ჩემი ქმრის და­ყო­ლი­ე­ბა გა­მი­ჭირ­და, არ უნ­დო­და, ისევ ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დავ­ბრუ­ნე­ბულ­ყა­ვი.

- რა­ტომ?

- კარ­გად ხე­დავ­და ჩემს გან­ცდებს, რო­მე­ლიც "იმე­დის" და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ მქონ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­ში­ნაც დი­ლის გა­და­ცე­მა მიმ­ყავ­და, მაგ­რამ ერთ დღეს ჩათ­ვა­ლეს, რომ აღარ ვი­ყა­ვი სა­ჭი­რო. ახლა, რო­დე­საც "ტე­ლე­ი­მე­დი" გა­ნახ­ლდა, ვი­ფიქ­რე, სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვლე­ბო­და და ღირ­და იქ მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა, მაგ­რამ შევ­ცდი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩემი ქმა­რი მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდა, ამის შემ­დეგ მას და­ვუ­ჯე­რებ და მის აზრს უფრო მე­ტად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ (იღი­მე­ბა).

- ჩვენს ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში მით­ხარი, რომ დიზა­ი­ნე­რო­ბას აპირ­ებდი, შენი ესკ­ი­ზე­ბით უნდა შე­გექ­მნათ სა­მო­სი, ამ კუ­თხით რო­გო­რაა საქ­მე?

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ ჩემი ქმრის საქ­მი­ა­ნო­ბის გამო ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი, ჩემ­მა მე­წყვი­ლემ, ვის­თან ერ­თა­დაც ვა­პი­რებ ამ საქ­მის წა­მო­წყე­ბას, უჩე­მოდ არა­ფე­რი გა­ა­კე­თა, მე მე­ლო­დე­ბო­და, ახლა კი უკვე ამ საქ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად მივ­ხე­დავთ.

"მეც მას­თან ერ­თად ვიღ­ვი­ძებ"

- დი­ლის ძილი მიყ­ვარს, მაგ­რამ ჩემი მე­უღ­ლე, ვახო, სამ­სა­ხურ­ში 11 სათ­ზე მი­დის, ამი­ტომ მეც მას­თან ერ­თად ვიღ­ვი­ძებ და ერ­თად ვსა­უზ­მობთ. დი­ლით ჭამა არ მიყ­ვარს, მაგ­რამ ჩაის ან ყა­ვას მი­ვირ­თმევ ხოლ­მე, მერე ქმარს ვა­ცი­ლებ და სა­კუ­თა­რი თა­ვის მო­წეს­რი­გე­ბა­ზე გა­დავ­დი­ვარ, რათა ჩემს საქ­მე­ებს მივ­ხე­დო. ახლა აღარ ვმუ­შა­ობ, მაგ­რამ ოჯა­ხი, პი­რა­დი საქ­მე­ე­ბი, მე­გობ­რე­ბი იმ­დენ დროს მო­ი­თხოვს, რომ მთე­ლი დღე მა­ინც და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ.

სარ­კეს­თან

- დი­ლის შხა­პის შემ­დეგ კანს სა­თა­ნა­დო კრე­მე­ბით ვა­ნე­ბივ­რებ, შემ­დეგ ვი­წეს­რი­გებ თმას, რო­მელ­ზეც თით­ქმის ყო­ველ­თვის თა­ვად ვზრუ­ნავ. შემ­დეგ ვდგე­ბი კა­რა­დას­თან და ვი­წყებ ფიქ­რს, რა ჩა­ვიც­ვა, ეს საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია, ბო­ლოს ვიც­ვამ და გავ­დი­ვარ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვის მო­წეს­რი­გე­ბა ცოტა დროს ნამ­დვი­ლად არ მო­ი­თხოვს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­მიძ­ლია 10 წუთ­შიც მზად ვიყო სახ­ლი­დან გა­სას­ვლე­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა ხა­სი­ა­თის გა­მო­კე­თე­ბის მიზ­ნით სა­შო­პინ­გოდ წას­ვლას, შე­იძ­ლე­ბა ვიყო ცუდ გან­წყო­ბა­ზე, იმ მო­მენ­ტში ფული არ მქონ­დეს, მაგ­რამ სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ვი­დე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, სუ­ლაც არაა ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­ყიდ­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, ჩემ­გან ყვე­ლა მიჩ­ვე­უ­ლია, რომ სულ კარგ ხა­სი­ათ­ზე უნდა ვიყო, ამი­ტომ სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მის გულ­ში ჩახ­ვე­ვა ვიცი. თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ­სე­ბობს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი, რომ­ლებ­თა­ნაც ვიხ­სნე­ბი. ამას წი­ნათ ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვი­ყა­ვი, მე­გო­ბარ­თან ერ­თად ერთ-ერთ კა­ფე­ში გახ­ლდით, იქი­დან გა­მო­სუ­ლი, გვერ­დზე მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ას ვეს­ტუმ­რე, ერთი მა­ი­სუ­რი მო­მე­წო­ნა და შე­ვი­ძი­ნე, მა­შინ დავ­რწმუნ­დი, რომ შო­პინ­გი ნამ­დვი­ლად ერ­თგვა­რი თე­რა­პია ყო­ფი­ლა, რად­გან ხა­სი­ა­თი მარ­თლაც გა­მო­მი­კეთ­და. იმ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ამ ფაქ­ტმა მიშ­ვე­ლა, თუმ­ცა, სა­ერ­თოდ, ეკ­ლე­სი­ა­ში მის­ვლა ყვე­ლა ადა­მი­ან­ზე ბევ­რად და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს, პი­რა­დად მე ტა­ძარ­ში იმ­დე­ნად ვწყნარ­დე­ბი სუ­ლი­ე­რად, რომ ამ გრძნო­ბას ვე­რა­ფერს შე­ვა­და­რებ.

სა­ფირ­მო კერ­ძი

- მარ­თა­ლია, დიდი ოჯა­ხი და დიდი სახ­ლი გვაქვს, სა­დაც საქ­მეც ბევ­რია, მაგ­რამ მყავს ძიძა, რო­მე­ლიც ჩემი ოჯა­ხის წევ­რი უფ­როა, ვიდ­რე ძიძა, მე­ხა­მუ­შე­ბა კი­დეც, ამ სი­ტყვას რომ ვამ­ბობ. ის ყვე­ლა­ნა­ი­რად მა­ნე­ბივ­რებს, მეხ­მა­რე­ბა ყვე­ლა­ნა­ირ საქ­მე­ში და ცდი­ლობს ცხოვ­რე­ბა შე­მიმ­სუ­ბუ­ქოს. ვერ ვი­ტყვი, რომ ჭურ­ჭლის რე­ცხვა­სა და უთო­ო­ბა­ზე ვგიჟ­დე­ბი, მაგ­რამ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სიც მიყ­ვარს, ჩემი მე­უღ­ლე სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე მი­რე­კავს, მე­უბ­ნე­ბა, რა მო­ვუმ­ზა­დო და მეც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვუს­რუ­ლებ. ახლა გა­გიმ­ხელთ ჩემი სა­ფირ­მო სო­კოს სუ­პის რე­ცეპტს, რო­მე­ლიც უგემ­რი­ე­ლე­სია და მის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად მე­გობ­რებ­საც ვე­პა­ტი­ჟე­ბი ხოლ­მე. ამ სუ­პის მო­სამ­ზა­დებ­ლად დაგ­ჭირ­დე­ბათ კონ­სერ­ვის სოკო, ოღონდ დაჭ­რი­ლი, რო­მელ­საც და­ას­ხამთ იმ­დენ წყალს, რომ სოკო და­ი­ფა­როს და აა­დუ­ღებთ, შემ­დეგ და­ა­მა­ტებთ 2-3 ცალ ოთხად გაჭ­რილ კარ­ტო­ფილს, შემ­დეგ ე.წ. "პერ­ლოვ­კას", ბო­ლოს ჩა­უ­მა­ტებთ ერთ ყუთ გამ­დნარ ყველს და ურევთ მა­ნამ, სა­ნამ ყვე­ლი კარ­გად გალღვე­ბა, ქვაბს და­ა­ფა­რებთ სა­ხუ­რავს, ადუ­ღებთ კი­დევ 10 წუთი და უგემ­რი­ე­ლე­სი კერ­ძი მზა­დაა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩემს ოჯახ­ში მწვა­ნი­ლი არ უყ­ვართ, არ ვუ­მა­ტებ, თო­რემ გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით ამ წვნი­ანს შე­იძ­ლე­ბა გა­ხე­ხი­ლი სტა­ფი­ლოც და­ე­მა­ტოს და მწვა­ნი­ლიც. აქვე კი­დევ ერთი კერ­ძის რე­ცეპტს გა­გიმ­ხელთ. მო­ხარ­შეთ ქა­თა­მი, გა­ა­ცა­ლეთ კანი და და­ჭე­რით მოგ­რძო ნაჭ­რე­ბად, ცალ­კე ტა­ფა­ზე ოდ­ნავ მო­შუ­შეთ სტა­ფი­ლო, წი­თე­ლი და მწვა­ნე ბულ­გა­რუ­ლი წი­წა­კა, ზე­მო­დან და­ა­ყა­რეთ მოგ­რძო ნაჭ­რე­ბად დაჭ­რი­ლი ქა­თა­მი, და­ა­ხე­ხეთ ყვე­ლი, შემ­დეგ ფე­ნად და­ა­წყვეთ ოთხკუ­თხე­დე­ბად დაჭ­რი­ლი კარ­ტო­ფი­ლი, ბო­ლოს - მა­ი­ო­ნე­ზი, შედ­გით ღუ­მელ­ში და ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ეს ულა­მა­ზე­სი და უგემ­რი­ე­ლე­სი კერ­ძი მზად იქ­ნე­ბა, ნამ­ცხვა­რი­ვით იჭ­რე­ბა და ძა­ლი­ან ლა­მა­ზია.

შვი­ლე­ბი

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ორი შვი­ლი მყავს, მა­ში­კო 10 წლი­საა, და­თუ­ნა კი - 5-ის, რო­მელ­საც ცი­ბუ­კას ვე­ძა­ხი. ცი­ბუ­კა ზის და სულ მულ­ტფილ­მებს უყუ­რებს, შე­დე­გად კი რუ­სუ­ლი ენა ისე კარ­გად ის­წავ­ლა, სახ­ლშიც რუ­სუ­ლად გვე­ლა­პა­რა­კე­ბა, იმე­დია, ამას პო­ლი­ტი­კურ ელ­ფერს არ მის­ცე­მენ (იცი­ნის). მა­ში­კო კარ­გი გო­გოა, კარ­გად სწავ­ლობს, ბე­ჯი­თია, უამ­რავ მას­წავ­ლე­ბელ­თან და­დის და არ გვაბ­რა­ზებს. კვი­რა­მო­ნაც­ვლე­ო­ბით ჩვენ­თან ვა­ხოს შვი­ლე­ბიც მო­დი­ან, აქე­დან და­დი­ან სკო­ლა­ში და ვცხოვ­რობთ ტკბილ ოჯა­ხად, ერ­თმა­ნეთ­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ვახო კი­დევ იმი­ტო­მაა და­სა­ფა­სე­ბე­ლი, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­მაა, შვი­ლე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ჰყავს, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, ჩემ­თვის ეს სა­კი­თხი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია და მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ვახო სა­მა­გა­ლი­თო მა­მაა რო­გორც თა­ვი­სი, ასე­ვე ჩემი შვი­ლე­ბის­თვის. სულ ცოტა ხნის წინ მე­ხუ­თე შვი­ლიც შე­მო­ე­მა­ტა ჩვენს ოჯახს, ეს გახ­ლავთ ძაღ­ლი, რო­მელ­ზე ზრუნ­ვაც სა­კუ­თარ თავ­ზე ავი­ღე და რო­გორც შვილს, ისე ვუვ­ლი.

რამ აგ­რძნო­ბი­ნა ასა­კი

- იცით, რო­დის ვიგ­რძე­ნი, რომ ასაკ­ში შევ­დი­ვარ? როცა მივ­ხვდი, რომ ღა­მის კლუ­ბებ­ში სი­ა­რუ­ლი აღარ მსი­ა­მოვ­ნებს. არ­სე­ბო­ბენ წყვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ღა­მის კლუ­ბებ­ში ხში­რად და­დი­ან და გარ­თო­ბის ასე­თი წესი აქვთ, მე მირ­ჩევ­ნია, მე­გობ­რე­ბი ჩემ­თან მო­ვიდ­ნენ, დავ­სხდეთ და სახ­ლში მშვი­დად ვი­სა­უბ­როთ, იშ­ვი­ა­თად მიჩ­ნდე­ბა კლუბ­ში ან სხვა ად­გი­ლას წას­ვლის სურ­ვი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა ვახო სამ­სა­ხუ­რი­დან ახა­ლი მო­სუ­ლი იყოს, უარს არას­დროს ამ­ბობს, კარ­გად მყვე­ბა ასეთ სა­კი­თხებ­ში და ერ­თად მივ­დი­ვართ გა­სარ­თო­ბად, თუმ­ცა ბოლო დროს ეს იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, რად­გან, რო­გორც გი­თხა­რით, მე­გობ­რე­ბის სტუმ­რო­ბა უფრო მა­ხა­რებს (იღი­მის).

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სალომე გოგიაშვილი - "როდესაც "იმედი" განახლდა, ვიფიქრე, ღირდა იქ მუშაობის დაწყება, მაგრამ შევცდი"

სალომე გოგიაშვილი -  "როდესაც "იმედი" განახლდა, ვიფიქრე, ღირდა იქ მუშაობის დაწყება, მაგრამ შევცდი"

მას შემდეგ, რაც ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი და მისი მეწყვილე დავით ქაცარავა ჰომოფობიური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულეს, ეს ტელეწყვილი ეკრანზე აღარ გამოჩენილა. რასაკვირველია, დავინტერესდით, როგორ განვითარდა მოვლენები, რას უკავშირება მათი გაუჩინარება და სალომეს ინტერვიუ ვთხოვეთ. საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ, თუმცა შემდეგ სხვა საკითხებზეც გადავინაცვლეთ.

- "იმედის" დილის გადაცემის წამყვანები აღარ ვართ, რადგან ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გაგვათავისუფლა. მოგეხსენებათ, ჩემი და დავით ქაცარავას საუბარი ელტონ ჯონის შესახებ ჰომოფობიურ გამოსვლად შეაფასეს და ბოდიშის მოხდას გვთხოვდნენ, მაგრამ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. სხვა ტელეკომპანიებსა და სხვა წამყვანებსაც ვკითხეთ მსგავსი შემთხვევების შესახებ, მაგრამ არც ბოდიში მოუხდიათ ასეთი განცხადებისთვის და მით უმეტეს, ამის გამო სამსახურიდან ვინმე არ დაუთხოვიათ. როგორც წესი, ტელეკომპანია თავისი თანამშრომლების ინტერესებს იცავს და ცდილობს, სიტუაცია დაარეგულიროს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ასე არ მოხდა.

- კონრეტულად ვინ გაგათავისუფლათ სამსახურიდან?

- პირდაპირ არავის უთქვამს, სამსახურიდან გათავისუფლებულები ხართო, მაგრამ გაგვიშვეს უხელფასო შვებულებაში, გვითხრეს, ცოტა ხანი შეისვენეთ, ჩამოვლენ ამერიკელები, მათთან განვიხილავთ ამ საკითხს და მერე მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებსო. რად უნდოდა ამას ბევრი ფიქრი, გასაგები იყო, რომ არაპირდაპირი გზით დაგვითხოვეს, თანაც, საოცარი რა იყო იცით? ჩვენი ბოლო ეთერიდან რამდენიმე დღეში "იმედის დილის" "პრომოდან" მეც და ჩემი მეწყვილეც ამოჭრილი ვიყავით, არადა, ჯერ კიდევ ვითომ ამ ტელეკომპანიის თანამშრომლებად ვითვლებოდით, საწყენია, ამდენი მატყუარა ადამიანის გარემოცვაში რომ მოვხვდით. სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო მე და დავით ქაცარავამ გავმართეთ პრესკონფერენცია, სადაც "იმედის" ხელმძღვანელობასა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომელთაც ჩვენთან პრეტენზია გაუჩნდა, ბოდიშის მოხდა მოვთხოვეთ. იურისტთან გავდივართ კონსულატაციებს და სამართლებრივი თვალსაზრისით ყველაფერს სწორად გავაკეთებთ. ზემოხსენებული ორგანიზაციის წევრები გახლავან უსაქმური ხალხი, რომელნიც ჩასაფრებულები არიან და ცდილობენ, მცირე გამონათქვამზეც კი პროვოკაცია მოაწყონ. გადაცემის პროდიუსერებთან არანაირი პრეტენზია და სასაყვედურო არ მაქვს, რადგან გვერდში გვედგნენ და ჩვენს აზრს იზიარებდნენ, მათ შორის იყო თამუნა, რომლის გვარიც არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრია, მაგრამ, როგორც ხედავთ, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ფაქტით შეწუხებული არ ვარ, მირჩევნია სამსახურიდან გამათავისუფლონ, მაგრამ ხალხს ვუყვარდე, ქუჩაში ჩემ მიმართ სითბოს გამოხატავდნენ, ვიდრე მიმყავდეს გადაცემა, რომელიც მხოლოდ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს მოეწონებათ.

- საერთოდ, როგორ დაბრუნდი "იმედის" ეთერში?

- ტელევიზიიდან დამირეკეს, მთხოვეს ჩემი ჩანაწერების მიტანა, შემდეგ გავიარე კასტინგი, ცოტა ხანში დამირეკეს და მითხრეს, რომ უნდოდათ, დილის გადაცემა წამეყვანა. სიმართლე გითხრათ, მაშინვე არ დავთანხმებულვარ, ჩემი ქმრის დაყოლიება გამიჭირდა, არ უნდოდა, ისევ ამ ტელევიზიაში დავბრუნებულყავი.

- რატომ?

- კარგად ხედავდა ჩემს განცდებს, რომელიც "იმედის" დატოვების შემდეგ მქონდა. მოგეხსენებათ, მაშინაც დილის გადაცემა მიმყავდა, მაგრამ ერთ დღეს ჩათვალეს, რომ აღარ ვიყავი საჭირო. ახლა, როდესაც "ტელეიმედი" განახლდა, ვიფიქრე, სიტუაცია შეიცვლებოდა და ღირდა იქ მუშაობის დაწყება, მაგრამ შევცდი. ამ შემთხვევაში ჩემი ქმარი მართალი აღმოჩნდა, ამის შემდეგ მას დავუჯერებ და მის აზრს უფრო მეტად გავითვალისწინებ (იღიმება).

- ჩვენს ბოლო ინტერვიუში მით­ხარი, რომ დიზა­ი­ნერობას აპირ­ებდი, შენი ესკ­ი­ზებით უნდა შე­გექმნათ სამოსი, ამ კუთხით როგორაა საქმე?

- იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩემი ქმრის საქმიანობის გამო ვიყავი წასული, ჩემმა მეწყვილემ, ვისთან ერთადაც ვაპირებ ამ საქმის წამოწყებას, უჩემოდ არაფერი გააკეთა, მე მელოდებოდა, ახლა კი უკვე ამ საქმეს სერიოზულად მივხედავთ.

"მეც მასთან ერთად ვიღვიძებ"

- დილის ძილი მიყვარს, მაგრამ ჩემი მეუღლე, ვახო, სამსახურში 11 სათზე მიდის, ამიტომ მეც მასთან ერთად ვიღვიძებ და ერთად ვსაუზმობთ. დილით ჭამა არ მიყვარს, მაგრამ ჩაის ან ყავას მივირთმევ ხოლმე, მერე ქმარს ვაცილებ და საკუთარი თავის მოწესრიგებაზე გადავდივარ, რათა ჩემს საქმეებს მივხედო. ახლა აღარ ვმუშაობ, მაგრამ ოჯახი, პირადი საქმეები, მეგობრები იმდენ დროს მოითხოვს, რომ მთელი დღე მაინც დაკავებული ვარ.

სარკესთან

- დილის შხაპის შემდეგ კანს სათანადო კრემებით ვანებივრებ, შემდეგ ვიწესრიგებ თმას, რომელზეც თითქმის ყოველთვის თავად ვზრუნავ. შემდეგ ვდგები კარადასთან და ვიწყებ ფიქრს, რა ჩავიცვა, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ბოლოს ვიცვამ და გავდივარ. მიუხედავად იმისა, რომ თავის მოწესრიგება ცოტა დროს ნამდვილად არ მოითხოვს, საჭიროების შემთხვევაში შემიძლია 10 წუთშიც მზად ვიყო სახლიდან გასასვლელად. რაც შეეხება ხასიათის გამოკეთების მიზნით საშოპინგოდ წასვლას, შეიძლება ვიყო ცუდ განწყობაზე, იმ მომენტში ფული არ მქონდეს, მაგრამ სხვანაირად გამოვიდე მდგომარეობიდან, სულაც არაა ამისთვის აუცილებელი საყიდლებზე სიარული. საერთოდ, ძალიან გულჩათხრობილი ადამიანი ვარ, ჩემგან ყველა მიჩვეულია, რომ სულ კარგ ხასიათზე უნდა ვიყო, ამიტომ საკუთარი პრობლემის გულში ჩახვევა ვიცი. თუმცა, რასაკვირველია, არსებობს ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე მეგობარი, რომლებთანაც ვიხსნები. ამას წინათ ცუდ ხასიათზე ვიყავი, მეგობართან ერთად ერთ-ერთ კაფეში გახლდით, იქიდან გამოსული, გვერდზე მდებარე მაღაზიას ვესტუმრე, ერთი მაისური მომეწონა და შევიძინე, მაშინ დავრწმუნდი, რომ შოპინგი ნამდვილად ერთგვარი თერაპია ყოფილა, რადგან ხასიათი მართლაც გამომიკეთდა. იმ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ფაქტმა მიშველა, თუმცა, საერთოდ, ეკლესიაში მისვლა ყველა ადამიანზე ბევრად დადებითად მოქმედებს, პირადად მე ტაძარში იმდენად ვწყნარდები სულიერად, რომ ამ გრძნობას ვერაფერს შევადარებ.

საფირმო კერძი

- მართალია, დიდი ოჯახი და დიდი სახლი გვაქვს, სადაც საქმეც ბევრია, მაგრამ მყავს ძიძა, რომელიც ჩემი ოჯახის წევრი უფროა, ვიდრე ძიძა, მეხამუშება კიდეც, ამ სიტყვას რომ ვამბობ. ის ყველანაირად მანებივრებს, მეხმარება ყველანაირ საქმეში და ცდილობს ცხოვრება შემიმსუბუქოს. ვერ ვიტყვი, რომ ჭურჭლის რეცხვასა და უთოობაზე ვგიჟდები, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ყველაფერს ვაკეთებ. სამზარეულოში ფუსფუსიც მიყვარს, ჩემი მეუღლე სამსახურიდან წამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მირეკავს, მეუბნება, რა მოვუმზადო და მეც შეძლებისდაგვარად ვუსრულებ. ახლა გაგიმხელთ ჩემი საფირმო სოკოს სუპის რეცეპტს, რომელიც უგემრიელესია და მის დასაგემოვნებლად მეგობრებსაც ვეპატიჟები ხოლმე. ამ სუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ კონსერვის სოკო, ოღონდ დაჭრილი, რომელსაც დაასხამთ იმდენ წყალს, რომ სოკო დაიფაროს და აადუღებთ, შემდეგ დაამატებთ 2-3 ცალ ოთხად გაჭრილ კარტოფილს, შემდეგ ე.წ. "პერლოვკას", ბოლოს ჩაუმატებთ ერთ ყუთ გამდნარ ყველს და ურევთ მანამ, სანამ ყველი კარგად გალღვება, ქვაბს დააფარებთ სახურავს, ადუღებთ კიდევ 10 წუთი და უგემრიელესი კერძი მზადაა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ოჯახში მწვანილი არ უყვართ, არ ვუმატებ, თორემ გემოვნების მიხედვით ამ წვნიანს შეიძლება გახეხილი სტაფილოც დაემატოს და მწვანილიც. აქვე კიდევ ერთი კერძის რეცეპტს გაგიმხელთ. მოხარშეთ ქათამი, გააცალეთ კანი და დაჭერით მოგრძო ნაჭრებად, ცალკე ტაფაზე ოდნავ მოშუშეთ სტაფილო, წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა, ზემოდან დააყარეთ მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი ქათამი, დაახეხეთ ყველი, შემდეგ ფენად დააწყვეთ ოთხკუთხედებად დაჭრილი კარტოფილი, ბოლოს - მაიონეზი, შედგით ღუმელში და ნახევარ საათში ეს ულამაზესი და უგემრიელესი კერძი მზად იქნება, ნამცხვარივით იჭრება და ძალიან ლამაზია.

შვილები

- მოგეხსენებათ, ორი შვილი მყავს, მაშიკო 10 წლისაა, დათუნა კი - 5-ის, რომელსაც ციბუკას ვეძახი. ციბუკა ზის და სულ მულტფილმებს უყურებს, შედეგად კი რუსული ენა ისე კარგად ისწავლა, სახლშიც რუსულად გველაპარაკება, იმედია, ამას პოლიტიკურ ელფერს არ მისცემენ (იცინის). მაშიკო კარგი გოგოა, კარგად სწავლობს, ბეჯითია, უამრავ მასწავლებელთან დადის და არ გვაბრაზებს. კვირამონაცვლეობით ჩვენთან ვახოს შვილებიც მოდიან, აქედან დადიან სკოლაში და ვცხოვრობთ ტკბილ ოჯახად, ერთმანეთთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ვახო კიდევ იმიტომაა დასაფასებელი, რომ შესანიშნავი მამაა, შვილები ყველანაირად უზრუნველყოფილი ჰყავს, რაც ძალიან მახარებს, ჩემთვის ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია და მოხარული ვარ, რომ ვახო სამაგალითო მამაა როგორც თავისი, ასევე ჩემი შვილებისთვის. სულ ცოტა ხნის წინ მეხუთე შვილიც შემოემატა ჩვენს ოჯახს, ეს გახლავთ ძაღლი, რომელზე ზრუნვაც საკუთარ თავზე ავიღე და როგორც შვილს, ისე ვუვლი.

რამ აგრძნობინა ასაკი

- იცით, როდის ვიგრძენი, რომ ასაკში შევდივარ? როცა მივხვდი, რომ ღამის კლუბებში სიარული აღარ მსიამოვნებს. არსებობენ წყვილები, რომლებიც ღამის კლუბებში ხშირად დადიან და გართობის ასეთი წესი აქვთ, მე მირჩევნია, მეგობრები ჩემთან მოვიდნენ, დავსხდეთ და სახლში მშვიდად ვისაუბროთ, იშვიათად მიჩნდება კლუბში ან სხვა ადგილას წასვლის სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვახო სამსახურიდან ახალი მოსული იყოს, უარს არასდროს ამბობს, კარგად მყვება ასეთ საკითხებში და ერთად მივდივართ გასართობად, თუმცა ბოლო დროს ეს იშვიათად ხდება, რადგან, როგორც გითხარით, მეგობრების სტუმრობა უფრო მახარებს (იღიმის).

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები